Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » გონორეა / gonorea

გონორეა / gonorea

192

გონორეა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა (Sexually transmitted infection - STI), რომელსაც ბაქტერია- ნეისერია გონორეა, ან იგივე გონოკოკი იწვევს.

 

ბაქტერიები ძირითადად პენისის გამონადენში და ვაგინალურ სითხეშია აღმოჩენილი.

ადამიანებს შორის გონორეა შემდეგი გზებით ადვილად გადაეცემა:

  • დაუცველი ორალური, ვაგინალური ან ანალური სექსი
  • ვიბრატორის ან სხვა სექს სათამაშოების გაზიარებით, როდესაც მათი კარგად გასუფთავება ან ყოველ ჯერზე ახალი პრეზერვატივით დაფარვა არ ხდება

 

ბაქტერიამ შეიძლება დააინფიციროს საშვილოსნოს ყელი (საშვილოსნოს შესასვლელი), შარდსადენი (მილი რომელსაც შარდი ორგანიზმიდან გამოაქვს), სწორი ნაწლავი და უფრო იშვიათად ყელი ან თვალები. ორსულ ქალში ინფექცია შეიძლება ნაყოფსაც გადაეცეს, ამიტომ ორსულობის დროს თუ ვინმე ეჭვობს, რომ აქვს გონორეა, აუცილებელია დროული გამოკვლევა და მკურნალობა ბავშვის დაბადებამდე. მკურნალობის გარეშე დატოვებულმა გონორეამ ბავშვი შესაძლოა მუდმივი სიბრმავე გამოიწვიოს.

გონორეა კოცნით, ჩახუტებით, აბაზანისა და პირსხოცის გაზიარებით, საცურაო აუზებით, ტუალეტის დასაჯდომით, ჭიქების, თეფშებისა და ჭურჭლის გაზიარებით არ ვრცელდება, რადგან ბაქტერია ადამიანის ორგანიზმის გარეთ დიდხანს ვერ ძლებს.

ნიშნები და სიმპტომები

გონორეის ტიპიური სიმპტომები ვაგინიდან ან პენისიდან სქელ მწვანე ან ყვითელ გამონადენს, მტკივნეულ შარდვას და ქალებში მენსტრუალურ ციკლებს შორის შუალედში სისხლდენას მოიცავს. თუმცა, 10 დან 1 დაინფიცირებული კაცი და ქალების თითქმის ნახევარი სიმპტომებს არ უჩივის.

შემოწმება

თუ გონორეის სიმპტომებიგაწუხებთ, ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა სქესობრივად გადამდები ინფექცია გქონდეთ, გამოკვლევისთვის უროლოგიურ ან სქესობრივი ჯანდაცვის კლინიკას უნდა მიაკითხოთ.

გონორეის დიაგნოზის დასმა აღებული ნაცხის მიხედვით მარტივია. დიაგნოსტიკისთვის მამაკაცებში შარდის ნიმუშის გამოყენებაც შესაძლებელია. გამოკვლევაზე რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიხვიდეთ, რადგან გონორეას, უყურადღებობის შემთხვევაში, მძიმე და გრძელვადიანი პრობლემების შექმნა შეუძლია, რაც უშვილობას, ან ქალებში მენჯის ანთებით დაავადებას (PID) მოიცავს.

გონორეას მკურნალობა

ჩვეულებრივ, გონორეას ანტიბიოტიკის ერჯერადი ინექციით და ანტიბიოტიკის ერთი აბით მკურნალობენ. ეფექტური მკურნალობის შედეგად სიმპტომების უმრავლესობა რამდენიმე დღეში უნდა გაქრეს.

განმეორებით ვიზიტზე მისვლა მკურნალობის შემდეგ 1-2 კვირაშია რეკომენდირებული, დამატებითი ანალიზის ჩასატარებლად, რომ დადგინდეს ალაგდა თუ არა ინფექცია.გამოჯანრთელებამდე აუცილებელია თავის შეკავება სქესობრივი ურთიერთობისგან.

ვინ ავადდება?

გონორეა შესაძლა სქესობრივად აქტიურ ნებისმიერ ადამიანს დაემართოს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც პარტნიორებს ხშირად იცვლიან და სქესობრივი კონტაქტის დროს არ იყენებენ ჩასახვის საწინააღმდეგო ბარიერულ მეთოდს, როგორიცაა პრეზერვატივი.

 

დიდ ბრიტანეთში გონორეა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს შორის, ქლამიდიის შემდეგ, რიგით მეორე ყველაზე ხშირი ბაქტერიული ინფექციაა. 2014 წელს ინგლისში 35 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა უმრავლესობას ახალგაზრდა 25 წლამდე კაცებში და ქალებში შეადგენდნენ.

წარმატებულად ჩავლილი მკურნალობა გონორეის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავებას არ ნიშნავს და ის შეიძლება დაგემართოთ განმეორებით, თუ კვლავ გექნებათ დაინფიცირებულ ადამიანთან სქესობრივი კავშირი.

გონორეის პრევენცია

გონორეის და სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციების პრევენცია შესაბამისი პრევენციის მეთოდების გამოყენებითა და სხვაგვარი გაფრთხილების გათვალისწინებით შეიძლება, როგორებიცაა:

 

  • პრეზერვატივისგამოყენება ყოველი სექსის დროს
  • პენისის დაფარვა პრეზერვატივით, ან ორალური სექსის დროს ქალის გენიტალიების დაფარვა ლატექსის ან პლასტიკის კვადრატით
  • სექს სათამაშოების გაზიარებისგან თავის შეკავება, ან მათი კარგად გარეცხვა და პრეზერვატივით დაფარვა თუ მას სხვა ვინმეც იყენებს

 

თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, რჩევისთვის ადგილობრივ უროლოგიურ, ან სქესობრივი ჯანდაცვის კლინიკას მიაკითხეთ.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ რჩევებისთვის იხ. სტატია Sსქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (STI).

კომენტარის დამატება