Meds.ge » ყველა წამალი » ვიგალექს ფორტე / vigaleqs forte / Vigalex Forte

ვიგალექს ფორტე / vigaleqs forte / Vigalex Forte

81

რა არის პრეპარატი ვიგალექს ფორტე და რა მიზნით იყენებენ მათ

პრეპარატი ვიგალექს ფორტე შეიცავს აქტიურ ნივთიერება D3 ვიტამინს (ქოლეკალციფეროლი), რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლის ფორმირების პროცესში.

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) გამომუშავდება ორგანიზმის მიერ კანში, მზის სხივის ზემოქმედებით (უი გამოსხივება) და ასევე ორგანიზმს შეიძლება მიეწოდოს საკვებთან ერთად.

D ვიტამინის დეფიციტის დროს ვითარდება ძვლების კალციფიკაციის დარღვევა (რაქიტი) ან ძვლებიდან კალციუმის დაკარგვა (ოსტეომალაცია).

 

პრეპარატი ვიგალექს ფორტე გამოიყენება

- D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკისათვის ბავშვებში და მოზრდილებში,

- D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკისათვის ქალებში, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას, ორსულებში და მეძუძურ დედებში, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ,

-  ოსტეომალაციის და რაქიტის პროფილაქტიკისათვის ბავშვებში და მოზრდილებში,

- ოსტეოპოროზის შემანარჩუნებელი თერაპიისათვის მოზრდილებში.

სამკურნალო პროდუქტი ვიგალექს ფორტე განკუთვნილია სხეულის ნორმალური წონის მქონე პაციენტებისთვის 11 წლის ასაკიდან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის ვიგალექს ფორტეს გამოყენებამდე

როდის არ უნდა მოხდეს პრეპარატის ვიგალექს ფორტეს გამოყენება

- თუ პაციენტს აქვს მომატებული მგრძნობელობა ამ პრეპარატების აქტიური ნივთიერების ან რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია  პუნქტში 6),

- ჰიპერკალციემიის (სისხლში კალციუმის ძალიან მაღალი კონცენტრაცია) ან ჰიპერკალციურიის შემთხვევაში (კალციუმის გადაჭარბებული გამოყოფა შარდთან ერთად)

- თუ პაციენტს აქვს თირკმლის კენჭოვანი დაავადება ან თირკმლის მძიმე უკმარისობა

- ფსევდოჰიპოპარათირეოზის შემთხვევაში

 

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატის ვიგალექს ფორტეს გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

პრეპარატის ვიგალექს ფორტეს მიღება უნდა მოხდეს ექიმის კონტროლის ქვეშ:

- თუ პაციენტი ასევე იღებს D ვიტამინის შემცველ სხვა პროდუქტებს, რადგან D ვიტამინის დამატებითი დოზების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ,

- თუ პაციენტს აქვს სარკოიდოზი (იმუნური სისტემის დაავადება, რომელსაც შეუძლია ორგანიზში D ვიტამინის კონცენტრაციის გაზრდა),

- თუ პაციენტს აღენიშნება თირკმელების ფუნქციის დარღვევა,

- თუ პაციენტი იღებს საგულე გლიკოზიდებს ან შარდმდენებს,

- 6 წლამდე ასაკის ბავშვებში,

- თუ D ვიტამინით მკურნალობა არის ხანგრძლივი (3 თვეზე მეტი), რადგან ამ შემთხვევებში ექიმმა უნდა გააკონტროლოს პაციენტის პლაზმაში და შარდში კალციუმის კონცენტრაცია და ასევე შეამოწმოს თირკმლის ფუნქცია სისხლში კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრით.

 

ვიგალექს ფორტე და სხვა პრეპარატები

ექიმს ან ფარმაცევტს აუცილებლად უნდა ეცნობოს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც პაციენტი ამჟამად იყენებს ან ადრე იყენებდა, ასევე იმ პრეპარატების შესახებ, რომლის მიღებასაც პაციენტი გეგმავს.

პრეპარატთან ვიგალექს ფორტე ერთდროული გამოყენებისას, ალუმინის შემცველმა ანტაციდებმა, რომლებიც მომატებული მჟავიანობის მკურნალობის დროს გამოიყენება, შეიძლება გაზარდოს ალუმინის კონცენტრაცია სისხლში, რაც ზრდის ძვლებზე ალუმინის ტოქსიკური ზემოქმედების რისკს.

პრეპარატთან ვიგალექს ფორტე ერთდროული გამოყენებისას, მაგნიუმის შემცველმა ანტაციდებმა შეიძლება გაზარდოს მაგნიუმის კონცენტრაცია სისხლში.

 

პრეპარატთან ვიგალექს ფორტე ერთდროული გამოყენებისას, ანტიეპილეფსიური, სედაციური ან საძილე მოქმედების მქონე ზოგიერთმა პრეპარატმა (რომელიც შეიცავს ფენიტოინს ან ბარბიტურატებს), შეიძლება შეამციროს მისი ეფექტურობა.

 

ზოგიერთმა შარდმდენმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია (კალციუმის კონცენტრაციის მომატება), რაც გამოწვეულია თირკმელების მიერ კალციუმის გამოყოფის შემცირებით. ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში აუცილებელია შრატში და შარდში კალციუმის კონცენტრაციის კონტროლი.

გლუკოკორტიკოსტეროიდების (თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ჰორმონები) ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაანეიტრალოს პრეპარატის ვიგალექს ფორტეს მოქმედება.

პრეპარატს ვიგალექს ფორტე შეუძლია ფუტკარას გლიკოზიდების მოქმედების და ტოქსიკურობის გაძლიერება, რაც იწვევს გულის რიტმის დარღვევის განვითარების რისკს. ამ შემთხვევაში, ექიმმა უნდა გააკონტროლოს პაციენტის შრატში და შარდში კალციუმის კონცენტრაცია, ასევე ჩაატაროს ეკგ-ს პერიოდული კონტროლი.

D ვიტამინის მეტაბოლიტების ან ანალოგების (მაგ. კალციტრიოლი) და პრეპარატის ვიგალექს ფორტეს ერთდროული გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, იმ პირობებში, როდესაც შრატში კალციუმის კონცენტრაცია კონტროლდება.

რიფამპიცინმა და იზონიაზიდმა შეიძლება შეამციროს პრეპარატის ვიგალექს ფორტეს ეფექტურობა.

 

ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი

თუ პაციენტი არის ორსულად, ძუძუთი კვებავს, ეჭვი აქვს, რომ შეიძლება იყოს ორსულად ან გეგმავს ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

 

ორსულობა

ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა - 2000 სე დღე-ღამეში, სეზონის მიუხედავად, თუ ექიმის მიერ არ არის რეკომენდებული დოზირების სხვა მეთოდი.

ორსულობის პერიოდში ქალებმა უნდა შეასრულონ მკურნალი ექიმის რეკომენდაციები, რადგან მათი D ვიტამინის მიმართ მოთხოვნილება შეიძლება განსხვავდებოდეს ორგანიზმში D ვიტამინის მარაგის მიხედვით.

არ უნდა მოხდეს ექიმის კონტროლის გარეშე D ვიტამინის მიღება უფრო მაღალი დოზებით ვიდრე 2000 სე/დღე-ღამეში.

ძუძუთი კვება

აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რომ მოხდეს D ვიტამინის დოზის განსაზღვრა, რომელიც პაციენტმა უნდა მიიღოს ძუძუთი კვების დროს.

ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა - 2000 სე დღე-ღამეში, სეზონის მიუხედავად, თუ ექიმის მიერ არ არის რეკომენდებული დოზირების სხვა მეთოდი.

ძუძუთი კვების დროს ქალებმა უნდა შეასრულონ მკურნალი ექიმის რეკომენდაციები, რადგან მათი D ვიტამინის მიმართ მოთხოვნილება შეიძლება განსხვავდებოდეს ორგანიზმში D ვიტამინის მარაგის მიხედვით.

არ უნდა მოხდეს ექიმის კონტროლის გარეშე D ვიტამინის მიღება უფრო მაღალი დოზებით ვიდრე 2000 სე/დღე-ღამეში.

ავტოტრანსპორტის და მოძრავი მექანიზმების მართვა

პრეპარატი ვიგალექს ფორტე გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის და მოძრავი მექანიზმების მართვის უნარზე.

პრეპარატი ვიგალექს ფორტე შეიცავს საქაროზას.

თუ პაციენტს ადრე დაუსვეს ზოგიერთი შაქრის აუტანლობის დიაგნოზი, ამ პრეპარატების მიღებამდე კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან.

პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ეს ნიშნავს, რომ პრეპარატი ითვლება, როგორც "ნატრიუმისაგან თავისუფალი ".

 

როგორ გამოიყენება პრეპარატი ვიგალექს ფორტე

ამ პრეპარატების გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ისე, როგორც აღწერილია პაციენტისთვის განკუთვნილ ინსტრუქციაში ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად. ეჭვების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ექიმის კონტროლის გარეშე არ შეიძლება სამკურნალო პროდუქტის გამოყენება უფრო ხანგრძლივად (3 თვეზე მეტი) ან უფრო მაღალი დოზით, ვიდრე რეკომენდებულია.

 

ექიმის კონტროლის გარეშე არ უნდა მოხდეს ერთდროულად სხვა პრეპარატების ან საკვები დანამატების ან სხვა სახის საკვები პროდუქტების, რომლებიც D ვიტამინს (ქოლეკალციფეროლს) შეიცავს, კალციტრიოლის ან D ვიტამინის სხვა მეტაბოლიტების და ანალოგების გამოყენება.

 

დოზირება

ნორმალური სხეულის წონის მქონე 6-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვები

1000 სე დღე-ღამეში.

ნორმალური სხეულის წონის მქონე 11-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდები

- D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა: 1000–დან 2000 სე-მდე დღე-ღამეში

- რაქიტის და ოსტეომალაციის პროფილაქტიკა: 2000 სე დღე-ღამეში

 

ნორმალური სხეულის წონის მქონე მოზრდილები

- D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა: 1000–დან 2000 სე-მდე დღე-ღამეში

- რაქიტის და ოსტეომალაციის პროფილაქტიკა: 2000 სე დღე-ღამეში

- ოსტეოპოროზის შემანარჩუნებელი მკურნალობა: 2000-დან 4000 სე-მდე დღე-ღამეში

 

ქალები, რომლებიც დაორსულებას გეგმავენ, ორსულები, მეძუძური დედები

უცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რომ მოხდეს D ვიტამინის დოზის განსაზღვრა, რომელიც პაციენტმა უნდა მიიღოს ორსულობის პერიოდში.

ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა - 2000 სე დღე-ღამეში, სეზონის მიუხედავად, თუ ექიმის მიერ არ არის რეკომენდებული დოზირების სხვა მეთოდი.

ორსულობის პერიოდში ქალებმა უნდა შეასრულონ მკურნალი ექიმის რეკომენდაციები, რადგან მათი D ვიტამინის მიმართ მოთხოვნილება შეიძლება განსხვავდებოდეს ორგანიზმში D ვიტამინის მარაგის მიხედვით.


თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, პრეპარატის გამოყენება არ უნდა მოხდეს ექიმის კონტროლის გარეშე.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები

არ არსებობს სპეციალური რეკომენდაციები, რომლებიც დოზირებას ეხება.

6 წლამდე ასაკის ბავშვები

არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის დანიშვნა, პრეპარატის ფორმის (ტაბლეტები) გამო.

 

მიღების წესი

ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით.

პრეპარატ ვიგალექს ფორტეს რეკომენდებულზე უფრო მაღალი დოზის მიღება

პრეპარატ ვიგალექს ფორტეს რეკომენდებულზე უფრო მაღალი დოზის მიღების დროს, აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა. ექიმი გადაწყვეტს შესაბამისი მკურნალობის გამოყენების საკითხს.

დოზის გადაჭარბების სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, რის შემდეგაც ვითარდება ყაბზობა, მადის დაკარგვა, დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილები, სახსრების ტკივილები, კუნთების სისუსტე, ძილიანობა, აზოტემია (აზოტის ნაერთების მომატებული კონცენტრაცია სისხლში), გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება, პოლიურია და დეჰიდრატაცია. სისხლში კალციუმის მაღალი კონცენტრაციის დროს ვითარდება გულის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა, ფსიქოზი და შესაძლებელია კომა.

 

ლაბორატორიული ტესტების ჩატარების დროს განისაზღვრება ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის მომატებული კონცენტრაცია), ჰიპერკალციურია (შარდთან ერთად კალციუმის მომატებული გამოყოფა) და შრატში 25-ჰიდროქსიკალციფეროლის მომატებული კონცენტრაცია. დოზის გადაჭარბება მოითხოვს ხშირად გახანგრძლივებული და ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიში ჰიპერკაციემიის გასაკონტროლებლად ღონისძიებების ჩატარებას.

 

პრეპარატ  ვიგალექს ფორტეს მორიგი მიღების გამოტოვების შემთხვევაში

გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით არ უნდა მოხდეს ორმაგი დოზის მიღება

პრეპარატ ვიგალექს ფორტეს მიღების შეწყვეტა

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებით რაიმე ეჭვების არსებობის შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.


შესაძლო გვერდითი რეაქციები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების განვითარება, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

პრეპარატის ვიგალექს ფორტეს მიღების დროს შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

სიხშირე უცნობია (ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე განსაზღვრა შეუძლებელია):

- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, როგორიც არის ყაბზობა, მეტეორიზმი, გულისრევა, მუცლის ტკივილი ან დიარეა,

-  ალერგიული რეაქციები, როგორიც არის კანის ქავილი, გამონაყარი ან ჭინჭრის ციება,

- მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში ვითარდება ჰიპერკალციემია (კალციუმის ზედმეტად მაღალი კონცენტრაცია სისხლში) და ჰიპერკალციურია (კალციუმის გადაჭარბებული გამოყოფა შარდთან ერთად). ზოგიერთ შემთხვევაში დარეგისტრირებულია ლეტალური გამოსავალი.

 

როგორ ინახება პრეპარატი ვიგალექს ფორტე

პრეპარატების შენახვა უნდა მოხდეს ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ 30oC– ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისაგან დაცვის მიზნით.

 

ეს პრეპარატი არ მიიღოთ მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა არის აღნიშნული თვის ბოლო დღე.

არ შეიძლება პრეპარატების გადაყრა კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერებში. აუცილებელია შეეკითხოთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ პრეპარატების უტილიზაცია, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.


შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს პრეპარატი ვიგალექს ფორტე

- პრეპარატების აქტიური ნივთიერება არის ქოლეკალციფეროლი.

ვიგალექს ფორტე (2000 სე)

რთი ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ქოლეკალციფეროლს, ფხვნილს, რაც 0,05 მგ (2000 სე) ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3) შეესაბამება.

დანარჩენი კომპონენტები არის: მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 102), კალციუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, ჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, კროსპოვიდონი (ტიპი A), საქაროზა, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ასკორბატი, საშუალო სიგრძის ჯაჭვის მქონე ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდები, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, all-rac-α-ტოკოფეროლი.

 

როგორ გამოიყურება პრეპარატი ვიგალექს ფორტე და რას შეიცავს შეფუთვა

ვიგალექს ფორტე (2000 სე)

თეთრი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, დიამეტრით 8 მმ ± 0,3 მმ, ერთ მხარეს ამოტვიფრულია "○   " ნიშანი.

ტაბლეტები შეფუთულია პვქ/პვდქ/ალ ფოლგისგან დამზადებულ ბლისტერებში, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში პაციენტისთვის განკუთვნილ ინსტრუქციასთან ერთად

შეფუთვების ზომა:

ვიგალექს ფორტე: 120 ტაბლეტი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

კომენტარის დამატება