მექსიდოლი / meqsidoli / MEXIDOL
შემადგენლობა:
1 ტაბ. შეიცავს 0,125 გ მექსიდოლს
დამხმარე ნოვთიერებები:
კარტოფილის სახამებელი, სტეარინის მჟასვა, კალციუმის სტეარატი, ტალკი; ტვინი -80, ტიტანის ორჟანგი.
აღწერა:
პრეპარატი წარმოადგენს თეთრი ან ოდნავ მოყვითალო ფერის გარსით დაფარულ ორმხრივ ამოზნექილი ზედაპირის მქონე ტაბლეტს, რომლის ბირთვი ნაცრისფერია, ხოლო ბირთვის შიგთავსი – მოთეთრო ფერის.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიოქსიდანტი, ანტიჰიპოგლიკემიური, ნოოტროპული და ტრანკვილიზური საშუალება. ათქ კლასიფიკაციის კოდი №07XX.
ფარმაკოდინამიკა:
მექსიდოლი მიეკუთვნება ჰეტეროარომატულ ფართო სპექტრის ანტიოქსიდანტს. იგი ზრდის სტრესის მიმართ ორგანიზმის მდგრადობას, ავლენს ანქსიოლიზურ მოქმედებას და არ გააჩნია საძილე და მიორელაქსანტური ეფექტი. პრეპარატს გააჩნია ნოოტროპული თვისებები. იგი ხელს უწყობს ხანდაზმულობითა და სახვადასხვა პათოგენური ფაქტორებით გამოწვეულ შესწავლის უნარისა და მახსოვრობის აღდგენას. პრეპარატი ავლენს კრუნჩხვენის საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტუს და ანტიჰიპოქსანტურ თვისებებს, ზრდის ყურადღების კონცენტრაციას და შრომისუნარიანობას, აქვეითებს ალკოჰოლის ტოქსიკურ მოქმედებას. პრეპარატი აუმჯობესებს თავის ტვინის ქსოვილების მეტაბოლიზმსა და მათ სისხლით მომარაგებას, აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციასა და რეოლოგიურ თვისებებს. იგი ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას. პრეპარატი ხელს უწყობს სისხლის უჯრედების მემბრანული სტრუქტურების სტაბილიზაციას (ერითროციტებისა და თრომბოციტების). მექსიდოლს გააჩნია ჰიპოლიპიდემური მოქმედება, ამცირებს საერთო ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობას. მექსიდოლის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მისი ანტიოქსიდანტური და მემბრანოპროტექტორული მოქმედებით. პრეპარატი აინჰიბირებს ცხიმების დაჟანგვას, ზრდის სუპეროქსიდოქსიდაზას აქტივობას, შესაბამისად ცხიმებისა და ცილების აქტივობას, ამცირებს მემბრანის სიბლანტეს და აუმჯობესებს მის თვისებებს. მექსიდოლი ხელს უწყობს მემბრანო –დამოკიდებულ ფერმენტების აქტივობის მოდულაციას (კალციუმდამოუკიდებელ ფოსფოდიეთსერაზას, ადენილატციკლაზას, აცეტილქონილესტერაზას), რეცეპტორულ კომპლექსებს (ბენზოდიაზეპინების, გაემ-ის, აცეტილქოლინის), რაც ზრდის მათ ლიგანდებთან შეკავშირების უნარს. იგი უზრუნველყოფს ბიომებრანების სტრუქტურულ-ფუნქციური ორგანიზაციის შენარჩუნების, ნეირომედიატორების ტრანსპორტისა და სინაფსური გადაცემის გაუმჯობესების უნარს. მექსიდოლი ზრდის თავის ტვინში დოფამინის შემცველობას. იგი ზრდის აერობული გლიკოლიზის კომპენსატირულ აქტივაციას, აქვეითებს კრებსის ციკლში ჟანგვითი პროცესების დათრგუნვის ხარისხს, ჰიპოქსიის პირობებში ატფ-ის და კრეატინინფოსფატის რაოდენობის გაზრდით.
ფარმკოკინეტიკა:
მექსიდოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი ნახევრადგამყოფის პერიოდი შეადგენს 0,08-0,1 სთ-ს. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზამში აღინიშნება 0,46-0,5 სთ-ის შემდეგ. მექსიდოლის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იმყოფება 50-დან 100ნგ/მლ დიაპაზონში. მექსიდოლი ორგანიზმში ინტენსიურად მეტაბოლიზდება და წარმოქმნის მის გლუკურონოკონიუგირებულ პროდუქტს. პრეპარატის 0,3% ორგანიზმიდან ექსკრეგირდება უცვლელი სახით საშუალოდ 12 სთ-ის განმავლობაში, ხოლო 50% გლუკურონოკონიუგატის სახით. მექსიდოლი და მისი გლუკურონოკონიუგატები შედარებით ინტენსიურად ექსკრეგირდებიან პრეპარატის მიღებიდან პირველი 4 სთ-ის განმავლობაში. მექსიდოლის შარდით ექსკრეციის მაჩვენებლებსა და მათ კონიუგირებელ მეტაბოლიტებს გააჩნია მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ვარიაბელობა.
გამოყენების ჩვენება:
ნევროზული და მისი მსგავსი მდგომარეობა, რომლის თანხლებია განგაშის სინდრომი; ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი და ნეიროცილკულატორული დისტონია; სხვადასხვა გენეზის მსუბუქი კოგნიტური დარღვევები (ფსიქორგანული სინდრომი და ასტენიური დარღვევებიო, რომლებიც განპირობებულია თავის ტვინში მწვავე და ქრონიკული დარღვევებით, აგრეთვე ნეიროინფექციებითა და ინტოქსიკაციებით, ატროფიული პროცესებით); ხანდაზმულებში მეხსიერებისა და ინტელექტუალური უკმარისობის სამკურნალოდ; ექსტრემალური ფაქტორების კმარისობისას; ალკოჰოლიზმით გამოწვეული აბსტინენციის სინდრომის სამკურნალოდ, რომლის თანმხლებია ნევროზის მსგავსი და ვეგეტატირუი დარღვევები.
წინააღმდეგჩვენება:
ღვიძლისა და თირკმელების მწვავე დარღვევები, პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ბავშვთა ასაკი, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.
მიღების წესი და დოზირება:
მექსიდოლი ინიშნება პერორალურად, დოზა დგინდება პაციენტის მგრძნობელობით პრეპარატის მიმართ. მკურნალობა იწყება დოზით 0,25-0,5 გ, საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 0,25-0,5 გ-ს, მაქსიმალური სადღეღამისო – 0,8 გ-ს. პრეპარატის სადღეღამისო დოზა იყოფა 2-3 მიღებაზე. განგაშით, ვეგეტატირუი დისფუნქციით და კოგნიტური დარღვევით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატი მიიღება 2-6 კვირის განმავლობაში. ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის კურირებისას მექსიდოლი გამოიყენება 5-7 სღის განმავლობაში. პრეპრატრტის მკურნალობას წყვეტენ თანდათანობით, 2-3 დღის განმავლობაში დოზის შემცირებით.
გვერდითი მოქმედება:
იშვიათად – გულისრევა, პირის ღრუს სიმშრალე, ალერგიული რეაქციები.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
მექსიდოლი კომბინაცია სხვა პსიქოტროპულ პრეპარატებთან, აძლიერებს ბენზოდიაზეპინური ანქსიოლიზური, ანტიპარკინსონული საშუალებებისა და კარბამაზეპინის მოქმედებას, პრეპარატი ამცირებს ეთილის სპირტის ტოქსიკურ მოქმედებას.
გამოშვების ფორმა:
0,125 გ შემოგარსული ტაბლეტები #10 1, 2, 3, ან 6 კონტურულ დაყოფილ შეფუთვაში.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპრატურაზე. ბ სია.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტით
კომენტარის დამატება