Meds.ge » ყველა წამალი » ადენიტ ფორტე / adenit forte / ADENIT Forte

ადენიტ ფორტე / adenit forte / ADENIT Forte

102

1. რა არის ადენიტ ფორტე და რისთვის გამოიყენება?

ადენიტ ფორტე, ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად, აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს ადენოზინ დინატრიუმ ტრიფოსფატს (ატფ), კოკარბოქსილაზას ქლორიდს (ვიტამინი B1), ნიკოტინამიდს (ვიტამინი B3) და ციანოკობალამინს (ვიტამინი B12).

კოლოფში მოთავსებულია ადენიტ ფორტე - 3×4 მლ ქარვისფერი შუშის ფლაკონი - ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად და 3×2 მლ გამჭვირვალე ამპულა - ლიდოკაი¬ნის ჰიდროქლორიდის ხსნარი.

 

ადენიტ ფორტე გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

• დიაბეტური ნეიროპათია (დიაბეტის ფონზე განვითარებული პერიფერიული ნერვული დაავადებები – მგრძნობელობის დაქვეითება) და პერნიციოზული ანემია (ვიტამინ B12 დეფიციტური ანემია, განპირობებული მისი აბსორბციის დარღვევით);

• ნევრალგია (ტკივილი ნერვის გასწვრივ);

• გულის კორონარული დაავადება (გულის კუნთის მკვებავი არტერიების შევიწროება, განპირობებული არტერიოსკლეროზით და/ან დაავადების ფონზე განვითარებული ობსტრუქციით), მიოკარდიტი (გულის კუნთის ანთება) და მიოკარდიოპათია (გულის კუნთის დაავადება);

• იშიაზი, ტკივილი საჯდომი ნერვის გასწვრივ;

• მიალგია (კუნთების ტკივილი) და ლუმბაგო (წელის ტკივილი);

• ბურსიტი (სახსრების მტკივნეული შეშუპება) და ტენდინიტი (კუნთებისა და ძვლების დამაკავშირებელი მყესების ანთება);

• რეინოს დაავადება (ხელის თითების სიფერმკრთალე და ტკივილი, განპირობებული სისხლის მიმოქცევის დარღვევით, დაღლილობის შეგრძნება და იშვია¬თად, მწველი ტკივილი ქვემო კიდურებში);

• B1, B12, B3 ვიტამინების დეფიციტი.

 

2. რისი ცოდნაა საჭირო ადენიტ ფორტეს მიღებამდე

ნუ მიიღებთ ადენიტ ფორტეს, თუ

• გაწუხებთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ადენოზინ დინატრიუმ ტრიფოსფატის, კოკარბოქსილაზას ქლორიდის, ნიკოტინამიდის, ციანოკობალამინის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ;

• თუ გადატანილი გაქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი;

• გადატანილი გაქვთ ჰემორაგიული ინსულტი (სისხლჩაქცევა თავის ტვინში).

სიფრთხილის ზომები ადენიტ ფორტეს მიღების დროს:

არ გამოიყენოთ ადენიტ ფორტე ინტრავენურად.

თუ ადენიტ ფორტეს მიღების ფონზე გამოვლინდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მოულოდნელი ქავილი, გამონაყარი), ზემო და ქვემო კიდურების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ხორხის ლორწოვანის შეშუპება (გამოვლინდება ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით) და გულის წასვლა, შეწყვიტეთ მისი მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ კლინიკას.

მიმართეთ ექიმს რჩევისათვის, თუ მსგავსი სიმპტომები გქონიათ წარსულში.

ადენიტ ფორტეს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

მიღების წესის განსხვავების გამო (კუნთში საინექციო), არ არის მოსალოდნელი ადენიტ ფორტეს ურთიერთქმედება საკვებთან ან სასმელებთან.

ორსულობა 

მედიკამენტის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

ორსულობის პერიოდში ადენიტ ფორტეს მიღებამდე მიმართეთ ექიმს. 

ადენიტ ფორტეს მიღება ორსულობის პერიოდში რეალური საჭიროების გარეშე არ შეიძლება.

მკურნალობის პერიოდში დაორსულების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ლაქტაციის პერიოდი

მედიკამენტის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაციის პერიოდში ადენიტ ფორტეს მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ადენიტ ფორტეს მიღება ლაქტაციის პერიოდში რეალური საჭიროების გარეშე არ შეიძლება.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი

არ არსებობს მონაცემები ადენიტ ფორტეს გავლენის შესახებ ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადენიტ ფორტეში შემავალი დამხმარე ნივთიერებების შესახებ 

ადენიტ ფორტე შეიცავს მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილ პარაჰიდროქსიბენ¬ზოატს. მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი და პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი იწვევენ ალერგიულ რეაქციებს (შესაძლოა დაყოვნებული ტიპის), განსაკუთრებით ხშირად ბრონქოსპაზმს (სუნთქვის გაძნელება, სასუნთქი გზების შევიწროების გამო).

ურთიერთქმედება მედიკამენტებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს:

• პარა-ამინო სალიცილის მჟავა (ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალება);

• კოლხიცინი (ნაწლავური დაავადებების სამკურნალო საშუალება) (ხმელთაშუა ზღვის ცხელება და ბეხჩეტის დაავადება);

• ბიგუანიდები (დიაბეტის სამკურნალო საშუალებები);

• ნეომიცინი (კანის დაავადებების სამკურნალო საშუალება);

• ქოლესტირამინი (ქოლესტერინის დონისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების სამკურნალო საშუალება);

• კალიუმის ქლორიდი (კალიუმის დეფიციტით განპირობებული დაავადებების სამკურნალო საშუალება);

• მეთილდოფა (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალება);

• ციმეტიდინი (კუჭ-ნაწლავის წყლულის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენისა და რეფლუქს-დაავადების სამკურნალო საშუალება);

• ქლორამფენიკოლი (ინფექციური დაავადებების სამკურნალო საშუალება);

• ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები (კონტრაცეპტივები).

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან წარსულში იღებდით რაიმე მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების ჩათვლით.

 

3. ადენიტ ფორტეს მიღების წესი

გამოყენების წესი და დოზირება / მიღების სიხშირე

ადენიტ ფორტეს სადღეღამისო დოზაა 1 ფლაკონი ლიოფილიზირებული ფხვნილი გამხსნელთან ერთად კუნთში შესაყვანად.

გამოყენების წესი და შეყვანის გზა:

2 მლ 0.5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი შეყავთ ლიოფილიზირებული ფხვნილის შემცველ ფლაკონში და შეანჯღრევენ. ფხვნილი იხსნება 0.5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარში.

მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლივ შეჰყავთ კუნთებში.

დაუშვებელია ადენიტ ფორტეს ინტრავენური გამოყენება.

განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში: არ არსებობს მონაცემები ადენიტ ფორტეს გამოყენების შესახებ ბავშვებში. ადენიტ ფორტეს გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

გამოყენება ხანდაზმულებში: არ არსებობს მონაცემები ადენიტ ფორტეს გამოყენების შესახებ ხანდაზმულებში. ადენიტ ფორტეს გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

განსაკუთრებული შემთხვევები:

თირკმლის უკმარისობა: არ არსებობს მონაცემები ადენიტ ფორტეს გამოყენების შესახებ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ადენიტ ფორტეს გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

ღვიძლის უკმარისობა: არ არსებობს მონაცემები ადენიტ ფორტეს გამოყენების შესახებ ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ადენიტ ფორტეს გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

თუ თქვენი აზრით, ადენიტ ფორტე ზედმეტად ძლიერი ან არაეფექტურია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ადენიტ ფორტეს დოზის გადაჭარბება:

ადენიტ ფორტეს დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ვითარდება კანის სიმშრალე, ქავილი, მუქი პიგმენტური ლაქები კანზე, სპაზმი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, პეპტიური წყლულის აქტივაცია (12-გოჯა ნაწლავსა და კუჭში ნაწიბურის ჩამოყალიბება), ამბლიოპია, სიყვითლე და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება, სისხლში გლუკოზის დონის მატება, შარდმჟავას დონის მატება სისხლში.

ადენიტ ფორტეს ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ადენიტ ფორტეს დოზის გამოტოვება:

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მიიღეთ მედიკამენტი გახსენებისთანავე.

ნუ მიიღებთ მედიკამენტის გაორმაგებულ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ადენიტ ფორტეს მიღების შეწყვეტა

ნუ შეწყვეტთ მედიკამენტის მიღებას ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

 

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ადენიტ ფორტესაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ადენიტ ფორტეს მიღება და მიმართეთ ექიმს ან გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, თუ გამოგივლინდათ შემდეგი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე:

• მწვავე ალერგიული რეაქცია - მოულოდნელი ქავილი, გამონაყარი (ჭინჭრის ციება), ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ღრუსა და ხორხის შეშუპება (გამოვლინდება ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელებით), გულის წასვლის შეგრძნება.

ყველა ჩამოთვლილი მოვლენა სერიოზულ ხასიათს ატარებს. ნებისმიერი მათგანის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

გვერდითი მოვლენები დაყოფილია შემდეგ კატეგორიებად:

ძალიან ხშირი: 1 შემთხვევა ყოველ 10 პაციენტში

ხშირი: 1-ზე ნაკლები 10 პაციენტში, მაგრამ 1-ზე მეტი ყოველ 100 პაციენტში

ნაკლებად ხშირი: 1-ზე ნაკლები 100 პაციენტში, მაგრამ 1-ზე მეტი ყოველ 1000 პაციენტში

იშვიათი: 1 შემთხვევა ყოველ 10 000 პაციენტში

უცნობი: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია

 

უცნობი:

• თავბრუსხვევა,

• პალპიტაცია (გულისცემის გახშირება),

• დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია),

• ქოშინი,

• მუცლის ტკივილი,

• გულისრევა,

• წამოხურება, თანმხლები ჰიპერემიით,

• რეგიონული გამონაყარი პერიოდულად,

• ხშირი შარდვა (დიურეზი).

მიმართეთ ექიმს რომელიმე აღნიშნული გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში.

სერიოზული ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების მონიტორინგი

გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში აღწერილია ან არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

5. ადენიტ ფორტეს შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.

შეინახეთ არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

გამოყენება ვარგისობის ვადის გათვალისწინებით:

არ გამოიყენოთ ადენიტ ფორტე კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. 

 

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

კომენტარის დამატება