ანგიოზილი რეტარდი / angiozili retardi / Angiozil Retard
წამლის ფორმა: გარსით დაფარული პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტები
შემადგენლობა:
გარსით დაფარული პროლონგირებული მოქმედების 1 ტაბლეტი, აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ტრიმეტაზიდინის დიჰიდროქლორიდს 0,035 გ;
დამხმარე ნივთიერებები: ცელულოზა მიკროკრისტალური - 0,1206 გ, ჰიპრომელოზა - 0,0522 გ, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური - 0,0011 გ, მაგნიუმის სტეარატი - 0,0011გ, ოპადრაი II (ჰიპრომელოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ტრიაცეტინი, მაკროგოლი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი ყვითელი, რკინის ოქსიდი წითელი) – 0,008 გ.
აღწერა:
მრგვალი, ორმაგად ამობურცული, ვარდისფერი გარსით დაფარული ტაბლეტი
ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: ანტიჰიპოქსანტური საშუალება.
АТХკოდი: C01EB15
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:
ტრიმეტაზიდინი ახდენს ანტიჰიპოქსიურ მოქმედებას. უშუალოდ მოქმედებს კარდიომიოციტებზე და თავის ტვინის ნეირონებზე, აოპტიმიზირებს მათ მეტაბოლიზმსა და ფუნქციას. ციტოპროტექტორული ეფექტი განაპირობებულია ენერგეტიკული პოტენციალის ამაღლებით, ჟანგვითი დეკარბოქსილირებისა და ჟანგბადის მოხმარების რაციონალიზაციით (აერობული გლიკოლიზის გაძლიერება და ცხიმოვანი მჟავების ჟანგვის ბლოკადა). ხელს უწყობს მიოკარდიუმის შეკუმშვას, ხელს უშლის ადენოზინტრიფოსფორმჟავისა და ფოსფოკრეატინინის უჯრედშიდა წარმოქმნას. აციდოზის პირობებში ალაგებს მემბრანული იონური არხების ფუნქციონირებას, აბრკოლებს კალციუმისა და ნატრიუმის დაგროვებას კარდიომიოციტებში, ახდენს კალიუმის იონების უჯრედშიდა კონცენტრაციის ნორმალიზირებას. ამცირებს უჯრედშიდა აციდოზს და ფოსფატების შემცველობას, რომლებიც განპირობებულია მიოკარდიუმის იშემიით და რეპერფუზიით. ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელ მოქმედებას, ინარჩუნებს უჯრედოვანი მემბრანების მთლიანობას, ხელს უშლის ნეიტროფილების აქტივაციას იშემიის ზონაში, ზრდის ელექტრული პოტენციალის ხანგრძლივობას, ამცირებს კრეატინფოსფოკინაზის გამოსვლას უჯრედებიდან და მიოკარდიუმის იშემიური დაზიანებების გამოხატულობისას. სტენოკარდიისას ამცირებს შეტევების სიხშირეს (მცირდება ნიტრატების მოხმარებას), მკურნალობის 2 კვირის შემდეგ იზრდება ტოლერანტობა ფიზიკური დატვირთვის მიმართ, მცირდება არტერიული წნევის პრეპარატების მოხმარების ინტენსივობა. აუმჯობესებს სმენას და ვესტიბულარული სინჯების შედეგებს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ზემოთ აღნიშნული ორგანოების პათოლოგიები, ამცირებს თავბრუსხვევასა და ყურებში ხმაურს. თვალის სისხლძარღვების პათოლოგიებისას აღადგენს თვალის ბადურის ფუნქციონალურ აქტივობას.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატის შიგნით მიღების შემდეგ ტრიმეტაზიდინი სწრაფად და პრაქტიკულად სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა - 90%. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 5 სთ-ში.
მაქსიმალური კონცენტრაცია ერთჯერადი მიღების შემდეგ 35 მგ ტრიპეტაზიდინი დაახლოებით 115 მგ/მლ. ადვილად აღწევს ჰისტოჰემატური ბარიერს. ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 6,5 საათი. კავშირი სისხლის პლაზმის ცილებთან - 16%. გამოიდევნება თირკმლების მიერ (დაახლოებით 60% - უცვლელი სახით).
ჩვენებები:
- გულის იშემიური დაავადება: სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკა (კომპლექსურ თერაპიაში);
- ქორიორეტინალური სისხლძარღვოვანი დარღვევები;
- იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულარული დარღვევები (თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური, სმენის დარღვევა).
უკუჩვენება:
- გაზრდილი მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
- ლაქტოზის დეფიციტი, ლაქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი;
- თირმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 15 მლ/წთ ნაკლები);
- ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა;
- ორსულობა;
- ძუძუთი კვება;
- 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).
გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი:
ანგიოზილ® რეტარდი ინიშნება თითო ტაბლეტი (35 მგ) 2-ჯერ დღე-ღამეში საკვების მიღების დროს დილით და საღამოს. თერაპიის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი ეფექტების სიხშირე, რომლებიც ტრიმეტაზიდინის მიღებისას, მოყვანილია შემდეგ გრადაციაში: ძალიან ხშირად (1/10 მეტი); ხშირად (1/100 მეტი, 1/10 ნაკლები); ნაკლებად ხშირად (1/1000 მეტი, 1/100 ნაკლები); იშვიათად (1/10000 მეტი, 1/1000 ნაკლები); ძალიან იშვიათად (1/10000 ნაკლები), მათ შორის, ცალკეული შეტყობინებები.
საჭმლის მონელების სისტემის მხრივ
ხშირად: მუცლის ტკივილი, დიარეა, დისპეპსია, გულისრევა, ღებინება.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ
ხშირად: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ასთენია.
ძალიან იშვიათად: ექსტრაპირამიდული აშლილობები (ტრემორი, რიგიდულობა, აკინეზია), შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ.
კანის საფარის მხრივ
ხშირად: კანის გამონაყარი: ქავილი, ჭინჭრის ციება.
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ
იშვიათად: ორთოსტატული ჰიპოტენზია, სახის კანის ჰიპერემია.
დოზის გადაჭარბება:
მოცემულ დროში პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევის შესახებ შეტყობინებები არ არსებობს.
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ურთიერთმოქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან აღწერილი არ არის.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი არ ინიშნება სტენოკარდიის შეტევების კუპირებისთვის. სტენოკარდიის შეტევის განვითარების შემთხვევაში უნდა გადაიხედოს და ადაპტირებულიქნას მკურნალობა.
პრეპარატი ნაჩვენები არ არის არასტაბილური სტენოკარდიის ან მიოკარდიუმის ინფარქტის თერაპიის საწყისი კურსისთვის.
შესაბამისი კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო, პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არ არის პაციენტებისთვის ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით.
გამოყენება ორსულობისას და ძუძუთი კვების პერიოდში:
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში.
ანგიოზილ® რეტარდი უმნიშვნელოდ მოქმედებს ავტომობილის მართვის და სამუშაოს შესრულების უნარზე, რომლებიც მოითხოვენ ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გამოშვების ფორმა:
გარსით დაფარული პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტები, 35 მგ.
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში. 6 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა (10 ტაბლეტი), გამოყენების ინსტრუქცია მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა:
4 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას ტემპერატურაზე 25oC.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
გაშვების პირობები
ურეცეპტოდ
კომენტარის დამატება