Meds.ge » ყველა წამალი » პროლია / prolia / prolia

პროლია / prolia / prolia

74

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება დენოსუმაბი. ყოველი 1 მლ მზა შპრიცი შეიცავს 60 მგ დენოსუმაბს. დამხმარე ნივთიერებები: კრისტალური ძმარმჟვა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, სორბიტოლი (E420), პოლისორბატი 20 და საინექციო წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ძვლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ძვლის სტრუქტურაზე და მინერალიოზაციაზე მოქმედი სხვა პრეპარატები.


ჩვენებები:
პროლია გამოიყენება შემდეგი მგომარეობების სამკურნალოდ: ოსტეოპოროზი ქალებში მენოპაუზის შემდეგ (პოსტმენოპაუზა), ხერხემლის, არა ხერხემლის და თეძოს მოტეხილობების შემცირება. ძვლის განლევა რაც შეიძლება განვითარდეს ჰორმონის შემცირების გამო (ტესტოსტერონი) რომელიც გამოწვეულია ქირურგიული ჩარევით ან პროსტატის კიბოს მედიკამენტური მკურნალობით.


დოზირება და მიღების წესი:
ჩვეული დოზაა ერთი 60 მგ შპრიცი ყოველ 6 თვეში, ერთეული ინექციის სახით კანქვეშ. საინექციო საუკეთესო ადგილებია ბარძაყის ზედა ნაწილი და მუცელი. შეიძლება გამოყენებული იქნას მხრის ზედა ნაწილიც. პროლიას ყოველი შეფუთვა შეიცავს ბარათს სტიკერებით, რომელიც შეიძლება მოხსნას კოლოფიდან. ბალიშიანი სტიკერები გამოიყენება შემდეგი საინექციო თარიღის დასანიშნად პერსონალურ კალენდარზე ან ბარათზე შემდეგი ინექციის თარიღის დასანიშნად. ექიმი გადაწყვეტს, ჯობს თავად გაიკეთოს ინექცია პაცინეტმა, თუ ჩატარდეს ექთნის მიერ. პროლიას ინექციის ინსტრუქციებისთვის უნდა მოხდეს ინსტრუქციის წაკითხვა. პროლიას დოზის გამოტოვებისას, ინექცია უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება სწრაფად. ამის შემდეგ, ინექციები უნდა გაგრძელდეს უკანასკნელი ინექციიდან ყოველი 6 თვის შემდეგ. მკურნალობიდან მაქსიმალური სარგებლის მიღებისთვის, მნიშვნელოვანია პროლიას გამოყენება იმ ხანგრძლივობით როგორც ექიმმა დანიშნა.



უკუჩვენებები:
სისხლში კალციუმის დაბალი დონე, ალერგია დენოსუმაბის ან პროლიას შემადგენელი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.

 

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ნებისმიერი პრეპარატის შესახებ რომელსაც იღებს პაციენტი ან ღებულობდა ბოლო პერიოდში, უნდა ეთქვას ექიმს.


განსაკუთრებული მითითებები:
დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს თუ პაციენტს აღენიშნება კანის შეშუპებული, წითელი უბანი, უხშირესად ფეხზე, რომელიც არის ცხელი და რბილი (ანთება), და შესაძლო ცხელების სიმპტომები პროლიათი მკურნალობის დროს. ალერგია ლატექსზე, თირკმელების პრობლემები, თირკმლის უკმარისობა ან პაციენტი იმყოფება დიალიზზე. უნდა მოხდეს კალციუმის და ვიტამინ D-ს დანამატების მიღება პროლიათი მკურნალობის დროს. პროლიათი მკურნალობამდე საჭიროა კბილების გამოკვლევა. თუ პაციენტს აქვს სიმსივნე, იტარებს ქიმიოთერაპიას ან რადიოთერაპიას, იღებს სტეროიდებს, ან იტარებდა რუტინულ დენტალურ მკურნალობას ან აქვს ღრძილების დაავადება. იტარებს სტომატოლოგიურ მკურნალობას ან გეგმავს სტომატოლოგიურ ქირურგიას, უნდა ეთქვას ექიმს რომ პაციენტი ღებულობს პროლიას. საჭიროა პირის ღრუს კარგი ჰიგიენური მოვლა პროლიათი მკურნალობის დროს. პროლია რეკომენდებული არ არის 18 წლამდე ასაკის პირებისთვის. პროლიას გამოყენება ბავშებში და მოზარდებში შესწავლილი არ არის. თუ ექიმმა უთხრა პაციენტს, რომ მას აქვს აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ (სორბიტოლი E420), ამ სამედიცინო პროდუქტის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს. ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ ნატრიუმზე ნაკლებს (23 მგ) 60 მგ-ში. ანუ ძირითადად ნატრიუმისგან თავისუფალია.


ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის რეკომენდებული პროლიას გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.


მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა:
პროლიას არ აქვს გავლენა ან უმნიშვნელოდ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და მექანიზების გამოყენების უნარზე.


გარეგნული სახე და შეფუთვა:
პროლია არის სუფთა, უფერო ოდნავ მოყვითალო საინექციო ხსნარი გამოსაყენებლად გამზადებულ შპრიცებში. ყოველი შეფუთვა შეიცავს ერთ მზა შპრიცს, ნემსით.


შენახვის პირობები:
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, მაცივარში (2-8C). არ უნდა მოხდეს გაყინვა ან შენჯღრევა. შპრიცი ინექციამდე შეიძლება გაჩერდეს მაცივრის გარეთ, ოთახის ტემპერატურის მისაღწევად. ეს ინექციას უფრო კომფორტულს გახდის. ოთახის ტემპერატურაზე დატოვების შემდეგ, შპრიცი შეიძლება გამოიყენება 30 დღის განმავლობაში.

 

ვარგისიანობის ვადა:
მითითებულია შეფუთვაზე.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტით

კომენტარის დამატება