Meds.ge » ყველა წამალი » ბრიუკორი / briukori / Brucor

ბრიუკორი / briukori / Brucor

53
ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმი 20მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმი 40მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
სიმვასტატინი
 
ყურადღებით წაიკითხეთ ბროშურა ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. 
-შეინახეთ ბროშურა, შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა. 
-დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 
-ეს მედიკამენტი დაგენიშნათ პირქადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვებს, ეს შეიძლება მათთვის საზიანო იყოს, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათი სიმპტომები თქვენსას გავს. 
-თუ აღნიშნავთ გვერდით ეფექტებს, ისეთი მოვლენების ჩათვლით, რომლებიც ამ ბროშურაში აღნიშნული არ არის, მიმართეთ ექიმს ან ფარამცევტს. 
 
რა არის ამ ბროშურაში:
1.რა არის ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმი და რისთვის გამოიყენება
2.რისი ცოდნა გჭირდებათ ბრიოკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმის მიღების დაწყებამდე
3.როგორ მიიღება ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმი
4.შესაძლო გვერდითი მოვლენები
5.როგორ ინახება ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმი
6.შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
 
1.რა არის ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმი და რისთვის გამოიყენება
ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმი არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება საერთო ქოლესტეროლის, “ცუდი” ქოლესტეროლი (დსლპ ქოლესტეროლი) და ტრიგლიცერიდების დონის დასაქვეითებლად სისხლში. დამტებით, ბრიუკორი-სიმვასტატინი-ბრიუფარმი ზრდის “კარგი” ქოლესტეროლის (დსლპ ქოლესტეროლის) დონეს. ამ მედიკამენტის მიღების დროს უნდა დაიცვათ რეკომენდებული დიეტა ქოლესტეროლის შესამცირებლად. ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმი მიეკუთვნება სტატინების ჯგუფის პრეპარატებს. 
ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმი ნაჩვენებია დიეტის დამატების სახით შემდეგ შემთხვევებში:
-სისხლში ქოლესტეროლის მაღალი მოცულობა (პირველადი ჰიპერქოლესტეროლემია) ან ცხიმის მომატება სისხლში (შერეული ჰიპერლიპიდემია). 
-მემკვიდრული დაავადება (ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტეროლემია) რაც პასუხისმგებელია სისხლში ქოლესტეროლოის დონის მომატებაზე. აგრეთვე შეიძლება ჩაიტაროთ სხვა მკურანლობაც. 
-კორონარული დაავადება ან მისი განვითარების რისკი (დიაბეტი, ცერებრული ვასკულური შემთხვევის ან სისხლძარღვების სხვა დაავადების არსებობა). 
ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმი შეიძლება ახანგრძლივებდეს სიცოცხლეს გულის შეტევის რისკის ან სხვა კარდიოვასკულური გათულების რისკის შემცირებით სისხლში ქოლესტეროლის დონის მიუხედავად. უმეტეს შემთხვეებში მაღალი ქოლესტეროლის სიმპტომები დაუყოვნებლივ არ ვლინდება. თქვენმა ექიმმა შეიძლება განსაზღვროს სისხლში ქოლესტეროლის დონე სისხლის მარტივი ტესტით.
განაგრძეთ ექიმთან რეგულარული კონტაქტი რათა მან გირჩიოთ როგორ აკონტროლოთ ქოლესტეროლი.
 
2.რისი ცოდნა გჭირდებათ ბრიოკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმის მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმი
-თუ ალრეგიული ხართ სიმვასტატინის ან ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (აღნიშნული 6 სიაში). 
-თუ გაქვთ ღვიძლის დაავადების დიაგნოზი
-თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ
-თუ იღებთ:
-იტრაკონაზოლს ან კეტოკონაზოლს (ანტიფუნგური პრეპარატები)
-ერითრომიცინს, კლარითრომიცინს ან ტელიტრომიცინს (ანტიბიოტიკები)
-ინდინავირს, ნელფინავირს, რიტონავირს ან სექვინავირს (აივ პროტეაზას ინჰიბიტორი გამოყენებული აივ ინფექციის დროს)
-ნეფაზოდონს (ანტიდეპრესანტი). 
 
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 
აცნობეთ ექიმს ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ, რომელიც გქონდათ ან ამჟამად გაქვთ, აცნობეთ თუ ხართ ალერგიული. 
უთხარით ექიმს თუ იღებთ ალკოჰოლური სასმელების დიდ რაოდენობას. 
აცნობეთ ექიმს თუ როდესმე გქონიათ ღვიძლის დაავადება. ბრიუკორი სიმვასტაიტინი-ბრიუფარმი შეიძლება თქვენთვის ნაჩვენები არ იყოს. 
აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ მწვავე რესპირატორული უკმარისობა. 
აცნობეთ ექიმს თუ გეგმავთ ქირურგიულ ოპერაციას. შეიძლება დაგჭირდეთ ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმის ტაბლეტების ხანმოკლე პერიოდით მიღება. 
ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმით მკურნალობის დაწყებამდე თქვენმა ექიმმა უნდა შეამოწმოს სისხლი რათა გაირკვეს ღვიძლი ადექვატურად ფუნქციონირებს თუ არა. თქვენმა ექიმმა შეიძლება აგრეთვე მოითხოვოს ღვიძლის ფუნქციური ტესტები მკურნალობის დაწყების შემდეგ. 
დაუყოვნებლიც აცნობეთ ექიმს თუ აღნიშნავთ ტკივილს, მგრძნობელობას ან კუნთების სისუსტეს. ეს გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ იშვიათ შემთხვვებში კუნთების პრობლემები შეიძლება მწვავე იყოს კუნთების დესტრუქციის ჩათვლით (რაბდომიოლიზი) რაც იწვევს თირკმლის დაზიანებას, ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს სიკვდილი. 
კუნთის დესტრუქციის რისკი უფრო მაღალი ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმის მაღალი დოზით გამოყენებიას, რისკი უფრო მაღლია ზოგიერთ პაციენტში. აცნობეთ ექიმს თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი მდგომარეობა:
-ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარება
-ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები
-თუ ხართ 70 წელზე უფროსი ასაკის
-თუ გქონიათ კუნთების პრობლემები ქოლესტერინის დამაქვეითებელი პრეპარატების (სტატინების) ან ფიბრატების მიღების რომელიმე სტადიაზე.
-თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აღენიშნება მემკვიდრული კუნთოვანი დარღვევები. 
ამ მედიკამენტის მიღების პერიოდში ექიმი შეაფასებს დიაბეტის ან მისი რისკის არსებობას. დიაბეტის რისკი გექნებათ თუ მომატებული გაქვთ შაქრის ან ცხიმის დონე სისსხლში, აღგენიშნებათ სისხლის მაღალი წნევა ან გაწუხებთ ჭარბი წონა. 
ბავშვები
ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმის გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის. 
 
სხვა მედიკამენტები და ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ რაიმე სხვა მედიკამენტი. 
ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმის მიღებამ რომელიმე შემდეგ მედიკამენტთან ერთად შეიძლება გაზრდოს კუნთების პრობლემების რისკი (ზოგიერთი აღწერილია წინა სექციაში “არ მიიღოთ ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმი), აქედან გამომდინარე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს, რომ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს:
-ციკლოსპორინი (მედიკამენტი ხშირად გამოყენებული ორგანოების ტრანსპლანტაცისას)
-დანაზოლი (სინთეზური ჰორმონი, გამოყენებული ენდომეტრიოზის სამკურნალოდ)
-მედიკამენტები, როგორიცაა იტრაკონაზოლი ან კეტოკონაზოლი (ანტიფუნგური საშუალებები)
-ფიბრატები, როგორიცაა გემფიბროზილი და ბეზიფიბრატი (მედიკამენტები ქოლესტეროლის დონის დამაქვეითებლად)
-ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი ან ფუზიდის მჟავა (ანტიბიოტიკები)
-აივ პროტეაზას ინჰიბიტორები, როგორიცაა ინდინავირი, ნელფინავირი, რიტონავირი და სექვინავირი (შიდსის სამკურნალო პრეპარატები)
-ნეფაზოდონი (ანტიდეპრესანტი)
-ამიოდარონი (მედიკამენტი, გამოყენებული არარეგულარული გულისცემის დროს)
-ვერაპამილი ან დილთიაზემი (მედიკამენტი გამოყენებული სისხლის მაღალი წნევის, გულმკერდის ანგინის ან გულის სხვა დაავადების სამკურნალოდ).ზემოაღნიშნული მედიკამენტების დამატებით, აცნობეთ ექიმს ან ფარამცევტს თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ სხვა მედიკამენტები მიღებული რეცეპტის გარეშეც. ზოგადად განსაკუთრებით აცნობეთ ექიმს თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს:
-მედიკამენტები, რომლებიც ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, მაგ., ვარფარინი
-ფენპროკუმონი ან აცენოკუმაროლი (ანტიკოაგულანტები)
-ფენოფიბრატი (სხვა მედიკამენტები გამოყენებული ქოლესტეროლის დონის დამაქვეითებლად)
-ნიაცინი (სხვა მედიკამენტი გამოყენებული ქოლესტეროლის დამაქვეითებლად).
 
ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმი საკვებთან სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
გრეიპფრუტის წვენი შეიცავს ერთ ან მეტ ინგრედიენტს, რომელიც აზიანებს ამ მედიკამენტის გამოყენების გზას, ბრიუკორი სივმასტატინი-ბრიუფარმის ჩათვლით, გრეფრუტის წვენის მოხმარება არ შეიძლება. 
 
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან ეჭვი გაქვთ ორსულობაზე ან გეგმავთ მას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე. 
ორსულობა
თუ ორსულად ხართ ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმის მიღებისას, შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს. 
ძუძუთი კვება
არ მიიღოთ ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმი თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, რადგან უცნობია გამოიყოფა თუ არა ეს მედიკამენტი რძეში. 
 
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმის გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე მოსალოდნელი არ არის. თუმცა უნდა გაითვალისწინონ რომ ზოგიერთ პაციენტბში ამ პრეპარატის მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა. ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. თუ გითხრეს, რომ არატოლერანტული ხართ ზოგიერთი შაქრის მიმართ, მიმართეთ ექიმს ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე. 
 
3.როგორ მიიღება ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმი
პრეპარტი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულებით. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 
ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმის მიღებისას უნდა დაიცვათ რეკომენდებული დიეტა ქოლესტეროლის დონის შესამცირებლად. 
დოზა არის ერთი ტაბლეტი ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმი 20მგ ან 40მგ ორალურად, დღეში ერთხელ. დოზა 80მგ რეკომენდებულია მხოლოდ პაციენტებში ქოლესტეროლის ძალიან მაღალი დონით და კარდიოვასკულური გართულებების მაღალი რისკით. ექიმი გადაწყვეტს, რომელია თქვენთვის შესაბამისი დოზა არსებული სიტუაციის და რისკის გათვალისწინებით. 
ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმი მიიღეთ ღამით. ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმი შეიძლება მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე. 
ჩვეული საწყისი დოზაა 10მგ, 20მგ ან ზოგ შემთხვევაში 40მგ დღეში. თქვენმა ექიმმა შეიძლება დოზა შეცვალოს 4 კვირის შემდეგ, მაქსიმუმ 80მგ-მდე დღეში. არ მიიღოთ დღეში 80მგ-ზე მეტი. თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა, განსაკუთრებით თუ იღებთ ზემოაღნიშნულ რომლეიმე მედიკამენტს ან თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები. 
ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმი მიიღეთ სანამ ექიმი არ გეტყვით, რომ შეწყვიტოთ. თუ ექიმა ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმი დაგინიშნათ ნაღვლის მჟავების სექვესტრანტებთან ერთად (მედიკამენტები ქოლესტეროლის დონის დასაქვეითებლად), ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმი უნდა მიიღოთ ამ პრეპარატებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე ან 4 საათის შემდეგ. 
 
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმი, გთხოვთ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 
 
თუ დაგავიწყდათ ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმის მიღება არ მიიღოთ ექსტრა დოზა გამოტოვებულის კომპენსაციისთვის. მიიღეთ ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმის ტაბლეტები შემდეგ დღეს.
 
თუ წყვეტთ ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმის მიღებას
შეიძლება ისევ მოიმატოს ქოლესტერილის დონემ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
 
4.შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა პრეპარატმა ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. შემდეგი ტერმინოლოგია გამოყენებულია გვერდითი ეფექტების აღწერისთვის: იშვიათი (ვითარდება 1-ზე მეტ პაციენტბში 10000-დან მაგრამ 1-ზე ნაკლებში 1000-დან). აღწერილია შემდეგი გვერდითი ეფექტები:
თუ რომელიმე გვერითი ეფექტი ვითარდება, შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება, მიმართეთ ექიმს და მიაკითხეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელ განყოფილებას. 
-ტკივილი, სენსიტიურობა, კუნთების სისუსტე ან კრამპები. იშვაით შემთხვეებში კუნთების პრობლემები შეიძლება მწვავე იყოს კუნთების დესტრუქციის ჩათვლით (რაბდომიოლიზი) რაც იწვევს თირკმლის დაზიანებას და ძალიან იშვიათ შემთხვევებში განვითარდა სიკვდილი.
-ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიული) რეაქციები, რომელიც მოიცავს შემდეგს:
-სახის, ენის და ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება
-კუნთების ძლიერი ტკივილი, განსაკუთრებით მხრებში და ბარძაყში. 
-ქავილი მხრების, ფეხების და კისრის სისუსტით. 
-ტკივილი ან ანთება სახსრებში
-სისხლის ძარღვების ანთება
-არახშირი სისხლჩაქცევები, კანის გამონაყარი და შეშუპება, ურტიკარია, კანის სენსიტიურობა მზეზე, ცხელება, სახის სიწითლე
-სუნთქვის გაძნელება და დისკომფორტი
-მგლურას ტიპის დაავადების სიმპტომები (გამონაყარის, სახსრების დარღვევების და სისხლის ურჯედებზე ეფექტების ჩათვლით)
-ღვიძლის ანთება კანის და თვალების სიყვითლის, ქავილის, მუქი შარდის და მკრთალი განავლის, ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით (ძალიან იშვიათი). 
-პანკრეასის ანთება, ხშირად მწვავე აბდომინური ტკივილით. 
აგრეთვე იშვიათად აღწერილია შემდეგი გვერდითი ეფექტები:
-სისხლის წითელი უჯრედების მცირე რაოდენობა (ანემია)
-ფეხების და ხელების დაბუჟება და სიწითლე
-თავის ტკივილი, ჩხვლეტის შეგრძნება, თავბრუსხვევა
-საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები (მუცლის ტკივილი, შეკრულობა, ნაწლავის აირები, მოუნელებლობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება, გამონაყარი, ქავილი, თმის ცვენა
-სუსუსტე
 
ლაბორატორიული ტესტები
სისხლის ტესტებსი გამოჩნდა ღვიძლის ფუნქციის და კუნთების ერთი ფერმენტის მოცულობის გაზრდა (კერატინ კინაზა).
კლასის ეფექტები:
ძილის დარღვევები, უძილობის და კოშმარების ჩათვლით
მეხსიერების დაქვეითება
სექსუალური დისფუნქცია
დეპრესია
რესპირატორული პრობლემები პერსისტიული ხველის და/ან ჰაერის უკმარისობის ან ცხელების ჩათვლით. 
დიაბეტი. უფრო მეტად მიდრეკილნი იქნებით დიაბეტის განვითარებისკენ თუ მომატებული გაქვთ შაქრის და ცხიმის დონე სისხლში, გაქვთ სისხლის მაღალი წნევა ან გაწუხებთ ჭარბი წონა. თქვენი ექიმი გაარკვევს გაქვთ თუ არა დიაბეტი ან მედიკამენტის მიღების დაწყებამდე. 
თუ გაქვთ რაომე გვერდითი ეფექტი შესაძლო გვერდითი ეფექტების ჩათვლით, რომლებიც ამ ბროშურაში ჩამოთვლილი არ არის, დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 
 
5.როგორ ინახება ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმი
ინახება ბავშვებისთვის მუწვდომელ ადგილას. 
არ შეინახოთ 25ºჩ-ზე მაღალ ტემპერატურაზე. 
 
ვარგისობის ვადა
3 წელი
 
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
 
არ გამოიყენოთ ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმი მეორეულ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს. არ გადააგდოთ მედიკამენტები გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ექიმს, როგორ გადააგდოთ გამუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას. 
 
6.შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმი
აქტიური ნივთიერებაა სიმვასტატინი
ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმი 20მგ აპკაინი გარსით დაფარული ტაბელტები
ყოველი აპკაინი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 20მგ სიმვასტატინს
ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმი 40მგ აპკაინი გარსით დაფარული ტაბლეტი
ყოველი აპკაინი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 40მგ სიმვასტატინს. 
 
სხვა ინგრედიენტებია:
ბირთვი - ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა 101, პრეჟელატინიზებული სახამებელი, ბუთილირებული ჰიდროქსიანისოლი  (E320), ასკორბინის მჟავა, კოლოიდური უწყლო სილიცუმი, უწყლო ლიმონმჟავა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი. 
გარსი - ჰიპრომელოზა, რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172), ტრიეთილ ციტრატე, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი და პოვიდონი K30.
 
როგორ გამოიყურება ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმი და შეფუთვის შემცველობა
ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმი წარმოდგენილია აპკაინი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით. 
ბრიუკორი სიმვასტატინი-ბრიუფარმი 10მგ აპკაინი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აპკაინი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ატმისფერი, ორმხრივამოზნექილი ოვალური ფორმის, ერთ მხარეს ნაზოლით (ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ტოლ ნახევრად). ისინი შეფუთულია პვქ/პვდქ ალუმინის ბლისტერებში, შეფუთვაში 20, 28, 30, 56 ან 60 აპკაინი გარსით დაფარული ტაბლეტი. 
ბრიუკორი სიმვასტატინი 20მგ აპკაინი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აპკაინი გარსით დაფარული ტაბლეტი არის მოყავისფრო, ორმხრივამოზნექილი ოვალური ფორმის, ერთ მხარეს ნაზოლით (ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ტოლ ნახევრად). ისინი შეფუთულია პვქ/პვდქ ალუმინის ბლისტერებში, შეფუთვაში 20, 28, 30, 56 ან 60 აპკაინი გარსით დაფარული ტაბლეტი.  
ბრიუკორი სიმვასტატინი 40მგ აპკაინი გარსით დაფარული ტაბლეტები
აპკაინი გარსით დაფარული ტაბლეტი არის მოწითალო, ორმხრივამოზნექილი ოვალური ფორმის, ერთ მხარეს ნაზოლით (ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ტოლ ნახევრად). ისინი შეფუთულია პვქ/პვდქ ალუმინის ბლისტერებში, შეფუთვაში 20, 28, 30, 56 ან 60 აპკაინი გარსით დაფარული ტაბლეტი. 
ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება ბაზარზე არ იყოს

კომენტარის დამატება