Meds.ge » ყველა წამალი » ლარიფან პესო / larifan peso / LARIFAN PESO 1.5 mg

ლარიფან პესო / larifan peso / LARIFAN PESO 1.5 mg

100

შემადგენლობა: 

აქტიური ნივთიერება: ლარიფანი – ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა (დსღNA) – 1.5 

მგ/პესარია 

სხვა ნივთიერებები: კაკაოს ცხიმი, ლანოლინი, ნატრიუმის ქლორიდი, 

მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, გამოხდილი წყალი. 

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: 

 

ანტივირუსული საშუალება, იმუნომოდულატორი 

 

ათქ კოდი:  J05AX 

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:  

“LARIFAN PESO1,5  მგ”-ის შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერება ორსპ.რნმ-ი ლარიფანი ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებაა.  

ლარიფანს გააჩნია ფარმაკოლოგიური მოქმედების ფართო სპექტრი – ანტივირუსული, იმუნომაკორეგირებელი, ანთების საწინააღმდეგო.  

ლარიფანის ძირითადი ფუნქციაა ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი ძალების მობილიზაცია, ამასთან ერთად ანტივირუსული დაცვის უზრუნველყოფა და იმუნომოდულაციური მოქმედება. ლარიფანი ახდენს ისეთი იმუნური უჯრედების გააქტიურებას და მობილიზაციას, როგორიცაა ლიმფოციტები, მაკროფაგები, ციტოტოქსიური უჯრედები და ა.შ., რის შედეგადაც ძლიერდება ფაგოციტური რეაქცია, ანტიბაქტერიული მოქმედება, უმჯობესდება უჯრედების რეგენერაციის უნარი და, შესაბამისად, ჭრილობების შეხორცების პროცესიც, იზრდება ორგანიზმის რეზისტენტულობა სიმსივნური უჯრედების განვითარებისა და გამრავლების მიმართ, იზრდება ვაქცინაციის ეფექტურობა. ასევე თვალსაჩინოა მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ზემოქმედება. ნეიტროფილების ფუნქციონალური აქტივობის გაძლიერებისა და ფაგოციტოზის აქტივაციის ხარჯზე მიიღწევა ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. 

 „LARIFAN PESO 1,5 მგ” ეხმარება ორგანიზმს თავისი ბუნებრივი ლოკალური დაცვითი ძალების გაძლიერებასა და გაუმჯობესებაში, პრევენციულად მოქმედებს ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ და ამასთან ერთად, ეწინააღმდეგება სხვადახვა პათოლოგიური პროცესების განვითარებას საშოში.   

 

ჩვენება:  

„LARIFAN PESO 1,5  მგ” გამოიყენება კომპლექსურ და მონოთერაპიაში:    

●საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დისპლაზიებისას (CIN I, CIN II),  

●შარდსასქესო სფეროს ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისას,  

●არასპეციფიური ვაგინიტები,  

●სექსუალურად ტრანსმისიული დაავადებების რისკის შესამცირებლად,  

●სექსუალურად ტრანსმისიული დაავადებებისგან გამოწვეული შედეგების შესამსუბუქებლად.  

უკუჩვენება:  

მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი. 

 

გვერდითი მოვლენები:  

არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის. 

 

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში გამოყენება:  

ექიმის კონსულტაციით.  

 

მიღების წესი და დოზირება:  

საშვილოსნოს ყელის დისპლაზიებისას “LARIFAN PESO 1,5  მგ” გამოიყენება ყოველ მე-2 ან მე-3 დღეს 6 – 10 ჯერ. შედეგებიდან გამომდინარე მკურნალობის კურსს იმეორებენ 1 - 2 ჯერ. 

 

ჰერპესული პროცესის მკურნალობისათვის “LARIFAN PESO 1,5 მგ”-ს გამოყენება რეკომენდებულია 10 დღე მიყოლებით, 3_5 პესარიის გამეორებით კურსიდან ორი მენსტრუაციის შემდგომ.  

 

საშოს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებისა და ტკივილისას (არასპეციფიური ვაგინიტები)  რეკომენდებულია შევიყვანოთ საშოში 1 პესარია ყოველდღიურად 5-10 დღის განმავლობაში.  

პროფილაქტიკური მიზნებისათვის გამოვიყენოთ პესარიები “LARIFAN PESO 1,5  მგ” საშოში შეყვანის გზით კვირაში 1 პესარიის ოდენობით 5 კვირის განმავლობაში. 

 

დოზის გადაჭარბება:  

დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.  

 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება:  

თვალსაჩინო ურთიერთმოქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა. 

 

გამოშვების ფორმა და შემადგენლობა: 

5 პესარია 1,5 მგ შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.   

 

ვარგისიანობის ვადა: 

2 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდგომ. 

  

შენახვის პირობები:  

ინახება გრილ და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე. 

 

აფთიაქებიდან გაცემის პირობები: 

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე

კომენტარის დამატება