Meds.ge » ყველა წამალი » კარნილევი / karnilevi / karnilev

კარნილევი / karnilevi / karnilev

61

შემადგენლობა: 

ხსნარის ერთი მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ლევოკარნიტინი 200 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ცილები და ამინომჟავები.

ათქ კოდი: А16АА01.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა:

ლევოკარნიტინი (L-კარნიტინი) – B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი ბუნებრივი ნივთიერება. მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში ცხიმოვანი მჟავების გადამტანის სახით უჯრედულ მემბრანების მეშვეობით ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში, სადაც ეს მჟავები განიცდიან ბეტა-დაჟანგვას მეტაბოლური დიდი რაოდენობის ენერგიის წარმოქმნით ატფ-ის სახით. ორგანიზმში კარნიტინის უკმარისობისას ხდება კუნთოვან უჯრედში (ჩონჩხის კუნთებში, მიოკარდიუმში) ლიპიდების დაგროვება, რაც ამცირებს მათ კუმშვით აქტივობას. ახდენს ცილოვანი და ცხიმოვანი ცვლის, ჰიპერთირეოზისას მომატებული ძირითადი ცვლის ნორმალიზებას, წარმოადგენს თიროქსინის ნაწილობრივ ანტაგონისტს, აღადგენს სისხლის ტუტე რეზერვს, თრგუნავს კეტომჟავების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს, ამცირებს ლაქტოაციდოზის ხარისხს, ასევე ზრდის მოძრაობით აქტივობას და ზრდის ფიზიკური დატვირთვის ამტანობას, ამ დროს ხელს უწყობს გლიკოგენის ეკონომიურ ხარჯვას და მისი მარაგების ზრდას ღვიძლსა და კუნთებში. კარნილევი ახდენს ანაბოლურ მოქმედებას, ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას, ანელებს ცილოვანი და ნახშირწყლოვანი მოლეკულების დაშლას. აქვეითებს სხეულის ჭარბ წონას და ამცირებს კუნთებში ცხიმის შემცველობას. ახდენს ნეიროტროპულ მოქმედებას, ამუხრუჭებს აპოფტოზის განვითარებას, შემოფარგლავს დაზიანებულ ზონას და აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას.

ფარმაკოკინეტიკა:

ინტრავენური შეყვანისას 3 საათში პრაქტიკულად მთლიანად გამოიყოფა სისხლიდან. ადვილად აღწევს ღვიძლსა და მიოკარდიუმში, შედარებით ნელა კუნთებში. გამოიყოფა თირკმლებით, უპირატესად აცილური ეთერების სახით (80%-ზე მეტი 24 საათში).

გამოყენების ჩვენებები:

• კარნიტინის მეორადი დეფიციტი – თანდაყოლილი (ორგანული აციდურია), კარნიტინის შეძენილი ალიმენტური დეფიციტი (მალაბსორბცია, ნაწლავების დაავადებები), პაციენტებში, რომლებსაც ხანგრძლივად უტარდებათ ჰემოდიალიზი და აქვთ შემდეგი სიმპტომები – გამოხატული, მუდმივი კუნთების სპაზმები, მიოპათიები, კუნთოვანი მასის დაკარგვა, ჩონჩხის კუნთების სისუსტე, ჰიპოტენზიის სიმპტომები, ანემიები, თირკმლებში მისი რეაბსორბციის დარღვევა (თქუ);

• იშემიური კარდიომიოპათიის შემთხვევაში მიოკარდიუმში მეტაბოლიმის დარღვევა (მიოკარდიუმში ცხიმოვანი მჟავების უტილიზაცია ენერგიის წყაროს სახით ხდება ძალიან ინტენსიურად, ამიტომ ის განსაკუთრებით საჭიროებს L-კარნიტინს, მისი გამოყენების შემდეგ, აღინიშნება შეკუმშვების ძალის გაზრდა, კუნთის შემდგომი დეგენერაციის თავიდან აცილება, ეკგ ნორმალიზება);

• სტენოკარდია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, კარდიოგენული შოკის შედეგად გამოხატული ჰიპოპერფუზიის მდგომარეობა;

• ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, რესპირატორული დისტრესს-სინდრომი, ფსიქომოტორული განვითარების დარღვევა, კრუნჩხვები, ატაქსია, პირამიდული დარღვევები, დარღვევები თვალის მამოძრავებელი ნერვის მხრივ (გარეგანი ოფთალმოპლეგია, ფტოზი და სხვ.);

• პოლინეიროპათია ღვიძლის დაზიანებით (პროგრესირებადი ჰეპატომეგალია, ღვიძლის ფიბროზი, ღვიძლის უკმარისობის მოვლენები, თირკმლების დაზიანებებით (ფანკონის ტრიადა, ფოსფატურია, გლუკოზურია, ამინოაციდოურია), ენდოკრინული დარღვევებით (ზრდის შეფერხება, ჰიპოგლიკემია), სმენის დარღვევით (ნეიროსენსორული სიყრუე), მხედველობის დარღვევით (მხედველობის ნერვის ატროფია, ბადურის პიგმენტური დეგენერაცია, კატარაქტა), კუჭნაწლავის ტრაქტის დარღვევებით;

• დაავადებები და მდგომარეობები, რომლებსაც თან ახლავს მადის დაქვეითება, სხეულის მასის შემცირება, გამოფიტვა მოზრდილებსა და ბავშვებში;

• ნერვული ანორექსიის სინდრომი (ნევროგენული ანორექსია) და ფიზიკური გამოფიტვა ფსიქიკური დაავადებების დროს, დისცირკულარული და ტრავმული ენცეფალოპათიისას;

• ქრონიკული პანკრეატიტი შინაგანი სეკრეტორული უკმარისობით;

• სამშობიარო ტრავმის და ახალშობლითა ასფიქსიის შედეგი; 

• ახალშობლიები, დღენაკლულები და დროულად დაბადებული ბავშვები დასუსტებული კვებითი რეფლექსებით (დუნე წოვა), ჰიპოტროფიით, ჰიპოტონიით და ადინამიით; რესპირატორული დისტრეს-სინდრომით ახალშობილებში, დღენაკლული ახალშობილების მოვლა, რომლებიც იმყოფებიან სრულ პარენტერალურ კვებაზე;

• ახალშობილთა სიყვითლე;

• რეკონვალესცენციის პერიოდი მძიმე დაავადებების და ქირურგიული ჩარევების შემდეგ;

• ზრდის შეფერხება და სხეულის მასის დეფიციტი 16 წლამდე ასაკის  ბავშვებში და  მოზარდებში, თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა 16 წლამდე ასაკის ბავშვებში  და მოზარდებში;

• კანის დაავადებებისას (ფსორიაზი, სებორეული ეგზემა, კეროვანი სკლეროდერმია და დისკოიდური წითელი მგლურა) კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში

• ხანგრძლივი ინტენსიური სპორტული წვრთნები, ან სხვა გაზრდილი დატვირთვები (ანაბოლიკის და ადაპტოგენის სახით), შრომისუნარიანობის, ამტანობის ასამაღლებლად და დაღლილობის შესამცირებლად;

• ეგზოგენურ-კონსტიტუციური სიმსუქნე.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულ ქალებში კარნიტინის პირველადი სისტემური დეფიციტის სერიოზული შედეგების გათვალისწინებით, კარნიტინით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში რისკი დედისთვის აღემატება თეორიულ რისკს ნაყოფისათვის. 

ლევოკარნიტინი წარმოადგენს ქალის რძის ნორმალურ კომპონენტს. ძუძუთი კვების პერიოდში ლევოკარნიტინის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არის.

გამოყენების წესი და დოზები:

საინექციო ხსნარი. მოზრდილებისთვის,  ბავშვებისთვის და ახალშობილებისთვის: შეიყვანება ინტრამუსკულარულად, ინტრავენურად, ნელა (2-3 წუთი) ან ინფუზიის გზით. რეკომენდებულია თერაპიის კონტროლი, პლაზმაში და შარდში თავისუფალი და აცილირებული L-კარნიტინის დონის გაზომვა ადექვატური დოზის განსაზღვრისთვის. 

კარნიტინის დეფიციტისას, დისცირკულატორული ენცეფალოპათიისას და თავის ტვინის სხვადასხვა დაზიანებებისას, მწვავე პერიოდის შემდეგ და აღდგენით პერიოდში პრეპარატის დანიშვნისას ავადმყოფებში შეყავთ კარნილევის ხსნარი 0,5-1გ-ზე გადაანგარიშებით დღე-ღამეში ინტრავენურად (წვეთოვნად, ნაკადურად) ან ინტრამუსკულარულად (2-3-ჯერ დღეში) განზავების გარეშე 3-7 დღის განმავლობაში. აუცილებლობისას 12-14 დღის შემდეგ ნიშნავენ განმეორებით კურსს.

ინტრავენური შეყვანა, ნელა (2-3 წთ) ინიშნება კარნიტინის მეორადი დეფიციტისას ჰემოდიალიზისას – 2 გ ერთჯერადად (პროცედურის შემდეგ); მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტისას, გულის მწვავე უკმარისობისას – 3-5 გ დღე-ღამეში, 2-3 მიღებაზე გაყოფილი, პირველი 2-3 დღე შემდეგი დოზის დაქვეითებით 2-ჯერ. კარდიოგენური შოკისას 3-5 გ დღე-ღამეში, გაყოფილი 2-3 მიღებად პაციენტის შოკიდან გამოსვლამდე.

მეტაბოლიზმის თანდაყოლილი პრობლემებისას: დოზირება დამოკიდებულია ნივთიერებათა ცვლაში თანდაყოლილ გადახრებზე და მკურნალობის პერიოდში გამოხატულობის ხარისხზე. მწვავე დეკომპენსაციისას, ინიშნება 100მგ/კგ-მდე დღეში 3-4 მიღება. აუცილებლობისას გამოიყენება უფრო მაღალი დოზები, მაგრამ ერთდროულად იზრდება გვერდითი ეფექტების წარმოქმნის ალბათობა, მაგალითად დიარეა. თუ გაუმჯობესება მიიღწევა პრეპარატის საინექციო ფორმით, მაშინ შესაძლებელია შემანარჩუნებელი თერაპიის გაგრძელება კარნილევის შიგნით მისაღები ხსნარით 1 გ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

ტკივილის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, დისპეფსიური მოვლენები, კუნთების სისუსტე. 

დოზის გადაჭარბება: 

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ტოქსიურობის შესახებ მონაცემები არ არის. ლევოკარნიტინის მაღალი დოზები იწვევენ დიარეას. პრეპარატის ამტანობა კონტროლირდება მიღების პირველი კვირის განმავლობაში და დოზის ყოველი გაზრდის შემდეგ. დოზის გადაჭარბების მკურნალობა სიმპტომურია. 

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

გკს ხელს უწყობს პრეპარატის დაგროვებას ქსოვილებში. 

პრეპარატის მიღების წინ აუცილებელია ექიმის ინფორმირება სხვა პრეპარატების მიღების შესახებ.

განსაკუთრებული მითითებები:

კარნილევი არ იწვევს შეჩვევას, რადგან წარმოადგენს ნატურალურ ხსნარს ადამიანის ორგანიზმისთვის. გლუკოზის ათვისების მომატებისას, პრეპარატ კარნილევის გამოყენებამ დიაბეტიან პაციენტებში, რომლებიც იღებენ ინსულინს, ან ჰიპოგლიკემიურ პერორალურ პრეპარატებს, შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია. ამიტომ ასეთ პაციენტებში პლაზმაში გლუკოზის დონე მუდმივად უნდა კონტროლირდებოდეს ჰიპოგლიკემიური მკურნალობის დაუყოვნებელი რეგულირებისათვის. 

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების, ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე:

არ ახდენს გავლენას.

გამოშვების ფორმა

1 გ 5 საინექციო ხსნარის ამპულა  კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°Cტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა

მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა ექიმის რეცეპტით

კომენტარის დამატება