Meds.ge » ყველა წამალი » ვაგინორმ-C / vaginorm-C / Vaginorm-С

ვაგინორმ-C / vaginorm-C / Vaginorm-С

102

წამლის ფორმა
ვაგინალური ტაბლეტები
1 ვაგინალური ტაბლეტის შემდგენლობა
აქტიური ნივთიერება
ასკორბინის მჟავა …………  250 მგ

დამხმარე ნივთიერებები
პოლიმეთილსილოქსანი 10 მგ , ლაქტოზას მონოჰიდრატი 670 მგ, ჰიპრომელოზა 60 მგ , მაგნიუმის სტეარატი 10 მგ .

აღწერილობა
თეთრიდან ღია - ყვითელი შეფერილობით თეთრამდე ოვალური ტაბლეტები .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტისეპტიკური .

ფარმაკოლოგიური მოქმედება
ასკორბინის მჟავა ამცირებს საშოს pH - ს, ბაქტერიების ზრდის ინჰიბირებით და ხელს უწყობს საშოს pH -ისა და ფლორის ნორმალური მაჩვენებლების აღდგენასა და შენარჩუნებას (Lactobacillus acidophilus, Lactobacillus gasseri ).
ამგვარად , საშოს pH - ის შემცირებისას რამოდენიმე დღის განმავლობაში ხდება ანაერობული ბაქტერიების ზრდის გამოხატური დათრგუნვა, ასევე ნორმალური ფლორის აღდგენა (Lactobacillus acidophilus, Lactobacillus gasseri ).

ფარმაკოკინეტიკა
მცირე რაოდენობით ვლინდება სისტემურ სისხლმიმოქცევაში, გამოიყოფა თირკმლებით .

ჩვენებები
-           ქრონიკული და რეციდივირებადი ვაგინიტი ( ბაქტერიული ვაგინოზი , არასპეციფიური ვაგინიტი ),  განპირობებული ანაერობული ფლორით ( საშოს შეცვლილი pH - ის შედეგად ).
-           საშოს დარღვეული მიკროფლორის ნორმალიზებისათვის .

უკუჩვენებები
-           ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
-           კანდიდოზური ვულვოვაგინიტი.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენები არ არის .

გამოყენების წესი და დოზები
ინტრავაგინალურად . 1 ვაგინალური ტაბლეტი შეიყვანება საშოში ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში ოდნავ მოხრილი ფეხებით ერთხელ საღამოს ძილის წინ . მკურნალობის კურსი შეადგენს 6 დღეს . შესაძლებელია მკურნალობის განმეორებითი კურსები .
საჭიროების შემთხვევაში თერაპიის კურსი შეიძლება გახანგრძლივდეს .

გვერდითი მოქმედება
პრეპარატი კარგი ამტანობით ხასიათდება .
ძალიან იშვიათად (<1/10000) – ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ .
იშვიათად (<1/100, > 1/1000 შემთხვევა ) შესაძლებელია საშოში წვის შეგრძნება ან ქავილი, ლორწოვანიგამონადენის მომატება, ჰიპერემია, ვულვის შეშუპება.

ჭარბი დოზა
ჭარბი დოზის შემთხვევები აღწერილი არ არის .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სალიცილატები ასტიმულირებენ ორგანიზმიდან C ვიტამინის გამოყოფას . ესტროგენები აუმჯობესებენ C ვიტამინის ბიოშეღწევადობას. C ვიტამინი აქვეითებს ანტიკოაგულანტების აქტივობას .

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი არ თრგუნავს საშოს სოკოვანი ფლორის ზრდას .
ციკლის შუა ან მენსტრუალური სისხლდენების გამო ვაგინორმ C- ს გამოყენებაში შესვენებების გაკეთება საჭირო არ არის .
C ვიტამინი ცვლის შარდში გლუკოზას შემცველობის სურათს ისევე , როგორც სისხლის შრატში ტრანსამინაზების , დეჰიდროგენაზას ლაქტატისა და ბილირუბინის შემცველობის სურათს .
ისეთი გამოვლინებები , როგორიცაა წვის შეგრძნება და ქავილი შეიძლება განპირობებული იყოს თანმხლები ასიმპტომური სოკოვანი ინფექციით . ამიტომ ამ სიმპტომების გამოვლენისას უნდა ჩატარდეს ანალიზი სოკოვანი ინფექციის გამოსარიცხად .

გამოშვების ფორმა
ვაგინალური ტაბლეტები 250 მგ. 6 ვაგინალური ტაბლეტი პვქ / პვდქ / ალ ბლისტერში . 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში .

ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება .

შენახვის პირობები
ინახება შრალ , ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე .

გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე

კომენტარის დამატება