ბონა კიდსი / bona kidsi / BONA KIDS
შემადგენლობა:
სუსპენზის ყოველი 10 მლ. შეიცავს
კალციუმის ციტრატი. . . . . 300 მგ.
D3 ვიტამინი . . . 3.6 მკგ.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კალციუმისა და D3 –ის კომბინაცია მეტად მნიშვნელოვანია, რადგან შეუძლებელია კალციუმის ძვლებში შეღწევა ქოლეკალციფეროლის (D3 ვიტამინი) გარეშე. კალციუმის ძირითადი ფუნქცია არის ძვლოვანი სისტემის ფორმირება, რომლის შემადგენლობაში შედის კალციუმის 99%. დარჩენილი კალციუმის 1% ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას სისხლის შედედების პროცესში, ნერვული იმპულსების გენერაციასა და გადაცემაში, კუნთოვანი ბოჭკოს შეკუმშვაში, გარკვეული ფერმენტული სისტემების გააქტიურებაში, ჰორმონების გამოყოფაში. კალციუმი საჭიროა მაგარი კბილებისა და ძვლების ფორმირებისთვის. აუცილებელია კარიესის პროფილაქტიკისთვის. კალციუმი მონაწილეობს ნერვული იმპულსის გადაცემაში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკას, საჭიროა სისხლის შედედებისათვის. უჯრედებს უზრუნველყოფს ენერგიით, მონაწილეობს დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზში, გააჩნია ანტიალერგიული მოქმედება (აფერხებს ჰისტამინის გამოყოფას პოხიერი უჯრედებიდან), რაც ხელს უწყობს ალერგიული რეაქციის სიმპტომების, ტკივილის სინდრომისა და ანთებითი პროცესების შემცირებას. ვიტამინი D3 მნიშვნელოვანია კალციუმის აბსორბციისა და ნაწლავებიდან შეწოვილი კალციუმის ტრანსპორტირებისთვის ძვლოვან სტრუქტურებამდე, ვიტამინი D3 ხელს უწყობს ძვლების მინერალიზაციის პროცესს და ძვლოვანი მასის გამაგრებას.
გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში შემდეგი მდგომარეობების დროს:
- კალციუმის და/ან ვიტამინი D3 –ის დეფიციტი
- მზარდი მოთხოვნა კალციუმზე, ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პერიოდი
- კარიესის პროფილაქტიკა
- რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
- ორსულობა და ლაქტაცია
- სტეროიდებისა და ჰორმონალური პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება
- ოსტეოპოროზი და მისი გართულები (ძვლების მოტეხილობა)
დოზირება და მიღების წესი:
0-1 წელი: - 2,5 მლ. 2_ჯერ დღეში,
1-2 წელი:- 5 მლ. 2-ჯერ დღეში.
2 წლიდან ზემოთ: 10 მლ ორჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
სუსპენზიის მაღალი დოზებით ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალცემია და ჰიპერკალციურია, შეიძლება აღინიშნოს D3 ჰიპერვიტამინოზი.
უკუჩვენება: შემადგენელი კომპონენტის მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა; ჰიპერკალცემია, ჰიპერკალციურია.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი.
შენახვის წესი: შეინახეთ ბნელ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25°C –ზე დაბალ ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: სუსპენზია ბანანის გემოთი, 150 მლ.-იან ბოთლში.
ვარგისობის ვადა: 3 წელი
კომენტარის დამატება