ეგისტროზოლი / egistrozoli / EGISTROZOL
შემადგენლობა
-ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერება არის ანასტროზოლი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 1 მგ ანასტროზოლს. -ტაბლეტის ბირთვის სხვა კომპონენტები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის სახამებელის გლიკოლატი, პოვიდონი (E1201) და მაგნიუმის სტეარატი (E572). ტაბლეტის გარსის შემადგენლობაში შედის მაკროგოლი, გიპრომელოზა (E464) და ტიტანის დიოქსიდი (E171).
ტაბლეტები ეგისტროზოლის აღწერილობა
ეგისტროზოლი - არის მრგვალი, ორივე მხრიდან ამობურცული შემოგარსული ტაბლეტი, წარწერით ,,ANA’’ და ,,1’’ ერთ მხარეზე.
შეფუთვა
პვქ/პე/პვოქ/ალუმინის ფოლგისაგან დამზადებულ ბლისტერულ შეფუთვაში არის 10 ან 14 შემოგარსული ტაბლეტი. 2 ბლისტერი 14 ტაბლეტით, 3 ბლისტერი 10 ტაბლეტით ან 9 ბლისტერი 10 ტაბლეტით, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ჩვენებები
ანასტროზოლი, პრეპარატი ეგისტროზოლის აქტიური კომპონენტი, მიეკუთვნება ე.წ. არომატაზის ინჰიბიტორების ნივთიერებათა ჯგუფს. ეს ნიშნავს, რომ, ის მოქმედებს არომატაზის, ფერმენტის, რომელიც გამომუშავდება ორგანიზმში და ამცირებს ქალის ზოგიერთი სასქესო ჰორმონის, მაგალითად, ესტროგენის, დონეს, ზოგიერთ ეფექტზე.
ეგისტროზოლი გამოიყენება ქალებში სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ პოსტმენოპაუზაში.
მიღების წესები და დოზები
მიიღეთ ეგისტროზოლი მკაცრად ექიმის დანიშნულებით. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა. ეს სამკურნალო საშუალება დანიშნულია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა ადამიანს. დაავადების იგივე სიმპტომების არსებობის შემთხვევაშიც, პრეპარატმა შეიძლება მიაყენოს მას ზიანი.ჩვეულებრივ, იღებენ ერთ ტაბლეტს (1 მგ ანასტროზოლი) დღეში ერთხელ. ასაკიან, ასევე ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევების და თირკმელების ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტები, არ საჭიროებენ დოზის დაზუსტებას.
გვერდითი მოვლენები
ისევე, როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატებმა, ეგისტროზოლმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში.
შესაძლო გვერდითი ეფექტები:
-ძალიან ხშირი (უვითარდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს);
-ხშირი (უვითარდება 100-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს);
-არახშირი (უვითარდება 1000-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს);
-იშვიათი (უვითარდება 10 000-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს);
-ძალიან იშვიათი (უვითარდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს).
დამცავი სისტემა (დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან)
ძალიან იშვიათი: გაძნელებული სუნთქვით ან თავბრუსხვევით მიმდინარე მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია), სუნთქვის დარღვევით და სახის ან ყელის შეშუპებით მიმდინარე მძიმე ალერგიული რეაქცია (ანგიონევროზული შეშუპება), კანზე, პირში, თვალებზე და სასქესო ორგანოებზე ბუშტების განვითარებით მიმდინარე მძიმე დაავადებები, ცხელება (მაღალი) და ტკივილი სახსრებში (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ჭინჭრის ციება.
ამ სიმპტომებიდან ერთ-ერთის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიიღებთ ექიმის კონსულტაცია.
კვება (დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრიდან)
არახშირი: მადის შემცირება, ქოლესტერინის დონის მომატება.
ნერვები (დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან)
ხშირი: თავის ტკივილი.
არახშირი: ძილიანობა.
სისხლძარღვები (სისხლძარღვთა მოშლა)
ძალიან ხშირი: წამოხურებები.
ძალიან იშვიათი: სისხლის შედედების დარღვევა (ვენების თრომბოემბოლია), მაგალითად, თრომბების წარმოშობა, ჩვეულებრივ ფეხის სისხლძარღვებში, რომლის შედეგადაც ვითარდება ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე (ღრმა ვენების თრომბოზი, ღვთ) ან თრომბის მოხვედრა ფილტვში (ფილტვის ემბოლია).
კუჭ-ნაწლავი (კუჭ-ნაწლავის მოშლა)
ხშირი: ღებინება, ფაღარათი.
არახშირი: გულისრევა.
კანი (კანისა და კანქვეშა ქსოვილის ფუნქციის დარღვევა)
ხშირი: თმის ცვენა. გამონაყარი კანზე.
ძალიან იშვიათი: პატარა ,,სამიზნეს’’ მსგავსი ლაქებით გამოხატული გამონაყარი (მრავალფორმიანი ერითემა)
კუნთები (საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის ფუნქციის დარღვევა)
ხშირი: სახსრების ტკივილი ან შებოჭვა.
ეგისტროზოლი ამცირებს ქალის სასქესო ჰორმონების დონეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძვლებში მინერალური ნივთიერებების კარგვა და შეამციროს მათი სიმტკიცე (იხილეთ ნაწილი 2 ,,პრეპარატი ეგისტროზოლის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს,,). ამან შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად, მალების, თეძოს ან მაჯის ძვლების მოტეხილობა.
სასქესო ორგანოები და სარძევე ჯირკვლები (დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრიდან)
ხშირი: საშოს სიმშრალე.
არახშირი: სისხლდენა საშოდან (ძირითადად მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში).
პრეპარატი ეგისტროზოლის მიღების ან მიღების შემდეგ პერიოდში საშოდან ნებისმიერი უჩვეულო (მუდმივი) სისხლდენის განვითარების ან მენსტრუალური ციკლის დარღვევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმის კონსულტაციის მიღება.
შეყვანის ადგილას ქსოვილების მდგომარეობა და საერთო დარღვევები ხშირი: სისუსტე, განწყობის დარღვევები.
მძიმე ან ისეთი ახალი გვერდითი ეფექტის განვითარებს შემთხვევაში, რომელიც არ არის ნახსენები მოცემულ ინსტუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება
არ გამოიყენოთ ეგისტროზოლი შემდეგ შემთხვევაში:
-თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ანასტროზოლის ან პრეპარატი ეგისტროზოლის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (იხილეთ ნაწილი 2 ,,მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი ეგისტროზოლის ზოგიერთ კომპონენტზე’’ და ნაწილი 6 ,,პრეპარატი ეგისტროზოლის შემადგენლობა’’).
-თუ თქვენ ხართ პრემენოპაუზის მდგომარეობაში;
-თუ თქვენ ხართ ორსულად;
-თუ ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე;
-თუ თქვენ გაქვთ მძიმე დაავადებები ან დარღვევები, რომლებიც მოქმედებენ ღვიძლზე ან თირკმელებზე;
-თუ თქვენ იღებთ ტამოქსიფენს (იხილეთ ნაწილი 2 ,,სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება’’);
-თუ თქვენ იღებთ ესტროგენის შემცველ პრეპარატებს, მაგალითად, ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის მიზნით (იხილეთ ნაწილი 2 ,,სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება’’);
პრეპარატი ეგისტროზოლის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს
ეგისტროზოლი არ გამოიყენება ბავშვებში ან ქალებში პრემენოპაუზის მდგომარეობაში. შეამოწმეთ, ხომ არ გეხებათ ან გეხებოდათ ქვემოთ ჩამოთვლილი განსაკუთრებული მითითებებიდან ერთ-ერთი. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:
-თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებულები, რომ გაიარეთ მენოპაუზის მდგომარეობა. ექიმმა უნდა გააკონტროლოს ჰორმონების დონე თქვენს ორგანიზმში;
-თუ თქვენ გაწუხებთ ან ადრე გაწუხებდათ ნებისმიერი დარღვევა, რომელიც მოქმედებს ძვლების სიმტკიცეზე. ანასტროზოლი ამცირებს ქალის სასქესო ჰორმონების დონეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძვლებში მინერალური ნივთიერებების კარგვა და შეამციროს მათი სიმტკიცე. შესაძლებელია, რომ მკურნალობის მსვლელობისას მოგიწიოთ ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის განსაზღვრა. ძვლების სისუსტის თავიდან აცილების მიზნით და სამკურნალოდ ექიმი მოგცემთ სამკურნალო საშუალებას.
-თუ თქვენ იღებთ ლუტეინიზირებული ჰორმონის ანალოგს (სარძევე ჯირკვლის კიბოს, ზოგიერთი გინეკოლოგიური დაავადების და უნაყოფობის, მაგალითად, გოსერელინის სამკურნალო პრეპარატებს). არ იყო ჩატარებული კვლევები ანასტროზოლის და ლუტეინიზირებული ჰორმონების ანალოგების ერთდროული გამოყენების შესახებ.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი ეგისტროზოლის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად საკვები და სასმელი არ ზემოქმედებს ეგისტროზოლზე.
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა
ეგისტროზოლი არ უნდა ახდენდეს უარყოფით ზემოქმედებას სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, შესაძლებელია სისუსტის და ძილიანობის განვითარება. ასეთ შემთხვევაში, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და მექანიზმები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი ეგისტროზოლის ზოგიერთ კომპონენტზე
ეგისტროზოლი შეიცავს რძის შაქარ ლაქტოზას. თუ თქვენ ხართ ინფორმირებული ექიმის მიერ თქვენს მიერ ზოგიერთი შაქრის, მაგალითად ლაქტოზის, აუტანლობის შესახებ, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიიღეთ ექიმის რჩევა.
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა.
ჭარბი დოზირება
თუ თქვენ მიიღეთ ეგისტროზოლის ტაბლეტები ჭარბად
ეგისტროზოლის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ეგისტროზოლის მიღება
დავიწყებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა. გამოტოვეთ დოზა და გააგრძელეთ ტაბლეტის მიღება დანიშნული დროის მიხედვით.
თუ თქვენ შეწყვიტეთ ეგისტროზოლის მიღება
ექიმის რეკომენდაციის მიღებამდე არ შეწყვითოთ ამ პრეპარტის მიღება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკეთ გრძნობთ თავს. ექიმი შეგატყობინეთ, რა ხანგრძლივობით უნდა გამოიყენოთ ტაბლეტები. შესაძლებელია, პრეპარატის მიღება გაგრძელდეს 5 წლის განმავლობაში.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება განიცადონ ანასტროზოლის ზემოქმედება. ამასთანავე, მათ შეიძლება იმოქმედონ ანასტროზოლის ეფექტზე. ანასტროზოლმა შეიძლება იმოქმედოს შემდეგ სამკურნალო ნივთიერებებთან: -ტამოქსიფენი (სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ გამოყენებული ერთ-ერთი პრეპარატი);
-ესტროგენის შემცველი პრეპარატები, მაგალითად, ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის საშუალებები.
ამ ნივთიერებებმა შეიძლება შეასუსტონ პრეპარატი ეგისტროზოლის ეფექტი. არ არის რეკომენდებული მათი და პრეპარატი ეგისტროზოლის ერთდროული გამოყენება (იხილეთ ნაწილი 2 ,,არ გამოიყენოთ ეგისტროზოლი’’).
თუ თქვენ იღებთ ან იღებდით ერთ-ერთ ზემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო პრეპარატს ან სხვა პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულს, გთხოვთ შეატყობინოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები და ვადები
- პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მოცემული სამკურნალო პრეპარატი არ ითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გამოიყენოთ ეგისტროზოლი კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის დასრულების თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
არ მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
შენახვის ვადა 3 წელი
შენახვის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ!
არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალება საყოფაცხოვრებო გამდინარე წყალში. თუ საჭიროა პრეპარატის საყოფაცხოვრებო ნარჩენებში მოთავსება, მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლიან გარემოს დაბინძურებას.
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის წესი რეცეპტით)
კომენტარის დამატება