Meds.ge » ყველა წამალი » ალმიბა / almiba / ALMIBA

ალმიბა / almiba / ALMIBA

73

შემადგენლობა: 1მლ შეიცავს-აქტიური ნივთიერება: L-კარნიტინი 400 მგ; დამხმარე ნივთიერება: სორბიტოლი, ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, არომატიზატორი „წითელი ხილი“.

 

გამოყენების ჩვენება: 

-  ახალშობილთა სამშობიარო ტრავმისა და ასფიქსიის შემდგომი პერიოდი; 

-  ახალშობილთა ჰიპოტროფია და ჰიპოტონია; 

-  ახალშობილთა რესპირატორული დისტრეს სინდრომი; 

-  დღენაკლი ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან პარენტერალურ კვებაზე და ჰემოდიალიზზე; 

-  სხეულის მასის დეფიციტი ბავშვებსა და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში; 

-  კარნიტინის პირველადი, ან მეორადი დეფიციტი ახალშობილებში, ბავშვებში და მოზრდილებში; 

-  კარნიტინის მეორადი დეფიციტი იმ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იმყოფებიან ჰემოდიალიზზე და აქვთ შემდეგი  სიმპტომები: გამოხატული, მუდმივი კუნთოვანი სპაზმი, ჩონჩხის კუნთების სისუსტე, მიოპათია, კუნთოვანი მასის შემცირება, არტერიული ჰიპოტენზიის, ანემიის სიმპტომები, რომლებიც არ ექვემდებარებიან მკურნალობას ან ესაჭიროებათ დიდი დოზით ერითროპოეტინები, კარდიომიოპათია;
-  თავის ტვინის სისხლისმიმოქცევის  მწვავე და ქრონიკული მოშლა; 
-  მიოკარდიუმის მეტაბოლიზმის მოშლა გიდ-ის დროს (სტენოკარდია, ინფარქტისშემდგომი მდგომარეობა); 

-  ფიზიკური გამოფიტვა, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში (ანაბოლიკის და ადაპტოგენის სახით).

 

გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი: 

მხოლოდ შიგნით მისაღებად. დოზირებისთვის გამოიყენება დოზირებული შპრიცი. 

დოზირება დამოკიდებულია  მეტაბოლიზმის თანდაყოლილი მოშლის ხარისხზე და პაციენტის მდგომარეობის სიმძიმეზე. რეკომენდებული ყოველდღიური დოზა დამოკიდებლია პაციენტის ასაკსა და წონაზე.

  

 

0-1 წელი  200-600    მგ        0,5-1,5 მლ 

 

3-7 წელი  1000-1600 მგ        2,5-4,0 მლ

 

12 წლის ზემოთ ბავშვებსა და მოზრდილებში რეკომენდირებული დოზა შეადგენს 50-100 მგ/კგ წონაზე; 

აუცილებლობის შემთხვევაში კურსი შეიძლება გაიზარდოს 150 მგ/კგ; 

სტენოკარდია და პოსტინფარქტული მდგომარეობა-2-6 გრ; 

თავის ტვინის სისხლისმიმოქცევის მოშლის  ქვემწვავე, ან აღდგენითი პერიოდი, დისცირკულატორული ენცეფალოპათია-1 გრ; მკურნალობის კურსი 1-3 თვე; 

ალმიბას დღიური დოზა შეიძლება გაიყოს 2-3 მიღებაზე, ბოლო მიღება სასურველია საღამოს 5 საათამდე.
 

უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

 

გვერდითი მოვლენები: 

შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.

 

შენახვის პირობები: 

ინახება ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას  25 °С ტემპერატურაზე, არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. 

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ  ადგილას. 

კვებითი და ენერგეტიკული ღირებულება (კალორიულობა) 100 გრ-ზე: 

ცილები-2,2 გრ;  ნახშირწყლები-1,8 გრ;  ცხიმები-0,1 გრ;  31 კკალ/129 კჯ

 

გამოშვების ფორმა:

120 მლ ხსნარი ფლაკონში, ფლაკონი მუყაოს შეფუთვაში, მზომ შპრიცთან ერთად

კომენტარის დამატება