ოსტეო აქტივი / osteo aqtivi / Osteo Aktiv
შემადგენლობა
საკვების დანამატი ძვლის გასასქელებლად და გასამაგრებლად კალციუმით, მაგნიუმით, ფტორით, D ვიტამინითა და K ვიტამინით.
ოსტეო აქტივის ერთი ტაბლეტი შეიცავს:
საკვები ნივთიერება | 100 გრამზე | შუშხუნა ტაბლეტი | კვებითი ღირებულების საზომი სიდიდის % |
---|---|---|---|
ვიტამინი | |||
D 3 ვიტამინი | 231 µგ | 15 µგ | 300% |
K ვიტამინი | 1.84 µგ | 120 µგ | 150 %* |
მინერალური ნივთიერება | |||
კალციუმი | 11.538 მგ | 750 მგ | 93,8 % |
მაგნიუმი | 2.769 მგ | 180 მგ | 60 % |
ფტორი | 15,4 მგ | 1,0 მგ | 100 % |
* კვების სფეროში გერმანული საზოგადოების მიერ რეკომენდაციები არ არის, ვინაიდან კვებითი ღირებულების აღნიშვნის შესახებ დებულებაში მონაცემები არ მოიპოვება.
ძვლის მასა ყველა ასაკში იმატებს და იკლებს. დიდ ასაკში ჭარბობს შემცირების პროცესები.
საყოველთაო მოსაზრების საპირისპიროდ, თითქოს ძვლები არაფერია, გარდა სხეულის მაგარი და უსიცოცხლო საყრდენისა, ძვლები არის ცოცხალი და ადვილად შეგუებადი ორგანო საკუთარი ნივთიერებათა ცვლით, რაც მუდმივად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი არსებითი ბიოფაქტორებით.
ჩვენებები
იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ თქვენი ძვლების მასა, თქვენ ყოველდღიურად გჭირდებათ საშენი მასალა კალციუმი. კანისა და მომნელებელი სისტემის გზით ჩვენ ყოველდღიურად გამოვყოფთ კალციუმს. ეს დანაკარგი რომ შეივსოს, ორგანიზმი აცარიელებს საკუთარი კალციუმის მარაგს ძვლებში. ასევე დიდი რაოდენობითაა მაგნიუმი ძვლებში და ძვლების ჯანმრთელობისთვის უნდა მოხდეს მისი გარე გზით მიწოდება. ვინაიდან კალციუმს და მაგნიუმს ორგანიზმი შეუფერხებლად იღებს, ისინი იდეალური პარტნიორებია ძვლის სიმტკიცის დასაცავად. დ ვიტამინი დამატებით ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავიდან კალციუმის მიღებას. ფტორიდი ამაღლებს ძვლის საშენი უჯრედების აქტიურობას. ამგვარად, ის მონაწილეობს ძვლის მასის შენებაში.
სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ: კ ვიტამინი გადამწყვეტ როლს თამაშობს ძვლის სტაბილურობის შენარჩუნებაში. აგრეთვე კვების სფეროში გერმანული საზოგადოება მათ ერთ-ერთ ნაშრომში ჯანმრთელი ძვლების პროფილაქტიკის შესახებ ყურადღებას უთმობს …… ვიტამინს.
ოსტეო აქტივის ერთი ტაბლეტი შეიცავს სწორედ ამ მნიშვნელოვან ფაქტორებს ძვლის სიმტკიცის გასაძლიერებლად.
მიღების წესები და დოზები
რეკომენდებულია ნორმალურ კვებასთან ერთად ყოველღდღიურად მივიღოთ ოსტეო აქტივის ერთი ტაბლეტი. ერთი შუშხუნა ტაბლეტით თქვენს სხეულს მიაწვდით 750 გრ. კალციუმს, 180 მგ მაგნიუმს, 1 მგ ფტორიდს, 15 µგ დ3 ვიტამინს და 120 µგ კ ვიტამინს. სპეციალურად თქვენი ბუნებრივი ძვლის სტაბილურობის გასაძლიერებლად თქვენ სარგებლობას იღებთ ამ მნიშვნელოვან ნივთიერებათა კომბინაციით და ამგვარდ, ხელს უწყობთ თქვენი სხეულის ჯანრთელობასა და კეთილისყოფას.
რეკომენდაცია მიღების შესახებ: ყოველდღიურად წყალში გახსენით ერთი შუშხუნა ტაბლეტი და დალიეთ.
ორსულობა და ლაქტაცია
ფეხმძიმე და მეძუძურ დედებს ვურჩევთ ამ პერიოდში არ მიიღონ ოსტეო აქტივი
კომენტარის დამატება