ზოკორი / zokori / ZOCOR
აღწერა
10მგ ტაბლეტები: გარსით დაფარული, ოვალური ფორმის, ღია ვარდისფერი ტაბლეტები, გლუვი ერთ მხარეს და გრავიურით «MSD 735» მეორე მხარეს.
ტაბლეტები 20მგ: გარსით დაფარული, ოვალური ფორმის, მოყვითალო-ყავისფერი ტაბლეტები, გლუვი ერთ მხარეს და გრავირებით «MSD 740» მეორე მხარეს.
შემადგენლობა
გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: სიმვასტატინი 10 ან 20მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბუთილჰიდროქსიანიზოლი; ასკორბინის მჟავა; ლაქტოზის მონოჰიდრატი; ლიმონმჟავა; მონოჰიდრატი; პრეჟელატინიზებული სახამებელი; მიკროკრისტალური ცელულოზა; მაგნიუმის სტეარატი; ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა (ჰიპრომელოზა); ჰიდროქსიპროპილცელულოზა (ჰიპროლოზა); ტიტანის დიოქსიდი (Е 171); ტალკი; რკინის წითელი ოქსიდი (Е 172); რკინის ყვითელი ოქსიდი (Е 172).
გამოშვების ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ჰიპოლიპიდემიური საშუალება-გმგ-CoA-რედუქტაზას ინჰიბიტორი.
ათქ კოდი: С10А А01.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
შიგნით მიღების შემდეგ სიმვასტატინი, რომელიც წარმოადგენს არააქტიურ ლაქტონს, ექვემდებარება ღვიძლში ჰიდროლიზს შესაბამისი აქტიური ბეტა-ჰიდროქსიმჟავას წარმოქმნით, რომელსაც ახასიათებს გმგ-CoA-რედუქტაზას (3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოენზიმ-A-რედუქტაზა) მაინჰიბირებელი მოქმედება. ეს ფერმენტი აკატალიზებს გმგ-CoA-რედუქტაზას მევალონატად გარდაქმნას-ქოლესტერინის ბიოსინთეზის საწყისი და მაკონტროლებელი სტადია.
ზოკორი აქვეითებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლპ) როგორც ნორმალურ, ისე მომატებულ კონცენტრაციას. დსლპ წარმოიქმნება ძალიან დაბალი სიმკვრივის პროტეინიდან (ძდსლპ) და კატაბოლიზდება უპირატესად დსლპ მაღალაფინური რეცეპტორებით. პრეპარატ ზოკორით დსლპ დონის დაქვეითების მექანიზმი შეიძლება მოიცავდეს როგორს დსლპ ქოლესტერინის კონცენტრაციის შემცირებას, აგრეთვე დსლპ რეცეპტორების ინდუქციას, რაც იწვევს დსლპ ქოლესტერინის გამომუშავების და მომატებული კატაბოლიზმის დაქვეითებას. პრეპარატ ზოკორით მკურნალობის დროს აგრეთვე ზომიერად ქვეითდება ლიპოპროტეინი B-ს დონე. ამას გარდა, ზოკორი ზომიერად ზრდის მსლპ დონეს და აქვეითებს სისხლის პლაზმაში ტრიგლიცერიდების დონეს. ამგვარი ცვლილებების შედეგად ქვეითდება დსლპ და მსლპ შეფარდება.
ულის იშემიური დაავადების (გიდ) განვითარების მაღალი რისკი ან ანამნეზში არსებული გიდ.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის კვლევაში პრეპარატ ზოკორით მკურნალობის შედეგები გაანალიზდა 20 536 პაციენტში, (ასაკი 40-80 წელი) რომლებსაც აღენიშნებოდათ ჰიპერლიპიდემია გიდ-ით ან მის გარეშე, არტერიების სხვა ოკლუზიური დაავადებები ან შაქრიანი დიაბეტი. ამ კვლევაში საშუალოდ 5 წლის განმავლობაში 10 269 პაციენტი იღებდა პრეპარატ ზოკორს დღეში 40მგ დოზით, ხოლო 12 267 პაციენტი იღებდა პლაცებოს. მკურნალობამდე 6 793 პაციენტში (33%) დსლპ დონე იყო 116მგ/დლ-ზე დაბალი, 5 063 პაციენტში (25%) 116მგ/დლ-135მგ/დლ, 8 680 პაციენტში (42%) 135მგ/დლ-ზე მეტი
პრეპარატ ზოკორით მკურნალობა დღეში 40მგ დოზით პლაცებოსთან შედარებით გამოხატულად აქვეითებდა ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილობის რისკს (1 328 [12,9 %] პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სიმვასტატინს და 1 507 [14,7 %] პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს; კორონარული დარღვევებით გამოწვეული სიკვდილობა ქვეითდებოდა 18%-ით (587 [5,7 %] 707 [6,9 %];-თან შედარებით p = 0,0005; აბსოლუტური რისკის შემცირება 1,2 %-ით).
არასისხლძარღვოვანი მიზეზით გამოწვეული სიკვდილობის დაქვეითება არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. პრეპარატი ზოკორი აგრეთვე აქვეითებდა სერიოზული კორონარული დაავადებების რისკს (შემადგენელი საბოლოო წერტილი მოიცავდა მიოკარდიუმის არაფატალურ ინფარქტს ან გიდ-ით გამოწვეულ სიკვდილს) 27%-ით (p<0,0001).
ზოკორი აქვეითებდა კორონარული რევასკულარიზაციის ჩატარების აუცილებლობას (აორტოკორონარული შუნტირების და კანშიდა ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკის ჩათვლით), აგრეთვე პერიფერიული და სხვა არაკორონარული სისხლძარღვების რევასკულარიზაციის საჭიროებას 30%-ით (p<0,0001) და 16%- (p=0,006). ზოკორი აქვეითებდა ინსულტის განვითარების რისკს 25%-ით (p<0,0001) იშემიური ინსულტის 30%-ით შემცირების გამო. ამას გარდა, დიაბეტით დაავადებული პაციენტების ქვეჯგუფში ზოკორი აქვეითებდა მაკროვასკულარული გართულებების განვითარების რისკს, პერიფერიული სისხლძარღვების რევასკულარიზაციის პროცედურების საჭიროების შემცირების ჩათვლით (ქირურგია ან ანგიოპლასტიკა), აქვეითებდა ქვემო კიდურების ამპუტაციის საჭიროებას და ფეხებზე წყლულების გაჩენას 21 %-ით (p=0,0293).
რეაქციის სიხშირის პროპორციული დაქვეითება მსგავსი იყო ყველა ქვეჯგუფში, რომლებშიც გაერთიანებული იყვნენ პაციენტები, რომლებსაც არ აღენიშნებოდათ კორონარული სისხლძარღვების დაავადებები, მაგრამ ქონდათ ცერებროვასკულური და ან პერიფერიული არტერიების დაავადება. რეაქციის სიხშირის პროპორციული დაქვეითება მსგავსი იყო პაციენტების ყველა ქვეჯგუფში, კორონარული სისხლძარღვების დაავადებების არმქონე პაციენტების ჩათვლით, მაგრამ მათ აღენიშნებოდათ ცერებროვასკულური ან პერიფერიული არტერიების დაავადებები, (მამაკაცები და ქალები 70 წლამდე და 70 წლის შემდეგ პაციენტები ჰიპერტენზიით და მის გარეშე, პაციენტებში კვლევაში რეგისტრაციისას დსლპ 3 მმოლ/ლ-ზე ნაკლები დონით).
სიცოცხლის ხანგრძლივობაზე სიმვასტატინის გავლენის სკანდინავიურ კვლევაში (კვლევა 4შ) შეფასდა პრეპარატ ზოკორით თერაპიის გავლენა საერთო სიკვდილიანობაზე 4 444 პაციენტში, რომლებსაც აღენიშნებოდათ გიდ და საერთო ქოლესტერინის საწყისი დონე 212-309მგ/დლ (5,5 - 8,0 მმოლ/ლ). ამ მრავალცენტრულ, რანდომიზებულ, ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში მონაწილეობდნენ პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებოდათ სტენოკარდია ან გადატანილი ქონდათ მიოკარდიუმის ინფარქტი, ისინი საშუალოდ 5,4 წლის განმავლობაში იღებდნენ მკურნალობას, რომელიც მოიცავდა დიეტას, სტანდარტულ მკურნალობას და პრეპარატ ზოკორს 20-40მგ/დღეში დოზით (n=2 221) ან პლაცებოს (n=2 223 ზოკორი აქვეითებდა სიკვდილიანობის რისკს 30%-ით (აბსოლუტური რისკის დაქვეითება 3,3%). გიდ-ით გამოწვეული სიკვდილის რისკი დაქვეითებული იყო 42%-ით (აბსოლუტური რისკის დაქვეითება 3,5%-ით). ზოკორი აგრეთვე აქვეითებდა სერიოზული კორონარული დაავადებების რისკს (გიდ-ით გამოწვეული სიკვდილი, აგრეთვე კლინიკურად დადასტურებული და უსიმპტომო არაფატალური მიოკარიდუმის ინფარქტი) 34%-ით. ამას გარდა, ზოკორი მნიშვნელოვნად აქვეითებდა ფატალურ და არაფატალურ ცერებროვასკულურ დაავადებებს (ინსულტი და ტვინის სისხლის მიმოქცევის ტრანზიტორული დარღვევა) 28%-ით. ჯგუფებში არ აღინიშნებოდა გსს-ს პათოლოგიებთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებლებს შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება.
ქოლესტერინის და ჰომოცისტეინის დონის დაქვეითებაზე დამატებითი ეფექტების კვლევაში (SEARCH) ხდებოდა პრეპარატ ზოკორით მკურნალობის ანალიზი 80მგ დოზით 20მგ დოზასთან შედარებით (შემდგომი დაკვირვების საშუალო პერიოდი 6,7 წელი) სერიოზული სისხლძარღვთა პათოლოგიის სიხშირეზე (რომელიც ისაზღვრებოდა როგორც ფატალური გიდ, მიოკარდიუმის არაფატალური ინფარქტი, კორონარული რევასკულარიზაცია, არაფატალური ან ფატალური ინსულტი, პერიფერიული სისხლძარღვების რევასკულარიზაციის პროცედურა) 12 064 პაციენტში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებოდათ მიოკარდიუმის ინფარქტი. ამ ორ ჯგუფში არ აღინიშნა მნიშვნელოვანი განსხვავება სისხლძარღვთა სერიოზული პათოლოგიის სიხშირის მხრივ; ზოკორი 20მგ (n=1 553; 25,7%) და ზოკორი 80მგ (n=1 477; 24,5%); რისკის კოეფიციენტი (რკ) 0,94, 95 %CI: 0,88 – 1,01. დსლპ დონის აბსოლუტური განსხვავება ამ ორ ჯგუფში კვლევის განმავლობაში შეადგენდა 0,35±0,01 მმოლ/ლ-ს. უსაფრთხოების პროფილი მსგავსი იყო ამ ორ ჯგუფში, მიოპათიის ცალკეული შემთხვევების გარდა; ვითარდებოდა პაციენტების დაახლოებით 1%-ში იმ ჯგუფიდან, რომელშიც გამოიყენებოდა ზოკორი 80მგ და 0,02%-ში ჯგუფში, რომელშიც გამოიყენებოდა ზოკორი 20მგ. მიოპათიის შემთხვევების ნახევარი აღინიშნებოდა მკურნალობის პირველი წლის განმავლობაში. შემდეგი წლების განმავლობაში მიოპათიის შემთხვევები შეადგენდა დაახლოებით 0.1%-ს წელიწადში.
პირველადი ჰიპერქოლესტერინემია და კომბინირებული ჰიპერლიპიდემია
სიმვასტატინის ეფექტურობის და უსაფრთხოების კვლევაში დოზით 10, 20, 40 და 80მგ დოზით ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში დსლპ დონის დაქვეითების საშუალო მაჩვენებელი შეადგენდა 30, 38, 41 და 47%-ს. კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდნენ პაციენტები კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემიით, გამოიყენებოდა სიმვასტატინი 40 და 80მგ დოზით ტრიგლიცდერიდების დონის საშუალო დაქვეითება შეადგენდა 28 და 33%-ს (პლაცებო: 2%), შესაბამისად მსლპ დონის საშუალო მომატება შეადგენდა 13 და 16%-ს (პლაცებო: 3%).
კლინიკური გამოკვლევები ბავშვებსა და მოზარდებში (10-17 წლის ასაკში)
ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებულ კვლევაში მონაწილეობდა 175 პაციენტი, (99 ბიჭი, ტენერის შკალით II სტადია და მეტი, 76 გოგონა, რომლებშიც მენსტრუალური ციკლი დაწყებული იყო მინიმუმ 1 წლის წინ ) 10-17 წლის ასაკში (საშუალო ასაკი 14,1 წელი), რომლებსაც აღენიშნებოდათ ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია. ისინი იყვნენ რანდომიზებულნი, იღებდნენ სიმვასტატინს ან პლაცებოს 24 კვირის განმავლობაში (ძირითადი კვლევა). კვლევაში ჩართვისთვის დსლპ-ს საწყისი დონე უნდა იყოს 160-400მგ/დლ და მინიმუმ ერთ მშობელში დსლპ დონე უნდა იყოს >189მგ/დლ. სიმვასტატინის დოზა (დღეში ერთხელ საღამოს) შეადგენდა 10მგ-ს პირველი 8 კვირის განმავლობაში, 20მგ-ს მეორე 8 კვირის განმავლობაში, შემდეგ - 40მგ-ს. 24 კვირიან დამატებით კვლევაში შერჩეული იყო 144 პაციენტი მკურნალობის გასაგრძელებლად, გამოიყენებოდა 40მგ სიმვასტატინი ან პლაცებო.
ზოკორი მნიშვნელოვნად აქვეითებდა პლაზმაში დსლპს, ტრიგლიცერიდების და აპო-В დონეს. 48 კვირიანი გაფართოებული კვლევის შედეგები შეთავსებადი იყო ძირითადი კვლევის შედეგებთან. მკურნალობის 24 კვირის შემდეგ დსლპ-ს საშუალო დონე შეადგენდა 124,9მგ/დლ-ს (დიაპაზონი: 128,0-334,0მგ/დლ) პლაცებოს ჯგუფში.
სიმვასტატინით 24 კვირიანი მკურნალობის შემდეგ (დოზის მომატებისას 10მგ-დან 20 და 40მგ-მდე დღეში, 8 კვირიანი ინტერვალით) პრეპარატი ზოკორი დსლპ დონეს აქვეითებდა 36,8%-ით (პლაცებო: საწყისი დონის მომატება 1,1%-ით), აპო-B-ს 32,24%-ით 32,4%-ით (პლაცებო: 0,5%) და ტრიგლიცერიდების საშუალო დონეს-7,9%-ით (პლაცებო 3,2%) და მსლპ დონეს ზრდიდა საშუალოდ 8,3%-ით (პლაცებო: 3,65). ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ბავშვებში პრეპარატ ზოკორის ცალკეული დადებითი ეფექტები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ უცნობია.
40მგ-ზე მაღალი დოზების უსაფრთხოება და ეფექტურობა ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ბავშვებში შესწავლილი არ არის. სიმვასტატინით მკურნალობის ცალკეული ეფექტურობა ბავშვთა ასაკში ავადობის და სიკვდილიანობის დაქვეითებასთან შედარებით მოზრდილობის პერიოდში დადგენილი არ არის.
ფარმაკოკინეტიკა
სიმვასტატინი-არააქტიური ლაქტონი, რომელიც ადვილად ჰიდროლიზდება ინ ვივო შესაბამის ბეტა-ჰიდროქსიმჟავად, რომელიც წარმოადგენს გმგ-CoA-რედუქტაზას ძლიერ ინჰიბიტორს. ჰიდროლიზი ძირითადად ხდება ღვიძლში; ადამიანის პლაზმაში ჰიდროლიზის სისწრაფე ძალიან დაბალია.
პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური თვისებები შესწავლილია მოზრდილებში. ბავშვებსა და მოზარდებში ფარმაკოკინეტიკაზე მონაცემები არ არსებობს.
აბსორბცია. ადამიანებში სიმვასტატინი კარგად შეიწოვება და ღვიძლში პირველადი გავლისას ექვემდებარება ექსტენსიურ მეტაბოლიზმს. ღვიძლში მეტაბოლიზმი დამოკიდებულია ღვიძლში სისხლის მიმოქცევის სისწრაფეზე. ღვიძლი წარმოადგენს აქტიური ფორმის ძირითადი მოქმედების ადგილს. სიმვასტატინის პერორალური მიღების შემდეგ სისტემურ სისხლის მიმოქცევაში ბეტა-ჰიდროქსიმჟავას შემცველობა შეადგენს მიღებული დოზის 5%-ზე ნაკლებს. პლაზმაში აქტიური ინჰიბიტორების მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა სიმვასტატინის მიღებიდან დაახლოებით 1-2 საათის შემდეგ. საკვების ერთდროული მიღება გავლენას არ ახდენს აბსორბციაზე. სიმვასტატინის ერთჯერადი და მრავალჯერადი დოზირების ფარმაკოკინეტიკა მიუთითებს მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ პრეპარატის კუმულაციის არარსებობაზე.
განაწილება. სიმვასტატინი და მისი აქტიური მეტაბოლიტი 95%-ზე მეტად უკავშირდება პლაზმის ცილებს.
გამოყოფა. სიმვასტატინი წარმოადგენს CYP3A4-ის სუბსტრატს. პლაზმაში სიმვასტატინის ძირითადი მეტაბოლიტები არის ბეტა ჰიდროქსიმჟავა და ოთხი აქტიური მეტაბოლიტი. რადიოაქტიური სიმვასტატინის პერორალური მიღების შემდეგ რადიოაქტივობის 13% გამოიყოფოდა შარდით, 60% განავლით 96 საათის განმავლობაში. განავლით გამოყოფილი პრეპარატის რაოდენობა მოიცავს პრეპარატის ექვივალენტურ რაოდენობას როგორც აბსორბირებულს და ნაღველში გამოყოფილს, ასევე არააბსორბირებულს. ბეტაჰიდროქსიმჟავას შიგნით შეყვანის შემდეგ ამ მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1,9 საათს. საშუალოდ შარდით ინჰიბიტორების სახით გამოიყოფა ინტრავენურად შეყვანილი დოზის მხოლოდ 0,3%.
პრეკლინიკური კვლევების მონაცემები
ცხოველებზე ჩატარებული ფარმაკოდინამიკის, განმეორებითი დოზების ტოქსიურობის, გენოტოქსიურობის და კანცეროგენობის ფართოდ მიღებული კვლევების შედეგების მიხედვით, არ არსებობს პაციენტებისთვის სხვა რისკი გარდა იმისა, რაც შეიძლება განვითარდეს ფარმაკოლოგიური მექანიზმის შედეგად.
სიმვასტატინი მაქსიმალური ასატანი დოზების შეყვანისას ვირთხებში და კურდღლებში არ იწვევდა ნაყოფის მალფორმაციებს, აგრეთვე გავლენას არ ახდენდა ფერტილობაზე, რეპროდუქციულ ფუნქციასა და ნეონატალურ განვითარებაზე.
მიღების ჩვენება
ჰიპერქოლესტერინემია
პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის ან შერეული დისლიპიდემიის მკურნალობა-როგორც დიეტის დამატება, როდესაც დიეტა და მკურნალობის სხვა არამედიკამენტური მეთოდები (როგორიცაა ფიზიკური დატვირთვა, სხეულის მასის დაქვეითება) საკმარისად ეფექტური არ არის.
ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობა-დიეტის და მკურნალობის სხვა მეთოდების დამატება, რომელიც მიმართულია ლიპიდების დონის დაქვეითებისკენ (მაგ.აფერეზი, დსლპ) ან როდესაც მკურნალობის ამგვარი მეთოდები არაეფექტურია.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა
გულ-სისხლძარღვთა სისტემით გამოწვეული სიკვდილიანობის და დაავადების დაქვეითება პაციენტებში წყლულოვანი ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადებით ან შაქრიანი დიაბეტით, აგრეთვე ქოლესტერინის დონის ნორმალური ან მომატებული დონე - როგორც დამატება რისკის სხვა ფაქტორების კორექციის ან სხვა კარდიოპროტექტორული პრეპარატებისადმი.
გამოყენების მეთოდი და დოზირება
პრეპარატის რეკომენდებული დოზებია 5-80მგ დღეში, პერორალურად, ერთჯერადი დოზის სახით საღამოს. საჭიროების შემთხვევაში, დოზის კორექცია უნდა მოხდეს არანაკლებ 4 კვირის ინტერვალით, მაქსიმუმ 80მგ-მდე დღეში ერთხელ საღამოს. 80მგ დოზა რეკომენდებულია მხოლოდ მძიმე ჰიპერქოლესტერინემიის შემთხვევაში რისკით გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გართულებების მაღალი რისკით იმ პაციენტებში, რომლებშიც აუცილებელი შედეგები არ მიიღწევა უფრო ნაკლები დოზების გამოყენებისას, აგრეთვე როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს.
ჰიპერქოლესტერინემია
პაციენტს უნდა დაენიშნოს სტანდარტული ქოლესტერინის დამაქვეითებელი დიეტა, რომელიც უნდა დაიცვას პრეპარატ ზოკორით მკურალობის მთელი კურსის განმავლობაში. ჩვეული საწყისი დოზა 10-20მგ დღეში ერთჯერადად საღამოს. პაციენტებისთვის, რომლებშიც აუცილებელია დსლპ დონის მნიშვნელოვანი დაქვეითება (45%-ზე მეტით), საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს 20-40მგ-ს დღეში ერთხელ საღამოს. აუცილებლობის შემთხვევაში, დოზის კორექცია უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული სქემით.
ჰომოზიგოტური ოჯახური ქოლესტერინემია
კონტროლირებული კლინიკური კვლევების შედეგების მიხედვით პრეპარატ ზოკორით რეკომენდებული დოზა შეადგენს 40მგ-ს დღეში საღამოს. პრეპარატი ზოკორი უნდა გამოიყენონ როგორც მკურნალობის სხვა მეთოდების დამატება ლიპიდების დონის დასაქვეითებლად (მაგ. დსლპ აფერეზი) ან როდესაც მკურნალობის ამგვარი მეთოდები მიუწვდომელია. პაციენტებში, რომლებიც პრეპარატ ზოკორთან ერთად იღებენ ლომიტაპიდს, ზოკორის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 40მგ-ს დღეში (იხ. პარაგრაფი “უსაფრთხოების ზომები. მიოპათია/რაბდომიოლიზი” და “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პრევენცია
პაციენტებისთვის გულის იშემიური დაავადების მაღალი რისკით (გიდ-ჰიპერლიპიდემიით და მის გარეშე) პრეპარატ ზოკორის ჩვეული დოზა შეადგენს 20-40მგ-ს დღეში, ერთჯერადად (საღამოს). პრეპარატით მკურნალობა შეიძლება დაიწყოს დიეტასთან და ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად. აუცილებლობისას დოზის კორექცია ხდება ზემოაღნიშნული სქემით.
თანმხლები თერაპია
ზოკორი ეფექტურია როგორც მონოთერაპიის სახით, აგრეთვე ნაღვლის მჟავების სეკვესტრანტებთან კომბინაციაში. პრეპარატის მიღება საჭიროა ნაღვლის მჟავების სეკვესტრანტების მიღებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე და მინიმუმ 4 საათით გვიან.
პაციენტებში, რომლებიც პრეპარატ ზოკორს იღებენ ფიბრატებთან ერთად (ჰემფიბრაზოლის ან ფენოფიბრატის გარდა) პრეპარატის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს დღეში 10მგ-ს. პაციენტებში, რომლებიც პრეპარატ ზოკორთან ერთად იღებენ ამიოდარონს, ამლოდიპინს, ვერაპამილს ან დილთიაზემს, ზოკორის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს დღეში 20მგ-ს.
გამოყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს
არ არსებობოს დოზის კორექციის აუცილებლობა პაციენტებში თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით. პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევით (კრეატინინის კლირენსი <30მლ/წთ) დაკვირვებით უნდა განიხილონ პრეპარატის დღეში 10მგ-ზე მაღალი დოზით გამოყენების საკითხი და თუ ეს დოზა აუცილებელია, ის უნდა გამოიყენონ სიფრთხილით.
გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში
არ არსებობოს დოზის კორექციის აუცილებლობა.
გამოყენება პედიატრიაში
ბავშვებში და მოზარდებში (ბიჭები ტენერის შკალით II სტადია ან მეტი, გოგონები, რომლებშიც მენსტრუალური ციკლი დაიწყო მინიმუმ 1 წლის წინ, ასაკი 10-17 წელი), რომლებსაც აღენიშნებათ ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია, ჩვეული რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10მგ-ს 1X დღეში საღამოს. სიმვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე ბავშვებმა და მოზარდებმა უნდა დაიცვან სტანდარტული ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი დიეტა; დიეტები უნდა დაიცვან სიმვასტატინით მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში.
რეკომენდებული დოზების დიაპაზონია 10-40მგ/დღეში; მაქსიმალური რეკომენდებული დოზა-40მგ/დღეში. დოზები უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, თერაპიის რეკომენდებული მიზნის მიხედვით, რომელიც მითითებულია ბავშვთა მკურნალობის რეკომენდაციებში. დოზის კორექცია უნდა მოხდეს არანაკლებ 4 კვირიანი ინტერვალებით.
პრეპუბერტული ასაკის ბავშვებში პრეპარატ ზოკორის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.
გამოყენების მეთოდი
ზოკორი ნაჩვენებია პერორალური გამოყენებისთვის. ზოკორის მიღება შეიძლება ერთხელ - საღამოს.
გვერდითი მოქმედება
მიღებულია გვერდითი რეაქციების სიხშირე, რომლებიც აღინიშნა კლინიკური კვლევების და/ან პოსტმარკეტინგული დაკვირვების დროს, კლასიფიცირება მოხდა დიდ, ხანგრძლივ, პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, რომლებიც მოიცავდა HPS და 4S კვლევას 20 536 და 4 444 პაციენტის მონაწილეობით. HPS კვლევაში დარეგისტრირებული იყო მხოლოდ სერიოზული გვერდითი რეაქციები, აგრეთვე მიალგია, შრატში ტრანსამინაზების და კრეატინკინაზას მომატება. 4S კვლევაში დარეგისტრირებული იყო ქვემოაღნიშნული ყველა გვერდითი რეაქცია. თუ ამ კვლევებში სიმვასტატინის გამოყენებისას სიხშირე იყო უფრო დაბალი ან პლაცებოს გამოყენების ანალოგიური, ამგვარი გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია როგორც “იშვიათი”.
HPS კვლევაში 20 536 პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც იღებენ ზოკორს დოზით 40მგ დღეში (n=10 269) ან პლაცებოს (n=10 267), უსაფრთხოების პროფილი შეთავსებადი იყო პაციენტებთან, რომლებიც იღებენ პლაცებოს საშუალო 5 წლიან კვლევაში. გვერდითი მოვლენების მიზეზების კვლევაში აღნიშნული გამონაკლისები იყო შეთავსებადი (4,8% პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ზოკორს დოზით, პაციენტების 5,1%-თან შედარებით, რომლებიც იღებენ პლაცებოს). მიოპათიის სიხშირე შეადგენდა <0.1%-ს პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ზოკორს 40მგ დოზით. ტრანსამინაზების მომატება (3X ნორმის ზედა ზღვარზე, რაც დადასტურებულია განმეორებითი ანალიზისას) აღინიშნა პაციენტების 0,21%-ში (n=21), რომლებიც იღებდნენ ზოკორს 40მგ დოზით, რომლებიც იღებენ პლაცებოს -0.09%-ში (n=9) .
გვერდითი რეაქციების სიხშირე მითითებულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი
(>1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10,000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობია (დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემებით).
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათი - ანემია.
დარღვევები ფსიქიკის მხრივ: ძალიან იშვიათი - უძილობა; უცნობია - დეპრესია.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათი - თავის ტკივილი, პარესთეზია, თავბრუსხვევა, პერიფერიული ნეიროპათია; ძალიან იშვიათი - მეხსიერების გაუარესება.
დარღვევები რესპირატორული ტრაქტის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ: უცნობია - ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება.
დარღვეები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათად-შეკრულობა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, დისპეფსია, დიარეა, გულისრევა, ღებინება, პანკრეატიტი.
დარღვევები ჰეპატობილიარული ტრაქტის მხრივ: იშვიათად - ჰეპატიტი/სიყვითლე; ძალიან იშვიათად - ფატალური/არაფატალური ღვიძლის უკმარისობა.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: იშვიათი - გამონაყარი, ქავილი, ალოპეცია.
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: იშვიათი - მიოპათია* (მიოზიტის ჩათვლით), რაბდომიოლიზი თირკმლის მწვავე უკმარისობით და მის გარეშე, მიალგია, კუნთების სპაზმები (*კლინიკურ კვლევებში მიოპათია აღინიშნებოდა უფრო ხშირად პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 80მგ ზოკორს დღეში, პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ 20მგ-ს დღეში (1,9% და 0,02%-თან შედარებით).
უცნობია - ტენდინოპათია, გართულებული გაგლეჯით; იმუნოგანპირობებული ნეკროზული მიოპათია (IMNM)**
**აღწერილია სტატინების მიღებასთან დაკავშირებული იმუნოგანპირობებული ნეკროზული მიოპათიის (IMNM), ძალიან იშვიათი შემთხვევები.
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ: უცნობია - ერექტილური დისფუნქცია.
საერთო მდგომარეობის და პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დარღვევები: იშვიათი - ასთენია.
იშვიათად აღინიშნა მომატებული მგრძნობელობის სინდრომი, რომელიც მოიცავდა ზოგიერთ შემდეგ მდგომარეობას: ანგიონევროზული შეშუპება, მგლურასებრი სინდრომი, რევმატული მოლიმიალგია, დერმატომიოზიტი, ვასკულიტი, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, მომატებული ედს, ართრიტი და ართრალგია, ჭინჭრის ციება, ფოტომგრძნობელობა, ცხელება, ალები, დისპნოე, სისუსტე.
გავლენა ლაბორატორიული მაჩვენებლების შედეგებზე: იშვიათი-ტრანსამინაზების დონის მომატება შრატში (ალანინამინოტრანსფერაზა, ასპარტატამინოტრანსფერაზა, გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზა), ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება; შრატში კრეატინკინაზას დონის მომატება. სტატინების, მათ შორის ზოკორის გამოყენებისას აღინიშნა HბA1ც და გლუკოზის დონის მომატება. პოსტმარკეტინგულ კვლევებში იშვიათად აღინიშნა სტატინების გამოყენებასთან დაკავშირებული კოგნიტიური დარღვევები (მეხსიერების დაკარგვა, გულმავიწყობა, ამნეზია, მეხსიერების დარღვევა, ცნობიერების დაბინდვა). მოცემული კოგნიტიური დარღვევები დარეგისტრირებული იყო ყველა სტატინისთვის. როგორც წესი, აღინიშნა არასერიოზული გვერდითი რეაქციები, რომლებიც გაქრა სტატინების მოხსნის და სიმპტომების გაქრობიდან (საშუალოდ 3 კვირა) სხვადასხვა ვადაში (ერთი დღიდან რამდენიმე წლამდე).
ზოგიერთი სტატინის მიღებისას აგრეთვე აღინიშნა შემდეგი დამატებითი გვერდითი რეაქციები:
ძილის დარღვევა კოშმარული სიზმრების ჩათვლით;
სექსუალური ფუნქციის დარღვევა;
შაქრიანი დიაბეტი: განვითარების სიხშირე დამოკიდებული იქნება რისკ ფაქტორების არსებობაზე ან არარსებობაზე (უზმოდ გლუკოზა >5,6, სხეულის მასის ინდექსი > 30 კგ/მ2, ტრიგლიცერიდების დონის მომატება, ანამნეზში ჰიპერტენზია). ძალიან იშვიათად სტატინების მიღებასთან დაკავშირებით აღინიშნა იმუნოგანპირობებული ნეკროზული ამიოპათია, აუტოიმუნური IMNM ხასიათდება კუნთების სისუსტით და კრეატინკინაზას სეროლოგიური დონის მომატებით, რომელიც ნარჩუნდება სტატინების მოხსნის მიუხედავად; კუნთების ბიოფსიის შედეგებით, რომლებიც მიუთითებს ნეკროზულ მიოპათიაზე მნიშვნელოვანი ანთების გარეშე; გაუმჯობესებით იმუნოდეპრესიული საშუალებებით მკურნალობის შემდეგ.
ბავშვები და მოზარდები (10-17 წლის ასაკის).
48 კვირიან კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდნენ ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით დაავადებული ბავშვები და მოზარდები (ბიჭები-ტანერის შკალით II და მეტი სტადია, გოგონები, რომლებშიც მენსტრუალური ციკლი დაიწყო მინიმუმ 1 წლით ადრე) 10-17 წლის ასაკში (n=175), პრეპარატ ზოკორის უსაფრთხოების და ატანის პროფილის საერთო ჯამში პლაცებოს ჯგუფის ანალოგიური იყო. ფიზიკურ, ინტელექტუალურ და სქესობრივ განვითარებაზე შემდგომი ეფექტები უცნობია. ამ დროისთვის არ არსებობს საკმარისი მონაცემები 1 წელზე ხანგრძლივი მკურნალობის შესახებ.
უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა სიმვასტატინის და პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.
• ღვიძლის დაავადება აქტიური ფაზაში ან შრატში ტრანსამინაზების დონის უცნობი ეტიოლოგიის მყარი მომატება.
• ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდი.
• CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება (როგორიცაა იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ვორიკონაზოლი, აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები (მაგ. ნელფინავირი), ბოცეპრევირი, ტელაპრევირი, ერითრომოცინი, კლარიტრომიცინი, ტელიტრომიცინი და ნეფაზოდონი).
• ჰემფიბროზილის, ციკლოსპორინის ან დანაზოლის ერთდროული გამოყენება.
დოზის გადაჭარბება
ამ დრომდე აღინიშნა დოზის გადაჭარბების რამდენიმე შემთხვევა; მაქსიმალური მიღებული დოზა შეადგენდა 3,6გ-ს. ყველა პაციენტში აღინიშნა გამოჯანმრთელება გართულებების გარეშე. სპეციფიური მკურნალობა დოზის გადაჭარბებისას არ არსებობს. უნდა ჩატარდეს სიმპტომური და დამხმარე თერაპია.
უსაფრთხოების ზომები
მიოპათია/რაბდომიოლიზი
როგორც გმგ-CoA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორები, სიმვასტატინიც ზოგჯერ იწვევს მიოპათიის განვითარებას, რაც ვლინდება როგორც კუნთების ტკივილი, მგრძნობელობა ან სისუსტე, ახლავს კრეატინკინაზას (კკ) მომატება ზედა ზღვარზე 10X მეტად. მიოპათია ზოგჯერ იღებს რაბდომიოლიზის სახეს თირკმლის მწაევ უკმარისობით ან მის გარეშე მიოგლობინურიის გამო, აგრეთვე ძალიან იშვიათად აღინიშნება ფატალური გამოსავალი. მიოპათიის განვითარების რისკი იმატებს სისხლის პლაზმაში გმგ-CoA-ს მაინჰიბირებელი აქტივობის მომატებისას.
როგორც გმგ-CoA-ს სხვა ინჰიბიტორების გამოყენებისას, მიოპათიის/რაბდომიოლიზის რისკი იზრდება დოზადამოკიდებულად. კლინიკური კვლევების მონაცემთა ბაზაში, რომლებშიც 41 413 პაციენტი იღებდა პრეპარატ ზოკორით მკურნალობას და მათგან 24 7474 (დაახლოებით 60%) დარეგისტრირებული იყო კვლევაში მონაწილეობისთვის, რომელიც გრძელდებოდა 4 წელი, მიოპათიის განვითარების სიხშირე შეადგენდა დაახლოებით 0,03%-ს, 0,08%-ს და 0,61%-ს დღეში 20, 40 და 80მგ-ს მიღებისას. ამ კვლევებში ჩატარდა პაციენტების მდგომარეობის ინტენსიური მონიტორინგი, ზოგიერთი ურთიერთმოქმედი პრეპარატის მიღება აიკრძალა.
კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც მონაწილეობდნენ ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტები, რომლებიც იღებდნენ ზოკორს დოზით დღეში 80მგ (შემდგომი დაკვირვების საშუალო პერიოდი 6,7 წელი), მიოპათიის განვითარების სიხშირე შეადგენდა დაახლოებით 1,0%-ს, ხოლო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დღეში 20მგ-ს-0,02%-ს. თუმცა მიოპათიის შემთხვევების ნახევარი აღინიშნა მკურნალობის პირველი წლის პერიოდში, მიოპათიის შემთხვევების სიხშირე ყოველ შემდეგ წელს შეადგენდა დაახლოებით 0,1%-ს.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ სიმვასტატინს 80მგ დოზით, მიოპათიის რისკი უფრო მაღალია ვიდრე ანალოგიური ეფექტების სხვა სტატინების მიღებისას, რომლებიც აქვეითებს დსლპ-ს. ამიტომ 80მგ დოზით პრეპარატი ზოკორი უნდა გამოიყენონ მხოლოდ ჰიპერქოლესტეროლემიის მძიმე ფორმის დროს პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გართულებების მაღალი სიხშირით, რომლებშიც მიღწეული არ არის აუცილებელი ეფექტი უფრო დაბალი დოზების მიღებისას, აგრეთვე როდესაც პრეპარატის ამგვარი დოზით მიღების სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს. პაციენტებში, რომლებიც იღებენ სიმვასტატინს 80მგ დოზით და რომლებშიც აუცილებელია პრეპარატ სიმვასტატინთან მოქმედი პრეპარატის დანიშვნა, უნდა გამოიყენონ უფრო დაბალი დოზა ან უნდა დაინიშნოს სტატინების ჯგუფის ალერნატიული პრეპარატი სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების ნაკლებად გამოხატული პოტენციალით.
კლინიკურ კვლევებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკის მქონე პაციენტები სიმვასტატინს იღებდნენ დოზით 40მგ დღეში (შემდგომი დაკვირვების საშუალო პერიოდი-3,9 წელი); მიოპათიის სიხშირე შეადგენდა 0,24%-ს ჩინური წარმოშობის პაციენტებში (n=5468), სხვა რასებში-0,05%- (n=7367).
აზიური რასიდან ამ კლინიკურ კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ მხოლოდ ჩინური წარმოშობის პაციენტები, ამიტომ აზიური რასის პაციენტებში სიმვასტატინი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით და უნდა გამოიყენონ უფრო დაბალი დოზები.
კრეატინკინაზას განსაზღვრა
კრეატინკინაზას დონის განსაზღვრა არ უნდა მოხდეს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ან კკ-ს მომატების ნებისმიერი ალტერნატული მიზეზის დროს, რადგან ის აძნელებს მიღებული შედეგების ინტერპრეტაციას. თუ კკ დონე მნიშვნელოვნად მომატებულია საწყისთან შედარებით (ნორმის ზედა ზღვარზე 5X მეტი), შედეგების დასადასტურებლად 5-7 დღის შემდეგ უნდა ჩატარდეს განმეორებითი ანალიზი.
მკურნალობამდე
ყველა პაციენტს, რომელსაც ენიშნება სიმვასტატინით მკურნალობა ან იმატებს მისი დოზა, უნდა აცნობონ მიოპათიის განვითარების რისკის და კუნთების ტკივილის ან სისუსტის შემთხვევაში ექიმის კონსულტაციის აუცილებლობის შესახებ. პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ რაბდომიოლიზისადმი წინასწარ განწყობის ფაქტორების მქონე პაციენტებში, იმისთვის, რომ დადგინდეს რეფერენტული საწყისი მნიშვნელობები, კრეატინკინაზას დონე მკურნალობის დაწყებამდე უნდა განისაზღვროს შემდეგ შემთხვევებში:
• ხანდაზმული ასაკი (≥65 წელი);
• მდედრობითი სქესი;
• თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
• არაკონტროლირებული ჰიპოთირეოზი;
• კუნთების თანდაყოლილი პათოლოგია პირად ან ოჯახურ ანამნეზში;
• ანამნეზში კუნთების ტოქსიურობა სტატინების ან ფიბრატების გამოყენების დროს
• ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება.
ამგვარ სიტუაციებში მკურნალობის რისკი უნდა შედარდეს პოტენციურ უპირატესობასთან, აგრეთვე რეკომენდებულია კლინიკური მონიტორინგი. აგრეთვე, თუ სტატინებით ან ფიბრატებით მკურნალობის დროს პაციენტს ადრე აღენიშნებოდა კუნთების სისტემის დარღვევა, ამ პრეპარატების სხვადასხვა კლასით მკურნალობა უნდა დაიწყოს სიფრთხილით. თუ კრეატინკინაზას საწყისი დონე მნიშვნელვნად მომატებულია (ნორმის ზედა ზღვარზე 5X მეტად) მკურნალობა არ უნდა დაიწყოს.
მკურნალობის დროს
თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების ტკივილი, სისუსტე ან სპაზმები, სტატინებით მკურნალობის დროს უნდა შემოწმდეს კკ დონე. თუ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის არარსებობოსას დადგენილია, რომ ეს დონე მნიშვნელოვნად მომატებულია (ნორმის ზედა ზღვარზე 5X მეტად), მკურნალობა უნდა შეწყდეს. თუ კუნთების სიმპტომები ძლიერად გამოხატულია და იწვევს ყოველდღიურ დისკომფორტს მაშინაც კი, თუ კკ დონე ნორმის ზედა ზღვარზე 5X მომატებული არ არის, უნდა განიხილონ პრეპარატის მიღების შეწყვეტის საკითხი. თუ არსებობს რაიმე სხვა მიზეზით გამოწვეული მიოპათიის რისკი, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
თუ სიმპტომები ქრება და კკ დონე ნორმალიზდება, შეიძლება განიხილონ სტატინის ან სტატინების ჯგუფის ალტერნატიული პრეპარატის მცირე დოზით მიღების განახლების საკითხი ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ.
უფრო ხშირად მიოპათია აღინიშნება პაციენტებში, რომლებიც იღებენ 80მგ დოზას. რეკომენდებულია კკ დონის პერიოდული კონტროლი, რადგან ამან შეიძლება ხელი შეუწყოს მიოპათიის სუბკლინიკური შემთხვევების აღმოჩენას. თუმცა ამგვარი მონიტორინგი ყოველთვის ხელს ვერ უშლის მიოპათიის განვითარებას.
სიმვასტატინით მკურნალობა უნდა შეწყდეს გეგმიურ ქირურგიულ ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე და რაიმე სერიოზული სამედიცინო ან ქირურგიული მდგომარეობის განვითარებისას.
სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედებასთან დაკავშირებული მიოპათიის რისკის შესამცირებელი ზომები
მიოპათიის და რაბდომიოლიზის განვითარების რისკი მნიშვნელოვნად იმატებს სიმვასტატინის ერთდროული მიღებისას CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან, როგორიცაა: იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, პოსაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი, ტელიტრომიცინი, აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები (მაგ. ნელფინავირი) ბოცეპრევირი, ტელაპრევირი, ნეფაზოდონი, აგრეთვე ჰემფიბრაზილი, ციკლოსპორინი და დანაზოლი. ამ პრეპარატების გამოყენება უკუნაჩვენებია.
მიოპათიის და რაბდომიოლიზის განვითარების რისკი აგრეთვე იზრდება სხვა ფიბრატების ერთდროული გამოყენებისას (ფენოფიბრატის გარდა), ამიოდარონის, ვერაპამილის ან დილთიაზენის მიღებისას გარკვეულ დოზებში. რისკი იზრდება თუ ამლოდიპინი ერთდროულად გამოიყენება სიმვასტატინის 80მგ დოზასთან ერთად. მიოპათიის რისკი რაბდომიოლიზის ჩათვლით შეიძლება გაიზარდოს ფუზიდის მჟავას და სტატინების ერთდროული მიღებისას, აგრეთვე პაციენტებში ოჯახური ჰომოზიგოტური ქოლესტერინემიით, რომლებიც ერთდროულად იღებენ ლომიტაპიდს და სიმვასტატინს.
შესაბამისად, სიმვასტატინის გამოყენება იტრაკონაზოლთან, კეტოკონაზოლთან, პოსაკონაზოლთან, ვორიკონაზოლთან, აივ-პროტეაზას ინჰიბიტორებთან (მაგ. ნელფინავირი) ბოცეპრევირთან, ტელაპრევირთან, ერითრომიცინთან, კლარითრომიცინთან, ტელიტრომიცინთან და ნეფაზოდონთან ერთად უკუნაჩვენებია. თუ აუცილებელია CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორებით მკურნალობის მოკლე კურსი, სიმვასტატინის მიღება დროებით უნდა შეწყდეს. ამას გარდა, სიფრთხილით უნდა მოხდეს სიმვასტატინის კომბინირება CYP3A4-ის ზოგიერთ სხვა ნაკლებად ძლიერ ინჰიბიტორთან, როგორიცაა: ფლუკონაზოლი, ვერაპამილი, დილთიაზემი. თავიდან უნდა აიცილონ გრეიფრუტის წვენის და სიმვასტატინის ერთად მიღება. სიმვასტატინის ჰემფიბროზილთან ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია. პაციენტებში, რომლებიც იღებენ სიმვასტატინს ფიბრატებთან კომბინაციაში (ფენოფიბრატის გარდა) დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 10მგ-ს. ფენოფიბრატი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ სიმვასტატინთან ერთად, რადგან მონოთერაპიის დროს ეს ორივე პრეპარატი შეიძლება იყოს მიოპათიის განვითარების მიზეზი.
ფუზიდის მჟავასთან ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის. აღწერილია რაბდომიოლიზის (სასიკვდილოს ჩათვლით) განვითარების შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამ კომბინაციას. პაციენტებში, რომლებშიც ფუზიდის მჟავას სისტემური გამოყენება აუცილებელია, ამ პერიოდში სიმვასტატინით მკურნალობა უნდა შეწყდეს. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ კუნთების სისუსტის, ტკივილის ან მტკივნეულობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. სტატინებით თერაპია შეიძლება ხელახლა დაიწყოს ფუზიდის მჟავას ბოლო დოზირებიდან 7 დღის შემდეგ. ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია ფუზიდის მჟავით ხანგრძლივი სისტემური თერაპია (მაგ. მძიმე ინფექციების სამკურნალოდ) ფუზიდის მჟავას და სიმვასტატინის ერთდროული მიღება უნდა განიხილონ მხოლოდ ინდივიდუალურ შემთხვევებში ექიმის ინტენსიური დაკვირვების ქვეშ. თავიდან უნდა აიცილონ სიმვასტატინის დღეში 20მგ-ზე მაღალი დოზების და ამიოდარონის, ამლოდიპინის, ვერაპამილის ან დილთიაზემის ერთად გამოყენება. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰომოზიგოტური ოჯახური ქოლესტერინემია და პარალელურად იღებენ ლომიტაპიდს, სიმვასტატინის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს დღეში 40მგ-ს.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ CYP3A4-ის ზომიერ ინჰიბიტორებს სიმვასტატინთან ერთად განსაკუთრებით მაღალი დოზებით, შეიძლება მომატებული იყოს მიოპათიის განვითარების რისკი. სიმვასტატინის და CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორის ერთად გამოყენებისას შეიძლება აუცილებელი იყოს სიმვასტატინის დოზის კორექცია.
მიოპათიის/რაბდომიოლიზის იშვიათი შემთხვევები ასოცირებულია გმგ-CoA-რედუქტაზას ინჰიბიტორების და ნიაცინის (ნიკოტინის მჟავა) ერთდროულ გამოყენებასთან ლიპიდების დონეზე მოქმედი დოზით (≥1 გ/დღეში); ყოველი ამ პრეპარატის ცალკეულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მიოპათია. კლინიკურ კვლევებში (შემდგომი დაკვირვების პერიოდი საშუალოდ-3.9 წელი), რომლებშიც მონაწილეობდნენ გულ-სისხლძარღვთა დაავადების მაღალი რისკის მქონე პაციენტები კარგად კონტროლირებული დსლპ დონით, სიმვასტატინის დღეში 40მგ მიღებისას ეზეტიმიბის 10მგ-სთან ერთად ან მის გარეშე, არ აღინიშნა დამატებითი დადებითი გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ნიაცინის ლიპიდ-მამოდიფიცირებელი დოზების (≥1 გ/დღეში) დამატებისას. ამიტომ ექიმებმა სიმვასტატინით და ნიაცინით (ნიკოტინის მჟავა) კომბინირებული თერაპიის განხილვისას ლიპიდების მამოდიფიცირებელი დოზით (≥1 გ/დღეში) ან ნიაცინის შემცველი სხვა პრეპარატების დანიშვნისას, დაკვირვებით უნდა გააანალიზონ პოტენციური სარგებელი და რისკი, აგრეთვე უნდა დააკვირდნენ პაციენტის მდგომარეობას ისეთი ნიშნების და სიმპტომების გამოსავლენად, როგორიცაა კუნთების სისუსტე და ტკივილი, განსაკუთრებით მკურნალობის პირველ თვეებში ან ნებისმიერი ამ პრეპარატის დოზის მომატებისას. ამას გარდა, ამ კვლევაში მიოპათიის სიხშირე შეადგენდა დაახლოებით 0,24%-ს ჩინური წარმოშობის პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სიმვასტატინს 40მგ დოზით ან ეზეტიმიბს/სიმვასტატინს 10/40მგ დოზით ნიაცინთან/ლაროპიპრანტთან ერთად 2გ/40მგ დოზით (გამოშვების ფორმა ნელი გამოთავისუფლებით). ამ კლინიკურ კვლევაში აზიური რასიდან მონაწილეობდნენ მხოლოდ ჩინური წარმოშობის პაციენტები, მაგრამ მიოპათიის უფრო მაღალი სიხშირის გამო, ჩინური წარმოშობის პაციენტებში რეკომენდებული არ არის სიმვასტატინის და ნიაცინის ლიპიდ-მამოდიფიცირებელი დოზების (≥1გ/დღეში) ერთად გამოყენება აზიური რასის პაციენტებში.
გავლენა ღვიძლზე
კლინიკურ კვლევებში რამდენიმე მოზრდილ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ სიმვასტატინს, აღინიშნა შრატში ტრანსამინაზების დონის მყარი მომატება (ნორმის ზედა ზღვარზე 3X მეტად). ტრანსამინაზების დონე, როგორც წესი, ნელა უბრუნდებოდა საწყის მაჩვენებელს სიმვასტატინის მიღების დროებით შეწყვეტის ან მისი მოხსნის შემდეგ. მკურნალობის დაწყებამდე და კლინიკური ჩვენების შემთხვევაში, მკურნალობის დროს რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების შემოწმება. პაციენტებში, რომლებშიც იგეგმება დოზის 80მგ-მდე მომატება, საჭიროა დამატებითი ანალიზი მომატებიდან 3 თვის შემდეგ და შემდგომ პერიოდულად (მაგ. ნახევარ წელიწადში ერთხელ) მკურნალობის პირველი წლის განმავლობაში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ პაციენტებს, რომლებშიც მომატებულია სისხლში ტრანსამინაზების დონე; ამგვარ პაციენტებში დაუყოვნებლივ უნდა გაიმეორონ ღვიძლის ფუნქციური ტესტები და ისინი უნდა ჩატარდეს უფრო ხშირად. თუ ტრანსამინაზების დონე მომატებას განაგრძობს, კერძოდ-3X ნორმის ზედა ზღვარზე და მყარია, სიმვასტატინი უნდა მოიხსნას. უნდა გვახსოვდეს, რომ ალტ დონე შეიძლება შეიცვალოს კუნთოვანი სისტემის მდგომარეობის მიხედვით, ამიტომ ალტ და კკ-ს მომატება შეიძლება მიუთითებდეს მიოპათიაზე. პოსტმარკეტინგულ კვლევებში იშვიათად აღინიშნებოდა ფატალური და არაფატალური ღვიძლის უკმარისობა, რომელიც რეგისტრირებულია პაციენტებში, რომლებიც იღებენ სტატინებს, მათ შორის სიმვასტატინს. თუ პრეპარატ ზოკორით მკურნალობის პერიოდში აღინიშნება ღვიძლის სერიოზული დაზიანება კლინიკური სიმპტომებით და/ან ჰიპერბილირუბინემია ან სიყვითლე, ამ პრეპარატით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. თუ ალტერნატიული ეტიოლოგია განსაზღვრული არ არის, პრეპარატ ზოკორის მიღება არ უნდა განაახლონ. პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებიც ალკოჰოლს ბოროტად მოიხმარენ.
როგორც ლიპიდების დონის დამაქვეითებელი სხვა პრეპარატების მიღებისას, სიმვასტატინით მკურნალობისას აღწერილია შრატში ტრანსამინაზების ზომიერი (ნორმის ზედა ზღვარზე 3X ნაკლები) მომატება. ამგვარი ცვლილებები ვლინდებოდა სიმვასტატინის მიღების დაწყებიდან მალე, ხშირად იყო დროებითი, არ ახლდა რაიმე სიმპტომი და არ საჭიროებდა თერაპიის შეწყვეტას.
შაქრიანი დიაბეტი.
ზოგიერთი მონაცემი მიუთითებს, რომ სტატინები, როგორც კლასი, ზრდის სისხლში გლუკოზის დონეს, ხოლო პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი, შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მომატება, რაც შესაბამის მკურნალობას მოითხოვს. თუმცა, სტატინების უპირატესობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირების მხრივ აჭარბებს დიაბეტის განვითარების მცირე საშიშროებას, ამიტომ სტატინების მიღების შეწყვეტა საჭირო არ არის.
რისკ-ჯგუფის პაციენტებში არსებობს პერიოდულად გლიკემიის ბიოქიმიური კონტროლის საფუძველი (გლუკოზა უზმოდ 5,6-6.9 მმოლ/ლ, სხეულის მასის ინდექსი >30კგ/მ2, ტრიგლიცერიდების დონის მომატება, ჰიპერტენზია) მოქმედი რეკომენდაციების მიხედვით.
ფილტვების ინტერსტიციალური დაავადება.
ფილტვის ინტერსტიციალური დაავადებები აღინიშნა ზოგიერთი სტატინის გამოყენებისას სიმვასტატინის ჩათვლით, განსაკუთრებიით ხანგრძლივი თერაპიის დროს. გამოვლენა შეიძლება მოიცავდეს დისპნოეს, არაპროდუქტიულ ხველას და საერთო მდგომარეობის გაუარესებას (სისუსტე, სხეულის მასის დაქვეითება და ცხელება). თუ პაციენტში ეჭვობენ ფილტვების ინტერსტიციალურ დაავადებას, სტატინებით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
დამხმარე ნივთიერებები
ეს პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ ისეთი იშვიათი მემკვიდრული დაავადებები, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა. ლაპა ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობა
პრეპარატი ზოკორი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.
ორსულობის დროს გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ორსული ქალების მონაწილეობით კონტროლირებული კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. გმგ-CoA-რედუქტაზას ინჰიბიტორების საშვილოსნოსშიდა ექსპოზიციისას იშვიათად აღინიშნა თანდაყოლილი პათოლოგიები. თუმცა დაახლოებით 200 ორსულზე დაკვირვებით მიღებული მონაცემების ანალიზით, რომლებიც პრეპარატ ზოკორს ან გმგ-ჩოA-რედუქტაზას სხვა ანალოგიურ ინჰიბიტორებს იყენებდნენ ორსულობის პირველ ტრიმესტრში, დადგენილია, რომ თანდაყოლილი პათოლოგიების სიხშირე შედარებადი იყო საერთო პოპულაციასთან. ამ რაოდენობის ორსულობაზე დაკვირვება სტატისტიკურად საკმარისი იყო, რათა გამოერიცხათ თანდაყოლილი ანომალიების სიხშირის 2,5 ჯერ და მეტად მომატება საწყის სიხშირესთან შედარებით.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ იმ პაციენტების ბავშვებს, რომლებიც ორსულობის დროს იღებდნენ ზოკორს ან გმგ-ჩოA-რედუქტაზას სხვა ანალოგიურ ინჰიბიტორებს, აღენიშნებათ საერთო პოპულაციასთან შედარებით მომატებული თანდაყოლილი პათოლოგიები, პრეპარატ ზოკორის გამოყენებას შეიძლება ახლდეს ნაყოფში მევალონატის დონის დაქვეითება, რომელიც წარმოადგენს ქოლესტერინის ბიოსინთეზის პრეკურსორს. ათეროსკლეროზი წარმოადგენს ქრონიკულ პროცესს და ჩვეულებრივ ორსულობის დროს ლიპიდების დონის დამაქვეითებელი პრეპარატების მიღების შეწყვეტა რამდენადმე მოქმედებს ხანგრძლივ რისკზე, რაც დაკავშირებულია პირველად ჰიპერქოლესტერინემიასთან. ამ მიზეზების გამო პრეპარატი ზოკორი არ უნდა დაინიშნოს ორსულებში და იმ პირებში, რომლებიც ორსულობას გეგმავენ, აგრეთვე ორსულობაზე ეჭვის შემთხვევაში. პრეპარატ ზოკორით მკურნალობა უნდა შეჩერდეს ორსულობის დროს ან იმ დრომდე, სანამ არ დადასტურდება ორსულობის არარსებობა.
ძუძუთი კვება
უცნობია გამოიყოფა თუ არა სიმვასტატინი და მისი მეტაბოლიტები რძეში. რადგან მრავალი სამკურნალწამლო საშუალება აღწევს რძეში, აგრეთვე რადგან არსებობს სერიოზული გვერდითი რეაქციების განვითარების შესაძლებლობა, ქალებმა, რომლებიც პრეპარატ ზოკორს იღებენ, ბავშვი ძუძუთი არ უნდა კვებონ
გავლენა ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
ზოკორი გავლენას არ ახდენს ან მცირედ მოქმედებს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, ამ დროს უნდა გაითვალისწინონ, რომ პოსტმარკეტინგულ გამოკვლევებში იშვიათად აღინიშნებოდა თავბრუსხვევა.
გამოყენება პედიატრულ პრაქტიკაში
გამოყენება ბავშვებში და 10-17 წლის მოზარდებში
სიმვასტატინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა შეფასდა კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, რომლებიც ჩატარდა ბავშვებში და 10-17 წლის მოზარდებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის დიაგნოზი. კვლევაში მონაწილეობდნენ მოზარდი ასაკის ბიჭები (ტანერის შკალით მინიმუმ II სტადია) და გოგონები, რომლებშიც მენსტრუალური ციკლი დაიწყო მინიმუმ 1 წლის წინ. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სიმვასტატინს, გვერდითი რეაქციების პროფილი საერთო ჯამში პლაცებოს ჯგუფის ანალოგიური იყო. პაციენტების ამ ჯგუფში 40მგ-ზე მაღალი დოზები გამოყენებული არ იყო. ამ შეზღუდულ კონტროლირებულ კვლევაში გამოვლენილი არ იყო გავლენა მოზარდი ასაკის ბიჭების და გოგონების სიმაღლეში ზრდასა და სქესობრივ მომწიფებაზე, აგრეთვე არ გამოვლინდა გავლენა მენსტრუალურ ციკლზე. მოზარდი ასაკის გოგონებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია სიმვასტატინით მკურნალობის პერიოდში კონტრაცეპტივების ეფექტური მეთოდების გამოყენების შესახებ. 18 წლამდე ასაკის პაციენტებში პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება 48 დღეზე ხანგრძლივი მკურნალობის პერიოდში შესწავლილი არ არის, ხოლო შორეული შედეგები ფიზიკური, ინტელექტუალური და სქესობრივი განვითარების შესახებ უცნობია.
გამოყენება 10 წლამდე ასაკის ბავშვებში.
10 წლამდე ასაკის ბავშვებში, აგრეთვე პრეპუბერტული ასაკის ბავშვებში და გოგონებში მენარქეს დადგომამდე სიმვასტატინის გამოყენება შესწავლილი არ არის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ურთიერთქმედების შესასწავლი კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილი პაციენტების მონაწილოებით.
ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედება.
ურთიერთქმედება ლიპიდების დონის დამქვეითებელ პრეპარატებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს მიოპათია მათი ინდივიდუალურად გამოყენებისას.
მიოპათიის განვითარების რისკი რაბდომიოლიზის ჩათვლით, იზრდება ფიბრატებთან ერთად გამოყენებისას (ფენოფიბრატის ჩათვლით). ამას გარდა არსებობს ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ჰემფიბროზილთან, რომელიც იწვევს პლაზმაში სიმვასტატინის დონის მომატებას. სიმვასტატინის და ფენოფიბრატის ერთდროული გამოყენებისას მიოპათიის განვითარების რისკი არ აჭარბებს ინდივიდუალურ რისკებს, რომლებიც აღინიშნება პრეპარატების ცალ-ცალკე გამოყენებისას. ფენოფიბრატი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ სიმვასტატინთან ერთად, რადგან მონოთერაპიის დროს ამ პრეპარატებიდან თითოეულმა შეიძლება გამოიწვიოს მიოპათია. ფიბრატების სიმვასტატინისადმი დამატება ჩვეულებრივ იწვევს დსლპ-ს დონის მცირედ დამატებით დაქვეითებას, მაგრამ შემდგომში შეიძლება აღინიშნოს ტრიგლიცერიდების დონის დაქვეითება და მსლპ დონის მომატება. მცირე მოკლე კლინიკურ კვლევებში იყენებდნენ ფიბრატების და სიმვასტატინის კომბინაციას მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, ამ დროს მიოპათიის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. სხვა ფიბრატების ფარმაკოზედამხედველობის და ფარმაკოკინეტიკის შესახებ არ არსებობს შესაბამისი მონაცემები. მიოპათიის/რაბდომიოლიზის იშვიათი შემთხვევები დაკავშირებულია სიმვასტატინის და ნიაცინის ერთად გამოყენებასთან ლიპიდების მამოდიფიცირებელი დოზით (≥1 გ/დღეში).
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება
ურთიერთმოქმედი პრეპარატების დანიშვნის შესახებ რეკომენდაციები მოცემულია ქვემოთ ცხრილში.
მიოპათიის/რაბდომიოლიზის მომატებულ რისკთან დაკავშირებულ სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება |
|
ურთიერთმოქმედი საშუალებები |
დანიშვნის რეკომენდაციები |
СУР3А4 ძლიერი ინჰიბიტორები, მაგალითად: იტრაკონაზოლი კეტოკონაზოლი პოსაკონაზოლი ვორიკონაზოლი ერითრომიცინი კლარიტრომიცინი ტელიტრომიცინი აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები (მაგ.ნელფინავირი) ბოცეპრევირი ტელაპრევირი ნეფაზოდონი ან კობიცისტატის შემცველი პრეპარატები ჰემფიბროზილი ციკლოსპორინი დანაზოლი |
უკუნაჩვენებია სიმვასტატინთან ერთად გამოყენება |
სხვა ფიბრატები (ფენოფიბრატის გარდა) |
სიმვასტატინის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 10მგ-ს დღეში |
ფუზიდის მჟავა |
რეკომენდებული არ არის სიმვასტატინთან ერთად გამოყენება |
ნიაცინი (≥1 გ/დღეში) |
აზიური რასის პაციენტებში სიმვასტატინთან ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის. |
ამიოდარონი ვერაპამილი დილთიაზემი ამლოდიპინი |
სიმვასტატინის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 20მგ-ს დღეში |
ლომიტაპიდი
|
პაციენტებში ჰომოზიგოტური ოჯახური ქოლესტერინემიით სიმვასტატინის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს დღეში 40მგ-ს. |
გრეიფრუტის წვენი |
სიმვასტატინით მკურნალობის დროს გრეიფრუტის წვენი არ უნდა გამოიყენონ |
სხვა პრეპარატების გავლენა სიმვასტატინზე
ურთიერთქმედება CYP3A4 ინჰიბიტორებთან
სიმვასტატინი წარმოადგენს ციტოქრომ P450 3A4 სუბსტრატს. ციტოქრომ P450 3A4 –ის ძლიერი ინჰიბიტორები ზრდიან მიოპათიის და რაბდომიოლიზის რისკს სიმვასტატინით მკრუნალობის პერიოდში პლაზმაში გმგ-CoA-რედუქტაზას მაიონჰიბირებელი აქტივობის კონცენტრაციის მომატების შედეგად. ამგვარ ინჰიბიტორებს მიეკუთვნება იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, პოსაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი, ტელიტრომიცინი, აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები (მაგ. ნელფინავირი), ბოცეპრევირი, ტელაპრევირი და ნეფაზოდონი. იტრაკონაზოლის ერთდროული გამოყენება იწვევს სიმვასტატინის მჟავას ექსპოზიციის 10-ჯერ და მეტად მომატებას (ბეტა-ჰიდროქსიმჟავას აქტიური მეტაბოლიტი). ტელიტრომიცინი იწვევს სიმვასტატინის მჟავას ექსპოზიციის თერთმეტჯერ მომატებას. უკუნაჩვენებია კომბინაცია იტრაკონაზოლთან, კეტოკონაზოლთან, პოსაკონაზოლთან, ვიროკონაზოლთან, აივ პროტეაზას ინჰიბოტორებთან (მაგ. ნელფინავირი), ბოცეპრევირთან, ტელაპრევირთან, ერითრომიცინთან, კლარიტრომიცინთან, ტელიტრომიცინთან და ნეფაზოდონთან აგრეთვე ჰემფიბროზილთან, ციკლოსპორინთან და დანაზოლთან. თუ იტრაკონაზოლის, კეტოკონაზოლის, ერითრომიცინის, კლარიტრომიცინის ან ტელიტრომიცინის გამოყენება აუცილებელია მკურნალობის კურსის პერიოდში, სიმვასტატინის გამოყენება უნდა შეწყდეს. სიმვასტატინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს (განსაკუთრებით მაღალი დოზებით) CYP3A4-ის სხვა ნაკლებად ძლიერ ინჰიბოტორებთან ერთად, როგორიცაა: ფლუკონაზოლი, ვერაპამილი, დილთიაზემი.
ფლუკონაზოლი.
აღინიშნა სიმვასტატინის და ფლუკონაზოლის ერთდროულ გამოყენებასთან დაკავშირებული რაბდომიოლიზის იშვიათი შემთხვევები.
ციკლოსპორინი
ციკლოსპორინის და სივმასტატინის ერთად გამოყენებისას იზრდება მიოპათიის/ რაბდომიოლიზის რისკი, ამიტომ ციკლოსპორინთან ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია. იმის მიუხედავად, რომ მოცემული მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის, ციკლოსპორინმა გამოავლინა გმგ-CoA-რედუქტაზას ინჰიბოტორების AUC-ს ზრდა. AUC-ს ზრდა სიმვასტატინის მჟავისთვის ხდება სავარაუდოდ CYP3A4 ინჰიბირების გამო.
დანაზოლი.
მიოპათიის და რაბდომიოლიზის რისკი იზრდება დანაზოლის და სიმვასტატინის ერთად გამოყენებისას, ამიტომ დანაზოლთან ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია.
ჰემფიბროზილი.
ჰემფიბროზილი ზრდის სიმვასტატინის მჟავას AUC-ს 1,9-ჯერ სავარაუდოდ გლუკურონიზაციის ინჰიბირების გამო. ჰემფიბროზილთან ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია.
ფუზიდის მჟავა
პაციენტებში, რომლებიც ერთად იღებენ ფუზიდის მჟავას და სიმვასტატინს, შეიძლება მომატებული იყოს მიოპათიის/რაბდომიოლიზის განვითარების რისკი. ფიზუდის მჟავასთან ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის. პაციენტებში, რომლებშიც სისტემური ფუზიდის მჟავას გამოყენება აუცილებელია, ამ უკანასკნელის მიღებისას სიმვასტატინის გამოყენება უნდა შეწყდეს. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია ფუზიდის მჟავით ხანგრძლივი სისტემური თერაპია (მაგ. მძიმე ინფექციების სამკურნალოდ) სიმვასტატინის და ფუზიდის მჟავას ერთდროული მიღების აუცილებლობა უნდა განიხილონ მხოლოდ ინდივიდუალურ შემთხვევებში და ექიმის ინტენსიური დაკვირვების ქვეშ.
ამიოდარონი.
მიოპათიის და რაბდომიოლიზის განვითარების რისკი იზრდება ამიოდარონის და სიმვასტატინის ერთდროული გამოყენებისას. კლინიკურ კვლევებში მიოპათია აღინიშნა პაციენტების 6%-ში, რომლებიც იღებდნენ 80მგ სიმვასტატინს და ამიოდარონს. ამიტომ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ამიოდარონს, სიმვასტატინის დოზამ არ უნდა გადააჭრბოს 20მგ-ს დღეში.
კალციუმის არხების ბლოკერები
• ვერაპამილი
მიოპათიის და რაბდომიოლიზის განვითარების რისკი იზრდება ვერაპამილის და სიმვასტატინის 40 ან 80მგ დოზით გამოყენებისას. ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში ვერაპამილის ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნა სიმვასტატინის მჟავას ექსპოზიციის 2,3-ჯერ მომატება სავარაუდოდ CYP3A4 ინჰიბირების გამო. ამიტომ სიმვასტატინის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 20მგ-ს დღეში პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ვერაპამილს.
• დილთიაზემი
მიოპათიის და რაბდომიოლიზის განვითარების რისკი იზრდება დილთიაზემის და სიმვასტატინის 80მგ-ის ერთდროულად გამოყენებისას. ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში პრეპარატ დილთიაზემის ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნა სიმვასტატინის მჟავას ექსპოზიციის 2.7-ჯერ მომატება სავარაუდოდ CYP3A4 ინჰიბირების გამო. ამიტომ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად დილთიაზემს იღებენ, სიმვასტატინის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს დღეში 20მგ-ს.
• ამლოდიპინი
პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ამლოდიპინს და სიმვასტატინს, აღინიშნება მიოპათიის განვითარების მომატებული რისკი, ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში ამლოდიპინის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნა სიმვასტატინის მჟავას ექსპოზიციის 1,6 ჯერადი მომატება. ამიტომ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ამლოდიპინს იღებენ, სიმვასტატინის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს დღეში 20მგ-ს.
• ლომიტაპიდი
პაციენტებში ჰომოზიგოტური ოჯახური ქოლესტერინემით, რომლებიც ერთდროულად იღებენ ლომიტაპიდს, სიმვასტატინის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 40მგს-დღეში მიოპათიის და რაბდომიოლიზის განვითარების რისკის გამო.
CYP3A4 ზომიერი ინჰიბიტორები (პრეპარატები, რომლებიც AUC-ს ზრდიან დაახლოებით 2-5-ჯერ).
პაციენტებში, რომლებიც იღებენ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც ზომიერად აინჰიბირებენ CYP3A4-ს სიმვასტატინთან კომბინაციაში, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, შეიძლება მომატებული იყოს მიოპათიის განვითარების რისკი. სატრანსპორტო ცილის OAთP1B1 ინჰიბიტორები: სიმვასტატინის მჟავა წარმოადგენს ცილა OATP1B1 -ის ტრანსპორტის სუბტრატს. იმ სამკურნალო საშულებებთან ერთდროულად გამოყენება, რომლებიც წარმოადგენენ სატრანსპორტო ცილის OATP1B1 ინჰიბიტორებს, შეიძლება გამოიწვიოს სიმვასტატინის მჟავას პლაზმური კონცენტრაციების მომატება და მიოპათიის განვითარების რისკის გაზრდა.
ნიაცინი (ნიკოტინის მჟავა) (≥1გ/დღეში)
მიოპათიის/რაბდომიოლიზის იშვიათი შემთხვევები დაკავშირებული იყო სიმვასტატინის და ნიაცინის (ნიკოტინის მჟავა) ერთდროულ გამოყენებასთან ლიპიდმამოდიფიცირებელი დოზებით (≥1გ/დღეში) ფარმაკოლოგიურ გამოკვლევაში ნიკოტინის მჟავას გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ფორმის ერთჯერადი დოზის გამოყენებისას (დოზა 2გ) სიმვასტატინის 20მგ-დოზასთან ერთად აღინიშნა სიმვასტატინის და სიმვასტატინის მჟავას AUC-ს ზომიერი მომატება, აგრეთვე პლაზმაში სიმვასტატინის Сმახ მაჩვენებლის მომატება.
გრეიფრუტის წვენი
გრეიფრუტის წვენი აინჰიბირებს ციტოქრომ P450 3A4-ს. გრეიფრუტის წვენის დიდი დოზების (1 ლიტრზე მეტი დღეში) და სიმვასტატინის ერთდროული გამოყენება იწვევს სიმვასტატინის მჟავას ექსპოზიციის 7-ჯერ მომატებას. დილით გრეიფრუტის წვენის 240მლ-ს და საღამოს სიმვასტატინის მიღება იწვევს ექსპოზიციის 1.9 ჯერ ზრდას. ამიტომ გრეიფრუტის წვენი არ უნდა გამოიყენონ სიმვასტატინით მკურნალობის პერიოდში.
კოლხიცინი
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში კოლხიცინის და სიმვასტატინის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნა მიოპათიის და რაბდომიოლიზის შემთხვევები, ამგვარ პაციენტებში კომბინაციის გამოყენებისას რეკომენდებულია ხშირი კლინიკური მონიტორინგი.
რიფამპიცინი
რადგან რიფამპიცინი წარმოადგენს CYP3A4 ძლიერ ინდუქტორს პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ რიფამპიცინს (მაგ. ტუბერკულოზის მკურნალოიბისთვის) სიმვასტატინი შეიძლება არაეფექტური იყოს. ფარმაკოლოგიურ კვლევებში ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით რიფამპიცინთან ერთად გამოყენებისას სიმვასტატინის მჟავას “კონცენტრაცია-დროის” მრუდი (AUC) დაქვეითებული იყო 93%-ით.
სიმვასტატინის გავლენა სხვა პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე
სიმვასტატინი არ ახდენს მაინჰიბირებელ მოქმედებას ციტოქრომ P450 3A4-ზე. ამიტომ მოსალოდნელი არ არის, რომ სიმვასტატინის გავლენას მოახდენს პლაზმაში იმ პრეპარატების კონცენტრაციაზე, რომლებიც მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 3A4-ით.
ანტიკოაგულანტები პერორალური გამოყენებისთვის
ორ კლინიკურ კვლევაში, ერთში - ჯანმრთელი მოხალისეების, ხოლო მეორეში - ჰიპერქოლესტერინემიით დაავადებული პაციენტების მონაწილეობით, სიმვასტატინი დოზით 20-40მგ/დღეში, ზომიერად აძლიერებდა კუმარინული ანტიკოაგულანტების ეფექტებს; პროთრომბინის დრო, გამოხატული საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდებით (INR) იზრდებოდა საწყის მაჩვენებელთან შედარებით 1,7-1.8 და 2.6-3.4X მოხალისეების და პაციენტების კვლევებში. ძალიან იშვიათად აღინიშნა INR მომატების შემთხვევები. პაციენტებში, რომლებიც იღებენ კუმარინის ანტიკოაგულანტებს, სიმვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე და ხშირად თერაპიის მიმდინარეობაში საჭიროა პროთრომბინის დროის განსაზღვრა, რათა დარწმუნდნენ, რომ არ არსებობს მასზე მნიშვნელოვანი გავლენა. თუ პროთრომბინის დრო უცვლელია, შემდგომში ეს მაჩვენებელი მოწმდება ინტერვალებით, რომლებიც ჩვეულებრივ რეკომენდებულია პაციენტებში, რომლებიც იღებენ კუმარინის ანტიკოაგულანტებს. სიმვასტატინის დოზის ცვლილების ან პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში უნდა განმეორდეს პროთრომბინის ინდექსის ანალიზი. პაციენტებში, რომლებიც არ იღებენ ანტიკოაგულანტებს სიმვასტატინის გამოყენება არ ასოცირდებოდა სისხლდენასთან ან პროთრომბინის დროის ცვლილებასთან.
შეფუთვა
14 ტაბლეტი 10მგ ან 20მგ ბლისტერში, 1 ან 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით
კომენტარის დამატება