Meds.ge » ყველა წამალი » კარმეტადინი / karmetadini / Carmetadin

კარმეტადინი / karmetadini / Carmetadin

80

წამლის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები აქტიური სუბსტანციის მოდიფიცირებული გამოთავისუფლებით.
აღწერილობა: მრგვალი ორმხრივ ამოზნექილი მოვარდისფრო-ყავისფერი ტაბლეტები ცალ მხარეს გრავირებით “TZN35” და გლუვი ზედაპირით მეორე მხარეს.

შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები:
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი აქტიური სუბსტანციის მოდიფიცირებული გამოთავისუფლებით შეიცავს: 
აქტიური ნივთიერება: 35 მგ ტრიმეტაზიდინის დიჰიდროქლორიდი
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო კალციუმის ჰიდროფოსფატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, პოლიეთილენოქსიდი, პოვიდონი, ქსანტინის გუმფისი, მაგნიუმის სტეარატი. 
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® II ყავისფერი 85G565010 (პოლივინილის სპირტი, პოლიეთილენგლიკოლი, რკინის წითელი ოქსიდი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, სოიოს ლეციტინი), მაგნიუმის სტეარატი, გლიცერინი.

პრეპარატის ათქ კოდი: C01EB15

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები.
ანტიანგინალური საშუალებები.
პრეპარატები, რომლებიც აუმჯობესებენ მიოკარდიუმის მეტაბოლიზმს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კარმეტადინი ანტიიშემიური კარდიოლოგიური სამკურნალო საშუალებაა. ჰიპოქსიურ და იშემიურ უჯრედებში ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ხელშეწყობით ტრიმეტაზიდინი ახდენს უჯრედშიდა ატფ-ის შემცირების პრევენციას, რაც უზრუნველყოფს იონური ტუმბოების ნორმალურ ფუნქციონირებასა  და   ნატრიუმ-კალიუმის იონების ტრანსმემბრანულ ცვლას უჯრედების ჰომეოსტაზის შენარჩუნებით.
კარმეტადინი ახდენს გულში ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ოპტიმიზებას ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვის ნაწილობრივი შეფერხებით გრძელჯაჭვიანი 3-კეტოაცილ ჩოA-თიოლაზას (3-კათ) ინჰიბირების ხარჯზე. ეს იწვევს გლუკოზის დაჟანგვის გაძლიერებას და ხელს უწყობს გლიკოლიზსა და გლუკოზის დაჟანგვას შორის საუკეთესო თანაფარდობის აღდგენას, რითაც უზრუნველყოფს მიოკარდიუმის იშემიისაგან დაცვას. ტრიმეტაზიდინი ასევე ხელს უწყობს მემბრანული ფოსფოლიპიდების ცვლასა და მემბრანაში მათ ჩართვას, რაც მემბრანას იცავს დაზიანებებისაგან.
პრეპარატის ანტიიშემიური თვისებები დაფუძნებულია ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვის გადართვით უპირატესი ენერგეტიკული სუბსტრატის გლუკოზის დაჟანგვაზე.

კარდიოლოგიაში:
სტენოკარდიით დაავადებულ პაციენტებზე კონტროლირებულმა დაკვირვებებმა გამოავლინა, რომ ტრიმეტაზიდინი:
- ზრდის კორონარულ რეზერვს, ამით ახდენს ფიზიკური დატვირთვებით გამოწვეული იშემიის განვითარების პრევენციას, დაწყებული მკურნალობის მე-15 დღიდან;
- ზღუდავს სისხლის წნევის მკვეთრ ცვალებადობას გულის შეკუმშვათა სიხშირის არსებითი ცვლილებების გარეშე;
- მნიშვნელოვნად ამცირებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირეს;
- იწვევს ნიტროგლიცერინის მიღებათა მნიშვნელოვნად შემცირებას.

ოტორინოლარინგოლოგიაში:
გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ტრიმეტაზიდინი:
- ეფექტურად მოქმედებს თავბრუსხვევის შეტევების ხარისხზე, ხანგრძლივობასა და სიხშირეზე (ტრიმეტაზიდინი მოქმედებს თავისი იშემიის საწინააღმდეგო ეფექტისა და აგრეთვე ვესტიბულური ნეირონების ტოქსიურობისაგან დაცვის ხარჯზე, რაც ექსიტოტოქსიური ამინომჟავების სიჭარბითაა განპირობებული).
- კარმეტადინის ზემოქმედებით მცირდება ყურებში შუილის ინტენსივობა და პერიოდულობა და შესაბამისად, რეციდივები;
- პერცეფციული სიყრუის დროს პრეპარატი უზრუნველყოფს აღქმული დიაპაზონის გაზრდას დეციბელებში.

ოფთალმოლოგიაში:
ბრმა და ორმაგი ბრმა მეთოდით კვლევებმა აჩვენა, რომ ტრიმეტაზიდინი:
- ზრდის იშემიის მიმართ მგრძნობიარე ელექტრორეტინოგრამის β-ტალღის ამპლიტუდას. ავადმყოფებში სისხლძარღვების ქორიორეტინული დარღვევებით კარმეტადინი ხელს უწყობს ბადურას ფუნქციური აქტივობის აღდგენას.
- აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილესა და მხედველობის არეს, რაც განპირობებულია ტრიმეტაზიდინის ზემოქმედების შედეგად განვითარებული დადებითი მორფოლოგიური ძვრებით, განსაკუთრებით კი ყვითელი ლაქის ასაკობრივი დეგენერაციული ცვლილებებისას. 

ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღების შემდეგ ტრიმეტაზიდინი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია ვლინდება მიღებიდან 5 საათში. 
ტრიმეტაზიდინის ფარმაკოკინეტიკურ მახასიათებლებზე საკვების მიღება არ მოქმედებს. კარმეტადინის სტაბილური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან მე-60 საათისათვის.  გადანაწილების მოცულობა შეადგენს 4.8 ლ/კგ-ზე, რაც განაპირობებს ქსოვილებში კარგ დიფუზიას. ცილებთან შეკავშირების მაჩვენებელი დაბალია და ინ ვიტრო 16%-ს უდრის. ტრიმეტაზიდინი უპირატესად შარდთან ერთად გამოიყოფა უცვლელი სახით. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი 7 საათს შეადგენს. ტრიმეტაზიდინის თირკმლისმიერი კლირენსი პირდაპირ კორელაციაშია კრეატინინის კლირენსთან. 65 წელზე უფროსი ასაკის პირებში ნახევარგამოყოფის პერიოდი 12 საათია. 

ჩვენებები
კარდიოლოგია:
- გულის იშემიური დაავადების ხანგრძლივი მკურნალობა: სტენოკარდიის შეტევების პრევენცია მონოთერაპიაში ან სხვა პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში.
ოტორინოლარინგოლოგია:
- იშემიური წარმოშობის კოხლეარულ-ვესტიბულური დარღვევების მკურნალობა: თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ჰიპაკუზია.
ოფთალმოლოგია:
- ქორიორეტინული დარღვევები იშემიის ელემენტებით.

გამოყენების წესი და დოზები
კარმეტადინი მიიღება შემდეგნაირად: 
1 ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში (დილას და საღამოს) ჭამის დროს, დაღეჭვის გარეშე, წყლის მიყოლებით.
პრეპარატის მიღება ხდება ხანგრძლივად. კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის სქემა 3 თვეში შეიძლება გადაიხედოს.

უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი მოქმედება
პრეპარატი კარგად აიტანება, ზოგჯერ შესაძლებელია უმნიშვნელო გვერდითი ეფექტების გამოვლენა:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ღებინება, გულისრევა.
კანის საფარველის მხრივ: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი გამოიყენება სტენოკარდიის საბაზისო თერაპიისათვის, მაგრამ არა სტენოკარდიის შეტევების კუპირებისათვის. საწყისი თერაპიის სახით მისი გამოყენება, როგორც არასტაბილური სტენოკარდიის, ასევე მიოკარდის ინფარქტის დროს, ნაჩვენები არ არის.
ხანდაზმული ასაკის პირთა მკურნალობისათვის პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არაა.
კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არაა პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, რომელთაც კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლი 15 მლ/წთ-ზე ნაკლები აქვთ, ასევე პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევებით.

ზეგავლენა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატი არ მოქმედებს. 

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულობისას პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ჩვენებების მიხედვით და სარგებელი/რისკის შეფარდების შეფასების შემდეგ. 
უცნობია გამოიყოფა თუ არა ტრიმეტაზიდინი დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის დროს პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მონაცემები არ არსებობს.

ჭარბი დოზა
პერედოზირების შემთხვევების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები აქტიური სუბსტანციის მოდიფიცირებული გამოთავისუფლებით.
30 ტაბლეტი ბლისტერში. 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან. 
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

გაცემის პირობები
III ჯგუფი ურეცეპტოდ

კომენტარის დამატება