Meds.ge » ყველა წამალი » ვიტაგამა D3 დუო / vitagama D3 duo / VITAGAMMA® DUO

ვიტაგამა D3 დუო / vitagama D3 duo / VITAGAMMA® DUO

90

რა არის ვიტაგამა D3 დუო?

ვიტაგამა D3 დუო არის ვიტამინო-მინერალური კომპლექსი, რომელიც შედგება 1.000 საერთაშორისო ერთეული (ქოლეკალციფეროლი) D3 ვიტამინისგან და 150მგ მაგნიუმისგან.

ვიტაგამა დუო შეიცავს D ვიტამინს და მაგნიუმს ორგანული ბისგლიცინატის სახით, რაც განსაკუთრებით ბიოხელმისაწვდომია. აქედან გამომდინარე ის ადვილად  მისაღებია კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის, რაც მას უფრო ეფექტურს ხდის.

ორგანიზმის ვიტამინებითა და მინერალებით ოპტიმალური მომარაგება მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.  D ვიტამინი და მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს  ორგანიზმის ფუნქციონირებაში და ნივთიერებათა ცვლის პროცესში. ამასთანავე ის ხელს უწყობს გულის და სისხლძარღვთა მუსკულატურის ჯანმრთელ ფუნქციას:

D ვიტამინი მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის შემდეგი მიზეზების გამო:

ორგანიზმმა მიიღოს მინერალები კალციუმი და ფოსფორი

სისხლში შენარჩუნდეს კალციუმის საკმარისი დონე

კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისთვის

მაგნიუმი მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის შემდეგი მიზეზების გამო:

ნივთერებათა ცვლის  პროცესის ნორმალური ფუნქციონირებისთვის

ელექტროლიტების თანაბარი დონის შესანარჩუნებლად

კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისთვის

როგორიცაა მაგ.: გულის მუსკულატურა

D ვიტამინი - რომელსაც აგრეთვე უწოდებენ „მზის ვიტამინს“ - არის ვიტამინი, რომელიც მზის ულტრაიისფერი სხივების დახმარებით წარმოიქმნება კანში, შედის ადამიანის ორგანიზმში სხეულის ზედაპირიდან. ამისათვის საჭიროა საკმარისი მზის აბაზანების მიღება, რაც გერმანიაში მხოლოდ აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით არის შესაძლებელი. გარდა ამისა D ვიტამინის მიღება შესაძლებელია საკვები დანამატის სახით. საუკეთესო საშუალებაა ამისთვის ცხიმიანი ქაშაყი, სკუმბრია, ცილა, ღვიძლი - ყველა ის საკვები, რაც ძალიან იშვიათად მოიხმარება.

მაგნიუმი სიცოცხლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა  ორგანიზმი მას ვერ გამოიმუშავებს. ამიტომ მნიშვნელოვანია მისი მიღება საკვების სახით, ანუ უნდა მიიღოთ ისეთი პროდუქტები, როგორიცაა: ცერეცო (ფენხელი), ბროკოლი და მთელი მარცვლეულის საკვები, თუმცა კერძის მომზადებისას მაგნიუმის შემცველობის დონე პროდუქტში  მცირდება.

რატომ არის ვიტაგამა D3 დუო კომბინირებული პროდუქტი?

D ვიტამინი და მაგნიუმი ორგანიზმში ერთმანეთზე ურთიერთზემოქმედებას ახდენენ: მაგნიუმის ბალანსირებული მიღება ხელს უწყობს D ვიტამინის საჭირო დონის შენარჩუნებას და D ვიტამინის საკმარისი დონით მომარაგება, თავის მხრივ აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ  მაგნიუმის ათვისებას. აქედან გამომდინარე ორივე ბიოფაქტორი ხელს უწყობს გულისა და სისხლძარღვების მუსკულატურის ჯანსაღ ფუნქციონირებას. გული წარმოადგენს მაგნიუმის მაღალი კონცენტრაციის ორგანოს, აქედან გამომდინარე მაგნიუმი უზრუნველყოფს გულის რითმის და გულ-სისხლძარღვთა სისხლის მიმოქცევის სისტემის სტაბილურობას.

როდის უნდა მივიღოთ ვიტაგამა D3 დუო?

D ვიტამინი და მაგნიუმი მნიშვნელოვანია ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დროულად ვუზრუნველყოთ ჩვენი ორგანიზმი D ვიტამინით და მაგნიუმით. ვიტაგამას მიღება რეკომენდირებულია მაშინ, როდესაც ვერ ხერხდება ბუნებრივი გზით D ვიტამინის და მაგნიუმის მიღება, მაგ.: გარკვეული მიზეზების გამო ვერ იღებთ მზის სხივებს და შესაბამის საკვებს, რაც ვერ უზრუნველყოფს თქვენს ორგანიზმს შესაბამისი რაოდენობის D ვიტამინის, რაც თავის მხრივ აფერხებს მაგნიუმის ბიოწვდომას.

ვისთვის არის განკუთვნილი ვიტაგამა D3 დუო?

იმისათვის, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემა, მუსკულატურა, შაქრის დონე ორგანიზმმა სტაბილურად შეინარჩუნოს ხანდაზმულ ასაკამდე, რეკომენდირებულია ჯანსაღი ცხოვრების სტილი და ჯანსაღი კვება: ორგანიზმის მომარაგება საჭირო რაოდენობის მინერალებითა და ვიტამინებით ხშირად ვერ ხერხდება. ყოველდღიური სტრესი და სამუშაო არ გავძლევს ხშირად ბალანსირებული კვების საშუალებას. ყოველდღიურ რაციონში  შეგვაქვს ყავა, ალკოჰოლი ან სიგარეტი, რაც ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების მიტაცებას ახდენს.

ხანგრძლივი არასწორი კვება, ნაკლები მოძრაობა, ნეგატიურად აისახება მუსკულატურის ფუნქციონირებაზე, მაგ.: გულ-სისხლძარღვთა მუსკულატურის ფუნქციონირებაზე, ასევე შაქრის დონის სტაბილურობაზე.

ვიტაგამა  D3 დუო-ს  მოხმარების წესი

იმისათვის, რომ ხანგრძლივი ვადით ვუზრუნველყოთ ორგანიზმი D ვიტამინით და მაგნიუმით, რეკომენდირებულია მივიღოთ ის რეგულარულად, წელიწადის დროისა და მზის აბაზანების მიუხედავად. ვიტაგამას რეგულარული მოხმარებით, თქვენ ხანგრძლივად უზრუნველყობთ თქვენს ორგანიზმს D ვიტამინითა და მაგნიუმით.                                                                          

ვიტაგამა D3 დუო მიიღება დღეში  ერთი ტაბლეტი სითხესთან ერთად ჭამის დროს, გადაყლაპეთ მთლიანად, არ დაღეჭოთ.

დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა:
მაგნიუმის ბისგლიცინატი, შემავსებელი ნივთიერება: (მიკროკრისტალური ცელულოზა, დიკალციუმფოსფატი), მაგნიუმის ოქსიდი, სიმინდის სახამებელი, სტაბილიზატორი (ცელულოზა - ფხვნილი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა,  პოლივინილპიროლიდონი), სტაბილიზატორი (ცხიმოვანი მჟავის მაგნიუმის მარილი, სილიციუმის ოქსიდი, ტალკი), ემულგატორი (პოლიეთილენის გლიკოლი), ანტიოქსიდანტი (ტოკოფეროლის შემცველი ექსტრაქტი), საღებავი (კალციუმის კარბონატი, რკინის ოქსიდი და რკინის ჰიდროქსიდი), მყარი პალმის ზეთი, სტაბილიზატორი (Gummi arabicum), სახაროზა, სიმინდის სახამებელი, ტრიგლიცერიდი, ანტიოქსიდანტი (ალფა-ტოკოფეროლი), D3 ვიტამინი
- გლუტენის და ლაქტოზას გარეშე
- კონსერვანტების გარეშე


შენიშვნა:

არ მიიღოთ ჭარბი დოზა. არ მიიღოთ საკვები დანამატი როგორც საკვების შემცვლელი.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ პრეპარატი მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250C.

შეფუთვა:

შეფუთვაშია 50  ტაბლეტი

ხელმისაწვდომია აფთიაქებში.


ვიტაგამა D3 დუო  NEM

 

1000 ს.ე. D3  ვიტამინი

150მგ   მაგნიუმი

ნივთიერება

თითო ტაბლეტში            (მიიღება ყოველდღე )

            მნიშვნელოვანია

D3 ვიტამინი

25µg (=1.000 s.e.)

·         კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისთვის

·         ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმისთვის

 

მაგნიუმი

150 მგ

·         კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისთვის

·         ნივთერებათა ცვლის  პროცესის ნორმალური ფუნქციონირებისთვის

·         ელექტროლიტების თანაბარი დონის შესანარჩუნებლად

კომენტარის დამატება