Meds.ge » ყველა წამალი » სანდე / sande / SanDe

სანდე / sande / SanDe

60

შემადგენლობა

ხსნარის 1 დოზაში (1 წვეთში) შედის:  აქტიური ნივთიერება - ქოლეკალციფეროლი (ვიტამინ D3) – 3000 სე (75 მკგ). დამხმარე ნივთიერებები: საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები  25.15 მგ/წვ.

ხსნარის 1მლ-ში დაახლოებით 33 წვეთია.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ვიტამინი D ცხიმში ხსნადი ვიტამინია. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციას. მონაწილეობს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციის პროცესში, ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებაში, აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის. D ვიტ. აქტიურად არის ჩართული ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებში, უზრუნველყოფს  ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისა და ვირუსებისადმი.

 

ჩვენებები:
D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა

ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა კომპლექსურ თერაპიაში
მალაბსორბცია
ჰიპოკალცემიური ტეტანია

ენდოკრინოლოგიური დაავადებებით გამოწვეული ძვლის პათოლოგიების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოპარათირეოზი)

მენოპაუზის პერიოდი (ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა)

ხანდაზმული ასაკი

ათლეტები და სპორტსმენები

 

მიღების წესი და დოზება:

 

D ვიტამინის დეფიციტის დროს, პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს პაციენტის ასაკის და სხეულის მასის ინდექსის გათვალისწინებით.

მკურნალობის კურსი შეადგენს 1-3 თვეს.

 

ახალშობილებისთვის (1 თვეზე ნაკლები ასაკის)  - 1000 სე დღეში

1 თვიდან მოზრდილობამდე - 2000-3000 სე დღეში

1-დან 18 წლამდე - 3000-5000 სე დღეში

ზრდასრულებსა და ასაკოვნებში - 7000-10 000 სე დღეში ან 50 000 სე კვირაში

შეწოვის პრობლემების (მალაბსორბციის) დროს D ვიტამინი უნდა დაინიშნოს უფრო მაღალი დოზით- 50 000 სე 2-3-ჯერ კვირაში.

 პრეპარატი მიიღება პერორალურად.

 

პრეპარატი არ შეიცავს ალერგიულ კომპონენტებს (ლაქტოზას, გლუტეინს, არომატიზატორებს, საღებავებსა და კონსერვანტებს. 

 

გვერდითი მოვლენები
დღიური რეკომენდებული დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.


უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის  ინგრედიენტების მიმართ; 
ჰიპერვიტამინოზი D;
კალციუმის დონის მომატება სისხლში და შარდში;
თირკმლის უკმარისობა.

 

გამოშვების ფორმა
30 მლ ფლაკონი საწვეთურით.

 

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25 0 ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ. საკვები დანამატი

 

მწარმოებელი: Aplicaps by Clover. ესპანეთი

კომენტარის დამატება