ფემაპლექსი ® / femapleqsi ® / Femaplex ®
შემადგენლობა
შემადგენლობა აქტიური ნივთიერება: ლეტროზოლი. შემავსებლები: ლაქტოზის მონოჰიდრატი (მშრალი სპრეი), მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), სილიციუმი კოლოიდური უწყლო, მაგნეზიის სტეარატი. გარსი: ოპადრაი ყვითელი 02B38014 რომელიც შეიცავსL ტიტანის დიოქსიდს E171, რკინის ყვითელ ოქსიდს E172, მაკროგოლს 400, რკინის წითელ ოქსიდს E172, ტალკს, ჰიპრომელოზას 5cp.
ჩვენებები
პირველი რიგის მკურნალობა პოსტ-მენოპაუზის მქონე ქალებში ძუძუს ჰორმონდამოკიდებული კიბოს შორსწასულ სტადიაში.
რეკომენდებულია შორსწასული ძუძუს კიბოს მკურნალობის დროს ქალებში ნატურალური ან ხელოვნურად გამოწვეული მენოპაუზით დაავადების რეციდივის ან გამწვავების შემდეგ, რომლებსაც ადრე ჩატარებული აქვთ ანტიესტროგენური მკურნალობა.
ეფექტურობა პაციენტებში ესტროგენნეგატიური რეცეპტორებით დამტკიცებული არ არის.
მიღების წესები და დოზები
ფემაპლექსის რეკომენდებული დოზაა 2,5მგ ; ტაბლეტი მიიღება ორალურად ყოველდღიურად. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მცირე რაოდენობის სითხით. ფემაპლექსით მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
ბავშვები : ფემაპლექსი განკუთვნილი არ არის პედიატრული გამოყენებისთვის.
პაციენტები ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობით : დოზის კორექცია საჭირო არ არის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებშიც კრეატინინის კლირენსი 30მლ/წთ-ზე მაღალია.
არსებობს საკმარისი მონაცემები თირკმლის უკმარისობაზე კრეატინინის კლირენსით 30მლ/წთ-ზე დაბალი მაჩვენებლით ან პაციენტებში ღვიძლის მწვავე უკმარისობით.
გვერდითი მოვლენები
როგორც ნებისმიერმა პრეპარატმა, ფემაპლექსმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები (გვერდითი ეფექტები). ბევრი გვერდითი მოვლენა მსუბუქი ან საშუალოა და ძალიან იშვიათადაა მწვავე, რა შემთხვევაშიც საჭიროა ფემაპლექსით მკურნალობის შეწყვეტა. ბევრი გვერდითი მოვლენა შეიძლება გამოწვეული იყოს დაავადების გამო ან ორგანიზმში ჰორმონების პროდუქციით (როგორიცაა სიწითლე, თმის ცვენა).
გვერდითი მოვლენები შეიძლება არ აღმოცენდეს, მაგრამ მათი არსებობის შემთხვევაში საჭიროა მკურნალობა. მიმართეთ ექიმს თუ გვერდითი მოვლენები არ ქრება მკურნალობის დროს ან ისინი შემაწუხებელია.
შესაძლო გვერდითი მოვლენებია : თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, თრომბოპლებიტი, შეშუპება სითხის რეტენციის გამო, წონაში მატება, წონაში დაკლება, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, მადის მომატება ან დაქვეითება, შეკრულობა, სიწითლე, თმის ცვენა, ალოპეცია, ქავილი, ძვალ-კუნთოვანი ტვიკილები (მაგ. მკლავების, წვივების), საშოდან სისხლდენა, საშოდან გამონადენი, დისპნოე, ლიმფოციტების მაჩვენებლების ცვლილებები და ამინოტრანსფერაზების მომატება.
ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
რა უნდა იცოდეთ დოზის გამოტოვების შემთხვევაში
თუ დაგავიწყდათ ფემაპლექსის დოზის მიღება, ნუ ინერვიულებთ. გამოტოვებული დოზა მიიღეთ როცა გაგახსენდებათ. თუმცა, თუ თითქმის შემდეგი დოზის მიღების დროა, მკურნალობა გააგრძელეთ რეგულარულად გამოტოვებული დოზის მიღების გარეშე. დოზა არ გააორმაგოთ.
უკუჩვენება
ფემაპლექსის მიღებამდე მნიშვნელოვანია ექიმის ინფორმირება, თუ თქვენ გაქვთ სხვა სამედიცინო პრობლემა ან იღებთ სხვა წამალს.
დარწმუნდით, რომ თქვენმა ექიმმა იცის:
თუ თქვენ ადრე აღგენიშნებოდათ უჩვეულო ან ალერგიული რეაქციები ლეტროზოლის ან პრეპარატის სხვა ინგრედიენტების მიმართ.
თუ კვლავ გაქვთ მენსტრუაცია.
თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.
თუ ამ საკითხებზე პასუხები დადებითია, ფემაპლექსი თქვენთვის რეკომენდებული არ არის.
ორსულობა და ლაქტაცია
გამოყენება ორსულობის დროს
ფემაპლექსი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.
გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში
ფემაპლექსი უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების პერიოდში
გავლენა მანქანის მართვის უნარსა და ტექნიკის სათანადო გამოყენებაზე
დაღლილობა ან თავბრუსხვევა აღწერილია ზოგიერთ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში, მოერიდეთ მანქანის მართვას ან მოქმედებებს, რომლებიც ყურადღებას მოითხოვს.
განსაკუთრებული მითითებები
სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ზოგადი ინფორმაცია: თქვენ აგრეთვე უნდა აცნობოთ ექიმს თუ აღგენიშნებათ:
• თირკმლის მწვავე უკმარისობა
• ღვიძლის უკმარისობა
თქვენი ექიმი გაითვალისწინებს ამ ინფორმაციას ფემაპლექსით მკურნალობამდე და მკურნალობის განმავლობაში.
ჭარბი დოზირება
ფემაპლექსი კარგად აიტანება მაღალ დოზებშიც. თუმცა ჭარბი დოზირების შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ნივთიერებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
არ არსებობს ფემაპლექსის და ანტინეოპლაზიური საშუალებების ერთად გამოყენების გამოცდილება.
ყურადღებაა საჭირო ფემაპლექსის ერთდროული გამოყენებისას იმ პრეპარატებთან ერთად, რომელთა მეტაბოლიზმიც დამოკიდებულია იზოფერმენტებზე 2A6 და 2C19 ციტოქრომ P450 –ზე და არაფართო თერაპიულ ინდიკატორთან ერთდ.
არ არსებობს აღწერილი გვერდითი მოვლენები ფემაპლექსის გამოყენებისას სხვა პრეპრატებთან ერთად. ფემაპლექსით მკურნალობის დროს სხვა წამლის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს.
გამოყენება ბავშვებში: ფემაპლექსი ნაჩვენები არ არის პედიატრული გამოყენებისთვის.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში
დოზირების ცვლილება აუცილებელი არ არის ხანდაზმულ პაციენტებში.
შენახვის პირობები და ვადები
პროდუქტის ვარგისობის ვადა
მითითებულია შიდა და გარე შეფუთვაზე.
გამოყენება არ შეიძლება ვადის გასვლის შემდეგ.
სპეციალური უსაფრთხოების ზომები პრეპარატის შენახვისას
ინახება 25oC-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
აფთიაქში გაცემის წესი
ეს წამალი გაიცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტით
კომენტარის დამატება