Meds.ge » ყველა წამალი » კოგნივერი / kogniveri / Cogniver

კოგნივერი / kogniveri / Cogniver

164

1. რა არის კოგნივერი და რისთვის გამოიყენება?

კოგნივერი 100 მგ/2 მლ საინექციონ ხსნარი ი/მ და ი/ვ გამოყენებისთვის აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატს. ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი ხასიათდება ანტიოქსიდანტური (თავისუფალი რადიკალების წარმოქმნის საწინააღმდეგო), ანტიჰიპოქსიური (სისხლში ჟანგბადის რაოდენობის მატების ხელშემწყობი), მემბრანოპროტექტორული, ნოოტროპული (ტვინის ფუნქციების, როგორიცაა სწავლა, მეხსიერება, ყურადღება და ცნობიერება - გამაძლიერებელი), ანტიკონვულსიური (უნებლიე კუნთოვანი შეკუმშვების), ანქსიოლიზური (შფოთვისა და შიშის სამკურნალო) და ჰიპოლიპიდემიური (ორგანიზმში ლიპიდების დონის შემამცირებელი) მოქმედებით. 

კოგნივერის 100 მგ/2 მლ საინექციო ხსნარი ი/მ და ი/ვ გამოყენებისთვის 2 მლ-იანი ტიპი I შუშის 10 ამპულა მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

კოგნივერი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

• მწვავე დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია ტვინის სისხლძარღვების თრომბოზით ან ტვინის მომმარაგებელი სისხლძარღვებიდან სისხლდენით (მწვავე ცერებროვასკულური დარღვევები);

• ქალა-ტვინის ტრავმა;

• ქალა-ტვინის ტრავმების შედეგები;

• ცირკულატორული დარღვევებით განპირობებული ტვინის დაზიანება (ენცეფალოპათია);

• ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებით (ნეიროცირკულატორული დისტონია) განპირობებული კუნთების თრთოლვა, უნებლიე შეკუმშვა, კრთომა;

• ათეროსკლეროზით განპირობებული ტვინის ფუნქციების მოშლა (მსუბუქი კოგ¬ნი¬ტური დარღვევები);

• შფოთვა, შიში, განპირობებული ნერვული დაავადებებით;

• მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის (პირველი დღიდან) კომპლექსური თერაპია;

• უპირატესად ნევროზითა და ვეგეტატიურ-ვასკულური დარღვევებით გამოვლენილი ალკოჰოლური დამოკიდებულების სიმპტომების შემსუბუქება;

• ანტიფსიქოზური საშუალებებით გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაცია;

• მუცლის ღრუს მწვავე ჩირქოვანი ანთებითი დაავადებების (მწვავე ნეკროზული პანკრეატიტი, პერიტონიტი) კომპლექსური თერაპია;

• პირველადი ღიაკუთხოვანი გლაუკომის (თვალშიდა წნევის მატება) სხვა-დასხვა სტადიის კომპლექსური მკურნალობა.

 

2. განსაკუთრებული მითითებები კოგნივერის მიღებამდე 

არ მიიღოთ კოგნივერი, თუ

• აღგენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) აქტიური ნივთიერების, ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატის მიმართ

• გაქვთ ღვიძლის და/ან თირკმლის მწვავე დისფუნქცია

• ხართ ორსული

• ძუძუთი კვებავთ ბავშვს

კოგნივერი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

 

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები კოგნივერის გამოყენების დროს შემდეგ შემთხვევებში:

თუ ჩამოთვლილი მდგომარეობიდან რომელიმე გქონიათ, კოგნვერის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან:

ასთმური შეტევებისადმი მიდრეკილ და სულფატების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებს, შესაძლებელია განუვითარდეთ მწვავე ალერგიული რეაქცია.

ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენის ან წარსულში ასეთის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. 

კოგნივერის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

კოგნივერის მიღების წესიდან გამომდინარე, მისი ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან მოსალოდნელია არ არის.

ორსულობა 

პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დაუშვებელია კოგნივერის მიღება ოსულობის პერიოდში.

მკურნალობის პერიოდში დაორსულების პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური თავდაცვის საშუალებები.

თუ მკურნალობის პერიოდში დადგინდა ორულობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დაუშვებელია კოგნივერის მიღება ლაქტაციის პერიოდში.

ავტომობილებისა და სხვა მოწყობილობების მართვა

კოგნივერის მიღების პერიოდში სიფრთხილეა საჭირო ავტომობილისა და ისეთი მექანიზმების მართვის დროს, რომლებიც განსაკუთრებულ სიფრთხილეს და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს მოითხოვენ. 

მნიშვნელოანი ინფორმაცია კოგნივერის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებების შესახებ

კოგნივერი არ შეიცავს ისეთ დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებენ.

ურთიერთქმედება მედიკამენტებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან იღებდით სხვა მედიკამენტებს, მცენარეული და ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.

მიმართეთ ექიმს, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელიმეს:

• ბენზოდიაზეპინები ან ანქსიოლიზური საშუალებები, რომლებიც გამოიყენება შფოთვის, უძილობის (ძილისა და სიფხიზლის დარღვევა) სამკურნალოდ;

• ანტიკონვულსანტები (მაგ.: კარბამაზეპინი), რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ;

• პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ.: ლევოდოფა), რომლებიც გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ.

კოგნივერი აძლიერებს ნიტრატების და ამცირებს ეთანოლის შემცველი პრეპარატების ეფექტებს.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან იღებდით სხვა რეცეპტურულ ან ურეცეპტო მედიკამენტებს.

 

3. კოგნივერის მიღების წესი

დოზირება / მიღების წესი:

ტვინის მომმარაგებელი სისხლძარღვების მწვავე თრომბოზი ან სისხლდენა და სიმპტომები, რომლების განვითარებაც დაკავშირებულია ტვინის დაზიანებულ უბანთან (მწვავე ცერებროვასკულური დარღვევები):

კოგნივერი ინიშნება ი/ვ, დოზით 200-500 მგ 2-4-ჯერ დღეში პირველი 10-14 დღის განმავლობაში, შემდეგ ი/მ, 200-250 მგ 2-3-ჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში.

ქალა-ტვინის ტრავმა და მისი შედეგები:

კოგნივერი ინიშნება ი/ვ, დოზით 200-500 მგ 2-4-ჯერ დღეში 10-15 დღის განმავლობაში.

ვასკულური ენცეფალოპათია დეკომპენსაციის ფაზაში:

კოგნივერი ინიშნება ი/ვ, დოზით 200-500 მგ 1-2-ჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში, ბოლუსურად ან ინფუზიის სახით, შემდეგ ი/მ 100-250 მგ/დღეში 2 მომდევნო კვირის განმავლობაში.

ცირკულატორული დარღვევებით განპირობებული ტვინის დაზიანების (ენცეფალოპათია) პროფილაქტიკა:

კოგნივერი ინიშნება ი/მ, დოზით 200-250 მგ 2-ჯერ დღეში 10-14 დღის განმავლობაში.

კუნთების თრთოლვა, უნებლიე შეკუმშვა, კრთომა, განპირობებული ნერვული და სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანებით (ნეიროცირკულატორული დისტონია) და ნერვულ დაავადებებთან დაკავშირებული შფოთვა და შიში:

კოგნივერი ინიშნება ი/მ დოზით 50-400 მგ/დღეში 14 დღის განმავლობაში.

ათეროსკლეროზით განპირობებული ტვინის ფუნქციების მოშლა (მსუბუქი კოგნიტიური დარღვევები), შფოთვა და შიში:

კოგნივერი ინიშნება ი/მ ინექციის სახით 100-300 მგ/დღეში 14-30 დღის განმავლობაში.

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის (პირველი დღიდან) კომპლექსური თერაპია:

კოგნივერი ინიშნება ი/ვ და ი/მ ინექციის სახით 14 დღის განმავლობაში მიოკარდიუმის ინფარქტის ტრადიციულ მკურნალობასთან კომბინაციაში, რომელიც მოიცავს ნიტრატებს, ბეტა-ბლოკატორებს, აგფ ინჰიბიტორებს, თრომბოლიზურ საშუალებებს, ანტიკოაგულანტებს და ანტიაგრეგანტებს, ასევე სხვა სიმპტომურ საშუალებებს. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად სასურველია პირველი 5 დღის განმავლობაში კოგნივერი დაინიშნოს ინტრავენურად, მომდევნო 9 დღის განმავლობაში კი – ინტრამუსკულარულად.

ი/ვ ინფუზიის დროს დროს კოგნივერი შეჰყავთ ნელა, წვეთოვნად, (გვერდით ეფექტების თავიდან აცილების მიზნით) 100-150 მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ან 5% დექსტროზის (გლუკოზის) ხსნარში განზავებული, 30-90 წუთის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში ანელებენ ბოლუსურ შეყვანას სულ ცოტა 5 წუთამდე.

პრეპარატის შეყვანა ხდება (ი/ვ ან ი/მ) 3-ჯერ დღეში, 8 საათიანი ინტერვალებით. თერაპიული დოზაა 6-9-მგ/კგ წონაზე გადაანგარიშებით დღეში, ერთჯერადი დოზა – 2-3 მგ/კგ წონაზე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 800 მგ-ს, ერთჯერადი - 250 მგ-ს.

უპირატესად ნევროზითა და ვეგეტატიურ-ვასკულური დარღვევებით გამოვლენილი ალკოჰოლური დამოკიდებულების სიმპტომების შემსუბუქება (აბსტინენცია):

კოგნივერი ინიშნება ი/ვ წვეთოვნად ან ი/მ 200-500 მგ 2-3-ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში.

ანტიფსიქოზური საშუალებებით გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაცია:

კოგნივერი ინიშნება ინტრავენურად 200-500 მგ/დღეში 7-14 დღის განმავლობაში.

მუცლის ღრუს მწვავე ჩირქოვანი ანთებითი დაავადებების (მწვავე ნეკროზული პანკრეატიტი, პერიტონიტი) კომპლექსური თერაპია:

კოგნივერი ინიშნება პირველ ღამეს ოპერაციამდელ და და ოპერაციის შემდგომ პერიოდში. დოზა დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და მიმდინარეობაზე, შეყვანის გზაზე, კლინიკური კურსის თავისებურებებზე. კოგნივერის მოხსნა ხდება თანდათან მხოლოდ მყარი კლინიკური და ლაბორატრიული გაუმჯობესების შემდეგ.

მწვავე ინტერსტიციული პანკრეატიტი:

კოგნივერი ინიშნება ი/ვ წვეთოვნად (0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში) 200-500 მგ 3-ჯერ დღეში და ი/მ.

მსუბუქი ნეკროზული პანკრეატიტი:

კოგნივერი ინიშნება ი/ვ წვეთოვნად (0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში) 100-200 მგ 3-ჯერ დღეში და ი/მ.

საშუალო სიმძიმის ნეკროზული პანკრეატიტი:

კოგნივერი ინიშნება ი/ვ წვეთოვნად (0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში) 200 მგ 3-ჯერ დღეში.

მძიმე ნეკროზული პანკრეატიტი:

კოგნივერი ინიშნება 800 მგ პირველ დღეს გაყოფილი 2 მიღებაზე, შემდეგ 200-500 მგ 2-ჯერ დღეში, სადღეღამისო დოზის თანდათან შემცირებით. 

ძალიან მძიმე ნეკროზული პანკრეატიტი:

კოგნივერის საწყისი დოზა 800 მგ/დღეში პანკრეატოგენური შოკის კუპირების მიზნით, მდგომარეობის სტაბილიზების შემდეგ 300-500 მგ 2-ჯერ დღეში ი/ვ წვეთოვნად (0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში), სადღეღამისო დოზის თანდათან შემცირებით. 

პირველადი ღიაკუთხოვანი გლაუკომის (თვალშიდა წნევის მატება) სხვადასხვა სტადიის კომპლექსური თერაპია:

კოგნივერი ინიშნება ი/მ ინექციის სახით 100-300 მგ/დღეში 1-3-ჯერ დღეში, 14 დღის განმავლობაში.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1200 მგ-ს.

მიღების წესი:

კოგნივერი ინიშნება ი/ვ ან ი/მ ინექციის სახით (ბოლუსურად ან ინფუზიით). საინფუზიო ხსნარი ზავდება 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ან 5% გლუკოზას(დექსტროზა) ხსნარში. 

უწყვეტი ინფუზია: კოგნივერი შეჰყავთ ნელა 5-7 წუთის განმავლობაში.

წვეთოვანი ინფუზია: კოგნივერი ინიშნება 40-60 წვეთი/წუთში სიჩქარით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

გამოყენება ბავშვებში:

კოგნივერი არ ინიშნება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

გამოყენება გერიატრიაში:

65 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებმა კოგნივერის მიღებამდე მიმართეთ ექიმს. 

განსაკუთრებული პოპულაცია:

თირკმლის დისფუნქცია:

კოგნივერის გამოყენება დაუშვებელია თირკმლის მწვავე დისფუნქციის დროს.

ღვიძლის დისფუნქცია:

კოგნივერის გამოყენება დაუშვებელია ღვიძლის მწვავე დისფუნქციის დროს.

თუ ფიქრობთ, რომ კოგნივერის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

კოგნივერის საჭიროზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში

კოგნივერის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

კოგნივერის დოზის გამოტოვების შემთხვევაში

ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.

კოგნივერის მიღების შეწყვეტა

ყოველთვის მიიღეთ კოგნივერი ექიმის მითითების შესაბამისად. მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, კოგნივერიც იწვევს გვერდით ეფექტებს, განსაკუთრებით მის მიმართ მომატებული მგრძნობელბის მქონე პაციენტებში.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კოგნივერის მიღება და მიმართეთ ექიმს თუ მედიკამენტის მიღების შემდეგ გამოგივლინდათ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება: 

• ხელების, ფეხების, ტერფების, სახის, ტუჩების ან განსაკუთრებით პირის ღრუს ან ყელის შეშუპება, რაც ართულებს სუნთქვას და ყლაპვას.

ჩამოთვლილი მოვლენები სერიოზულ ხასიათს ატარებენ.

სერიოზული გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში შესაძლოა დაგჭირდეთ სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.

გვერდითი ეფექტები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ძალიან ხშირი: (≥1/10)

ხშირი: (≥1/100 - <1/10)

ნაკლებად ხშირი: (≥1/1000 - <1/100)

იშვიათი: (≥1/10000 - <1/1000)

ძალიან იშვიათი: (<1/10000)

უცნობი:  არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე უცნობია

უცნობი

• გულისრევა

• პირის სიმშრალე

• თავის ტკივილი

• თავბრუსხვევა

ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

5. კოგნივერის შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის შესაბამისად.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. 

 

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

კომენტარის დამატება