ვიტალინკ D3 ფორტე / vitalink D3 forte / VITALINK D3 FORTE
შემადგენლობა:
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) - 400 სე
დამატკბობლად შეიცავს სუკრალოზას
არ შეიცავს ლაქტოზას, გლუტეინს, არომატიზატორებს, საღებავებსა და კონსერვანტებს
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – არეგულირებს ფოსფორ–კალციუმისა და ძვლების მინერალიზაციის პროცესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში კალციუმის ადსორბციის მომატების ხარჯზე, აქვეითებს თირკმელებიდან ფოსფატების გამოყოფას; ვიტამინი D, ხელს უწყობს ძვლოვან ქსოვილში კალციუმის სრულფასოვან განაწილებას და იცავს კანს მზის UV სხივების მავნე რადიაციული ზემოქმედებისგან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმის ძვალ-სახსროვანი სისტემისა და კბილების ფორმირებისთვის, პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის
ჩვენება:
- ვიტამინი D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა
- ვიტამინი D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
- რაქიტის პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია
- ჰიპოკალცემიური ტეტანია
- ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია
- მალაბსორბცია
- ლაქტაზის აუტანლობა
- პოსტმენოპაუზური პერიოდი
- ოსტეოპოროზისა და ოსტეოპენიის კომპლექსური თერაპია (როგორც დამხმარე საშუალება)
- ვიტამინი D-ს დეფიციტით გამოწვეული სხვა დაავადებების მკუნალობა (როგორც დამხმარე საშუალება)
დოზირების მეთოდი:
1 დოზირებული შესხურება 1 ჯერ დღეში
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას წყვეტს ექიმი პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე
მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. პრეპარატის შერევა შესაძლოა ნებისმიერ სითხესთან
გვერდითი მოვლენები:
დღიური რეკომენდებული დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.
გამოშვების ფორმა:
ორალური სპრეი 10 მლ, ბანანის არომატით. თვითოეული შესხურება 10 მკგ (400 სე) D ვიტამინის ექვივალენტურია.
შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 6 თვის მანძილზე
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია კოლოფზე
აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ. საკვები დანამატი
კომენტარის დამატება