Meds.ge » ყველა წამალი » კალცი დე-დენკი / kalci de-denki / Calci D-Denk

კალცი დე-დენკი / kalci de-denki / Calci D-Denk

74

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები
აქტიური ნივთიერებებია: კალციუმის კატბონატი და ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3).
თითოეული შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 2500 მგ კალციუმის კარბონატს, ექვივალენტური 1000 მგ კალციუმისა და 22 მიკრო გრ ქოლეკალციფეროლს, ექვივალენტური 880 IU ვიტამინი D3
დამხმარე ნივთიერებები:
ალფა-ტოკოფეროლი, სოიოს ჰიდროგენიზებული ზეთი, ჟელატინი, საქაროზა, სიმინდის სახამებელი, ლიმონის მჟავა, ნატრიუმის წყალბადის კარბონატი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოვიდონი, საქარინის ნატრიუმი, ნატრიუმის ციკლამატი, მაკროგოლი, დიმეთიკონი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მეთილის ცელულოზა, ფორთოხლის წვენის არომატიზატორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კალციუმის კარბონატის და ქოლეკალციფეროლის კომბინირებული პრეპარატი.
კალციუმი
კალციუმის იონები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიოლოგიური სისტემების გააქტიურებაში. მემბრანების გაღიზიანების ზღურბლი დამოკიდებულია ექსტრაცელულარული CA++ კონცენტრაციაზე. კალციუმის იონები ასევე მონაწილეობას ღებულობენ უჯრედის მემბრანის განვლადობის რეგულაციაში. პლაზმაში CA++ - ის იონების დეფიციტი იწვევს ნერვ-კუნთოვანი გამტარობის მომატებას, ხოლო ნაკლებობა - შემცირებას.
კალციუმის დეფიციტის შემთხვევაში კალციუმის შიგნით მიღება ასტიმულირებს ჩონჩხის რემინერალიზაციას.
ვიტამინი D
ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D) წარმოიქმნება კანზე მზის სხივების მოხვედრის შედეგად და ჰიდროქსილირების 2 საფეზურის გზით (ერთი ღვიძლში, 25-ე პოზიციაზე და შემდეგ თირკმელში პირველ პოზიციაზე) გარდაიქმნება მის ბიოლოგიურად აქტიურ ფორმა - 1.25 დიჰიდროქსი – ქოლეკალციფეროლად. პარათიროიდულ ჰორმონთან და კალციტონინთან ერთად 1.25 დიჰიდროქსი – ქოლეკალციფეროლი მნიშვნელოვან როლს თამაშობს კალციუმის და ფოსფატის ბალანსის დარეგულირებაში. ვიტამინი D-ს ნაკლებობის შემთხვევაში არ ხდება ჩონჩხის კლციფიკაცია (რაქიტი) და მიმდინარეობს ძვლების დეკალციფიკაცია (ოსტეომალაცია).
მისი პროდუქციის, ფიზიოლოგიური რეგულაციის და მოქმედების მექანიზმის მიხედვით ვიტამინი D3 შეიძლება ჩაითვალოს სტეროიდული ჰორმონის წინამორბედად (პრეკურსორად). გარდა იმის, რომ იგი წარმოიქმნება კანში ფიზიოლოგიური გზით, ქოლეკალციფეროლის მიღება ასევე შესაძლებელია საკვებისა და მედიკამენტების გზით. როდესაც ვიტამინი D-ს გარედან მიღებასთან ერთად გრძელდება მისი წარმოქმნის ფიზიოლოგიური პროცესი, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს დოზის გადაჭარბებას ან ინტოქსიკაციას. ერგოკალციფეროლი (ვიტამინი D2) წარმოიქმნება მცენარეებში. ქოლეკალციფეროლის მსგავსად იგი მეტაბოლურად აქტიური ხდება ადამიანის ორგანიზმში. მას გააჩნია იგივე ხარისხობრივი და რაოდენობრივი ეფექტები.

ფარმაკოკინეტიკა
კალციუმი
კალციუმის აბსორბციის რეგულაცია ხდება ჰორმონების საშუალებით. აბსორბციის სიჩქარე მცირდება დოზის და ასაკის მომატებასთან ერთად და იზრდება ჰიპოკალცემიის დროს. 500 მგ კალციუმის კარბონატის მიღებისას დაახლოებით 30-40% განიცდის აბსორბციას. უფრო მაღალი დოზების მიღება მხოლოდ მცირედ ზრდის პრეპარატის აბსორბციას. ჩვეულებრივ საკვებიდან მიღებული 1000 მგ კაცლიუმი შეიწოვება დღეში.
შრატის კლციუმის დონიდან გამომდინარე კალციუმი გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. ნორმალური ფუნქციის მქონე თირკმელების შემთხვევაში გაფილტრული კალციუმის 98% ხელახლა შეიწოვება თირკმლის მილაკებიდან.
ვიტამინი D
საკვებიდან მიღებული ვიტამინი D-ს დოზები, ისევე როგორც საკვებიდან მიღებული ცხიმები და ნაღვლის მჟავების დოზები თითქმის მთლიანად შეიწოვება ნაწლავის გზით. უფრო მაღალი დოზების აბსორბცია ხდება 2/3 სიჩქარით. მზის სხივების მოხვედრისას ვიტამინი D სინთეზირდება კანში 7-დეჰიდროქოლესტეროლისგან. სპეციფიკური სატრანსპორტო ცილის საშუალებით ვიტამინი D აღწევს ღვიძლამდე, სადაც იგი გარდაიქმნება მიკროსომული ჰიდროქსილაზას საშუალებით 25-ჰიდროქსი-ქოლეკალციფეროლად. ვიტამინი D და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ნაღვლის და ფეკალური მასების გზით.

ჩვენებები
მინერალების და ვიტამინების კომბინირებული პრეპარატი.
კალციდ-დენკი გამოიყენება
- როგორც დამხმარე პრეპარატი ოსტეოპოროზის სპეციფიკური მკურნალობის დროს ისეთ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ან იმყოფებიან კალციუმის და D ვიტამინის ნაკლებობის რისკის ქვეშ.
- ერთდროულად კალციუმის და D ვიტამინის ნაკლებობის მკურნალობა ხანდაზმულებში.

მიღების წესები და დოზები
კალციდ-დენკი ყოველთვის მიიღება ზუსტად ინსტრუქციის შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზა:
თუ არ არის ექიმის განსხვავებული მითითება, მაშინ ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1 შუშხუნა ტაბლეტს ერთჯერ დღეში (ექვივალენტური 1000 მგ კალციუმისა და 880 IU ვიტამინი D-სი).
როგორ მიიღება კალციდ-დენკი?
შუშხუნა ტაბლეტები უნდა გაიხსნას 1 ჭიქა წყალში (200 მლ). კალციდ-დენკი მიიღება კვებას შორის ინტერვალში ან კვებისას.
მიღების სიხშირე
მიიღება ერთი შუშხუნა ტაბლეტი დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა
კალციუმის დეფიციტის და ოსტეოპოროზის მკურნალობა უნდა იყოს ხანგრძლივი. მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
თუ პაციენტი გრძნობს, რომ კალციდ-დენკი ძალიან ძლიერად ან სუსტად მოქმედებს მასზე, ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გადაჭარბება (განზრაზული ან განუზრახველი)
ვიტამინი D-ს აქვს შედარებით მცირე თერაპიული ფანჯარა. ნორმალური პარათიროიდული ჯირკვლის მქონე პაციენტების შემთხვევაში ვიტამინმა D შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია 40.000 და 100.000 IU დღეში 1-2 თვის განმავლობაში. ბავშვებს და ჩვილებს შესაძლებელია რეაქცია ჰქონდეთ უფრო დაბალ დოზებზეც. შესაბამისად არ არის რეკომენდირებული ვიტამინი D-ს მიღება ექიმის მეთვალყურეობის გარეშე.
დოზის გადაჭარბება იწვევს შრატში და შარდში ფოსფორის დონის მომატებას და ჰიპერკალცემიას (შრატის კალციუმის დონის მომატება). ეს თავის მხრივ იწვევს კალციუმის ჩალაგებას ქსოვილებში და განსაკუთრებით კი თირკმელებში (თირკმელების კენჭები და თირკმლის კალციფიკაცია) და სისხლძარღვებში.
ინტოქსიკაციის სიმპტომები არ არის დამახასიათებელი და ვლინდება გულისრევით, ღებინებით, ხშირად თავიდან იწყება ფაღარათით და გრძელდება ყაბზობით. ასევე მადის დაქვეითება, დაღლილობა, თავს ტკივილი, კუნთების და სახსრების ტკივილი, კუნთების სისუსტე და მუდმივი ძილიანობა, აზოტემია (შრატში აზოტის დონის მომატება), წყურვილის გაძლიერებული შეგრძნება, ურეზიესთეზია და საბოლოო სტადიაში დეჰიდრატაცია. ლაბორატორიული ტესტებით ჩვეულებრივ ვლინდება ჰიპერკალცემია (შრატის კალციუმის დონის მომატება), ჰიპერკალციურია (შარდში კალციუმის დონის მომატება) და შრატის 25-ჰიდროქსიკალციფეროლის დონის მომატება. 
დოზის გადაჭარბების მკურნალობა:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა ჰიპერკალცემიის მკურნალობა (შრატის კალციუმის დონის მომატება), რაც ხშირად არის ხანგრძლივი და ზოგჯერ საშიშიც.
პირველი საფეხური არის ვიტამინი D-ს მიღების შეწყვეტა. ვიტამინი D-ს მიღების შეწყვეტის შემდეგ ჰიპერკალცემიის (შრატის კალციუმის დონის მომატება) დასტაბილურებისთვის საჭიროა რამდენიმე კვირა.
ჰიპერკალცემიის (შრატის კალციუმის დონის მომატება) სიმძიმიდან გამომდინარე საჭიროა შემდეგი ზომების მიღება: კალციუმის დაბალი შემცველობის ან კალციუმისგან თავისუფალი საკვების მიღება, დიდი რაოდენობით სითხეები, შარდის რაოდენობის გამოყოფა ფურასემიდის საშუალებით, ასევე გლუკოკორტიკოსტეროიდების (გარკვეული ალერგიული დაავადების სამკურნალო პრეპარატი) და კალციტონინის დანიშვნა (შრატის კალციუმის დონის მარეგულირებელი ჰორმონი).
ნორმალური თირკმლის ფუნქციის მქონე პაციენტებში შემდეგი სახის მკურნალობა ამცირებს კალციუმის დონეს: ინფუზია იზოტონური ფიზიოლოგიური ხსნარით (3-6- ლიტრი 24 სთ-ში), რომელიც შეიცავს ფუროსემიდს (შარდის გამოყოფის გამაძლიერებელი პრეპარატი) და სავარაუდოდ 15 მგ/კგ სხეულის წონა/სთ ნატრიუმის ედეტატს (კალციუმის შემბოჭველი პრეპარატი). ასევე საჭიროა კალციუმის დონის მუდმივი კონტროლი და ეკგ-ს ჩატარება. თუ შარდის გამოყოფა შემცირებულია, მაშინ უნდა ჩატარდეს ჰემოდიალიზი კალციუმისგან თავისუფალი დიალიზატის გამოყენებით.
არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი.
ვიტამინი D-ს დოზის გადაჭარბების შესახებ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
დოზის გამოტოვება
კალციდ-დენკის ძალიან მცირე დოზის ან მისი მიღების გამოტოვების შემთხვევაში არ შეილძება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დოზირების რეჟიმის შესაბამისად.
კალციდ-დენკის მიღების შეწყვეტა
მკურნალობის შეწყვეტის ან მისი ხანგრძლივობის შემოკლების შემთხვევაში სიმპტომები შესაძლებელია გაუარესდეს ან განმეორდეს.
კალციდ-დენკის მიღების შესახებ დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 
რეკომენდაციები გამოყენებისათვის
საჭიროა გამოყენების მთელი ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიძლება შეიცავდეს მნიშვნლოვან ინფორმაციას.
ეს არის ურეცეპტოდ გასაყიდი პრეპარატი. თუმცა ოპტიმალური ეფექტის მისაღებად კალცი-დენკის მიღება საჭიროა მითიტებების შესაბამისად.
- აუცილებლად უნდა იქნას შენახული აღნიშნული ინფორმაცია. შეიძლება მოგვიანებით საჭირო გახდეს მისი ხელახლა წაკითხვა.
- თუ საჭიროა უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის ან რჩევის მიღება, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
- სიმპტომების გუარესების ან პრეპარატის არაეფექტურობის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
- აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის და არ შეიძლება მისი მიცემა სხვა პირისთვის. მიუხედავად სიმპტომების მსგავსებისა, პრეპარატმა შესაძლებელია ზიანი მიაყენოს მას.

გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად კალციდ-დენკმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი ეფექტების შესაფასებლად ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია:

ძალიან ხშირი: 10 პაციენტში ერთ შემთხვევაზე ხშირად
ხშირი:  1 /10-ზე იშვიათად, მაგრამ 1/100-ზე ხშირად
არა ხშირი: 1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად
იშვიათი: 1/1000-ზე იშვიათდ, მაგრამ 1/10000-ზე ხშირად
ძალიან იშვიათად 1-ზე იშვიათდ, მაგრამ 10000-ზე ხშირად


გვერდითი რეაქციები:
დიკლოდ-დენკის მიღების შემდეგ იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს ყაბზობა, აირების დაგროვება, გულისრევა, მუცლის ტკივილი და ფაღარათი.
აგრეთვე იშვიათ შემთხვევებში მოსალოდნელია ქავილის, ჭინჭრის ციების და გამონაყარის განვითარება.
კალციდ-დენკის მკურნალობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში იზრდება კალციუმის გამოყოფა შარდში, რაც შესაბამისად ხელს უწყობს კენჭების წარმოქმნას.
კალციუმის მარილები ამცირებს ფოსფატის აბსორბციას ძნელად ხსნადი მარილების წარმოქმნის გზით.
დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე შესაძლებელია გამოვლინდეს შრატის კალციუმის (ჰიპერკალცემია) და შარდის კალციუმის (ჰიპერკალციურია) დონის მომატება. მძიმე ხარისხის და მუდმივ ჰიპერკალცემიას შეიძლება ჰქონდეს როგორც მწვავე (არითმია, გულისრევა, რებინება, ფიზიოლოგიური სიმპტომები, გონების დაბინდვა) ასევე ქრონიკული შედეგები (მომატებული ურესთეზია, გაძლიერებული წყურვილი, მადის დაქვეითება, წონის დაკლება, თირკმლის კენჭები, თირკმლის კალციფიკაცია, რბილი ქსოვილების კალციფიკაცია).
აგრეთვე გამოვლინდა სიკვდილიანობის ცალკეული შემთხვევები (აგრეთვე იხ. დოზის გადაჭარბება და გამოყენების სხვა შეცდომები).
აგრეთვე ვლინდება რეაქციები სოიოს მიმართ, თუმცა ისინი ძალიან იშვიათია.
გვერდითი მოვლენების გამოვლენისას მისაღები ზომები:
იხ. ნაწილი დოზის გადაჭარბება (განზრაზული ან განუზრახველი). 
თუ ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენა გაუარესდება ან გამოვლინდება ისეთი რეაქცია, რაც არ არის აღწერილი, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
კალციდ-დენკი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) რომელიმე აქტიური ნივთიერების, სოიოს, მიწის თხილის ან კალციდ-დენკში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
- თუ შრატში და შარდში აღინიშნება კალციუმის დონის ძლიერი მომატება;
- თუ თირკმელებში აღინიშნება კალციუმის შემცველი კენჭების დაგროვება თირკმელებში ან თირკმელების კალციფიკაცია.
- ხანგრძლივი იმობილიზაცია.
კალციდ-დენკი მიიღება მხოლოდ ექიმის ნებართვით შემდეგ შემთხვევებში:
- თუ პაციენტს აქვს წინასწარი განწყობა თირკმლის კენჭების ან კალციფიკაციის განვითარებისკენ
- თირკმლის დარღვეული ფუნქცია
- შრატში ფოსფატის დაბალი დონე (ჰიპოფოსფატემია)
რჩევისთვის უნდა მიემართოს ექიმს იმ შემთხვევაში თუ ოჯახის ანამნეზში აღინიშნება მიდრეკილება თირკმელში კალციუმის შემცველი კენჭების განვითარებისკენ.
კალციდ-დენკი არ ინიშნება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ფსევდოჰიპოპარათიროიდიზმი (პარათიროიდული ჰორმონის დისბალანსი), რადგან მოთხოვნილება D ვიტამინზე შეიძლება შემცირდეს მისდამი მგრძნობელობის დროებითი შეცვლის გამო და გაიზარდოს ხანგრძლივი დოზის გადაჭარბების რისკი. არსებობს D ვიტამინის დერივატები, რომელთაც შეუძლიათ უფრო ადვილად გააკონტროლონ ეს პრობლემა.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ორსულობის დროს კალციდ-დენკი ინიშნება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და ისეთი დოზით, რაც საჭიროა დეფიციტის კორექციისთვის. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში კაცლიუმის შესაბამისი დღიური დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 1000 და 1300 მგ-ს (ნივთიერების წყარო: საკვები და საკვები დანამატები). ორსულობის დროს არ შეიძლება 1500მგ-ზე მეტი დღიური დოზის გადაჭარბება. ორსულობის დროს უნდა მოხდეს ვიტამინი D-ს დოზის გადაჭარბების პრევენცია, რადგან მუდმივმა ჰიპერკალცემიამ (შრატის კალციუმის მომატებული რაოდენობა) შესაძლებელია გამოიწვიოს როგორც ფიზიკური და გონებრივი ჩამორჩენა, ასევე გულის შეგუბებითი უკმარისობა და თვალის პრობლემები.
თუ პაციენტი არის ორსულად, კალცი-დენკით მკურნალობის დაწყებამდე მან უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს. 
ლაქტაცია
კალციდ-დენკი მიიღება ლაქტაციის პერიოდში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება დეფიციტი. ვიტამინი D და მისი მეტაბოლიტები გადადის დედის რძეში. ამ მხრივ გამოწვეული დოზის გადაჭარბება ჯერ არ გამოვლენილა ჩვილებში.
ლაქტაციის პერიოდში კალციდ-დენკის მიღებამდე პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს.
მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა
განსაკუთრებული სიფრთილე არ არის საჭირო.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კალციდ-დენკში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ. აღნიშნული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას და საქაროზას. შესაბამისად თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე შაქრის აუტანლობა, კალციდ-დენკის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 4.1 მირკომ (94.5მგ) ნატრიუმს. ეს გასათვალისწინებელია, თუ პაციენტი იმყოფება დაბალი მარილის შემცველ დიეტაზე.
კალციდ-დენკმა შესაძლებელია დააზიანოს კბილები (კარიესი).
ინფორმაცია დიაბეტიანებისთვის
ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 3.7გრ საქაროზას, ექვივალენტური 0.31 პურის ერთეულისა.

განსაკუთრებული მითითებები
კალციდ-დენკის მიღებისას იზრდება კალციუმის ექსკრეცია შარდში. მკურნალობის დაწყებიდან პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში შესაძლებელია გამოვლინდეს კალციუმის მარილების დაგროვება და ასევე თირკმლის და შარდის ბუშტის კენჭების განვითარება. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია დიდი რაოდენობით სითხის მიღებით.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში კალციდ-დენკის მიღებისას მუდმივად უნდა გადამოწმდეს კალციუმის და ფოსფატის დონე შარდში და შრატში.
რეკომენდირებულია პაციენტებში, რომლებსაც ხანგრძლივად უტარდებათ ციკლოდ-დენკის მკურნალობა, ხშირად გადაუმოწმდეთ კალციუმის დონე სისხლში და შარდში და ასევე თირკმლის ფუნქცია შრატის კრეატინინის საშუალებით. ეს გამოკვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულებში და ასევე იმ პაციენტებში, რომლებიც კომბინირებულად ღებულობენ საგულე გლიკოზიდებს (გულის კუნთის ფუნქციის მასტიმულირებელი პრეპარატი) ან დიურეზულ პრეპარატებს (შარდის გამოყოფის მასტიმულირებელი პრეპარატი). ჰიპერკალცემიის (შრატში კალციუმის დონის მომატება) ან თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს ან მკურნალობა უნდა შეწყდეს. რეკომენდირებულია დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა იმ შემთხვევაში თუ შარდის კალციუმის დონე გადააჭარბებს 7.5 მკ მოლი/24 სთ (300 მგ/24 სთ).
თუ დანიშნულია D ვიტამინის შემცველი სხვა პრეპარატები, მაშინ გასათვალისწინებელია კალციდ-დენკში შემავალი D ვიტამინის დოზა. დამატებითი D ვიტამინი და კალციუმი მიიღება მხოლოდ ექიმის ზედამხედველობის ქვეშ. ასეთ შემთხვევაში საჭიროა შარდში და შრატში არსებული კალციუმის დონის კონტროლი.
განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება კალციდ-დენკი პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ კალციუმის და ფოსფატის ექსკრეციის შემცირება; პაციენტებში, რომლებიც კომბინირებულად ღებულობენ ბენზოდიაზეპინების დერივატივებს (შარდის გამოყოფის მასტიმულირებელი პრეპარატები); იმობილიზირებულ პაციენტებში (ჰიპერკალცემიის რისკი [სისხლში კალციუმის დონის მომატება] და ჰიპერკალციურია [შარდში კალციუმის დონის მომატება]). ასეთ პირებში საჭიროა შრატის და შარდის კალციუმის დონის მონიტორინგი.
განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება კალციდ-დენკი სარკოიდოზით დაავადებულ პაციენტებში, რადგან ამ დროს იზრდება D ვიტამინის გარდაქმნის რისკი მის აქტიურ ფორმად. ასეთ პაციენტებში საჭიროა შრატის და შარდის კალციუმის დონის კონტროლი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თუ პაციენტი ღებულობს ან უახლოესი პერიოდის განმავლობაში ღებულობდა რაიმე პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაყიდ პრეპარატებს, მან უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 
რომელი პრეპარატები უშლიან ხელს კალციდ-დენკის ეფექტს?
D ვიტამინი აძლიერებს კალციუმის ეფექტს (ზრდის აბსორბციას).
ზოგიერთი შარდმდენი (თიაზიდი) ამცირებს კალციუმის ექსკრეციას. შესაბამისად კალციდ-დენკის და მსგავსი პრეპარატების კომბინირებული მიღებისას საჭიროა რეგულარულად გადამოწმდეს შრატის კალციუმის დონე.
როგორ მოქმედებს კალციდ-დენკი სხვა პრეპარატებზე
თუ კალციდ-დენკის მიღების შემდეგ მოიმატებს კალციუმის დონე, ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია გაძლიერდეს ზოგიერთი პრეპარატის მოქმედება, რომლებიც აძლიერებენ გულის წუთმოცულობას (საგულე გლიკოზიდები). შესაბამისად იზრდება არითმიის განვითარების რისკი. შესაბამისად პაციენტები, რომლებიც კომბინირებულად ღებულობენ კალციუმსა და საგულე გლიკოზიდებს, უნდა იყვნენ ეკგ-ს კონტროლის ქვეშ და ხშირად გადამოწმდეს შრატის კალციუმის დონე.
აბსორბცია და შესაბამისად ეფექტურობა სხვადასხვა ანტიბიოტიკებისა, როგორიც არის ტეტრაციკლინები, ქინოლონები, ზოგიერთი ცეფალოსპორინები და ასევე სხვა პრეპარატები (მაგ. სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი – კეტოკონაზოლი, რკინა, ნატრიუმის ფტორიდი, ესტრამუსტინი, ბიფოსფონატი) მცირდება კალციდ-დენკთან ერთად კომბინირებული მიღებისას. შესაბამისად ჩვეულებრივ კალციდ–დენკის და სხვა პრეპარატების მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს სულ მცირე 2 საათს.
კორტიკოსტეროიდებმა შესაძლებელია შეამცირონ კალციუმის აბსორბცია და შესაბამისად ვიტამინი D-ს ეფექტურობა.
კალციუმის მარილები ამცირებენ ფოსფატის აბსორბციას ძნელად ხსნადი მარილების წარმოქმნის გზით.
ფენიტოინმა (ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატი) ან ბარბიტურატებმა (ეპილეფსიის, ძილის დარღვევის და საანესთეზიო საშუალება) შესაძლებელია შეამცირონ ვიტამინი D-ს ეფექტურობა. 
აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია ასევე შესაძლებელია ეხებოდეს უახლოეს პერიოდში გამოყენებულ პრეპარატებს.
კალციდ-დენკის მიღება საკვებთან და წყალთან ერთად
აღსანიშნავია, რომ რძის პროდუქტები შეიცავენ დიდი რაოდენობით კალციუმს და შესაბამისად შეიძლება გააძლიერონ კალცი-დენკის ეფექტურობა. 1 ლიტრი რძე შეიძლება შეიცავდეს 120 მგ-მდე კალციუმს. ამ ინფორმაციის გათვალისწინებაა საჭირო კალცი-დენკის მიღებისას.
ასევე მოსალოდნელია ურთიერთქმედება ოქსალინის მჟავას, ფიტინის მჟავის და ფოსფატის შემცველი საკვების მიღებისას, როგორიც არის ისპანახი და მარცვლეული.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, მშრალ ადგილას, 25oC - ზე დაბალ ტემპერატურაზე. მჭიდროდ უნდა დაიხუროს გამოყენების შემდეგ.
შენახვის ვადა მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ტუბში.
არ ინახება ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვადის გასვლის ნიშნები:
კალციდ-დენკი არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი, შუშხუნა ტაბლეტები წაკვეთილი ბოლოებით. ტაბლეტები არ გამოიყენება, თუ შეინიშნება ფერის ან ფორმის მნიშვნელოვანი ცვლილება.

რეგისტრაციის # და თარიღი
r 000648 - 01.06.2009 - 01. 06. 2014

კომენტარის დამატება