Meds.ge » ყველა წამალი » ფლორაგინი / floragini / FLORAGYN

ფლორაგინი / floragini / FLORAGYN

110

შემადგენლობა

ლაქტობაცილების 6 სახეობა (Bulgaricus, Acidophylus, Biphidus, Thermophylus, Plantarum, Casei), C ვიტამინი, რძემჟავა, გლიცერიდები, ლამინარიის ექსტრაქტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ლაქტობაქტერიები, რომლითაც დასახლებულია ვაგინალური ლორწოვანი გარსი, ქმნიან ეკოლოგიურ ბარიერს და ხელს უშლიან პათოგენური და პირობითპათოგენური მიკრობების გამრავლებას. ლაქტობაქტერიები ახდენენ საშოს рН-ის ნორმალიზაციას და ხელს უწყობენ რძემჟავას ნორმალური დონის შენარჩუნებას, რაც არახელსაყრელ გარემოს ქმნის მჟავა მიმართ მგრძნობიარე პათოგენური და პირობითპათოგენური მიკროორგანიზმების ცხოველქმედებისთვის. შედეგად, ხდება მიკროფლორის დარღვეული ბალანსის აღდგენა. ვიტამინი С - ახასიათებს ანტიოქსიდაციური მოქმედება და იცავს სასქესო ორგანოების ლორწოვანს ბაქტერიებისა და კანცეროგენული ნივთიერებების დამაზიანებელი მოქმედებისაგან. 
რძემჟავა აღადგენს საშოს ნორმალურ PH-ს (4-4,5)
- გლიცერიდები ასტიმულირებენ ეპითელიზაციას და ჭრილობაზე აქვთ შემახორცებელი მოქმედება. 
ლამინარიის ექსტრაქტი ამაღლებს ადგილობრივ იმუნიტეტს, ხსნის გაღიზიანებადობას, ავლენს ბაქტერიციდულ, ანტისეპტიურ, ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.

ჩვენებები
• საშოს სხვადასხვა ეთიოლოგიის დისბაქტერიოზი, ბაქტერიული ვაგინოზი (გარდნერელოზი)
• სპეციფიური და არასპეციფიური ვულვოვაგინიტი, კანდიდოზური ვულვოვაგინიტი 
• ანტიბიოტიკო-, ქიმიო- და სხივური თერაპიის შემდგომი, აგრეთვე ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღებით განპირობებული დისბაქტერიოზი
• სამეანო ან გინეკოლოგიური ინსტრუმენტული მანიპულაციების შემდგომი, აგრეთვე პოსტოპერაციული გართულებების მკურნალობა და პროფილაქტიკა
• გეგმიური გინეკოლოგიური ოპერაციებისთვის მომზადება 
• რისკის ჯგუფის ორსულების მშობიარობისწინა მომზადება საშოს დისბაქტერიოზის პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით
• საშოს სიმშრალე (მ.შ. კლიმაქტერიულ პერიოდში)

მიღების წესები და დოზები
ფლორაგინის სანთელი ინიშნება დღეში ერთხელ. მკურნალობის კურსი შეადგენს 6 დღეს. საჭიროებისას, ფლორაგინის სანთლების განმეორებითი გამოყენება შესაძლებებლია 1 თვის შემდეგ. ფლორაგინი შესაძლოა დაინიშნოს ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან კომბინაციაში.

გვერდითი მოვლენები
არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენება
პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

კომენტარის დამატება