Meds.ge » ყველა წამალი » კინატროფინა / kinatrofina / Kinatrofina

კინატროფინა / kinatrofina / Kinatrofina

107

შემადგენლობა 

• ექინაცეა 100 მგ
• გლერძა 40 მგ
• უნკარია 24 მგ
• ფუტკრის რძე 
• თიამინი (ვიტ. B1) – 5,6 მგ
• რიბოფლავინი (ვიტ. B2) – 6,4 მგ 
• ნიკოტინამიდი (ვიტ. PP) – 72 მგ
• პანტოთენის მჟავა (ვიტ. B5) – 24 მგ
• პირიდოქსინი (ვიტ. B6) – 8 მგ
• ფოლის მჟავა (ვიტ. B9) – 800 მკგ
• ციანკობალამინი (ვიტ.B12) – 4 მკგ
• ბიოტინი (ვიტ. H) – 0,6 მგ
• ასკორბინის მჟავა (ვიტ. C) – 720 მგ
• ბეტაკაროტინი – 4 მგ

ჩვენებები
- იმუნური სტატუსის დაქვეითება ვიურუსული, პარაზიტული და სხვა ინფექციური პათოლოგიების დროს, მათ შორის, სეზონური ვირუსების თავიდან აცილების მიზნით; - ჰიპო- და ავიტამინოზები;
- არარაციონალური კვება, კვების რეჟიმის შეცვლა
- მადის დაქვეითება;
- სიმაღლეში ზრდის შეფერხება;
- ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი – რეკონვალესცენციის დაჩქარების მიზნით;
- გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხება.

მიღების წესები და დოზები
• 0-1 წლამდე ასაკის ბავშვებში: 3 მლ 1-2-ჯერ დღეში 
• 1-3 წლამდე ასაკის ბავშვებში: 3 მლ 2-3-ჯერ დღეში 
• 3-6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 5 მლ 1-2-ჯერ დღეში 
• 6 წლის ზემოთ: 5 მლ 2-3-ჯერ დღეში 
მოზრდილებში ყოველდღიური რეკომენდებული დოზა არის პროდუქტის 12,5 მლ. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. პროდუქტი შეიძლება მიიღოთ სუფთა სახით, თანმხლები საზომი ხუფის გამოყენებით ან წყალში გახსნილი. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. 
პროდუქტის ნატურალობის გათვალისწინებით, მისი შემცველობა შესაძლოა დაილექოს ფსკერზე, რაც არ წარმოადგენს პროდუქტის ცვალებადობის მაჩვენებელს.
აღნიშნული პროდუქტი არ შეიცავს ხელოვნურ დამატკბობელებს და საკვებ საღებავებს.

განსაკუთრებული მითითებები
არ გამოიყენოთ ორსულობის დროს. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

კომენტარის დამატება