კადუეტი / kadueti / CADUET
შემადგენლობა
* პრეპარატის აქტიური ნივთიერება:
კადუეტის ყოველი 5 მგ/10 მგ შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: 5 მგ ამლოდიპინს (ამლოდიპინ-ბეზილატის სახით) და 10 მგ ატორვასტატინს (ატორვასტატინ-კალციუმის-ტრიჰიდრატის სახით).
კადუეტის ყოველი 10 მგ/10 მგ შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: 10 მგ ამლოდიპინს (ამლოდიპინ-ბეზილატის სახით) და 10 მგ ატორვასტატინს (ატორვასტატინ-კალციუმის-ტრიჰიდრატის სახით).
სხვა კომპონენტებია: კალციუმის კარბონატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, პოლისორბატ 80, ჰიდრიქსიპროპილცელულოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი და მაგნიუმის სტეარატი.
კადუეტის 5 მგ/10 მგ შემოგარსული ტაბლეტის გარსი: Oპადრყ II ჭჰიტე 85F10919 , (ნაწილობრივ ჰიდროლიზებული პოლივინილ-ალკოჰოლი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ინდიგოკარმინის ალუმინის საღებავი (E132), მაკროგოლი 3000, ტალკი).
როგორ გამოიყურება კადუეტის შემოგარდული ტაბლეტები და რას შეიცავს შეფუთვა:
კადუეტის 5 მგ/10 მგ შემოგარსული ტაბლეტები:
თეთრი ფერის, ოვალური ტაბლეტები, რომლის ერთ-ერთ მხარეს ამოტვიფრული აქვს წარწერა „Pფიზერ“, მეორე მხარეს კი - ნიშანი “CDT” და “051”.
კადუეტის 10 მგ/10 მგ შემოგარსული ტაბლეტები: ლურჯი ფერის, ოვალური ტაბლეტები, რომლის ერთ-ერთ მხარეს ამოტვიფრული აქვს წარწერა „Pfizer“, მეორე მხარეს კი - ნიშანი “CDT” და “101”.
7, 10, 14, 20, 28, 30, 50, 56, 60, 90, 100 და 200 ცალი ტაბლეტი მოთავსებულია პოლიამიდ/Al/PVC ბლისტელში და კოლოფში, ხოლო 30 და 90 ცალი შემოგარსული ტაბლეტი მოთავსებულია ჰიგრისკოპურ, ბავშვებისაგან საიმედოდ დახურულ კონტეინერსა და კოლოფში.
შესაძლებელია ყველა შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი გაყიდვაში.
მიღების წესები და დოზები
მიიღეთ კადუეტის შემოგარსული ტაბლეტები მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ ეჭვი გეპარებათ დოზირების სიზუსტეში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები:
კადუეტის ჩვეულებრივი საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 1 ცალ 5 მგ/10 მგ შემოგარსულ ტაბლეტს. საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა კადუეტის 1 ცალ 10 მგ/10 მგ შემოგარსულ ტაბლეტამდე.
კადუეტის შემოგარსული ტაბლეტები მიიღება მთლიანად, ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით. ტაბლეტი მიიღება პერორალურად დღის ნებისმიერ დროს, საჭმლის მიღებისაგან დამოუკიდებლად. მაგრამ ეცადეთ მიიღოთ ტაბლეტი ერთსა და იმავე დროს. გაითვალისწინეთ ექიმის მიერ დიეტასთან დაკავშირებით გაცემული რჩევები.
განსაკუთრებით ეს ეხება უცხიმო საკვებს. ნუ მოწევთ, რეგულარულად იმოძრავეთ. თუ კადუეტის მიღების დროს მიგაჩნიათ, რომ ტაბლეტი მეტისმეტად ძლიერია ან სუსტი, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ბავშვები და ხანდაზმულები:
ბავშვებში და ხანდაზმულებში კადუეტის მიღება არ არის რეკომენდებული.
პრეპარატ კადუეტის შემოგარსული ტაბლეტების აღწერილობა და გამოყენების წესი კადუეტის შემოგარსული ტაბლეტები რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (როგორიცაა, მოჭერითი ტკივილი გულ-მკერდის არეში, [ე. წ. სტენოკარდია], გულის შეტევა) პრევენციისთვის და გამოიყენება ჰიპერტონიული დაავადებების მქონე პაციენტებში, რომელთა ავადმყოფობა მიმდინარეობს ისეთი დამატებითი რისკის ფაქტორების ფონზე, როგორიცაა: მოწევა, ზედმეტი წონა, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე, ოჯახის სხვა წევრებში გავრცელებული გულის დაავადებები და დიაბეტი. მაღალი არტერიული წნევის ფონზე მოქმედი რისკ-ფაქტორები ამძიმებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სურათს.
კადუეტის შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: ამლოდიპინს (კალციუმის ანტაგონისტს) და ატორვასტატინს (სტატინს). კადუეტის შემოგარსული ტაბლეტები დაგენიშნებათ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი დაადგენს, რომ თქვენთვის საჭიროა ორივე აქტიური ნივთიერების მიღება. ამლოდიპინი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტონიის) სამკურნალოდ, ატროვასტატინი კი - ქოლესტერინის დონის დასაწევად.
მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტონია) - ისეთი მდგომარეობაა, როდესაც წნევა არანორმალურად მაღალია ხანგრძლივი დროის მანძილზე და როდესაც იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი (როგორიცაა, მოჭერითი ტკივილი გულ-მკერდის არეში, გულის შეტევა, დამბლა).
ქოლესტერინი არის ორგანიზმის ბუნებრივი ნივთიერება, რომელიც საჭიროა ნორმალური განვითარებისთვის, მაგრამ, თუ თქვენ სისხლში გადამეტებული ქოლესტერინის დონეა, ის დაილექება სისხლძარღვთა კედლებზე და გაზრდის თრომბოზის და სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. მაღალი ქოლესტერინის დონე არის გულის დაავადებათა ყველაზე ხშირი მიზეზი.
კადუეტის შემოგარსული ტაბლეტების მიღებამდე
არ მიიღოთ კადუეტის შემოგარსული ტაბლეტები შემდეგ შემთხვევებში
• ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ამლოდიპინის, ატორვასტატინის, კალციუმის არხის ნებისმიერი ბლოკატორის ან კადუეტის შემოგარსული ტაბლეტების სხვა აქტიური ნივთიერების მიმართ (იხილეთ ჩამონათვალი ინსტრუქციის ბოლოს):
• თუ ამჟამად გაქვთ ღვიძლის დაავადება (თუ წარსულში გქონდათ ღვიძლის დაავადება, გაეცანით პუნქტს - „კადუეტიდ განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღება“);
• თუ ლაბორატორიული ანალიზის შედეგად გამოვლინდა ღვიძლის დისფუნქციისთვის დამახასიათებელი ნიშნები;
• თუ ორსულად ხართ, აპირებთ დაორსულებას ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს;
• თუ ღებულობთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს: კეტოკონაზოლს, იტრაკონაზოლს (სოკოვანი დაავადებების სამკურნალო პრეპარატები), ტელიტრომიცინს (ანტიბიოტიკი);
• თუ გაქვთ სახიფათოდ დაბალი წნევა (ჰიპოტენზია);
• თუ გაქვთ აორტის სარქველის შევიწროება (აორტის სტენოზი) ან გულის შოკი (ისეთი მდგომარეობა, როდესაც გული ვერ ამარაგებს ორგანიზმს საკმარისი სისხლის რაოდენობით);
• თუ გულის შეტევის შემდეგ გაწუხებთ გულის უკმარისობა.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად კადუეტის შემოგარსული ტაბლეტებიც იწვევს გვერდითი ეფექტის განვითარებას, თუმცა აღნიშნული არ ვლინდება ყველა პაციენტში.
რომელიმე ქვემოთ გათვალისწინებული გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კადუეტის მიღება და მიმართეთ ექიმს:.
• სახის, ენის და ტრაქეას შეშუპება, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას;.
• გაურკვეველი წარმოშობის კუნთების სისუსტე, მგრძნობელობა და ტკივილი შეუძლოდ ყოფნის და მაღალი სიცხის ფონზე (ამ გვერდითი მოვლენების ერთდროული გამოვლენა ძალიან იშვიათად იწვევს მძიმე, სიცოცხლისთვის საშიშ, ე. წ. რაბდომიოლიზის განვითარებას). .
ხშირი გვერდითი მოვლენები (1-ზე ნაკლები შემთხვევა ყოველი 10 ნამკურნალებ პაციენტში):.
• ალერგიული რეაქციები;.
• თავის ტკივილი (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში), თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა;.
• არარეგულარული პულსი, სიწითლე;.
• ცხვირის არხების ანთება, ყელის ტკივილი, ცხვირიდან სისხლდენა;.
• გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, საჭმლის მონელების პრობლემები, უჩვეულო დეფეკაცია (დიარეა, შეკრულობა და მომატებული მეტეორიზმი);.
• კუნთების და სახსრების ტკივილი, კუნთების სპაზმი და კუნთების შეკუმშვა, ზურგის ტკივილი, მკლავის, ხელის, ფეხის, სახსრების ან ფეხის ტერფის შეშუპება;.
• სისხლში გლუკოზის დონის ზრდა (თუ გაქვთ დიაბეტი, რეგულარულად შეამოწმეთ სისხლში გლუკოზის შემცველობის დონე), იზრდება სისხლში კრეატინინ-კინაზების დონე, სისხლის ანალიზის შედეგებით დგინდება ღვიძლის პათოლოგია. .
არც ისე ხშირი გვერდითი მოვლენები (1-ზე ნაკლები შემთხვევა ყოველ 100 ნამკურნალებ პაციენტში):.
• ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება);.
• სურდო, ანორექსია, სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება (თუ ხართ დიაბეტით დაავადებული, გააგრძელეთ გლუკოზის დონის რეგულარული შემოწმება), წონაში მომატება ან დაკლება;.
• უძილობა, ღამის კოშმარები, განწყობის ცვალებადობა (შფოთვის ჩათვლით), დეპრესია, კანკალი, ხელების და ფეხების სენსორული ნერვების დაზიანება (დაქვეითებული მგრძნობელობა), მეხსიერების დაკარგვა;.
• მხედველობის დარღვევები (მათ შორის, ორმაგი ხედვა), ბუნდოვანი ხედვა; ხმაური/შუილი ყურებში;.
• გულის რითმის დარღვევები, ქოშინი, გულის წასვლა, ჭარბი ოფლიანობა, დაბალი არტერიული წნევა;.
• პირის სიმშრალე, გემოვნების დარღვევა, პირღებინება, ბოყინი;.
• თმის ცვენა, დალურჯებული ადგილები ან წერტილოვანი სისხლჩაქცევები კანზე, კანის გაუფერულება, დაქვეითებული რეაქცია შეხებასა და ტკივილზე, შეშუპება ან ხელის და ფეხის თითების ჩხვლეტა, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება ან ქავილი;.
• შარდვის პრობლემები (მათ შორის, უხვი შარდვა ღამით და შარდვის სიხშირის მომატება);.
• იმპოტენცია, მამაკაცის მკერდის გადიდება;.
• შეუძლოდ ყოფნა, კუნთების დაღლილობა, პანკრეასის ანთება, რომელიც იწვევს კუჭის ტკივილს (პანკრეატიტი),კისრის ტკივილი, ტკივილი გულმკერდის არეში;.
• ანალიზით დადგენილი ლეიკოციტების არსებობა შარდში..
იშვიათი გვერდითი მოვლენები (1-ზე ნაკლები შემთხვევა ყოველ 1000 ნამკურნალებ პაციენტში):.
• მხედველობის პრობლემები;.
• მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევები;.
• კუნთების მწვავე ანთება, ძალიან ძლიერი კუნთების ტკივილი ან კუნთების კრუნჩხვა, რომელიც ძალიან იშვიათ შემთხვევებში იწვევს რაბდომიოლიზს (კუნთების უჯრედების დაშლა);.
• სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;.
• ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები (კანის და თვალის თეთრი გარსის გაყვითლება);.
• კანის მწვავე ალერგიული რეაქციები, კანის სიწითლე, ვეზიკულური (ბუშტოვანი) გამონაყარი კანზე, კანის აქერცვლა, რომელიც სწრაფად ვრცელდება მთელ სხეულზე და იწყება გრიპის სიმპტომებით მაღალი სიცხის ფონზე;.
• შეშუპება კანის ღრმა ფენებში (ტუჩების, თვალის ქუთუთოების და ენის შეშუპების ჩათვლით);.
• ჩონჩხის კუნთების ანთება ან შეშუპება, ვეზიკულური გამონაყარი, კანის გარკვეული უბნების უეცარი, ძლიერი შეშუპება;.
• ტენდინიტი, მყესების დაზიანება;.
• შფოთვა..
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (1-ზე ნაკლები შემთხვევა ყოველ 10 000 ნამკურნალებ პაციენტში):.
• ალერგიული რეაქცია - შესაძლო სიმპტომები: უეცარი ქოშინი და ტკივილი ან მოჭერა გულ-მკერდის არეში, ქუთუთოების, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, ქოშინი, გულის წასვლა;.
• კაცებში და ქალებში მკერდის გადიდება (გინეკომასტია);.
• ლეიკოციტების დაბალი დონე სისხლში; .
• კუნთების გამკვრივება ან დაჭიმულობა;.
• გულისცემის არითმია, გულის შეტევა, წვრილ სისხლძარღვთა ანთება, ტკივილი კუჭის არეში (გასტრიტი);.
• ღრძილების მომატებული ზრდა, ხველა;.
• სმენის დაქვეითება, ღვიძლის უკმარისობა;.
• ფოტოსენსიბილიზაცია (კანის მგრძნობიარობა სინათლის მიმართ)..
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:.
• სექსუალური ფუნქციის მოშლა; .
• დეპრესია;.
• სუნთქვის პრობლემები, როგორიცაა: ხანგრძლივი ხველა და/ან ქოშინი ან სიცხე; • დარღვევები, რომლებსაც თან ახლავს რიგიდულობა, კანკალი და/ან მოძრაობის დისფუნქცია..
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ანოტაციაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ლაქტაცია
არ მიიღოთ კადუეტი ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ გეგმავთ დაორსულებას. რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა ქალებმა კადუეტის ან ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღების დროს უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის სათანადო მეთოდი. ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
განსაკუთრებული მითითებები
კადუეტი განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღება შემდეგ შემთხვევებში:
• თუ აღგენიშნებათ თირკმლის პრობლემები;
• თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია (ჰიპოტირეოზი);
• თუ გქონდათ განმეორებითი ან გაურკვეველი წარმოშობის კუნთების ტკივილი (მიალგია), თუ თქვენი პირადი ან ოჯახის წევრთა ანამნეზი შეიცავდა მემკვიდრეობით კუნთების დაავადებას;
• თუ ადრე ქოლესტერინის დონის დამწევი (ჰიპოლიპიდური) პრეპარატების (მაგალითად, „სტატინების“ ან „ფიბრატების“ სახელით ცნობილი პრეპარატები) მიღებისას გაწუხებდათ კუნთების პრობლემები;
• თუ სისტემატურად ღებულობდით ნორმაზე მეტ ალკოჰოლს;
• თუ ანამნეზში ღვიძლის დაავადება გქონდათ;
• თუ 70 წელზე მეტი ასაკის ხართ,
• თუ ადრე გადატანილი გქონდათ დამბლა, ტვინში სისხლჩაქცევის ფონზე, ან წინა ინსულტის შემდეგ თქვენ ტვინში დარჩენილია მცირე, სითხით სავსე ღრუები.
მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კადუეტის მიღების წინ
• თუ აღგენიშნებათ სუნთქვის მძიმე უკმარისობა.
ზემოხსენებულ შემთხვევაში კადუეტის მიღების წინ და სავარაუდოდ მკურნალობის პერიოდშიც კუნთებზე უარყოფითი გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად ექიმი დაგინიშნავთ სისხლის ანალიზის ჩატარებას. ცნობილია, რომ კუნთებზე ასახული გვერდითი მოვლენების რისკი (როგორიცაა, ე. წ. რაბდომიოლიზი - ჩონჩხის კუნთების მწვავე ნეკროზი), იზრდება გარკვეული მედიკამენტების ერთდროულად მიღებისას.
პრეპარატის მოქმედება ავტომობილის მართვასა და მექანიზმების გამოყენებაზე
მოერიდეთ ავტომობილის მართვას ან მექანიზმების გამოყენებას, როგორც კი იგრძნობთ პრეპარატის მიღებით გამოწვეულ თავბრუსხვევას.
ჭარბი დოზირება
კადუეტის შემოგარსული ტაბლეტების დოზის გადაჭარბება
თუ შემთხვევით მიიღეთ კადუეტის გადამეტებული დოზა (ჩვეულებრივ სადღეღამისო დოზაზე მეტი), მიმართეთ მკურნალ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. თან იქონიეთ ყველა დარჩენილი ტაბლეტი, პრეპარატის შეფუთვა და კოლოფი, რათა სამედიცინო პერსონალმა გაარკვიოს, თუ რა პრეპარატი გქონდათ მიღებული.
კადუეტის შემოგარსული ტაბლეტების დოზის გამოტოვება
დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. დადგენილ დროს ჩვეულებრივად მიიღეთ მომდევნო დოზა.
კადუეტის შემოგარსული ტაბლეტების მიღების დროზე ადრე შეწყვეტა
დაუშვებელია კადუეტის მიღების შეწყვეტა ექიმის მითითების გარეშე. აღნიშნული პრეპარატის გამოყენების შესახებ რაიმე დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ ან უახლოეს წარსულში ღებულობდით ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების შესახებაც.
არსებობს პრეპარატები, რომლებიც ურთიერთქმედებაში შედიან კადუეტთან. აღნიშნული ურთიერთქმედება ან ზრდის, ან ამცირებს ერთი ან ორივე პრეპარატის მიერ გამოწვეულ გვერდით მოვლენებს, ამ მოვლენების სიმძიმეს. იზრდება ისეთი სერიოზული დაავადებების რისკი, როგორიცაა რაბდომიოლიზის სახელით ცნობილი კუნთების დაზიანება და მიოპათია .
• ზოგიერთი ანტიბიოტიკი (მაგალითად, რიფამპიცინი) ან „მაკროლიდური ანტიბიოტიკები“ (მაგალითად, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, თელითრომიცინი, ფუზიდური მჟავა ან გარკვეული ფუნგიციდური სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა: კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი);
• ქოლესტერინის დონის მარეგულირებელი პრეპარატები, როგორიცაა: ფიბრატები (მაგალითად, გემფიბროზილი), ქოლესტიპოლი;
• გულის რიტმის მარეგულირებელი პრეპარატები, როგორიცაა: ამიოდარონი, დილთიაზემი;
• პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიური კრუნჩხვების პრევენციისთვის და სამკურნალოდ (მაგალითად, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, ფოსფენიტოინი, პრიმიდონი);
• ორგანიზმის დამცავ (იმუნურ) სისტემაზე მოქმედი პრეპარატები (მაგალითად, ციკლოსპორინი);
• პროტეაზას ინჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენება აივ (ადამიანის იმუნო-დეფიციტის ვირუსის) ინფექციის სამკურნალოდ;
• ანტიდეპრესანტები, როგორიცაა: ნეფაზოდონი და იმიპრამინი;
• ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა:
ნეიროლეფსიური საშუალებები;
• გულის უკმარისობის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა: ბეტა-ბლოკატორები;
• მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები, როგორიცაა ე.წ. ანგიოტენზინ-II-ს ანტაგონისტები, ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის (AჩE) ინჰიბიტორები და შარდმდენები;
• მაღალი არტერიული წნევის და პროსტატის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ე. წ. ალფა-ბლოკატორები;
• სხვა პრეპარატები, რომლებიც ურთიერთქმედებაში შედიან კადუეტთან: ეზეთიმიბი (ქოლესტერინის დონის დამწევი), ვარფარინი (ანტიკოაგულანტი), პერორალური კონტრაცეფციული საშუალებები, სტირიპენტოლი (ეპილეფსიური კრუნჩხვების სამკურნალო), ციმეტიდინი (გულძმარვის და წყლულების სამკურნალო), ლენაზონი (ტკივილგამაყუჩებელი) და მჟავის ბუფერები (ალუმინის და მაგნიუმის შემცველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება საჭმლის მონელების დარღვევების მოსაწესრიგებლად);
• არნიფოსტინი (ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ);
• სილდენაფილი (ერექციული დისფუნქციის - იმპოტენციის სამკურნალოდ);
• დანტროფენი და ბაკლოფენი (მიორელაქსანტები);
• სტეროიდები;
• ურეცეპტოდ მისაღები კრაზანა (სამკურნალო ბალახი).
აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ ან უახლოეს წარსულში ღებულობდით ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების შესახებაც.
კადუეტის შემოგარსული ტაბლეტების მიღება საკვებთან ან სასმელთან ერთად პრეპარატი მიიღება დღის ნებისმიერ დროს საკვებთან ან საკვების გარეშე.
გრეიფრუტი:
არ მიიღოთ ერთ ან ორ ჭიქაზე მეტი გრეიფრუტის წვენი დღის განმავლობაში, ვინაიდან დიდი რაოდენობის გრეიფრუტის წვენს შეუძლია გავლენა მოახდინოს კადუეტის მოქმედებაზე.
ალკოჰოლი:
მოერიდეთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებას კადუეტით მკურნალობის პერიოდში. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით მე-2 პუნქტშ („კადუეტი მიიღება განსაკუთრებული სიფრთხილით“).
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
არაუმეტეს 30oC ტემპერატურაზე.
კადუეტის შემოგარსული ტაბლეტები არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მოცემული თვის ბოლო დღეს.
არ შეიძლება პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალსა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გამოუყენებელი მედიკამენტის გაუვნებელყოფის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას
კომენტარის დამატება