Meds.ge » ყველა წამალი » იბანდრონის მჟავა სანდოზი / ibandronis mjava sandozi / Ibandronic acid SANDOZ

იბანდრონის მჟავა სანდოზი / ibandronis mjava sandozi / Ibandronic acid SANDOZ

92

მოქმედი ნივთიერება: იბანდრონის მჟავა.
ერთი ტაბლეტი შეიცავს 150მგ იბანდრონის მჟავას (იბანდრონატის მონოჰიდრატის ნატრიუმის სახით).
დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის წინასწარ ჟელატინისებური სახამებელი, კროსპოვიდონი, დიოქსიდის კოლოიდური უწყლო კაჟი, გლიცერინის დიბერგენატი; ტაბლეტის გარსი: ოპადრაი OY-LS-28908 (თეთრი II), რომლის შემადგენლობაშიც შედის: ჰიპრომელოზა, მონოჰიდრატის ლაქტოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროჰოლ 4000.

შეფუთვის შემცველობა
1, 3 ან 6 ტაბლეტი ПА/ალუმინის/ПА-ალუმინის ბლისტერებში (ალუმინის ბლისტერი), მუყაოს კოლოფში შეფუთვის ჩანართ ფურცელთან ერთად.
ყველა სახის შეფუთვა შესაძლოა არ იყოს გაყიდვაში.

რა არის იბანდრონის მჟავა სანდოზი და რისთვის იყენებენ მას
იბანდრონის მჟავა სანდოზის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს იბადრონის მჟავა, რომელიც განეკუთვნება სამკურნალწამლო პრეპარატების ჯგუფს, რომელთაც უწოდებენ ბისფოსფონატებს. 
იბანდრონის მჟავა თავიდან იცილებს ძვლოვანი მასის დაკარგვის პროცესს და მის ზრდასაც კი  უწყობს ხელს, თუმცა ქალები, რომლებიც ამ პრეპარატს მოიხმარენ, ვერ გრძნობენ განსხვავებას. იბანდრონის მჟავა სანდოზი ამცირებს მოტეხილობების რისკს. კვლევებმა აჩვენა, რომ მოტეხილობები მართლაც მცირდება ხერხემალში, მაგრამ არა თეძოში.
იბანდრონის მჟავა სანდოზი ინიშნება ოსტეოპოროზის მკურნალობისას მენოპაუზის პერიოდში მოტეხილობის რისკთან დაკავშირებით. ოსტეოპოროზი არის ძვლების გათხელება და სიმყიფე, რომელიცა გავრცელებულია ქალებში მენოპაუზის შემდეგ. მენოპაუზის პერიოდში ქალის საკვერცხეები წყვეტენ ქალური ჰორმონის, ესტროგენის წარმოქმნას, რომელიც თავის მხრივ ეხმარება ქალს ჯანმრთელი ჩონჩხის შენარჩუნებაში.

რაც უფრო ადრე ეწყება ქალს მენოპაუზა, მით უფრო დიდია ოსტეოპოროზის და მოტეხილობების რისკი.
ოსტეოპოროზის რისკის გამომწვევი სხვა მიზეზები:
• კალციუმისა და ვიტამინ D-ს უკმარისობა საკვებში;
• მოწევა და ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება;
• ფეხით სიარულისა ან ძალისმიერი დატვირთვების უკმარისობა;
• ოჯახში ოსტეოპოროზით დაავადებულთა არსებობა. 

ჯანმრთელი ცხოვრების წესი ხელს უწყობს ადამიანს მიიღოს უფრო მეტი სარგებელი მკურნალობიდან. ეს ნიშნავს:
- ჯანმრთელ ბალანსირებულ დიეტას, რომელიც გამდიდრებული იქნება კალციუმითა და D ვიტამინით;
- სეირნობას ან ძალისმიერ ვარჯიშებს; 
- მოწევაზე უარის თქმას; ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით გამოყენებაზე უარის თქმას.

იბანდრონის მჟავა სანდოზის მიღებამდე
უკუჩვენებები:
• ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) იბანდრონის მჟავის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
• საყლაპავ მილთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა საყლაპავი მილის შევიწროვება ან ყლაპვის დროს აღმოცენებული სხვა სახის სირთულეები;
• სულ მცირე ერთი საათის (60 წუთის) განმავლობაში დგომის ან გამართულად ჯდომის საშუალების არარსებობა;
• სისხლში კალციუმის დაწეული მაჩვენებელი წარსულში ან მოცემულ მომენტში. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ზოგიერთი ადამიანისთვის აუცილებელია დაიცვას განსაკუთრებული სიფრთხილე მოცემული პრეპარატის მიღებისას. მისი მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ თქვენი მდგომარეობა შემდეგია:
• მინერალური ცვლის დარღვევა (მაგალითად D ვიტამინის უკმარისობა);
• თირკმელების ფუნქციის დარღვევა;
• ყლაპვასთან ან საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები;
• თუ თქვენ მკურნალობთ სტომატოლოგთან ან გელით სტომატოლოგიური ოპერაცია, უნდა შეატყობინოთ სტომატოლოგს, რომ იღებთ იბანდრონის მჟავას.

საყლაპავი მილის გაღიზიანების, ანთების ან დაწყლულების  შემთხვევაში, ხშირად თავს იჩენს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ძლიერი ტკივილი გულ-მკერდის არეში, ძლიერი ტკივილი მაგარი საკვების და (ან) სითხის ყლაპვის დროს, განსაკუთრებით მაშინ, თუ პრეპარატის მიღებისას არ დააყოლებთ ერთ მთლიან ჭიქა წყალს და (ან) პრეპარატის მიღების შემდეგ, ერთი საათის განმავლობაში მიიღებთ ჰორიზონტალურ მდგომარეობას. თუ ამ სახის სიმპტომები ვითარდება, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან (იხ. „როგორ მივიღოთ იბადრონის მჟავა სანდოზი“).

ბავშვები და მოზარდები
ნუ მისცემთ პრეპარატს ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებს.

სხვა სამკურნალწამლო საშუალებების მიღება
თუ თქვენ იღებთ, ადრე იღებდით ან სავარაუდოდ მომავალში მიიღებთ რაიმე სხვა სამკურნალწამლო საშუალებებს, მათ შორის რეცეპტის გარეშე, აუცილებლად უნდა აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს განსაკუთრებით ეხება შემდეგ პრეპარატებს:
• დანამატებს, რომლებიც შეიცავენ კალციუმს, მაგნიუმს, რკინას ან ალუმინს, რადგანაც მათ შეუძლიათ გარკვეული სახის გავლენა მოახდინონ იბანდრონის მჟავის მოქმედებაზე;
• აცეტილსალიცილის მჟავას და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (აასს) (მათ შორის იბუპროფენი, ნატრიუმის დიკლოფენაკი ანუ ნაპროქსენი) შეუძლიათ გააღიზიანონ კუჭ-ნაწლავი. ბისფოსფონატებს (როგორიცაა იბანდრონის მჟავა სანდოზი) ახასიათებს იგივე მოქმედება. ამიტომაც აუცილებელია დავიცვათ განსაკუთრებული სიფრთილე ტკივილგამაყუჩებელი ან ანთების საწინააღმდეგო  პრეპარატების მიღებისას მაშინ, როდესაც ვმკურნალობთ იბანდრონის მჟავა სანდოზით.

იბანდრონის მჟავის ტაბლეტის მიღების შემდეგ  თვეში ერთხელ ერთი საათის განმავლობაში ნუ მიიღებთ სხვა პრეპარატებს, მათ შორის საჭმლის მონელების  აშლილობის საწინააღმდეგო ტაბლეტებს, კალციუმის დანამატებს ან ვიტამინებს. 

საკვები და სასმელები
არ მიიღოთ პრეპარატი საკვების მიღების დროს. საკვებთან ერთად პრეპარატი კარგავს თავის ეფექტურობას. პრეპარატის ტაბლეტს შეიძლება დავაყოლოთ წყალი, მაგრამ არა სხვა რაიმე სასმელი (იხ. "როგორ მივიღოთ იბანდრონის მჟავა სანდოზი").

ორსულობა და ძუძუთი კვება
ნუ მიიღებთ პრეპარატს, თუ თქვენ ორსულად ხართ ან ძუძუს აწოვებთ ბავშვს. თუ თქვენ ძუძუს აწოვებთ ბავშვს, შეიძლება საჭირო გახდეს ძუძუთი კვების შეწყვეტა პრეპარატით მკურნალობის ჩასატარებლად. გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
სატრანსპორტო საშუალების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა შესაძლებელია, რადგანაც პრეპარატი არ ახდენს ან ახდენს ძალიან სუსტ გავლენას ამ სახის საქმიანობებზე.

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას.
ზოგიერთი შაქრის აუტანლობისას (მაგალითად, გალაქტოზის, ლაქტაზური უკმარისობის ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომის დროს) მოცემული პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

როგორ მივიღოთ იბანდრონის მჟავა სანდოზი
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით. თუ თქვენ გაგიჩნდებათ რაიმე ეჭვი, მაშინვე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვეულებრივი დოზა: ერთი ტაბლეტი (150მგ) ერთჯერ თვეში.

მიღების წესი
მნიშვნელოვანია ზუსტად მიჰყვეთ მოცემულ ინსტრუქციებს. ინსტრუქციები ისეა შედგენილი, რომ იგი უზრუნველყოფს ტაბლეტის სწრაფ მოხვედრას კუჭში, რაც თავის მხრივ იძლევა საყლაპავი მილის გაღიზიანებისაგან დაცვის საშუალებას.
- აირჩიეთ თვეში ერთი დღე, რომელც თქვენთვის იოლი დასამახსოვრებელია. ტაბლეტის მისაღებად შეიძლება ავირჩოთ ერთი და იგივე თარიღი (მაგ. თვის პირველი რიცხვი) ანდა ერთი და იგივე დღე (მაგ. თვის პირველი კვირა დღე). აირჩიეთ ისეთი თარიღი, რომელიც თქვენთვის უფრო მოსახერხებელია.
- მიიღეთ ტაბლეტი საკვების ან სასმელის ბოლო მიღებიდან (წყალი არ იგულისხმება) არანაკლებ 6 საათის შემდეგ.
- მიიღეთ ტაბლეტი:
- პირველი დილით ადგომის შემდეგ და
- საკვების ან სასმელის პირველ მიღებამდე (უზმოზე).
- გადაყლაპეთ ტაბლეტი, დააყოლეთ სავსე ჭიქა ჩვლეულებრივი წყალი (სულ მცირე 180 მლ). 
- არ მიიღოთ ტაბლეტი წყალთან ერთად, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს, ხილის წვენს ან სხვა სასმელებს. თუ მოსალოდნელია სასმელ წყალში კალციუმის მაღალი შემცველობა (ხისტი წყალი), რეკომენდებულია გამოიყენოთ ბუტილირებული წყალი მინერალების დაბალი შემცველობით.
- გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად. არ დაღეჭოთ, არ დაყოთ და არ დააქუცმაცოთ პირში;
- ტაბლეტის მიღებიდან მომდევნო ერთი საათის (60 წუთი) განმავლობაში:
- არ დაწვეთ; თუ არ იქნებით ვერტიკალურ მდგომარეობაში (მდგომარე ან მჯდომარე), პრეპარატი შესაძლოა მოხვდეს საყლაპავ მილში.
- არ ჭამოთ
- არ დალიოთ (ჩვეულებრივი წყლის გარდა აუცილებლობის შემთხვაში)
- არ მიიღოთ სხვა პრეპარატები.
- საკვების ან სასმელის პირველჯერადი მიღება ტაბლეტის დალევიდან ერთი საათის შემდეგ არის დასაშვები.
საკვების მიღების შემდეგ შეგიძლიათ სურვილისამებრ წამოწვეთ და მიიღოთ სხვა პრეპარატი, თუ ეს აუცილებელია.
არ მიიღოთ ტაბლეტი ძილის წინ ან დილით ადგომამდე. 

პრეპარატის მიღების გაგრძელება
მნიშვნელოვანია მიიღოთ პრეპარატი ყოველთვიურად მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც დაგინიშნათ ექიმმა. იბანდრონის მჟავა სანდოზი კურნავს ოსტეოპოროზს მხოლოდ მაშინ, თუ თქვენ აგრძელებთ მის მიღებას.

ჭარბი დოზირება
თუ თქვენ შეცდომით მიიღეთ ერთ ტაბლეტზე მეტი, დალიეთ ერთი სავსე ჭიქა რძე და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
არ გამოიწვიოთ ღებინება და არ დაწვეთ. ამან შესაძლოა გამოიწვიოს საყლაპავი მილის გაღიზიანება.

პრეპარატის მიღების გამოტოვეა:
თუ თქვენ დაგავიწყდათ შერჩეული დღის დილით ტაბლეტის მიღება, ნუ მიიღებთ ტაბლეტს მოგვიანებით, დღის განმავლობაში. ამის ნაცვლად ჩაიხედეთ თქვენს კალენდარში და განსაზღვრეთ ცხრილის მიხედვით შემდეგი დოზის მიღების დღე.  

თუ ცხრილის მიხედვით შემდეგი დოზის მიღებამდე დარჩენილია მხოლოდ 1-7 დღე...
დაელოდეთ ცხრილის მიხედვით შემდეგი დოზის მიღების დღეს, ჩვეულებრივ მიიღეთ ტაბლეტი; შემდეგ გააგრძელეთ მისი მიღება თვეში ერთჯერ თქვენს მიერ შერჩეულ დღეს, რომლებიც მონიშნულია კალენდარში.
თუ ცხრილის მიხედვით შემდეგი დოზის მიღებამდე დარჩენილია 1-7 დღეზე მეტი...
მიიღეთ ტაბლეტი მეორე დღის დილით, რაც თქვენ აღმოაჩენთ, რომ გამოტოვეთ პრეპარატის მიღება, ხოლო შემდეგ გააგრძელეთ მისი მიღება თქვენს მიერ შერჩეულ დღეს, რომლებიც მონიშნულია კალენდარზე.
არასოდეს არ მიიღოთ ორი ტაბლეტი ერთი კვირის განმავლობაში!

შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ნებისმიერ სხვა პრეპარატებს, მოცემულ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა ადამიანში.
ნებისმიერი სახის შემდეგი მძიმე გვერდითი ეფექტების აღმოცენებისთანავე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მომვლელს, რადგან თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედცინო დახმარება. 
ხშირი: (აღმოცენდება 10-დან 1 ადამიანში)
• გრიპის მსგავსი სიმპტომები, მათ შორის ციებ-ცხელება, კანკალი, დისკომფორტის შეგრძნება, ძვლების ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. აცნობეთ ექიმს ან მომვლელს, თუ ეს ეფექტები შეგიქმნით მოოუხერხებლობას ან შენარჩუნდება რამოდენიმე დღის განმავლობაში;
• გამონაყარი. შესაძლებელია ალერგიული რეაქცია პრეპარატზე.

არც ისე ხშირი (აღმოცენდება 100-იდან 1 ადამიანში):
• ძლიერი ტკივილი  გულმკერდში, ძლიერი ტკივილი საკვების ან სასმელების გადაყლაპვის დროს, ძლიერი გულისრევა ან ღებინება, გაძნელებული ყლაპვა. თქვენ შეიძლება გქონდეთ საყლაპავი მილის გამოხატული ანთება, სავარაუდოდ დაწყლულებით და მისი სანათურის შევიწროებით.

იშვიათი (აღმოცენდება 1000-იდან 1 ადამიანში):
• ქავილი, სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება, გაძნელებული სუნთქვა;
• თვალების ტკივილი ან თვალების ანთება;
• ტკივილის, სისუსტის ან დისკომფორტის ახალი შეგრძნებები ბარძაყის, მენჯ-ბარძაყის სახსარის ან საზარდულის არეში. ეს შეიძლება იყოს ბარძაყის ძვლის ატიპიური მოტეხილობის ადრეული ნიშნები.

ძალიან იშვიათი (აღმოცენდება 10 000-იდან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
• ტკივილი და დაწყლულება პირის ღრუში და ყბის არეში. ეს შეიძლება იყოს მძიმე დარღვევების ადრეული ნიშნები ყბის მხრიდან (ყბის ძვლის ნეკროზი);
• მძიმე, სიცოცხლისთვის პოტენციურად სახიფათო ალერგიული რეაქიები.

სხვა გვერდითი ეფექტები
ხშირი (აღმოცენდება 10-დან 1 ადამიანში):
• თავის ტკივილი;
• ძმარვა, დისკომფორტი ყლაპვისას, ტკივილი კუჭსა ან მუცელში (შეიძლება განპირობებული იყოს  კუჭის ანთებით), კუჭის მოუნელებლობა, გულისრევა, დიარეა (ფაღარათი);
• კუნთოვანი კრუნჩხვები, სახსრების ან კიდურების შებოჭილობა.

არც ისე ხშირი (აღმოცენდება 100-იდან 1 ადამიანში):
• თავბრუსხვევა;
• მეტეორიზმი (აირების დაგროვება, აირების დაშლა ორგანიზმში);
• ზურგის ტკივილი;
• დაღლილობის და გადაღლის შეგრძნება.

იშვიათი (აღმოცენდება 1000-იდან 1 ადამიანში):
• თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება (ნაწლავების საწყისი ნაწილის), რაც იწვევს ტკივილს კუჭის არეში;
• ჭინჭრის ციება.

თუ გვერდითი ეფექტების გამოხატულობა იზრდება ან თავს იჩენს გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის პირობები 
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
ვარგისიანობის ვადა პრეპარატს გასდის მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. იკითხეთ აფთიაქში, თუ როგორ შეძლება განთავისუფლდეთ არასაჭირო პრეპარატებისგან. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

პრეპარატის გაცემის პირობები:
გაიცემა მხოლოდ რეცეპტით

კომენტარის დამატება