Meds.ge » ყველა წამალი » ვიტაფეროლი / vitaferoli / Vitaferol

ვიტაფეროლი / vitaferoli / Vitaferol

91

შემადგენლობა: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)
ყოველი 1 დოზა (0.05მლ) შეიცავს 400სე ვიტამინი D3-ს

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ვიტამინი D ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმის, ფოსფორის, რკინის, მაგნიუმისა და თუთიის შეწოვას. ადამიანის ორგამიზმისათვის ვიტამინი D-ს ყველაზე მნიშველოვანი და ადვილად შეწოვადი ფორმა ვიტამინი D3-ია (ქოლეკალციფეროლი). მას სხვაგვარად “მზის ვიტამინს” უწოდებენ, რადგან, იგი ერთადერთი სინთეზირდება კანში მზის ულტრაიისფერი სხივების მოქმედების შედეგად. 

ვიტამინი D3 წარმოადგენს ანტირაქიტულ ფაქტორს. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციას და მონაწილეობს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციის პროცესში, ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებაში, აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის. იგი აქტიურად არის ჩართული ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებში. 

 

ვიტამინი D-ს სინთეზი კანში მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად დამოკიდებულია:
UVB (ულტრაიისფერი სხივები)-ის რაოდენობაზე (დამოკიდებულია სეზონზე, დღის პერიოდზე, მზეზე ყოფნის ხანგრძლივობაზე, ღრუბლის საფარზე, ნისლზე); 
კანის ხილული ზედაპირის ფართობზე  (მზე უნდა ასხხივებდეს სახეს, ხელებს, ზურგსა და ქვედა კიდურებს);
დასხივების ხანგრძლივობაზე (მზის პირდაპირი დასხივება უნდა გრძელდებოდეს მინიმუმ 15 წუთი, კვირაში 3-ჯერ);
კანის ტიპზე  (მუქი შეფერილობის კანის მქონე პირებს გაცილებით დიდი დროის გატარება უწევთ მზის პირდაპირი დასხივების ქვეშ, იმისათვის რომ მოხდეს ვიტამინ D-ს გამომუშავება)

საკვები პროდუქტებიდან ვიტამინ D-ს არასაკმარისი რაოდენობით მიღება, მისი შეწოვის დარღვევა, მზის ულტრაიისფერი სხივების არაადექვატური ინსოლაცია, მალაბსორბცია, ლაქტაზის აუტანლობა და კვების თავისებურება განაპირობებს ორგანიზმში ვიტამინი D3-ის დეფიციტს. 

ვიტამინი D3-ის დეფიციტი იწვევს: ახალშობილებსა და ბავშვებში რაქიტს, კბილის ემალის წარმოქმნის დარღვევას, ზრდის შეფერხებას, ძვალ-სახსროვანი და ნერვ-კუნთოვანი სისტემის პათოლოგიებს; მოზრდილებში იმუნური სისტემის დაქვეითებას, ოსტეომალაციას, ორსულებში შესაძლოა ტეტანიის სიმპტომების განვითარება.

  

ჩვენებები:
ვიტამინი D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა
რაქიტის პროფილაქტიკისა და კომპლექსური თერაპიის დროს
ჰიპოკალცემიური ტეტანია
ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების პროფილაქტკისა და კომპლექსური თერაპიის დროს
მალაბსორბცია
ლაქტაზის აუტანლობა
პოსტმენოპაუზური პერიოდი
ოსტეოპოროზისა და ოსტეოპენიის კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება
ვიტამინი D-ს დეფიციტით გამოწვეული სხვა დაავადებებისას, როგორც დამხმარე საშუალება

 

დღიური დოზა შეიცავს

ყოველი 1 დოზა შეიცავს (0.05 მლ)

%DRI*

ყოველი 2 დოზა შეიცავს (0.10 მლ)

%DRI*

ვიტამინი D3

10.0 მკგ (400 სე)

200

20.0 მკგ (800 სე)

400

*% რეკომენდებული სადღეღამისო დოზა

დოზირება: 1-2 დოზა დღეში. 1 დოზა (დოზატორზე თითის ერთი დაჭერა) რეკომენდებულია ხანგრძლივი გამოყენებისათვის. 2 დოზის მიღება რეკომენდებულია ზამთრის პერიოდში ან ინდივიდუალური საჭიროების შემთხვევაში. მიღება უმჯობესია კვების დროს. ბავშვთა ასაკში შესაძლოა მისი შერევა რძეში. მიღების ხანგრძლივობა ექიმის რეკომენდაციით.

 

 

გვერდითი მოვლენები:
დღიური რეკომენდებული დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.

ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან:
მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.

გამოშვების ფორმა:
წვეთები, 15 მლ ფლაკონი დოზატორით. არ შეიცავს ლაქტოზას, გლუტეინს არომატიზატორებს, საღებავებსა და კონსერვანტებს.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25 0 ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ. საკვები დანამატი

კომენტარის დამატება