Meds.ge » ყველა წამალი » ბიკალუტამიდი- ტევა / bikalutamidi - teva / BICALUTAMID- TEVA

ბიკალუტამიდი- ტევა / bikalutamidi - teva / BICALUTAMID- TEVA

45

შემადგენლობა

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 28 და 30 ც.
1 ტაბ.
ბიკალუტამიდი . . . . . . . 50 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მოკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, კროსკარმელოზას ნატრიუმი, ნატრიუმის ლაურილის სულფატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი. 
გარსი: ჰიპრომელოზა (E464), პოლიდექსტროზა (E1200), ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლ 4000.

ფარმაკოლოგიური თვისებები
სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, ანტიანდროგენი.

ჩვენებები
ბიკალუტამიდი მიეკუთვნება ანტიანდროგენულ ჯგუფს. ანტიანდროგენები მოქმედებენ ანდროგენების (მამაკაცის ჰირომონების) წინააღმდეგ. ბიკალუტამიდი ინიშნება მოზრდილ მამაკაცებში პროსტატის სიმსივნის მკურნალობისას კომბინაციაში სხვა მეთოდებთან ერთად, რომლებიც იწვევენ მამაკაცის სასქესო ჰორმონების დონის დაქვეითებას (მედიკამენტური ან ქირურგიული კასტრაცია).

მიღების წესები და დოზები
ბიკალუტამიდი ყოველთვის მიიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად. რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ არ არის ექიმის განსხვავებული დანიშნულება, მიიღება ერთი ტაბლეტი დღეში. ძალიან მნიშვენლოვანია, რომ ტაბლეტების მიღება მოხდეს ერთიდაიგივე დროს. ტაბლეტები მიიღება მცირე რაოდენობით წყალთან ერთად. 
ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები: ბიკალუტამიდი არ ინიშნება ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში. 
დოზის გამოტოვება:
თუ პაციენტს დაავიწყდა დოზის მიღება ჩვეულ დროს, ასეთ შემთხვევაში დოზა უნდა გამოტოვოს. არ შეიძლება გამოტოვებული ტაბლეტის მიღება. პაციენტმა უნდა დაიცადოს შემდეგი დოზის მიღების დრომდე. შემდგომში პრეპარატი მიიღება რეგულარულად მკურნალობის ჩვეულებრივი რეჟიმის შესაბამისად.
ბიკალუტამისი მიღების შეწყვეტა:
მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი კარგად გრძნობს თავს, არ შეიძლება მკურნალობის სწრაფად შეწყვეტა, თუ მკურნალი ექიმი თავად არ მიიღებს ამის გადაწყვეტილებას.

გვერდითი მოვლენები
სხვა ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად, ბიკალუტამიდმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, რომლებიც ყველას არ უვითარდება. დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს თუ გამოვლინდა შემდეგი რეაქციები:
- სუნთქვის სერიოზული დარღვევა ან სუნქთვის დარღვევის გაუარესება და ხველა, ტემპერატურის მომატება. ამ შემთხვევაში შესაძლებელია მიმდინარეობდეს ფილტვების ანთება, რასაც უწოდებენ ფილტვის ინტერსტიციულ პროცესს. იგი ვლინდება სულ მცირე 100-დან 1 პაციენტში, რომელიც ღებულობს ბიკალუტამიდს; 
- კანის ძლიერი ქავილი (რელიეფურ შეშუპებასთან ერთად). სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ყლაპვისა და სუნთვის გაძნელება. პაციენტს შესაძლებელია განუვითარდეს ძლიერი ალერგიული რეაქცია ბიკალუტამიდზე, რაც ვლინდება 100-დან სულ მცირე 1 პაციენტში. 
ასევე შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
10-დან სულ მცირე 1 პაციენტს შესაძლებელია განუვითარდეს: მტკივნეული სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება; წამოხურება; ლიბიდოს დაქვეითება;* ეაკულაციის პრობლემები*, იმპოტენცია*.
10-დან სულ მცირე 1-პაციენტს შესაძლებელია განუვითარდეს: ანემია (დაავადება, რომელიც ეხება სისლხის წითელ უჯრედებს და რასაც შესაძლებელია თან ახლდეს სისუსტე, გულისცემის და სუნთქვის გახშირება, სუნთქვის დარღვევა ფიზიკური დატვირთვის დროს და კანზე წითელი ლაქების გამოვლენა*); დიაბეტი*, გაცხიმოვნება*; თავრუსხვევა*, უძილობა*; გულისრევა, ფაღარათი, ყაბზობა*; ღვიძლის პრობლემები, მათ შორის სიყვითლე (სკლერებისა და კანის გაყვითლება); გამონაყარი, ქავილი, ოფლიანობა*, თმიანობა*; სისუსტე, შეშუპება*, ტკივილი*, ტკივილი მუცლის ქვედა არეში*, შემცივნება*.
100-დან სულ მცირე 1 პაციენტს უვითარდება: მადის დაქვეითება*, სისხლში შაქრის დონის მომატება*, წონის დაქვეითება*; დეპრესია; ძილიანობა*, თავის ტკივილი*; სუნთქვის დარღვევა*; პირის სიმშრალე*, საჭმლის მონელების დარღვევა*, მეტეორიზმი (აირების დაგროვება);* თმის ცვენა*; სისხლი შარდში, ხშირი შარდვა ღამის პერიოდში*; მუცლის*, მკერდის*, წელის* და კისრის* ტკივილი.
1000-დან სულ მცირე 1 პაციენტში ვლინდება: ღებინება; პირის სიმშრალე. 
10 000-დან სულ მცირე 1 პაციენტში ვლინდება: ღვიძლის უკმარისობა; თრომოციტოპენია დაავადება რომელიც აზიანებს თრომბოციტებს და იწვევს სისხლჩაქცევების განვითარებას*); გულის უკმარისობა (რასაც თან ახლავს სუნთქვის დარღვევა, განსაკუთრებით კი დატვირთვის დროს, პულსის გახშირება, კიდურების შეშუპება და ლაქები კანზე)*, სტენოკარდია (ტკივილი მკერდის არეში, რაც იწვევს გულის ფუნქციის გაუარესებას)*. გულის რითმის დარღვევა*.
*ზემოხსენებული გვერდითი ეფექტები გამოვლინდა კლინიკური კვლევების დროს. 
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს ან გამოვლინდება ისეთი ეფექტი, რომელიც არ არის ზემოთ აღწერილი, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
- პაციენტი ალერგიულია ბიკალუტამიდის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;
- პაციენტი იღებს რომელიმე პრეპარატს, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტერფენადინი, ასტემიზოლი ან ცისრაპიდი; 
- პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე დაავადება.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულმა ქალებმა არ უნდა მიიღონ ბიკალუტამიდი.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება:
- ზომიერი ხარისხის ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
- თირკმლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა.
აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღენიშნება ნებისმიერი ტიპის დარღვევა ან დაავადება, რაც მოქმედებს ღვიძლის ფუნქციაზე. 
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ: ბიკალუტამიდის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. 
მნიშვნელოვანი ინფორამაცია ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის შესახებ: ბიკალუტამიდი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმის მართვაზე. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ პაციენტში პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია გამოვლინდეს მოთენთილობის და თავბრუსხვევის შეგრძნება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბებისას ან თუ ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა ტაბლეტები, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თუ პაციენტი ღებულობს ან უახლოესი პერიოდის განმავლობაში ღებულობდა ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს, უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს: 
- ტერფენადინი და ასტემიზოლი (გამოიყენება ცხელების და ალერგიის დროს);
- ცისრაპიდი (გამოიყენება კუჭის დაავადების მკურნალობის დროს);
- ვარფარინი და მსგავსი მედიკამენტები (გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად);
- ციკლოსპორინი (გამოიყენება იმუნური სისტემის დასათრგუნად, რათა ძვლის ტვინისა და ორგანოთა გადანერგვის დროს თავი აარიდონ ქსოვილების გამოძევებას);
- კალციუმის არხის ბლოკატორები, როგორიც არის ნიფედიპინი ან ვერაპამილი (გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ და გულის ზოგიერთი დაავადების დროს);
- ციმეტიდინი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ);
- კეტოკონაზოლი (გამოიყენება კანისა და ფრჩხილების სოკოვანი დაზიანებების დროს).

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ორიგინალურ შეფუთვაში.

კომენტარის დამატება