ადანტი / adanti / Adant
შემადგენლობა:
1 მლ.
ნატრიუმის ჰიალურონატი . . . . . . . 10 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნატრიუმის ჰიალურონატი წარმოადგენს ბუნებრივ პოლიმერს გლიკოზამინოგლიკანების კლასიდან, რომელიც სინოვიალური სითხის ფიზიოლოგიური ფუნქციის ძირითადი და წამყვანი კომპონენტია. ნატრიუმის ჰიალურონატი ხასიათდება ვისკოელასტიურობით, ჰიგროსკოპულობით და ლუბრიკანტული თვისებით. ჰირუანის სახსარშიდა ინექცია აუმჯობესებს სახსრის ფუნქციას და მობილურობას; ახდენს დაავადებულ სახსარში სინოვიალური სითხის ნორმალიზებას.
ჩვენებები
მუხლის სახსრის დეფორმაციული ოსტეოართრიტი, მხრის პერიართრიტი.
მიღების წესი და დოზები
ადანტის ინექცია კეთდება უშუალოდ მუხლის ან მხრის სახსარში კვირაში ერთხელ 5 კვირის განმავლობაში. ინექციის რაოდენობა განისაზღვრება სიმპტომებიდან და დაავადების სიმწვავიდან გამომდინარე. ჰირუანის ინექცია კეთდება უშუალოდ სახსარშიდა სივრცეში (სინოვიალურ სითხეში) და ამიტომ საჭიროა მკაცრად იყოს დაცული პროცედურის სტერილურობა.
გვერდითი მოვლენები
ჰიპერმგრძნობელობა: შეშუპება(სახეზე, ქუთუთოებზე), სიწითლე სახეზე, იშვიათად გამონაყარი, ურტიკარია, ქავილი. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია ჰირუანით მკურნალობის შეწყვეტა და ადექვატური მკურნალობის ჩატარება.
ინექციის ადგილას: შეიძლება განვითარდეს ტკივილი (ტრანზიტორული), შეშუპება, სიწითლე, სითბოსა და სიმძიმის შეგრძნება. შეიძლება განვითარდეს: გულისრევა, ღებინება და ცხელება.
სერიოზული გვერდითი მოვლენები: შოკის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება და ტარდება ადექვატური მკურნალობა.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ნატრიუმის ჰიალურონატის მიმართ.
სიფრთხილის ზომები:
ადანტით მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია სახსარში ანთებითი პროცესის ალაგება, რადგან ჰირუანმა შეიძლება გაამწვავოს ანთების სიმპტომები.
სახსარში სითხის რეტენციის შემთხვევაში რეკომენდებულია ართროცენტეზი.
ადანტით მკურნალობა წყდება პირველი 5 კვირიანი არაეფექტური მკურნალობის შემთხვევაში.
დაუშვებელია ჰირუანის სისხლძარვღში ინექცია.
ადანტი არის ძალიან ბლანტი, ამიტომ ინექციისთვის სასურველია 22-23 გ-იანი ნემსის გამოყენება.
ადანტი ინახება 2-8oC ტემპერატურაზე, ინექციამდე 30 წუთით ადრე პრეპარატი უნდა გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე;
ადანტის სახსარშიდა ინექცია კეთდება პრეპარატის გახსნისთანავე
განსაკუთრებული მითითებები
ადანტი სიფრთხილით ინიშნება სხვა მედიკამენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის, ღვიძლის დაავადებების ან მისი ფუნქციური სინჯების დარღვევის შემთხვევაში. სიფრთხილით ინიშნება ბავშვებში, ხანდაზმულებში, ორსულებში ვინაიდან არ არსებობს კვლევები ნატრიუმის ჰიალურონატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ. ძუძუთი კვების დროს რეკომენდებულია ლაქტაციის შეწყვეტა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ადანტის პრეციპიტაცია შეიძლება გამოიწვიოს სადეზინფექციო
საშუალებებმა, ამონიუმის მარილებმა- ბენზალკონიუმის ქლორიდმა, ქლორჰექსიდინმა
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბნელ, ჰერმეტიულ კონტეინერში 2- 8°C ტემპერატურაზე მაცივარში.
შენახვის ვადა:
3 წელი(36 თვე)
კომენტარის დამატება