პოტენციატორი / potenciatori / Potenciator
გამოშვების ფორმა და შემადგენლობა:
10 მლ-იანი დასალევი ამპულები #20
1 ამპულა (10 მლ) შეიცავს 5 გ არგინინის ასპარტატს.
- სხვა კომპონენტებია (დამხმარე ნივთიერებები): სორბიტოლი (E-420) (70% ხსნარი), საქაროზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის საქარინი, კარამელის არომატი, კარამელის საღებავი, კალიუმის სორბატი (E-202) მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E-218), პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E-2016), დეიონიზებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
POTENCIATOR– ის კომპონენტებია ორი ამინომჟავა, არგინინი და ასპარტატი მონაწილეობენ ცილოვანი რეზერვების შევსებაში: ამინომჟავების დეფიციტის მდგომარეობების პროფილაქტიკა, რომელიც გამოწვეულია ცილების არასაკმარისი მიღებით, ვეგეტარიანული დიეტის გამო; უმადობა, გამოჯანმრთელების პერიოდი. არგინინი აუცილებელი სუბსტრატია NO სინთეზისთვის.
ჩვენებები:
ფიზიკური და გონებრივი გადაღლა
ქირურგიული ოპერაციების შემდგომი პერიოდი
იმუნიტეტის დაქვეითება
გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია
შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2
სიმაღლეში ზრდის სტიმულაცია
კვერცხუჯრედის მომწიფების დარღვევით გამოწვეული უნაყოფობა
ერექციული დისფუნქცია
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის ერთი ან მეტი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსული ან მეძუძური ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
პოტენციატორი არ მიიღება ორსულებში და მეძუძურ დედებში.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა ან ალერგია პოტენციატორ-ის რომელიმე კომპონენტის მიმართ. თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა.
დოზირება:
ბავშვებში 6 წლიდან 12 წლამდე 1 ამპულა ერთხელ დღეში (ექიმის მეთვალყურეობით),
12 წლის ზევით და მოზრდილებში 1 ამპულა 2 ჯერ დღეში, უმჯობესია 1 საათით ადრე კვებამდე.
მიღების წესი:
1. გამოვაცალკევოთ ერთი ამპულა
2. მობრუნებით მოვაშოროთ ამპულის ზედა ყური
3. გადმოაბრუნეთ ამპულა, მოუჭირეთ და შიგთავსი ჩაასხით ჭიქაში.
ამპულის შიგთავსი შეგიძლიათ მიიღოთ ცალკე, ასევე წყალთან ან წვენთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები:
პრეპარატი არ საჭიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს. ნუ შეინახავთ 30 ° C- ზე მაღლა ტემპერატურაზე. პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. ვადის ამოწურვა გულისხმობს თვის ბოლო დღეს.
გამოშვების ფორმა:
პოტენციატორი არის ყავისფერი პერორალური ხსნარი, რომელსაც აქვს კარამელის არომატი და წარმოდგენილია პლასტიკის ამპულებში.
თითოეულ შეფუთვაში არის 20 ამპულა.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
კომენტარის დამატება