ალოეს წვენი / aloes wveni / Succus Aloёs
შემადგენლობა
ალოეს მშრალი ექსტრაქტი _ 0,7გ/50მლ, 96% ეთილის სპირტი, სორბინის მჟავა, გამოხდილი წყალი.
შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ფერმენტებს, ვიტამინებს, ანტრაგლიკოზიდებს, თავისუფალ ანტრაქინონებს ემოდინს და ქრიზოფანოლს, მიკროელემენტებს და პოლისაქარიდებს.
აღწერილობა: ღია ყავისფერი სითხე, მწარე გემოთი, დამახასიათებელი სუნით. ჰაერისა და სინათლის გავლენით მუქდება. შენახვისას დასაშვებია ნალექის წარმოქმნა.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ალოეს წვენი აუმჯობესებს მადას და აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას. Aანტრაგლიკოზიდი ალოინი, თავისუფალი ანტრაქინონები ემოდინი და ქრიზოფანოლი, ფისები აღიზიანებს მსხვილი ნაწლავის ქემორეცეპტორებს, რაც განაპირობებს პრეპარატის საფაღარათო მოქმედებას.
ალოე ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, აძლიერებს კანის და ლორწოვანი გარსის რეგენერაციულ პროცესებს.
ალოეს წვენი ახდენს ბაქტერიციდულ მოქმედებას კოკებზე, ნაწლავურ ინფექციებზე, დიფტერიის გამომწვევზე.ალოეს შემადგენლობაში არსებული პოლისაქარიდები, მიკროელემენტებთან, თუთიასთან, სელენთან, სპილენძთან კომბინაციაში უზრუნველყოფს პრეპარატის იმუნომოდულატორულ აქტივობას.
ჩვენებები
• ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი, ენტეროკოლიტი, ქრონიკული შეკრულობა, უმადობა;
• ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის დაქვეითება ინფექციური დაავადებების მიმართ;
• მწვავე რინიტი;
• წყლულოვანი სტომატიტი;
• ჩირქოვანი ჭრილობები, დამწვრობა, ტროფიკული წყლულები, ფურუნკულოზი, დერმატიტები, კანის ტუბერკულოზი, კანის სხივური დაავადებები;
• საშვილოსნოს ყელის ეროზიები, კოლპიტები.
მიღების წესები და დოზები
მიიღება პერორალურად: 1 ან 2 ჩაის კოვზით 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღებამდე 20- 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 15-30 დღე.
წვეთების სახით: 5-8 წვეთი თითო ნესტოში 2-3-ჯერ დღეში.
გარეგანი ხმარებისათვის გამოიყენება საფენების სახით.
გინეკოლოგიურ პრაქტიკაში - ტამპონების სახით.
გვერდითი მოვლენები
• საფაღარათო ეფექტის მიღების მიზნით ხანგრძლივი და დიდი დოზებით გამოყენებისას, შესაძლოა გამოიწვიოს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკის დათრგუნვა ლორწოვანი გარსის გაღიზიანების გამო;
• ალერგიული რეაქციები;
• საშვილოსნოს ტონუსის მომატება ორსულობის დროს;
უკუჩვენება
• ჰემორაგიული სისხლდენა, მეტრორაგია (მუცლის ღრუს ორგანოებში სისხლის მიდინების გაძლიერების გამო);
• ღვიძლის ციროზი, ქრონიკული პანკრეატიტი; აპენდიციტი; კრონის დაავადება, წყლულოვანი ენტეროკოლიტი;
• დიფუზური გლომერულონეფრიტი;
• ალერგიული რეაქციები;
• ორსულობა;
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდირებული.
განსაკუთრებული მითითებები
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
არ ახდენს გავლენას.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს გვერდითი ეფექტების გაძლიერებას. მკურნალობა სიმპტომურია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის გაღარიბება კალიუმით და საგულე გლიკო¬ზიდების, ანტიარითმიული პრეპარატების მოქმედების გაძლიერება.
თიაზიდურ დიურეტიკებთან, ძირტკბილას პრეპარატებთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინირებული მიღებისას, იზრდება კალიუმის დეფიციტის განვითარების რისკი. ალოე აძლიერებს საფაღარათო საშუალებების მოქმედებას.
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის წესი: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე
კომენტარის დამატება