Meds.ge » ყველა წამალი » ოსტეოქეა საღეჭი აბები / osteoqea sagechi abebi / Osteocare

ოსტეოქეა საღეჭი აბები / osteoqea sagechi abebi / Osteocare

73

ბრიტანეთში ნომერ პირველი კალციუმის პრეპარატი –ოსტეოქეა, შექმნილია წამყვანი ექიმების და ფარმაცევტების მიერ

ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის და კბილების, გულის, კუნთების და ნერვული ქსოვილის  საჯანსაღისთვის. იგი შეიცავს ჩა-ის, მაგნიუმის, ვიტამინ D3-ის და კოფაქტორების  სრულ დღიურ დოზას, რომლებსაც გადამწყვეტი  მნიშვნელობა ენიჭება ძვლოვანი სტრუქტურის განვითარებაში.

ოსტეოქეას ფორმულა ეფუძნება ბოლო 20 წლის მანძილზე ჩატარებულ უახლეს საერთაშორისო კვლევების მონაცემებს.

- კალციუმი აუცილებელია ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისთვის.

- ვიტამინი D3 ხელს უწყობს კალციუმის აბსორბციას ძვლებში და შესაბამისად უზრუნველყოფს ძვლების ნორმალურ ზრდა-განვითარებას.

- მაგნიუმი ხელს უწყობს პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავებას, რომლის საშუალებითაც ხდება კალციუმის შეწოვა. შესაბამისად მისი შემცირებული დონე ორგანიზმში იწვევს კალციუმის შეწოვის შემცირებას.

- თუთიას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება უჯრედების დაყოფის და დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზის პროცესში. 

- ოსტეოქეაში შემავალი კალციუმი წარმოდგენილია კალციუმის კარბონატის სახით, რაც უზრუნველყოფს უკეთეს აბსორბციას და მაღალი კონცენტრაციის შექმნას ორგანიზმში.

- სპილენძი, მანგანუმი, სელენი, ბორი, ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტებთან ერთად ხელს უწყობს ძლიერი ძვლების და კბილების, გულის, კუნთოვანი და ნერვული სისტემის შენარჩუნებას.

 

შემადგენლობა: 2 აბი

კალციუმი    800 მგ

მაგნიუმი    300 მგ

თუთია      10 მგ

სპილენძი 1 მგ

მანგანუმი 0,5 მგ

სელენი 50 მკგ

ბორი      0,6 მგ

ვიტამინი D3 (400სე) 10 მკგ

 

ჩვენება: 

- რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა

- ბავშვებსა და მოზრდილებში ინტენსიური ზრდის პერიოდი

- კარიესის პროფილაქტიკა

- სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზი

- მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა

- ორსულობა და ლაქტაცია

- მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი

 

მიღების წესი:
ბავშვები (4-12 წ): ერთი საღეჭი აბი დღეში ერთხელ. მოზრდილები: დღეში 2 საღეჭი აბი (ან ერთი აბი დღეში 2-ჯერ) ძირითად საკვებთან ერთად. აბი არ უნდა გადაიყლაპოს, იგი უნდა დაიღეჭოს.

არ შეიცავს:
ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებს, გლუტეინს, ლაქტოზას, ცხიმსა და შაქარს, მარილსა და საფუარს

გამოშვების ფორმა:
10 აბი ბლისტერზე, შეფუთვაში 3 ბლისტერი.

გაცემა:
ურეცეპტოდ

კომენტარის დამატება