Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი / gagizianebuli nawlavis sindromi

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი / gagizianebuli nawlavis sindromi

255

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS) არის საჭმლის მომნელებელი სისტემის გავრცელებული დაავადება. მან შეიძლება გამოიწვიოს კუჭის სპაზმები, შებერილობა, დიარეა და შეკრულობა.

გაღიზიანებული ნაწლავ სინდრომის სიმპტომები, მოიაზრება, რომ ვლინდება ხუთიდან ერთ ადამიანში, ცხოვრების რომელიმე ეტაპზე და პირველად ჩვეულებრივ 20-30 წლის ასაკში ვლინდება. ქალებში მამაკაცებთან შედარებით ორჯერ უფრო ხშირად ვლინდება.

ხშირად ეს მდგომარეობა მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევებში შეიძლება გამოსწორდეს რამდენიმე წლის განმავლობაში.

ისინი გამოხატულია პერიოდულად, ხშირად სტრესის დროს ან კონკრეტული საკვების მიღების შემდეგ.

სიმპტომები სხვადასხვა ადამიანში განსხვავებულია და ზოგიერთ პიროვნებაში უფრო რთული ფორმებითაა გამოხატული. ადამიანთა უმრავლესობას აღენიშნება ან დიარეა, ან შეკრულობა, ან ორივე ერთად. ასევე შესაძლოა განავალში ლორწოც აღმოჩნდეს.

კუჭში გასვლის შემდეგ ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება გაუმჯობესდეს.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

მიმართეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, რომ მათ შეძლონ გამოკვლევა და შესაძლო გამომწვევი მიზეზების გამოვლენა.

ექიმმა ამ მდგომარეობის დადასტურება შეიძლება შეძლოს სიმპტომების გაანალიზებით, თუმცა შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის ანალიზის აღებაც, რომ გამოირიცხოს სხვა შესაძლო გამომწვევი მდგომარეობები.

რა იწვევს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს?

ამ მდგომარეობის ძირითადი გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ ექსპერტთა უმეტესობა თანხმდება, რომ ეს გამოწვეულია მთლიანი ნაწლავის გაზრდილი მგრძნობელობით და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებით.

ეს პრობლემები შეიძლება ნიშნავდეს, რომ პაციენტი შეიძლება იყოს უფრო მგრძნობიარე მუცლის ღრუდან წამოსულ ტკივილზე და შეიძლება ჰქონდეს კუჭის შეკრულობა ან დიარეა, რადგან საკვები ნაწლავებში ან ძალიან ნელა მოძრაობს, ან პირიქით ძალიან სწრაფად.

ფიზიოლოგიური ფაქტორები, როგორიცაა სტრესი, ასევე შეიძლება იყოს ამ მდგომარეობის გამომწვევი ერთგვარი მიზეზიც.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობა

ამ მდგომარეობის კონკრეტული სამკურნალო მეთოდი არ არსებობს, მაგრამ შესაძლებელია მისი სიმპტომების გაკონტროლება ცხოვრების სტილისა და საკვების შეცვლით.

მაგალითად, შეიძლება დაგეხმაროთ:

  • სიმპტომების მაპროვოცირებელი საკვების და სასმელისგან თავის არიდება
  • საკვებში შემავალი უჯრედისის (ბოჭკოვანი ნივთიერებების) ცვლილება
  • რეგულარული ვარჯიში
  • სტრესის დონის შემცირება.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ზოგიერთი სიმპტომის სამკურნალოდ, ზოგჯერ ინიშნება ზოგიერთი მედიკამენტიც.

ცხოვრება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით

ეს მდგომარეობა არაპროგნოზირებადია. რაც ნიშნავს, რომ შეიძლება ცხოვრობდეთ სიმპტომების გარეშე რამდენიმე თვის განმავლობაში, შემდეგ კი უეცრად დაიწყოს გამწვავება.

ტკივილი, დისკომფორტი და უხერხული შეგრძნებები ადამიანზე ფსიქოლოგიურ ზეგავლენასაც ახდენს. მრავალ ადამიანს ახასიათებს დეპრესია და გაღიზიანებულობა ამ პერიოდებში.

გაესაუბრეთ ექიმს თუ დეპრესიული შეგრძნებები გაქვთ, ან მუდმივად გაღიზიანებული ხართ და ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს გიშლით.

ამ ტიპის დაავადებები მკურნალობის გარეშე თავად იშვიათად იკურნება, თქვენი ექიმი გირჩევთ წამლებს, როგორიცაა ანტიდეპრესანტები, ან კოგნიტური ქცევის თერაპიას.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს და არ ზრდის კიბოს განვითარების, ან ნაწლავებთან დაკავშირებული მდგომარეობების შანსებს.

კომენტარის დამატება