პრედუქტალი MR / preduqtali MR / PREDUCTAL MR
1. რა არის პრედუქტალი MR 35მგ და რა შემთხვევებში გამოიყენება
ეს სამკურნალწამლო პრეპარატი განკუთვნილია სტენოკარდიის სამკურნალოდ (ტკივილი მკერდის არეში, გამოწვეული გულის იშემიური დაავადებით) სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.
2. რა უნდა ვიცოდეთ პრედუქტალი MR 35მგ მიღების დაწყებამდე
რა შემთხვევაში არ შეიძლება პრედუქტალი MR 35მგ მიღება
• თუ თქვენ გაგაჩნიათ ალერგია ტრიმეტაზიდინზე ან ამ პრეპარატის სხვა კომპონენტზე (კომპონენტები ჩამოთვლილია მე-6 განყოფილებაში).
• თუ თქვენ გაგაჩნიათ პარკინსონის დაავადება: თავის ტვინის დაზიანება, რომელიც იწვევს მოძრაობით დარღვევებს (ტრემორი, რიგიდობა, შენელებული მოძრაობა, რწევით სიარულის სტილი).
• თუ თქვენ გაქვთ თირკმელების მძიმე დაზიანება.
გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან სანამ დაიწყებდეთ პრედუქტალი MR 35მგ მიღებას.
ეს პრეპარატი არ არის განკუთვნილი სტენოკარდიის შეტევების კუპირებისთვის და არ არის ნაჩვენები არასტაბილური სტენოკარდიის საწყისი მკურნალობისთვის. ის ასევე არ არის განკუთვნილი მიოკარდიუმის ინფარქტის სამკურნალოდ.
სტენოკარდიული შეტევის განვითარების შემთხვევაში, უნდა აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს. შეიძლება საჭირო გახდეს გამოკვლევა და თერაპიის შეცვლა.
ამ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს ან გააძლიეროს ისეთი სიმპტომები როგორიც არის ტრემორი, რიგიდობა, შენელებული მოძრაობები და რწევით სიარულის სტილი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. საჭიროა ამ სიმპტომებზე ყურადღების მიქცევა; მათ შესახებ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, რომელმაც შეიძლება შეცვალოს დანიშნული თერაპია.
წნევის შემცირების შედეგად, წონასწორობის კარგვის გამო შესაძლებელია დავარდნა (იხ. გვერდითი ეფექტების აღწერა).
ბავშვები და მოზარდები
პრედუქტალი MR 35მგ რეკომენდებული არ არის 18 წლამდე ასკის ბავშვებისთვის მისაღებად.
სხვა პრეპარატები და პრედუქტალი MR 35მგ
წამლისმიერი ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.
თუ თქვენ ღებულობთ, ადრე ღებულობდით ან აპირებთ სხვა სამკურნალწამლო პრეპარატების მიღებას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრედუქტალი MR 35მგ და საკვებთან და სამელებთან ერთად
პრედუქტალი MR 35მგ გამოყენება შესაძლებელია საკვებთან და სასმელებთან ერთად.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის. თუ ამ პრეპარატით თერაპიის დროს აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, გაიარეთ კონსულტაცია თქვენ მკურნალ ექიმთან, რადგანაც მხოლოდ მას შეუძლია იმსჯელოს თერაპიის გაგრძელების აუცილებლობაზე.
ლაქტატში პრეპარატის გადასვილის შესახებ მონაცემების არ არსებობის გამო პრედუქტალი MR 35მგ გამოყენება არ შეიძლება.
თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, გაიარეთ კონსულტაცია თქვენ მკურნალ ექიმთანან ან ფარმაცევტთან.
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა
ამ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს თავბრუსხვევა და ძილაინობა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს მიერ ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვაზე.
3. როგორ მიიღება პრედუქტალი MR 35მგ
ამ პრეპარატის მიღებისას ყოველთვის მკაცრად დაიცავით ექიმის მითითებები. თუ თქვენ ეჭვი გეპარებათ პრეპარატის მიღების სისწორეში, თქვენ რჩევა უნდა ჰკითხოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრედუქტალი MR 35მგ რეკომენდებული დოზა - 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ, ჭამის დროს, დილას და საღამოს.
თუ თქვენ დარღვეული გაქვთ თირკმელების მუშაობა ან ხართ 75 წელზე მეტი ასაკის, თქვენმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს რეკომენდებული დოზა.
პრედუქტალი MR 35მგ განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს წყლის დაყოლებით, საკვების მიღების დროს.
თუ თქვენ მიიღეთ უფრო მეტი პრედუქტალი®®MR 35მგ ვიდრე რეკომენდებულია:
თუ თქვენ მიიღეთ უფრო მეტი ტაბლეტები ვიდრე დანიშნული გაქვთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ პრედუქტალი®®MR 35მგ მიღება
თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, უბრალოდ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს. არ გააორმაგოთ მომდევნო დოზა.
თუ თქვენ უნდა შეწყვიტოთ პრედუქტალი®®MR 35მგ მიღება
თქვენიექიმი შეგატყობინებთ თერაპიის ხანგრძლივობას. ამ სამკურნალწამლო პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე თქვენ კონსულტაცია უნდა გაიაროთ ექიმთან.
თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა დნარჩენმა სამკურნალწამლო საშუალებამ, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ქვემოჩამოთვლილი შესაძლო გვერდითი ეფექტების სიხშირე ისაზღვრება შემდეგი სისტემის მიხედვით :
ძალიან გავრცელებული (უვითარდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს)
გავრცელებული (უვითარდება 100-დან 1-10 პაციენტს)
არაგავრცელებული (უვითარდება 1000-დან 1-10 პაციენტს)
იშვიათი (უვითარდება 10000-დან 1-10 პაციენტს)
ძალიან იშვიათი (უვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს)
უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია შეფასების გაკეთება)
გავრცელებული:
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, საჭმლიოს მონელების დაღვევა, გულისრევა, ღებინება, გამონაყარი, ქავილი, ურტიკარული გამონაყარი და სისუსტის შეგრძნება.
იშვიათი:
სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა (გახშირებული გულისცემა), ექსტრასისტოლია, გახშირებული გულისცემა, არტერიული წნევის ვარდნა ადგომისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გულის წასვლა, დისკომფორტი (უმთავრესად შეუძლოდ ყოფნა) თავბრუსხვევა, დაცემა, ჰიპერემია.
უცნობია
ექსტრაპირამიდული სიმპტომები (ანორმალური მოძრაობები, ხელების და თითების კანკალის და რხევის ჩათვლით, სხეულის ვერტიკალური ღერძის გარშემო ტრიალი, რწევით სიარულის სტილი და ხელების და ფეხების რიგიდობა) როგორც წესი შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
ძილის დარღევევა (დაძინების გაძნელება, ძილიანობა), ყაბზობა, კანზე გენერალიზებული წითელი გამონაყრის მძიმე ფორმა, ბუშტუკების წარმოქმნით, სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება.
ლეიკოციტების რაოდენობის მკვეთრად შემცირება, რაც ზრდის დაინფიცირების შესაძლებლობას, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის ან სისხლჩაქცევების რისკს.
ღვიძლის დაავადება (გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, ზოგადი შეუძლოდ ყოფნა, ცხელებითი მდგომარეობა, ქავილი, კანის და სკლერების გაყვითლება, ღია ფერის განავალი, მუქი შარდი).
თუ თქვენ გივითარდებათ რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ყველა იმ გვერდით ეფქტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში.
5. როგორ ინახება პრედუქტალი®®MR 35მგ
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილზე.
არ მიიღოთ პრეპარატის ვარგისობის ვადის <<EXP>> გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს და უჯრედულ შეფუთავზე. ვარგისობის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე.
არ შეიძლება წამლის კანალიზაციაში და საყოფაცხოვრებო ნაგავში გადაყრა. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა მოხდეს წამლების უტილიზაცია, რომელთა მიღებაც დასრულებულია. ეს ზომები მიმართულია გარემოს დაცვისკენ.
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს პრედუქტალი®®MR 35მგ
აქტიური ნივთიერება: ტრიმეტაზიდინის დიჰიდროქლორიდი (სად)
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 35მგ ტრიმეტაზიდინის დიჰიდროქლორიდს.
სხვა კომპონენტები:
- ტაბლეტის ცენტრალური ნაწილი: ორწყლიანი დიკალციუმ ფოსფატი; ჰიპრომელოზა, პოვიდონი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
აპკიანი გარსი: ტიტანის დიოქსიდი (E171), გლიცეროლი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, რკინის წითელი ოქსიდი (E172), მაგნიუმის სტეარატი.
როგორ გამოიყურება პრედუქტალი®®MR 35მგ და შეფუთვის შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული, მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი. აპკიანი გარსით დაფარული, ვარდისფერი, ორმხრივამობურცული ტაბლეტები.
კოლოფი შეიცავს 60 ტაბლეტს
კომენტარის დამატება