Meds.ge » ყველა წამალი » ატორვასტატინ-ტევა / avtorvastatin-teva / ATORVASTATIN-TEVA

ატორვასტატინ-ტევა / avtorvastatin-teva / ATORVASTATIN-TEVA

63

შემადგენლობა 

პრეპარატის აქტიური ნივთიერება:
ატორვასტატინ-ტევას შემოგარული ტაბლეტები 10 მგ
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 10მგ ატორვასტატინს (10,36მგ ატორვასტატინის კალციუმის სახით).
ატორვასტატინ-ტევას შემოგარული ტაბლეტები 20 მგ
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 20მგ ატორვასტატინს (20,72 მგ ატორვასტატინის კალციუმის სახით).
ატორვასტატინ-ტევას შემოგარული ტაბლეტები 40 მგ
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 20მგ ატორვასტატინს (41,44 მგ ატორვასტატინის კალციუმის სახით).
ატორვასტატინ-ტევას შემოგარული ტაბლეტები 80 მგ
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 20მგ ატორვასტატინს (82,88 მგ ატორვასტატინის კალციუმის სახით).
დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი, ძირითადი მეთაკრილატის ბუტილირებული კოპოლიმერი (E100), ვიტამინი E, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი. აპკისებრი გარსი: ოპადრი-1R-7003H(პოლისორბატი 80, მაკროგოლი 400, გიპრომელოზა 3ცP, ტიტანის დიოქსიდი.

ჩვენებები
პრეპარატი ატორვასტატინ-ტევა გამოიყენება სისხლსში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდის მომატებული რაოდენობის დასაწევად, თუ სხვა ყველა საშუალების (მაგ. დიეტა, ფიზიკური ვარჯიში, წონის დაკლება) გამოყენებამ სასურველი შედეგი ვერ გამოიგო.
- ქოლესტერინის დონის მომატებისას (პირველადი ქოლესტერემია) ან ერთდროულად ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდის დონის მატებისას (შერეული ჰიპერლიპიდემია, IIა ან IIბ პრედრიკსონის მიხედვით)
- დანამატის სახით სხვა ღონისძიებებთან ერთად, რომლებიც მიმართულია ლიპიდების დონის დაკვეითებისაკენ იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია (მაგ. ლპნპ-აფერეზი).

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები:
პაციენტებისათვის, რომელთაც აქვთ კლინიკურად დაუდგენელი კორონარული დაავადებების განვითარების მაღალი რისკი ატორვასტატინ-ტევას მიღება მიზანშეწონილია:
- ფატალური კორონარული დაავადებების ან ფატალური მიოკარდის ინპარქტის რისკის დონის დასაკვეითებლად.
- გულსისხლძარღვთა სისტემის გართულებების რისკის დასაკვეითებლად.
- ტვინის გართულებების თავიდან ასაცილებლად.

მიღების წესები და დოზები
ატორვასტატინ-ტევა ყოველთვის მიიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად. რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. მკურნალობის დაწყებამდე ექიმი შეარჩევს ქოლესტერინის დაბალი შემცველობის დიეტას, რომელიც უნდა დაიცვას პაციენტმა მთელი მკურნალობის პერიოდში.
ჩვეულებრივ საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღეში (ერთი 10 მგ-იანი ტაბლეტი).
შემდგომი დოზების შერჩევა მოხდება მკურნალი ექიმის მიერ ქოლესტერინის (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი) საჭირო დონის მისაღებად. დოზის შერჩევა უნდა მოხდეს 4 ან მეტი კვირის განმავლობაში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა იყოს 80 მგ-ზე მეტი.
პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ ქოლესტერინის დონის (ჰიპერქოლესტერინემია) ან ერთდროულად ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდის დონის მომატება (შერეული ჰიპერლიპიდემია).
პაციენტთა უმრავლესობა კარგად რეაგირებს ერთჯერადად მიღებულ 10 მგ ატორვასტატინ-ტევაზე. მკურნალობის რეზულტატი ვლინდება 2 კვირის განმავლობაში. ხოლო მაქსიმალური ეფექტი დგება 4 კვირის განმავლობაში. ეფექტი შენარჩუნდება დიდი ხნის განმავლობაში.
პაციენტები, რომელთაც აგენიშნებათ ქოლესტერინის დონის მემკვიდრული მატება (ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია). 
- ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია.
საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღე-ღამეში. დოზირება უნდა იყოს ინდივიდუალური და მისი კორეკტირება უნდა მოხდეს კოველ 4 კვირაში, მანამდე სანამ არ მიაღწევს 40 მგ-ს დღე-ღამეში. შემდეგ ატორვასტატინის დოზა შეიძლება გაიზარდოს 80 მგ-მდე დღე-ღამეში ან კომბინირებული იქნას 40 მგ ატორვასტატინი ნაღვლის მჟავის სეკვესტრანტებტან.
- ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია. 
კლინიკურმა კვლევებიდან გამოვლინდა, რომ ატორვასტატინის სადღეღამისო დოზის 80მგ-მდე გაზრდისას დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების-ქოლესტერინის დონე საშუალოდ მცირდება 21%-ით.
პაციენტებისთვის ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით ატორვასტატინის სადღეღამისო დოზა შერადგენს 10-80 მგ-ს, დამოუკიდებლად ან კომბონაციაში ლიპიდების დამაქვეითებელ სხვა პროცედურებთან ერთად.
პაციენტები თირკმლის უკმარისობით და ხანდაზმული პაციენტები
თირკმლის დაავადებები არ ახდენენ გავლენას ატორვასტატინის მკურნალობაზე და არ არის საჭირო დოზის დაქვეითება. კლინიკური კვლევბიდან გამოვლინდა, რომ ხანდაზმული პაციენტებისათვის არ არის საჭირო სპეციალური დოზების შერჩევა.
ბავშვების მკურნალობა
პრეპარატი მიიღება ექიმის კონსულტაციის შესაბამისად. არსებობს მწირი გამოცდილება ატორვასტატინის მიღებაზე მცირე რაოდენობის ბავშვებში (4-7 წელი), რომელთაც ჰქონდათ მძიმე მეტაბოლური დაავადებები, ისეთი, როგორიცაა ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია. ასეთი პაციენტებისათვის რეკომენდირებული სადღეღამისო დოზაა 10მგ. დოზა შეიძლება გაიზარდოს 80მგ-მდე ეფექტისა შესაბამისად და იმის მიხედვით, თუ როგორ აიტანს პაციენტი პრეპარატს. არ ჩატარებულა კვლევები, თუ როგორ მოქმედებს პრეპარატი ბავშვების განვითარებაზე.

როდის და როგორ მიიღება ატორვასტატინ-ტევა 
ატორვასტატინ-ტევას მიღება შეიძლება დღეღამის ნებისმიერ პერიოდში კვებისაგან დამოუკიდებლად და მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად.

მკურნალობის ხანგრძლივობა:
პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ექიმის დანიშნულებაზე. უმეტესად პრეპარატი მიიღება დიდი ხნის მანძილზე.

გვერდითი მოვლენები
ყველა სამედიცინო პრეპარატის მსგავსად, ატორვასტატინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა იგი ყველას არ უვითარდება.
ჩვეულებრივ პრეპარატი არ იწვევს ბევრ გვერდით მოვლენას, გვერდითი მოვლენები ძირითადად მსუბუქი სახისაა და მალე ქრება. .ყველაზე ხშირი გვერდIტი მოვლენებია კუწ-ნაჭლავის ტრაქტის ისეთი დარღვევები, როგორიც არის ყაბზობა, შებერილობა, დისპეპსია, ტკივილი მუცლის არეში, რომლებიც ჩვეულებრივ მცირდება მკურნალობის პერიოდში.
ქვემოთ მოყვანილია არასასურველი გვერდითი მოვლენები მათი წარმოქმნის სიხშირის შესაბამისად. 
ხშირი (1-დან 10%-მდე): სისუსტე, ალერგიური რეაქციები, უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გამონაყარი, ქავილი, კუნთების ტკივილი, სისუსტე, ტკივილი ზურგისა და გულმკერდის არეში, პერიფერიული შეშუპება (მუხლის სახსარი, ფეხები, მაჯა, ხელები).
არახშირი (0,1-დან 1%-მდე): მადის დაკარგვა, სისუსტე, ტრომბოციტების რაოდენობის შემცირება, თმის ცვენა, კუნთოვანი დაავადებები, სისხლში შაქრის დონის მომატება ან დაკლება, მეხსიერების დაკარგვა, ჭინჭრის ციება, იმპოტენცია, წონის მომატება. 
იშვიათი (0,01-დან 0,1%-მდე): ჰეპატიტი, ნაღვლის შეგუბებით გამოწვეული სიყვითლე, მძიმე კუნთოვანი დაავადებები, ისეთი როგორიცაა მიოზიტი ან რაბდომიოლიზი.
ერთეული (0,01%-ზე ნაკლები): მძმიმე სახის ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი).
თუ გამოვლინდება ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან ერთერთი მაინც ან ნებისმიერი არასასურველი მოქმედება, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. იგი გადაწყვეტს მკურნლობის შემდგომ ტაქტიკას. თუ ლაბორატორიული მაჩვენებლების მიხედვით ღვიძლის ფერმენტების აქტივობა მომატებულია ნორმასთან შედარებით სამჯერ ან კფკ-ს მომატებული აქტივობა აღინიშნება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ასეთ შემთხვევაში მკურნალი ექიმი შეამცირებს დოზას ან მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული პრეპარატის მკურნალობის შეწყვეტის შესახებ.

უკუჩვენება
ატორვასტატინ-ტევა არ გამოიყენება თუ:
- პაციენტს აღენიშნება მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
- თუ პაციეტნს აღენიშნება ღვიძლის ნებისმიერი დაავადება ან დიდი ხნის მანდძილზე შენარჩუნებულია ღვიძლის ტესტების (ტრანსამინაზების) მაღალი მაჩვენებელი.
- პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში.

ორსულობა და ლაქტაცია
ქალებმა, რომლებიც არიან პერპოდუქციის ასაკში პრეპარატი უნდა მიიღონ მხოლოდ ეფექტური კონტრაცეპციური მეთოდების გამოყენების ფონზე. ატორვასტატინის მიღების უვნებლობა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის ცნობილი.

განსაკუთრებული მითითებები
ზოგიერთ შემთხვევებში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით. ასეთ შემთხვევებში უნდა მეიმართოს მკურნალ ექიმს. ასევე სიფრტხილე არის საჭირო თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რაიმე ოდნავ მაინც ეხება პაციენტს.
განსაკუთრებული სიოფრხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც ბოროტად იკენებენ ალკოგოლს ან ანამნეზში აღებიშნებათ ღვიძლის დაავადება
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა:
არ არის დადგენილი აქვეითებს თუ არა პრეპარატი ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვას.

პრეპარატის მიღება ხანდაზმული ასაკის პაციენტების მიერ:
70 წელს ზემოთ პაციენტებში პრეპარატის უვნებლობა და ამტანიანობა ისეთივეა როგორც სხვა ასაკის ადამიანებში.

სიფრთხილის ზომების მიღება მკურნალობის კურსის დროს:
მკურნალობის დაწყებიდან და მისი მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში უნდა მოხდეს ღვიძლის ტესტების შემოწმება. ღვიძლის ფუნქციების ნებისმიერი მონაცემის სამჯერადი გაზრდისას უნდა მოხდეს ატეორვასტატინის დოზის შემცირება ან მისი მთლიანად მოხსნა. ამ პრეპარატით მკურნალობისას შეიძლება აღინიშნოს კუნთების ტკივილი ან სპაზმი. პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჩონჩხის კუნთების დაავადებები უნდა მოხდეს სისხლში კერატინ-ფოსფოკინაზის იზოპერმენტების აქტივობის მონიტორინგი. თუ კფკ-ს აქტივობა სისხლში დიდი ხნის განმავლობაში მაღალია, მაშინ უნდა მოხდეს ატორვასტატინის დოზის შემცირება ან მკურნალობის სრულიად შეწყვეტა.
თუ პაციენტი იგრძნობს ნებისმიერ ტკივილს ან სისუსტეს კუნთებში, ასეთ შემტხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

ჭარბი დოზირება
ატორვასტატინის დოზის გადაჭარბებისას სპეციალური მკურნალობა ცნობილი არ არის. დოზის გადაჭარბებისას აუცილებელია მიემართოს სამედიცინო დახმარებას.

დოზის გამოტოვება:
არ შეიძლება პრეპარატის ორმაგი დოზის მიღება, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დოზირების რეჟიმის შესაბამისად.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თუ პაციენტი ღებულობს ან უახლოესი პერიოდის განმავლობაში ღებულობდა რაიმე პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაყიდი პრეპარატების ჩათვლით, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოსალოდნელია ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც შეიცავენ შემდეგ აქტიურ ნივთიერებებს:
იმუნიტეტის ინჰიბიტორები; (მაგ. ციკლოსპორინი); სისხლში ლიპიდების დონის დასაკვეითებელი სხვა პრეპარატები (მაგ. პიბრატები, ნიკოტინის მსგავსი წარმოებულები), ერითრომიცინი, კლარითრომიცინი და სხვა მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, სოკოს საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი და ნიაცინი (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატი). ერთდროული მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს: კუნთების ტკივილი, კრეატინფოსფოკინაზას იზოფერმენტის აქტივობის მატება, იშვიათად- ჩონჩხის კუნთის უჯრედების დაშლა და თირკმელების დაზიანება. ამიტომ ამ პრეპარატების ერთდროული მიღება ატორვასტატინ-ტევასთან უნდა განხორციელდეს ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ. კოლესტიპოლისა და ატორვასტატინის ერთდროული მიღება იწვევს ლიპიდების დონის დაკვეითებას. ერთდროული მიღება დიგოქსინთან და ზოგიერთ კონტრაცეპტივებთან (რომლებიც შეიცავენ ნორეტისტერონსა და ატინილ ესტრადიოლს) იწვევს სისხლში ამ პრეპარატების დონის ზომიერ ზრდას. ეს უნდა გათვალისწინებულ იქნას ამ პრეპარატების დოზის შერჩევისას.
ერთდროული მიღება ანტაციდებთან (შეიცავენ მაგნიუმსა და ალუმინს) იწვევს ატორვასტატინის შემცველობის დონის დაკვეითება სსისხლში, მაგრამ მისი ქოლესტერინის დამწევი მოქმედება არ ქვეითდება.
ერიტრომიცინი და კლარითრომიცინი ზრდიან ატორვასტატინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.
ატორვასტატინისა და ზოგიერთი ანტიკოაგულანტის კომბინირებული მიღება უნდა მოხდეს ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ.
კლინიკური კვლევებით მოხდა დაკვირვება ატორვასტატინ-ტევასა და ციმეტიდინის (წყლულის სამკურნალო პრეპარატი) ან ფენაზონის (ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი) კომბინირებულ მიღებაზე.

სიფრთხილის ეს ზომები ასევე ეხება ახლო წარსულში მიღებულ პრეპარატებს.

პრეპარატის მიღება საკვებთან და წვენთან ერთად:

მკურნალობის დროს არ არის რეკომენდირებული დიდი რაოდენობით გრეიპფრუტის წვენის მიღება.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეიძლება ატორვასტატინი-ტევას ტაბლეტების გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა აღნიშნავს თვის ბოლო დღეს

კომენტარის დამატება