Meds.ge » ყველა წამალი » D3 ვიტა პლუს / D3 vita plus / D3 Vita Plus

D3 ვიტა პლუს / D3 vita plus / D3 Vita Plus

60

D3 Vita +  - D3 ვიტამინი 2000 IU    პროლონგირებული გამოყოფის MR (modified releasing) ტაბლეტების სახით

D3  Vita +  პოლონური კომპანია ბიოფარმის მიერ გერმანულ კომპანია „ფიზიოლუშენ“-თან ერთად შექმნილ D ვიტამინის პროლონგირებული მოქმედების MR (modified releasing) ტაბლეტებია.  პროდუქტზე ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ ახალი ტექნოლოგიით შექმნილი ტაბლეტები ეფექტურადაა დაცული სიმულირებული ჰიდროლიზისგან. ასევე აღსანიშნავია, რომ D3 Vita +-ის ტაბლეტები დაცულია გასტრო-ინტესტინალური ტრაქტის როგორც მექანიკური, ისე  ქიმიური ზემოქმედებისაგან. შესაბამისად, აქტიური ნივთიერება თანდათანობით, საფეხურეობრივად გამოიყოფა ორგანიზმში  24 საათის განმავლობაში.
D3  Vita + -სგან განსხვავებით,  D ვიტამინის ჩვეულებრივი პრეპარატების კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრიდან 30 წუთის შემდეგ აქტიური ნივთიერების 50%-ი განიცდის დეგრადაციას. D3 Vita +  MR (modified releasing) ტაბლეტები კი უზრუნველყოფენ აქტიური ნივთიერების  საფეხურებრივ  გამოყოფას და, შესაბამისად, მათი კონცენტრაციის გრადუალურ  მატებას.

ვიტამინი D-ს როლი ორგანიზმში:
• ვიტამინი D მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში კალციუმ-ფოსფატების ადეკვატური ბალანსის შენარჩუნებისათვის, დადებით გავლენას ახდენს ძვლის მეტაბოლიზმზე, უზრუნველყოფს სისხლში კალციუმის საჭირო დონის შენარჩუნებას;
• ვიტამინი D ასევე მნიშნელოვანია კუნთების ნორმალური ფუნქციონირებსათვის (განსაკუთრებით გულის კუნთისთვის);
• ვიტამინი D  მონაწილეობს უჯრედის გაყოფის პროცესში, კერძოდ, სხვადასხვა მექანიზმების საშუალებით ის მოქმედებს: პროლიფერაციაზე, აპოპტოზზე, დიფერენციაზე, ანთებაზე და ანგიოგენეზზე;
• ვიტამინი D უზრუნველყოფს იმუნური სისტემის სწორ ფუნქციონირებას.
ვიტამინი D-ს გამოყენების ჩვენებები და  ვიტ. D-ს დეფიციტის რისკის ჯგუფის პაციენტები:
• შენობაში მჯდომარე სამუშაო/ცხოვრების სტილი;
• ბუნებრივად მუქი ფერის კანი; 
• მზის დამცავი კრემების აგრესიული გამოყენება ( მაგ. 30 SP ფაქტორიანი კრემი  95%-ით აფერხებს  D ვიტამინის წარმოქმნას ორგანიზმში);
• კანის დაავადებები (ვიტილიგო, ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი, ეგზემა);
• 45 წლის ზემოთ ასაკი (ოსტეოპოროზის და მოტეხილოების რისკი);
• ორსულობა და ლაქტაცია;
• ჭარბწონიანობა ( რაც მეტია სხეულის მასის ინდექსის -BMI), მით მეტად გამოხატულია  D ვიტამინის დეფიციტი);
• მალაბსორბციის სინდრომი (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადებები);
• თირკმლის სხვადასხვა პათოლოგიები;
• ენდოკრინული დაავადებები (დიაბეტი ტიპი 1 და 2, თირეოიდული პათოლოგიები და სხვა);
• გარკვეული ტიპის მედიკამენტების გამოყენება (მაგ.: ანტიკონვულსანტები, კლუკოკორტიკოიდები, ანტიფუნგალური, შიდსის და C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებები);
• სიმსივნური დაავადებები; 
• ქიმიოთერაპია;

მიღების წესი და დოზირება
D3  Vita +   ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია საკვების მიღებამდე,  დღეში ერთხელ ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით( სხვადასხვა მდგომარეობიდან გამომდინარე)  40-60 სე /კგ წონაზე დღეში.
ენდოკრინოლოგთა საზოგადოების კლინიკურ პრაქტიკული გაიდლაინის მიხედვით, მოზრდილებში, მათ შორის ორსულებში და მეძუძურებში, ვიტამინი D3- ს მაქსიმალური უსაფრთხო დოზა შეადგენს 10 000 სე  (Evaluation, Treatment and Prevention of Vitamin D Deficiency: an Endocrine Society Clinical Practice Guideline.  J Clin Endocrinol Metab 96:1911-1930,2011)

კომენტარის დამატება