კარბოპლატინი ებევე / karboplatini ebeve / Carboplatin EBEWE
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: კარბოპლატინს 10 მგ
დამხმარე ნივთიერებებს: ნატრიუმის დიჰიდროფოსფატს უწყლოს - 1,2 მგ, ნატრიუმის ჰიდროქსიდს – pН-მდე, საინექციო წყალს - 994.30 მგ.
აღწერა: გამჭვირვალე უფერო ან თითქმის უფერო სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, მაალკილირებელი ნაერთი.
ათქ კოდი: L01XA2.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კარბოპლატინი არის არაორგანული კომპლექსური ნაერთი, რომელიც შეიცავს მძიმე მეტალს - პლატინას. მოქმედების ძირითადი მექანიზმია - პრეპარატის დაკავშირება დნმ-თან, ამის შედეგად უპირატესად წარმოქმნება შიდასპირალური ბმები, რომელნიც ცვლიან დნმ-ს სტუქტურას და თრგუნავენ მის სინთეზს (აბრკოლებენ დნმ-ის ძაფების დაყოფას). ეს ეფექტი ვლინდება უჯრედული ციკლის ფაზისაგან დამოუკიდებლად. კარბოპლატინის ჰიდრატაცია, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება პრეპარატის აქტიური ფორმა (ფორმები), მიმდინარეობს უფრო ნელა, ვიდრე ცისპლატინის ჰიდრატაცია. ამის მიუხედავად, კარბოპლატინი და ცისპლატინი დნმ-ში იწვევენ ბმულების ერთნაირი რაოდენობის წარმოქმნას და ექვივალენტურ ბიოლოგიურ მოქმედებას ახდენენ.
ფარმაკოკინეტიკა
ინტრავენად შეყვანისას კარბოპლატინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში დოზაზე დამოკიდებულია 20-500 მგ/მ2-ის დიაპაზონში და ორ ფაზად მცირდება. სისხლის პლაზმაში კარბოპლატინის დაყოვნების საშუალო დრო შეადგენს 3,5 საათს. კარბოპლატინის მოლეკულის შემადგენლობაში არსებული პლატინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მნიშვნელოვნად აჭარბებს თავისუფალი პლატინის კონცენტრაციას. 30-60 წუთის განმავლობაში 20-1600 მგ/მ2-მდე დოზებით კარბოპლატინის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ თავისუფალი პლატინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 83-96 წუთს. განაწილების მოცულობა შეადგენს 16-20 ლ-ს. კარბოპლატინის ყველაზე მაღალი კონცენტრაციები გროვდება ღვიძლში, თირკმელებში, კანში და სიმსივნეებში. პლატინის მაქსიმალური კონცენტრაციები აღმოჩენილი იქნა ღვიძლში და ფილტვებში. კარბოპლატინის 10 %-ზე ნაკლები უკავშირდება პლაზმის ცილებს, პლატინის დაახლოებით 24 % უკავშირდება პლაზმის ცილებს პირველი 4 საათის განმავლობაში და 40-87 %-მდე 24 საათის განმავლობაში კარბოპლატინის შეყვანის დაწყებიდან.
კარბოპლატინის მეტაბოლიზმის საწყის პროდუქტებს შეიძლება წარმოადგენდნენ დიამინპლატინის მონო- და დიჰიდრატირებული ნაერთები. ეს მეტაბოლოტები მაღალრეაქტიულია და მყარად უკავშირდებიან პლაზმის ცილების სულფიდურ ჯგუფებს.
კარბოპლატინი გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით. პლატინის უმეტესი ნაწილი ექსკრეტირებს პირველი 6 საათის განმავლობაში. 24 საათის შემდეგ კარბოპლატინის გამოყოფა ქვეითდება დოზის 2 %-მდე და ნაკლებამდე დღე-ღამეში. კარბოპლატინის დაახლოებით 50 % ელიმინირებს უცვლელი სახით. კუმულაციური გამოყოფა შარდთან ერთად არ არის დოზაზე დამოკიდებული, მაგრამ ქვეითდება თირკმელების ფუნქციის დარღვევების სიმძიმის ზრდასთან ერთად. პაციენტებისთვის 60 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსით პრეპარატის დოზები უნდა შემცირდეს.
ბავშვების კარბოპლატინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მოზრდილების მაჩვენებლების მსგავსია.
ვინაიდან, ხანდაზმულ პაციენტებში შესაძლებელია თირკმელების ფუნქციის დარღვევა, რეკომენდებულია კარბოპლატინის დოზების შემცირება.
გამოყენების ჩვენებები:
• მამაკაცების და ქალების გერმინოგენული სიმსივნეები.
• საკვერცხის კიბო.
• საშვილოსნოს ყელის კიბო.
• შარდის ბუშტის გარდამავალ-უჯრედოვანი კიბო.
• ფილტვის კიბო.
• თავის და კისრის ავთვისებიანი სიმსივნეები.
უკუჩვენებები:
• მომატებული მგრძნობელობა კარბოპლატინის და სხვა პლატინის შემცველი ნაერთების მიმართ;
• თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები (15 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი);
• გამოხატული მიელოსუპრესია;
• ჭარბი სისხლდენები;
• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
• ბავშვის ასაკი (უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილია არასაკმარისად).
სიფრთხილით
სიფრთხილით არის საჭირო გამოყენება პაციენტებში ზურგის ტვინის სისხლმბადი ფუნქციის დათრგუნვით (მათ შორის, თანმდევი სხივური და ქიმიოთერაპიის ფონზე), თირკმელების დარღვეული ფუნქციით; სმენის აპარატის დარღვეული ფუნქციით, ვინც იღებს მკურნალობას ნეფროტოქსიკური პრეპარატებით (მაგალითად, ცისპლასტინით), ვირუსული, სოკოვანი ან ბაქტერიული ბუნების მწვავე ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდგომ პერიოდში.
გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში
კარბოპლატინის ორსული ქალების მიერ გამოყენების კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადჰყვეს კარბოპლატინის ემბრიოტოქსიკური, ტერატოგენური და მუტაგენური ეფექტები. ამიტომ კარბოპლატინის გამოყენება ორსული ქალებისთვის არ არის რეკომენდებული.
უცნობია, აღწევს თუ არა კარბოპლატინი დედის რძეში, ამიტომ ახალშობილზე პლატინის ტოქსიკური მოქმედების თავიდან აცილების მიზნით ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
გამოყენების წესი და დოზები:
ინტრავენურად.
კარბოპლატინი შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან შეთავსებით. პრეპარატის მიღების დოზა და სქემა შეირჩევა ინდივიდუალურად.
პრეპარატის შეყვანა ხდება წვეთოვანად 15-60 წუთის განმავლობაში ერთ-ერთი შემდეგი სქემის მიხედვით:
• 1) 300-400 მგ/მ² 4 კვირაში ერთხელ;
• 2) 100 მგ/მ² ყოველდღე 5 დღის განმავლობაში კურსის განმეორებით ყოველ 4-5 კვირაში.
კარბოპლატინის შეყვანას იმეორებენ არანაკლებ 4-კვირიანი ინტერვალით, თრომბოციტების მაჩვენებლებით არანაკლებ 100 000 უჯრედი/მმ3 სისხლი და ნეიტროფილების მაჩვენებლებით არანაკლებ 2 000 უჯრედი/მმ3 სისხლი. ავადმყოფებს რისკის ფაქტორებით, მაგალითად, მიელოსუპრესიული თერაპიის ჩატარების შემდეგ ან უფრო დაბალი ფუნქციონალური სტატუსისას (ECOG/WHO/Zubrod – 2-4 ქულა ან 80 %-ზე დაბალი მაჩვენებელი კარნოვსკის სკალის მიხედვით) საწყისი დოზა უნდა შემცირდეს 20-25 %-ით.
65 წელზე უფროს ავადმყოფებს, აგრეთვე, კომბინირებული თერაპიის შემთხვევაში, შეიძლება საჭირო იქნეს საწყისი და შემდგომი დოზების კორექტირება.
პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ჰემატოლოგიური ტოქსიურობის ზომიერი ან მძიმე ხარისხის სიმპტომები (თრომბოპციტების და ნეიტროფილების რაოდენობა შესაბამისად, ნაკლები 50000-ზე და 500/მმ³-ზე), როგორც მონოტერაპიის, ასევე კომბინირებული მკურნალობის დროს უნდა განხილული იქნეს დოზის შემცირება 25%-ით.
პაციენტებს თირკმელების დარღვეული ფუნქციით (60 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი) მძიმე მიელოსუპრესიის განვითარების მომატებულ რისკთან დაკავშირებით კარბოპლატინის დოზას ამცირებენ შემდეგნაირად:
კრეატინინის კლირენსი |
კარბოპლატინის დოზა |
40 მლ/წთ მეტი |
400 მგ/მ² |
41 – 59 მლ/წთ |
250 მგ/მ² |
16 – 40 მლ/წთ |
200 მგ/მ² |
დოზის გასაანგარიშებლად რეკომენდებულია კალვერტის ფორმულის გამოყენება:
დოზა (მგ) = (აუცილებელი АUC)x(გფს + 25)
სადაც АUC - არის ფართობი მრუდის (კონცენტრაცია/დროის) ქვეშ, გფს - გლომერულარული ფილტრაციის სიჩქარე.
АUC-ის მნიშვნელობები 4-6 და 6-8 მგ/მლ x წთ-ის ინტერვალში ჰქმნიან მისაღებ ჰემატოლოგიურ ტოქსიკურობას ადრე ნამკურნალებ ავადმყოფებში და ავადმყოფებში, ვინც ადრე არ გადიოდა მკურნალობას, შესაბამისად.
ყველა ზემოთ მოყვანილი რეკომენდაცია დოზირების თაობაზე მიეკუთვნება მკურნალობის საწყის კურსს.
შემდგომი დოზების კორექტირება უნდა მოხდეს პაციენტების მიერ პრეპარატის გადატანის უნარზე და მიელოსუპრესიის გამოხატულებაზე დამოკიდებულებით.
საინფუზიო ხსნარის მომზადების წესები
შეყვანის წინ პრეპარატს აზავებდნენ 0,5 მგ/მლ კონცენტრაციამდე დექსტროზის 5 %-იანი ხსნარით ან ნატრიუმის ქლორიდის 0,9 %-იანი ხსნარით.
პრეპარატის გაზავებული ხსნარები სტაბილურია 8 საათის განმავლობაში 25°C და 24 საათის განმავლობაში მაცივარში შენახვისას 4°C ტემპერატურაზე.
გამოყენების წინ აუცილებელია, რომ კარბოპლატინის ხსნარი დაექვემდებაროს ვიზუალურ კონტროლს მასში მექანიკური ჩანართების არსებობაზე და შეფერადების დარღვევაზე.
სითხის შეყვანა კარბოპლატინის გამოყენებამდე ან მის შემდეგ, აგრეთვე, ფორსირებული დიურეზი არ მოითხოვება.
გვერდითი მოქმედები
გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე მოყვანილია შემდეგი გრადაციის შესაბამისად: ძალიან ხშირი - ≥10%, ხშირი - ≥1% <10%, არ ისე ხშირი - ≥0,1%<1%, იშვიათი - ≥0,01%<0,1%, ძალიან იშვიათად - <0,01%.
სისხლმბადი სისტემის მხრიდან
ძალიან ხშირი: ძვლის ტვინის სისხლმბადი ფუნქციის (დოზაზე დამოკიდებული) დათრგუნვა. თრომბოციტების და ლეიკოციტების/გრანულოციტების მაქსიმალურად დაბალი დონე, როგორც წესი, მიიღწევა პრეპარატის მიღების დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ, ამასთან, თრომბოციტოპენია უფრო ხშირად გვხვდება. ადექვატურ აღდგენას იმ დონემდე, რომელიც კარბოპლატინის შემდგომი დოზის მიღების საშუალებას იძლევა, როგორც წესი, სჭირდება არანაკლებ 4 კვირა.
ანემია (11 გ/დლ-ზე ნაკლები ჰემოგლობინის დონე). შეიძლება გაჩნდეს ტრანსფუზიული თერაპიის ჩატარების აუცილებლობა, განსაკუთრებით იმ პაციენტებისთვის, რომლებიც გადიან მკურნალობის ხანგრძლივ კურსს (მაგალითად, პრეპარატის მიღების 6 ციკლზე მეტი).
ლეიკოპენია, ნეიტროპენია, როგორც წესი, ჩნდება თერაპიის დაწყებიდან 42-ე დღეს.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან
ძალიან ხშირი: გულისრევა, ღებინება, ”ღვიძლის” ტრანსამინეზების აქტიურობის გაზრდა.
ხშირი: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, დიარეა, ყაბზობა, აბდომინალური ტკივილები, სისხლის შრატში ბილირუბინის და ტუტე ფოსფატაზის კონცენტრაციის ზრდა.
იშვიათი - კოლიტი, ფსევდომემბრანოზული კოლიტის ჩათვლით.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან
ხშირი: პერიფერიული ნეიროპათია (პარესთეზიები, მყესების ღრმა რეფლექსების დაქვეითება, უფრო ალბათურია 65 წელზე უფროსი პაციენტებისთვის), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მენინგიზმი, დეპრესია, უძილობა;
არც ისე ხშირი: მომატებული ნერვოზულობა;
ძალიან იშვიათი: ინსულტი.
ნეიროტოქსიკურობა დოზის შემზღუდავ გვერდით მოვლენას წარმოადგენს. ხშირად სენსორული ნეიროპათიის სიმპტომების პროვოცირებას ახდენს სიცივე. ასეთი სიმპტომების ხანგრძლივობა, რომელნიც ჩვეულებრივ კუპირებას ახდენენ კურსებს შორის შუალედში, იზრდება კარბოპლატინის ჯამურ დოზაზე დამოკიდებულებით. ფუნქციონალური დარღვევები, რომელიც გამოიხატება ზუსტი მოძრაობების შესრულების სირთულესთან, სენსორული დაზიანების შესაძლო შედეგებს წარმოადგენენ.
სმენის და მხედველობის ორგანოების მხრიდან
ძალიან ხშირი: ოტოტოქსიკურობა (ხმაური ყურებში, სმენის გაუარესება);
იშვიათი: მხედველობის დროებითი გაუარესება (ფერის გარჩევის და სინათლის დანახვის უნარის დაკარგვა). მხედველობის გაუმჯობესება და/ან სრული აღდგენა, როგორც წესი, ხდება პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ძალიან იშვიათი: მხედველობის სრული დაკარგვა, სმენის დაკარგვა.
შარდსასქესო სისტემის მხრიდან
ძალიან ხშირი: სისხლის შრატში კრეატინინის კლირენსის და შარდმჟავას კონცენტრაციის დროებით მომატება;
იშვიათი: მწვავე თირკმლის უკმარისობა, ჰემოლიტიკური-ურემიული სინდრომი (გასერის სინდრომი - მწვავე თირკმლის უკმარისობა ოლიგურიით, ჰემოლიზური ანემიით და თრომბოციტოპენიით).
ელექტროლიტური ბალანსის მხრიდან
იშვიათი: ჰიპოკალემია, ჰიპოკალციემია, ჰიპონატრიემია, ჰიპომაგნიემია.
ალერგიული რეაქციები
ხშირი: ერითემატოზული გამონაყარი, ციებ-ცხელება, ქავილი, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, არტერიული ჰიპოტენზია, ანაფილაქსური რეაქციები, კონიუქტივიტი, რინიტი;
ძალიან იშვიათი: ექსფოლაციური დერმატიტი.
სხვა
ხშირი: ალოპეცია, ასთენია, ართრალგია, ხანგამოშვებითი ციებ-ცხელება;
არც ისე ხშირი: ინფექციური გართულებები, გემოს დარღვევები, ალერგიული რეაქციები უშუალოდ პრეპარატის შეყვანის ადგილას, ტკივილი, სიწითლე, შეშუპებულობა.
ძალიან იშვიათი: ნეკროზი.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების გამოხატული გამოვლენა.
მკურნალობა: ანტიდოტი უცნობია. მკურნალობა სიმპტომატურია. პრეპარატის შეყვანის შემდეგ პირველი 3 საათის განმავლობაში შესაძლებელია გემოდიალიზის ჩატარება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კარბოპლატინის გამოყენებამ სხვა მიელოსიპრესიულ პრეპარატებთან ან სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში შეიძლება გაზარდოს ჰემატოლოგიური ტოქსიურობის წარმოქმნის რისკი.
თანმდევი თერაპია ამინოგლიკოზიდებით, აგრეთვე, სხვა ნეფროტოქსიკური და ოტოტოქსიკური პრეპარატებით ახდენს აღნიშნულ ორგანოებზე კარბოპლატინის ტოქსიკური მოქმედების პოტენცირებას.
კარბოპლატინს შეუძლია ურთიერთქმედება ალუმინთან შავი ნალექის წარმოქმნით.
განსაკუთრებული მითითებები
კარბოპლატინი-ებევეს შეყვანა უნდა მოხდეს ციტოტოქსიკური პრეპარატების გამოყენების გამოცდილების მქონე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. აუცილებელია მუდმივი კონტროლი შესაძლო ტოქსიკურ ეფექტებზე კარბოპლატინი-ებევეთი მკურნალობისას, განსაკუთრებით პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას.
პრეპარატის მოსამზადებლად და შესაყვანად არ უნდა იქნეს გამოყენებული ალუმინის შემცველი ნემსები, შპრიცები, კათეტერები და საინფუზიო სისტემები, რადგანაც ალუმინს შეუძლია რეაქციაში შესვლა კარბოპლატინთან, ნალექის წარმოქმნის ან პრეპარატის აქტივობის დაკარგვის გამოწვევა.
რეგულარულად (კვირაში ერთხელ) უნდა ჩატარდეს პერიფერიული სისხლის კლინიკური ანალიზის, თირკმლის (კრეატინინის კლირენსის) და ღვიძლის ფუნქციის კონტროლი.
გულისრევა და ღებინება ვითარდება კარბოპლატინი-ებევეს შეყვანის შემდეგ 6-12 საათში და გრძელდება 24 სთ-ის განმავლობაში (აუცილებელია ღებინების საწინააღმდეგო საშუალებების დანიშვნა).
პერიოდულად რეკომენდირებულია ნევროლოგიური შემოწმების ჩატარება, განსაკუთრებით ხანდაზმული (65 წელზე უფროსი) პაციენტებისთვის და იმათთვის, ვინც ადრე გაიარა თერაპია პლატინის შემცველი პრეპარატით. ვინაიდან, კარბოპლატინი-ებევემ შეიძლება გამოიწვიოს ოტოტოქსიკური ეფექტები (ვლინდება მაღალ სიხშირეებზე სმენადობის ზღვრის დაქვეითებით), პაციენტებისთვის რეკომენდებულია აუდიოგრაფიული გამოკვლევის ჩატარება თერაპიის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში. სმენის ფუნქციის კლინიკურად მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის კარბოპლატინი-ებევეს დოზის შეცვლა ან მკურნალობის შეწყვეტა.
კარბოპლატინი-ებევეთი მკურნალობის დროს და როგორც მინიმუმ მისი მიღების შემდეგ 3 თვის განმავლობაში არ არის რეკომენდებული პაციენტებისთვის ვაქცინაციის ჩატარება.
მამაკაცებმა და ქალებმა კარბოპლატინი-ებევეთი მკურნალობის დროს და არანაკლებ 6 თვე მკურნალობის დასრულების შემდეგ უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის საიმედო საშუალებები.
პრეპარატის კარბოპლატინი-ებევეს კანთან ან ლორწოვან გარსებთან კონტაქტის შემთხვევაში - საგულდაგულოდ ჩამორეცხოს წყლით (ლორწოვანი გარსები) ან საპნიანი წყლით (კანი). პრეპარატის გახსნას, გაზავებას და შეყვანას ახორციელებს მომზადებული სამედიცინო პერსონალი დამცავი ზომების დაცვით (ხელთათმანები, ნიღბები, ტანისამოსი და სხვ.).
პრეპარატის ნარჩენები და ყველა ინსტრუმენტი, მასალა, რომელიც გამოყენებული იყო კარბოპლატინი-ებევეს საინფუზიო ხსნარების მოსამზადებლად უნდა განადგურდეს ციტოტოქსიკური ნივთიერებების უტილიზაციის საავადმყოფოს სტანდარტული პროცედურის შესაბამისად, საშიში ნარჩენების განადგურების მოქმედი ნორმატიული აქტების გათვალისწინებით.
მონაცემები ავტოტრანსპორტის, მექანიზმების მართვის უნარზე კარბოპლატინი-ებევეს შესაძლო ზეგავლენის შესახებ
ისეთი გვერდითი ეფექტების გაჩენის ალბათობის გამო, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, საჭიროა სიფრთხილის დაცვა, როდესაც დაკავებული ხართ პოტენციურად საშიში საქმიანობის სახეობებით, რომელნიც მომატებულ ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვენ.
გამოშვების ფორმა
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად 10 მგ/მლ (50 მგ/5 მლ, 150 მგ/15 მლ, 450 მგ/45 მლ, 600 მგ/100 მლ, 1000 მლ/100 მლ).
5 მლ, 15 მლ, 45 მლ, 60 მლ და 100 მლ ყავისფერი ფერის მინის ფლაკონში (მინა ტიპი 1, ევრ. ფარმ.), დახურული ქლორბუთილკაუჩუკის საცობებით ალუმინის შემოხუფვის ქვეშ, ცენტრში ადგილით ნემსისთვის, დაფარული დამცავი ტეფლონის თავსახურით.
პრეპარატის თითო ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას,
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტის მიხედვით
კომენტარის დამატება