Meds.ge » ყველა წამალი » კალცი ლაიფი / kalci laifi / Calci Life

კალცი ლაიფი / kalci laifi / Calci Life

65

1 ტაბლეტის შემადგენლობაშია: ბუნებრივი კალციუმი, რომელიც მიიღება ღრმა ზღვის მარგალიტის ხამანცკების ნაჭუჭებიდან.

კალციუმი

380 მგ

Vit D3

7მკგ

მაგნიუმი

100 მგ

თუთია

10 მგ

სპილენძი

0,5 მგ

სელენი

50 მკგ

კალციუმის კარბონატი: მნიშვნელოვან როლს თამაშობს ძლიერი ძვლებისა და კბილების შენებაში. არეგულირებს გულისცემას და ამარტივებს კუნთების შეკუმშვას. ხელს უშლის ოსტეოპოროზის განვითარებას.

ვიტამინი  D3 -წარმოადგენს აქტიურ ანტირაქიტულ ფაქტორს. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლის რეგულაციას, რაც ხელს უწყობს ჩონჩხის მინერალიზაციის და ზრდის პროცესს.

გამოიყენება:  ოსტეოპოროზისას, მოტეხილობებისა და  ტრავმებისას. კბილების მინერალიზაციისას, მენოპაუზისას, ფეხმძიმე და მეძუძურ ქალებში, ხელს უწყობს კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას.

მიღების წესი და დოზირება:
5 დან 12 წლამდე 1 აბი  1-ჯერ დღეში.
12 წლიდან ზემოთ 1 აბი  2-ჯერ დღეში.
მიიღება 1 თვე ან ექიმის დანიშნულებისამებრ

კომენტარის დამატება