Meds.ge » ყველა წამალი » ონდანტორი / ondantori / Ondantor

ონდანტორი / ondantori / Ondantor

47

სამკურნალწამლო ფორმა
საინიექციო ხსნარი.

გარეგნული სახე
გამჭვირვალე, უფერო ხსნარი, რომელიც არ შეიცავს რაიმე ხილულ ნაწილაკებს.

შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ონდანსეტრონი.
1 მლ საინიექციო ხსნარი შეიცავს 2,494 მგ ონდანსეტრონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატს, რაც შეესაბამება 2 მგ ონდანსეტრონს. ერთი ამპულა 4 მლ შეიცავს 8 მგ ონდანსეტრონს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ლიმნის მჟავის მონოჰიდრატი, საინიექციო წყალი. 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ღებინების საწინააღმდეგო და გულისრევის საწინააღმდეგო პრეპარატები, სეროტონინის (5-HT3) რეცეპტორების ანტაგონისტები. კოდი ATX: A04AA01.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ონდანსეტრონი წარმოადგენს 5-HT3 რეცეპტორების მძლავრ მაღალსელექტიურ ანტაგონისტს.
ონდანსეტრონის მოქმედება განპირობებულია ანტოგონიზმით ნეირონების 5-HT3 რეცეპტორების მიმართ, რომლებიც განლაგებულია როგორც პერიფერიულ, ასევე ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. არ ახდენს სედატიურ ეფექტს და არ ცვლის პროლაქტინის კონცენტრაციას პლაზმაში.

ფარმაკოკინეტიკა
ინტრავენური ინფუზიის შემდეგ 4 მგ ონდანსეტრონი 5 წუთის განმავლობაში პიკური კონცენტრაციები პლაზმაში დაახლოებით 65 ნგ/მლ შეადგენს. კუნთში შეყვანის შემდეგ 10 წუთის განმავლობაში დაახლოებით 25 ნგ/მლ.
არ უკავშირდება მნიშვნელოვანწილად პლაზმის ცილებს (70-76%). ონდანსეტრონი გამოიყვანება სისტმური სისხლის ნაკადიდან უპირატესად ღვიძლში მეტაბოლიზმის მეშვეობით და 5%-ზე ნაკლები გამოიყვანება უცვლელად შერდში. განმეორებითი შეყვანებისას ონდანსტერონის ფარმაკოკინეტიკური თვისებები არ იცვლება.
ბავშვებში აღინიშნებს კლირენსის და ონდანსტერონის განაწილების მოცულობის დაქვეითება ერთჯერადი ინტრავენური შეყვანისას, რასთანაც დაკავშირებით აუცილებელია დოზის გაანგარიშება სხეულის მასის მიხედვით (0,1 მგ/კგ-დან მაქსიმალურად 4 მგ-მდე).
ონდანსეტრონის ინტრავენური შეყვანისას თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 15-60 მლ/წთ) აღინიშნებოდა დაქვეითებული სისტემური კლირენსი, ასევე განაწილების შემცირებული მოცულობა, რაც იწვევს ნახევრად გამოყვანის პერიოდის კლინიკურად უმნიშვნელო გახანგრძლივებას (5,4 საათი). მძიმე თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ონდანსეტრონის ფარმაკოკინეტიკა (ინტრავენური შეყვანისას დიალიზებს შორის შუალედებში) მნიშვნელოვნად არ იცვლება. მძიმე ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ონდანსეტრონის სისტემური კლირენსი მნიშვნელოვნად ქვეითდება, ნახევრად გამოყვანის პერიოდის ხანგრძლივობა იზრდება (15-32 საათი), ხოლო ორალური ბიომისაწვდომობა აღწევს 100%-ს პირველი გავლის ეფექტის შემცირებასთან დაკავშირებით.

გამოყენების ჩვენებები
გულისრევის და ღებინების მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია ციტოქსიური ქიმიოთერაპიითა და სხივური თერაპიით, ასევე გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკა და მკურნალობა ოპერაციისშემდგომ პერიოდში (ოშპ).

უკუჩვენებები
მომატებული მგძნობელობა მოქმედი ნივთიერებების, 5-HT3 ტიპის სეროტონინის რეცეპტორების სხვა სელექტიური ანტაგონისტების (სეროტონინი/5-ჰიდროქსიტრიპ-ტამინი) ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
არსებობს მონაცემები მომატებული მგძნობელობის რეაქციების შესახებ პაციემტებში 5-HT3 რეცეპტორების სხვა სელექტიური ანტაგონისტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის გამოვლინებებით.
ვინაიდან ონდანსეტრონი ახანგრძლივებს შიგთავსის გავლის დროს სქელ ნაწლავში, პაციენტები ქვემწვავე ნაწლავთა გაუვალობით უნდა იმყოფებოდნენ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ წინამდებარე პრეპარატის მიღების შემდეგ.
წინამდებარე პრეპარატის ერთობლივი გამოყენებისას ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებთან პაციენტებში არითმიებით, გამტარობის დარღვევებით ან იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ანტიარითმიულ პრეპარატებს ან ბეტა-ბლოკატორებს, უნდა დაიცვან სიფრთხილე.
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან მისი გამოყენების გამოცდილება პაციენტების წინამდებარე კატეგორიაში შეზღუდულია.
იმ პაციენტებმა, რომლებმაც გადაიტანა ადენოტონზილექტომია, ონდანსეტრონის მეშვეობით გულისრევის და ღებინების პროფილაქტიკას შეუძლია დაფაროს ძლიერი სისხლდენა. ასეთი პაციენტები წინამდებარე პრეპარატით მკურნალობისას უნდა იმყოფებოდნენ საგულდაგულო მეთვალყურეობის ქვეშ.
ერთი ამპულა (4 მლ.) შეიცავს ნატრიუმის 1 მმოლზე ნაკლებს (23 მგ), ე.ი. ის პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ონდანსეტრონის არასასურველი მოქმედება ორსულობასა ან ნაყოფის/ახალშობილი ბავშვის ჯანმრთელობაზე არ იქნა გამოვლენილი. ორსულ ქალებში პრეპარატი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, ასევე საგულდაგულოდ იქნეს შეფასებული რისკისა და სარგებლობის თანაშეფარდება.

ძუძუთი კვება
ონდანსეტრონი აღწევს ძუძუს რძეში. ძუძუთი კვება რეკომენდირებული არ არის.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
არ ახდენს ზეგავლენას.

დოზები და გამოყენების ხერხი
ინტრავენური ინიექციისთვის ან ინტრავენური ინფუზიისთვის გახსნის შემდეგ.
გულისრევა და ღებინება, გამოწვეული ქიმიოთერაპიით და სხივური თერაპიით

მოზრდზილები
სიმსივნესაწინააღმდეგო თერაპიის ღებინების გამოწვევის  უნარი ვარირებს ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის რეჟიმების დოზებისა და კომბინაციების შესაბამისად. ონდანსეტრონის გამოყენების ხერხი და დოზა შეიძლება მერყეობდეს ფართო ფარგლებში - 8-32 მგ დღე-ღამეში, თერაპიის შერჩევა აღწერილია ქვემოთ.

ემეტოგენური ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია
იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ღებულობენ ემეტოგენურ ქიმიოთერაპიას ან სხივურ თერაპიას, ონდანსეტრონი შეიძლება დაინიშნოს ან შიგნით, ან ინტრავენურად.
პაციენტთა უმრავლესობისთვის, რომლებიც ღებულობენ ემეტოგენურ ქიმიოთერაპიას ან სხივურ თერაპიას, 8 მგ ონდანტორი უნდა გამოყენებულ იქნას ნელი ნაკადური ინტრავენური შეყვანის ან მოკლეხნიანი ინტრავენური ინფუზიის სახით 15 წუთის განმავლობაში უშუალოდ თერაპიის ჩატარების წინ, 8 მგ-ის შემდგომი შიგნით მიღებით 12 საათში ერთხელ.
გადავადებული ან ხანგრძლივი ღებინების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად პირველი 24 საათის შემდეგ ონდანსეტრონის შიგნით მიღების შემდეგ უნდა გააგრძელოთ 5 დღემდე ჩატარებული მკურნალობის კურსის შემდეგ. რეკომენდირებული დოზა შიგნით მისაღებად შეადგენს 8 მგ ონდანსეტრონს ორჯერ დღე-ღამეში.

მაღალემეტოგენური ქიმიოთერაპია
იმ პაციენტთათვის, რომლებიც ღებულობენ მაღალემეტოგენურ ქიმიოთერაპიას, მაგალითად, ცისპლატინის მაღალ დოზებს, ონდანსეტრონი შეიძლება შეყვანილ იქნას ინტრავენურად. ონდანსეტრონის გამოყენების შემდეგი სქემები ქიმიოთერა-პიის პირველი 24 საათის განმავლობაში ერთნაირად ეფექტური აღმოჩნდა:
- ერთჯერადი დოზა 8 მგ ნელი ნაკადური ინტრავენური შეყვანის სახით უშუალოდ ქიმიოთერაპიის ჩატარების წინ;
- დოზა 8 მგ ნელი ნაკადური ინტრავენური შეყვანის ან მოკლეხნიანი ინტრავენური ინფუზიის სახით 15 წუთის განმავლობაში უშუალოდ ქიმიოთერაპიის ჩატარებამდე 8 მგ პრეპარატის შემდგომი ორი ინტრავენური შეყვანით 2-4 საათიანი ინტერვალით, ან 24-საათიანი ინფუზიის სახით 1 მგ/სთ დოზით;
- ერთჯერადი დოზა 32 მგ, გახსნილი 50-100 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში ან სხვა თავსებადი საინფუზიო ხსნარში, ინფუზიის სახით არანაკლებ 15 წუთის ხანგრძლივობით უშუალოდ ქიმიოთერაპიის ჩატარების წინ.
შეყვანის რეჟიმის შერჩევა დამოკიდებულია ემეტოგენური სიმპტომატიკის სიმძიმეზე.
ონდანსეტრონის მოქმედება მაღალემეტოგენური ქიმიოთერაპიისას შეიძლება გაძლიერებული იქნას დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის 20 მგ-ის ერთდროული ერთჯერადი ინტრავენური შეყვანით ქიმიოთერაპიის ჩატარების წინ.
გადავადებული ან ხანგრძლივი ღებინების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად პირველი 24 საათის განმავლობაში ონდანსეტრონის შიგნით მიღების შემდეგ უნდა გააგრძელოთ 5 დღემდე ჩატარებული მკურნალობის კურსის შემდეგ. ონდანსეტრონის რეკომენდირებული დოზა შიგნით მისაღებად შეადგენს 8 მგ ორჯერ დღე-ღამეში.

ბავშვები (2 წლიდან და უფროსი ასაკის) და მოზარდები (<18 წლის)
პრეპარატის გამოყენების გამოცდილება ბავშვებში შეზღუდულია. 2 წლის ზემოთ ბავშვებში ონდანსეტრონი შეიძლება შეყვანილ იქნას ერთჯერადად ინტრავენურად 5 მგ/მ2 დოზით 15 წუთის განმავლობაში უშუალოდ ქიმიოთერაპიის ჩატარების წინ, 4 მგ შემდგომი შიგნით მიღებით 12 საათში. შიგნით მიღება იმ დოზით, რომელიც გაანგარიშებულია სხეულის ზედაპირის ფართობზე, უნდა გაგრძელდეს 5 დღემდე ჩატარებული მკურნალობის კურსის შემდეგ. ბავშვებმა სხეულის ზედაპირის ფართობით 0,6-დან 1,2 მ2-მდე უნდა მიიღონ 4 მგ პრეპარატი ორჯერ დღე-ღამეში, ხოლო ბავშვებმა სხეულის ზედაპირის 1,2 მ2-ზე უფრო დიდი ფართობით - 8 მგ ორჯერ დღე-ღამეში.
პრეპარატის გამოყენების გამოცდილება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არსებობს.

ხანდაზმული პაციენტები
დოზის, სიხშირის შეცვლა ან შეყვანის გზები არ არის საჭირო.
გულისრევა და ღებინება ოპერაციისშემდგომ პერიოდში (ოშპ)

მოზრდილები
ოშპ-ის თავიდან ასაცილებლად 4 მგ ონდანსეტრონი შეიძლება დაინიშნოს ერთჯერადად ნელა ნაკადურად ინტრავენურად ნარკოზში შეყვანისას.
წარმოქმნილი ოშპ-ის სამკურნალოდ რეკომენდირებულია 4 მგ პრეპარატის ერთჯერადი ნელი ნაკადური ინტრავენური შეყვანა.
ბავშვები (2 წლიდან და უფროსი ასაკის) და მოზარდები (<18 წლის)
ოშპ-ის თავიდან ასაცილებლად იმ ბავშვებში, რომლებმაც გადაიტანა ოპერაციული ჩარევა ნარკოზის ქვეშ, ონდანსეტრონი შეიძლება დაინიშნოს ნელა ნაკადურად ინტრავენურად დოზით 0,1 მგ/კგ, მაქსიმუმ 4 მგ-მდე ნარკოზის ჩატარებამდე, ნარკოზის დროს ან ნარკოზის ჩატარების შემდეგ.
ბავშვებში წარმოქმნილი ოშპ-ის სამკურნალოდ ონდანსეტრონი შეიძლება დაინიშნოს ნელა ნაკადურად ინტრავენურად დოზით 0,1 მგ/კგ, მაქსიმუმ 4 მგ-მდე.
ონდანსეტრონის გამოყენების გამოცდილება ოშპ-ის თავიდან ასაცილებლად და სამკურნალოდ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში შეზღუდულია.

ხანდაზმული პაციენტები
პრეპარატი კარგად გადაიტანება 65 წლის ზემოთ ასაკის პაციენტების მიერ, რომლებიც ღებულობენ ქიმიოთერაპიას.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
დღე-ღამური დოზის, სიხშირის შეცვლა, შეყვანის გზები საჭირო არ არის.

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
ღვიძლის ფუნქციის საშუალოდ მძიმე ამ მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში ონდანსეტრონის კლირენსი მნიშვნელოვნად ქვეითდება, ხოლო შრატიდან ნახევრად გამოყვანის პერიოდი გამოხატულად ხანგრძლივდება. ასეთ პაციენტებში პრეპარატის დღე-ღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 მგ.
პაციენტები სპარტეინის/დებრიზოქინის დაქვეითებული მეტაბოლოზმით
ონდანსეტრონის ნახევრად გამოყვანის პერიოდი არ იცვლება. დღე-ღამური დოზის ან შეყვანის სიხშირის შეცვლა საჭირო არ არის.

სიფრთხილის ზომები მოპყრობისას
სამკურნალწამლო პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
გამოუყენებელი ხსნარი უნდა უტილიზირებული იქნას.
ხსნარი აუცილებლად უნდა შეფასებულ იქნას ვიზუალურად გამოყენების წინ, და ასევე გახსნის შემდეგ.
გამოსაყენებლად გამოსადეგია მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები პრაქტიკულად ხილული ნაწილაკების გარეშე.
საინიექციო ხსნარი. ონდანტორი შეიძლება გაიხსნას შემდეგი საინფუზიო ხსნარებში: ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარში (ფიზიოლოგიური ხსნარი), გლუკოზის 5% ხსნარში, რინგერის ხსნარში და მანიტოლის 10% ხსნარში.
გასახსნელად გამოსადეგია როგორც მინის ჭურჭელი, ასევე პოლიეთილენის (პე) ინფუზიური პაკეტები.

შეუთავსებლობა
საინიექციო ხსნარი ონდანტორი არ უნდა იქნას შეყვანილი ერთი შპრიცით ან ერთი ინფუზიით სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებთან ერთად.
არ შეიძლება წინამდებარე პრეპარატის შერევა სხვა ნივთიერებებთან, ზემოთ აღნიშნულების გარდა.

გვერდითი მოქმედება
დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან
იშვიათი (> 1/10 000, < 1/1000): დაუყოვნებლივი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ხანდახან მძიმე, ლეტალურ ანაფილაქსიამდე.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ასევე აღინიშნებოდა 5-HT3 რეცეპტორების სხვა სელექტიურ ანტაგონისტებზე ალერგიის მქონე პაციენტებში.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან
იშვიათი (> 1/10 000, < 1/1000): უშუალო მოძრაობები ექსტრაპირამიდული დარღვევების ტიპის, მაგალითად, მზერის სპაზმი/დისტონიური რეაქციები, მდგრადი კლინიკური შედეგების გარეშე; კრუნჩხვები, თუმცა ონდანსეტრონის თანამონაწილეობის ფარმაკოლოგიური მექანიზმები მათი წარმოქმნისკენ უცნობია.

დარღვევები გულის მხრიდან
იშვიათი (> 1/10 000, < 1/1000): ტკივილი მკერდის არეში ST  სეგმენტის დეპრესიით ან მის გარეშე, გულის არითმიები, ჰიპოტენზია და ბრადიკარდია.

დარღვევები კუჭნაწლავის ტრაქტის მხრიდან
ხშირი (> 1/100, <1/10): ონდანსეტრონი ახანგრძლივებს შიგთავსის გავლის დროს სქელ ნაწლავში, და რიგ პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს შეკრულობები.

დარღვევები ღვიძლის და ნაღველგამომყოფი გზების მხრიდან
აღინიშნებოდა ფუნქცვიონალური ღვიძლის სინჯების იშვიათი უსიმპტომო გაზრდა.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრიდან
იშვიათად შეიძლება შეგვხვდეს ალერგიული რეაქციები ინიექციის ადგილის ირგვლივ (მაგალითად, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი), ხანდახან ასეთი რეაქციები წარმოიქმნება ვენის მდებარეობის ადგილას, რომელშიც შეყვანილი იყო წინამდებარე პრეპარატი.
საერთო აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას
ხშირი (> 1/100, <1/10): თავის ტკივილი, სისხლსავსეობის და სითბოს შეგრძნება, სლოკინი.
იშვიათი (> 1/10 000, <1/1000): მხედველობის წარმავალი ხასიათის დარღვევები (მაგალითად, დეფოკუსირებული მხედველობა) და თავბრუსხვევები ონდანსეტრონის სწრაფი ინტრავენური შეყვანის დროს.

ჭარბი დოზირება
მონაცემები ჭარბი დოზირების გამოვლინებების შესახებ შეიცავდა მხედველობის დარღვევებს, მძიმე შეკრულობებს, ჰიპოტენზიას და ვაზოვაგალურ ეპიზოდს II ხარისხის წარმავალი ატრიოვენტრიკულარული ბლოკადით. ყველა შემთხვევაში მოვლენები ბოლომდე წყდებოდა. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზირების ეჭვისას უნდა ჩატარდეს შესაბამისი სიმპტომატური და შემანარჩუნებელი თერაპია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები
არ არსებობს მტკიცებები იმისა, რომ ონდანსეტრონი ან ასტიმულირებს, ან ახშობს სხვა სამკურნალწამლო პრეპარატების მეტაბოლიზმს მათი ერთობლივი დანიშვნისას. ონდანსეტრონი არ შედის ურთიერთქმედებაში ალკოჰოლთან, ტემაზეპამთან, ფუროსემიდთან, ტრამადოლთან, ალფენტანილთან, პროპოფოლთან და თიოპენტალთან.
ონდანსეტრონი მეტაბოლიზირდება მრავალრიცხოვანი ღვიძლის ფერმენტებით, რომლებიც განეკუთვნება P-450 ციტოქრომის კლასს: CYP3A4, CYP2D6 და CYP1A2. ფერმენტების მრავალრიცხოვნობის წყალობით, რომლებიც მონაწილეობდნენ ონდანსეტრონის მეტაბოლიზმში, ერთი ფერმენტის აქტივობის ინჰიბირება ან დაქვეითება (მაგალითად, გენეტიკური დეფიციტი CYP2D6) ჩვეულებრივ კომპენსირდება სხვა ფერმენტების მეშვეობით და იწვევს ონდანსეტრონის საერთო კლირენსის უმნიშვნელო ცვლილებებს და არ საჭიროებს დოზის კორექციას.

ფენიტოინი, კარბამაზეპინი და რიფამპიცინი
იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდა CYP3A4 მძლავრ ინდუქტორებს (მაგალითად, ფენიტოინს, კარბამაზეპინს და რიფამპიცინს), ონდანსეტრონის კლირენსი პერორალური მიღებისას იზრდებოდა, და მისი კონცენტრაციები სისხლში მცირდებოდა.

ტრამადოლი
ონდანსეტრონს შეუძლია დააქვეითოს ტრამადოლის ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

გამოშვების ფორმა
გამჭვირვალე შუშის 5 ამპულა მუყაოს შეფუთვაში.
შეფუთვების ზომები: 5 x 4 მლ.

შენახვის პირობები და ვარგისობის ვადა
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურისას. დაიცავით ამპულები შუქის მოხვედრისგან.
პრეპარატის ვარგისობის ვადა: 5 წელი.
გახსნილი საინფუზიო ხსნარი შეინახეთ 2-დან 80C-მდე ტემპერატურისას და გამოიყენეთ 24 საათის განმავლობაში.
საინიექციიო პრეპარატი უნდა გამოიყენოთ დაუყოვნებლივ გახსნისთანავე.

გაყიდვის პირობები
იყიდება მხოლოდ რეცეპტით

კომენტარის დამატება