Meds.ge » ყველა წამალი » მარსიანჩიკი® ფუტურა 3+ / marsianchiki® futura 3+ / Marsianchik

მარსიანჩიკი® ფუტურა 3+ / marsianchiki® futura 3+ / Marsianchik

54
  • საწუწნი აბები ბავშვებისათვის 3 წლის ასაკიდან
  • აუმჯობესებს ძვლის პიკური მასის ფორმირებას და უზრუნველყოფს ჯანსაღ ზრდასა და ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციას
  • ხელს უწყობს ჯანსაღი კბილის ემალის ფორმირებას და ახდენს კარიესის პროფილაქტიკას
  • აუმჯობესებს დასწავლის უნარს და სხვა კოგნიტურ ფუნქციებს
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას

 

შემადგენლობა:

დღიური დოზა შეიცავს:

1 აბი

 % DRHP*

კალციუმი (Calcium)

120,0 mg

15

ვიტამინი D3 (Vit. D3)

10,0 mkg

200

ვიტამინი K2 (Vit. K2)

37,5 mkg

50

ვიტამინი  C  (Vit. C)

40,0 mg

50

ბეტა-გლუკანი               (Beta-Glucane)

20,0 mg

 

რკინა (Ferum)

2,10 mg

15

ინულინი  (Inulin)

225,0 mg

 


* %  დღიური რეკომენდებული ნორმა 

 

შემადგენლობა: კალციუმის ორთოფოსფატი, ქოლეკალციფეროლი, L-ასკორბინის მჟავა, EDთA,  მენაქინონი, კაკაოს ზეთი,  მარწყვის პიურე, ვაშლის პიურე, საქაროზა

 

12 წლამდე ბავშვთა ასაკისათვის დამახასიათებელია სწრაფი ფიზიკური და გონებრივი განვითარება. მრავალფეროვანი და ბალანსირებული კვების რაციონი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფაქტორს ბავშვის ჯანსაღი ზრდა-განვითარებისათვის. ხშირად, საკვების მიღება ვერ უზრუნველყოფს საჭირო ოდენობით ორგანიზმის გამდიდრებას მნიშვნელოვანი ნუტრიენტებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვები იკვებებიან მშობლის მეთვალყურეობის გარეშე. 

 

3 წლიდან ასაკის ბავშვები:

ამ პერიოდში ბავშვის თვალსაწიერი იზრდება, მის წინ იხსნება ახალი სამყარო. იგი ხდება უფრო დამოუკიდებელი და იჩენს ინტერესს სხვა ბავშვებისა და უფროსების მიმართ. მას სურს გამოიკვლიოს, ცნობისმოყვარეა და ცდილობს იყოს კომუნიკაბელური. მისი შესაძლებლობები სწრაფად ვითარდება: აუმჯობესებს მოტორულ ფუნქციას, ხატავს ადამიანის გამოსახულებას გარკვეულ დეტალებზე ყურადღების გამახვილებით, უვითარდება ჰიგიენური უნარ-ჩვევები და ცდილობს დამოუკიდებლად ჩაცმას. ორგანიზმის ჯანსაღი კვება არის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს მის სწორ განვითარებას. 

 

 

მარსიანჩიკი® ფუტურა 3+

 

აკმაყოფილების 3 წლის ასაკიდან ბავშვის ფიზიოლოგიური განვითარებისათვის აუცილებელ მოთხოვნებს მათი ცხოვრების კონკრეტულ ეტაპებზე.

 

 

ძლიერი ძვლები და ჯანსაღი კბილები

კალციუმი და ვიტამინი D3 აუცილებელია ბავშვის ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციისათვის და ჯანსაღი ზრდისთვის. ვიტამინი D3 ხელს უწყობს იონიზირებული კალციუმის ბიოშეღწევადობას. 

ვიტამინი K2 უზრუნველყოფს ძვლის სიჯანსაღის შენარჩუნებას. ხელს უწყობს ჯანსაღი კბილის ემალის ფორმირებას და ახდენს კარიესის პროფილაქტიკას.

 

დასწავლის უნარი და სხვა კოგნიტური ფუნქციები

რკინა უზრუნველყოფოს ბავშვის კოგნიტური ფუნქციის ჩამოყალიბებას, მაგალითად აუმჯობესებს დასწავლისა და კონცენტრაციის უნარს. 

 

იმუნური სისტემის გაძლიერება

ვიტამინი D3 და ვიტამინი ჩ უზრუნველყოფენ ბავშვის იმუნური სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას. 

 

ბეტა გლუკანი: ბუნებრივი წარმოშობის პოლისაქარიდია, რომელიც ხასიათდება ძლიერი იმუნომაკორექტირებელი მოქმედებით. ახდენს უჯრედული იმუნური პასუხის კორექციას და აუმჯობესებს იმუნურ პასუხს. დღეისათვის იგი მეცნიერთა ერთ-ერთ უდიდეს ინტერესს წარმოადგენს. 

 

პრებიოტიკი ინულინი: უზრუნველყოფს ნაწლავური მიკრობიოტის ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებასა და აღდგენას. აუმჯობესებს ვიტამინებისა და მინერალების ბიოშეღწევადობასა და სინთეზს. 

 

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:  

 

3 წლიდან ბავშვებში: 1 საღეჭი აბი დღეში 1-2თვე. მიღება რეკომენდებულია კვების შემდეგ.

 

ყურადღება: პროდუქტი განკუთვნილია ბავშვებისათვის 3 წლიდან, მოზარდებისა და მოზრდილებისთვის. არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას. პროდუქტი არ არის განკუთვნილი ბალანსირებული და მრავალფეროვანი კვების ჩანაცვლებისთვის. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ და ბნელ ადგილას +25°ჩ  ტემპერატურაზე. მოარიდეთ ყინვასა და მზის პირდაპირ დასხივებას. პროდუქტი შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ საღებავებს, ამიტომ გახსნილ მდგომარეობაში შესაძლოა აბების ფერის ცვლილება, რაც არ უნდა იქნას აღქმული როგორც ვარგისიანობის გასვლა.

 

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე (EXP).

 

ბრენდი მარსიანჩიკი® ფუტურა შექმნილია წამყვან სპეციალისტებთან თანამშრომლობის შედეგად. მისი ყოველდღიური მიღება ბავშვის ზრდის კონკრეტულ ეტაპებზე უზრუნველყოფს მის ჯანსაღ ზრდა-განვითარებას.

 

  • შესანიშნავი მარწვის გემოთი 
  • არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს
  • არ შეიცავს შაქარს
  • არ შეიცავს კონსერვანტებს
  • დამზადებულია GMP სტანდარტების გათვალისწინებით

 

გამოშვების ფორმა: #30 საღეჭი აბი

 

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ

კომენტარის დამატება