Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ენის ლაგამი / enis lagami

ენის ლაგამი / enis lagami

432

ენის ლაგამი არის პრობლემა რომელიც ხდება ბავშვებში, რომელთაც აქვთ პირის ძირსა და ენას შორის პატარა კანის ნაწილი.

სამედიცინო სახელი ენის დაბმისთვის არის ანკილოგლოზია, ხოლო კანის პატარა ნაწილს რომელიც პირის ქვედა ნაწილსა და ენას აერთებს ეწოდება ენის (ლინგუალ) ფრენულუმი.

ზოგჯერ ეს ბავშვს პრობლემას უქმნის სწორად გამოკვებაში, რადგანაც მათ არ შეუძლიათ ნორმალურად მიწვდნენ დედის მკერდს.

თუ ფიქრობთ რომ ბავშვს აქვს ენის ლაგამი და ამის გამო ექმნება პრობლემები მიმართეთ ბავშვის კვების სპეციალისტს, ან პედიატრს.

მოცემული ინფორმაცია აღწერს თუ რა არის ენის ლაგამი, რა იწვევს ამ პრობლემას, რა პრობლემა შეიძლება შექმნას მან და მისი მკურნალობის მეთოდებს.

რა არის ენის ლაგამი?

ენის დაბმა არის დაბადების დროს არსებული დეფექტი რომელიც ბავშვების 4-11% აქვს, ეს უფრო ხშირია ბიჭებში ვიდრე გოგონებში.

ნორმალურ შემთხვევაში ენა დამაგრებულია პირზე კანის პატარა ნაწილით რომელსაც ენის ფრენულუმი ეწოდება, ბავშვებში რომელთაც აქვთ ეს პრობლემა, კანი გაცილებით მოკლეა და მჭიდრო, ასე რომ არ აქვს ენას მოძრაობის საშუალება

ძუძუთი კვების პრობლემა

ბავშვის კარგად გამოკვებისთვის აუცილებელია, რომ ის კარგად მიწვდეს როგორც ძუძუს თავს ასევე მკერდის ქსოვილს და ბავშვის ენა უნდა ეფარებოდეს ქვედა ღრძილს, ისე, რომ ძუძუს თავი დაცული იყოს დაზიანებისგან.

ბავშვებს რომელთაც აქვთ ენის ლაგამი არ შეუძლიათ პირის საკმარისად დიდზე გაღება, ამიტომ ისინი კარგად ვერ იდებენ ძუძუს პირში. ამ დროს პირი უცურდებათ მკერდიდან და ღრძილებით ეჭიდებიან ძუძუს თავს.

ამის გამო ისინი კბენენ დედას ღრძილებით, ეს ძალიან მტკივნეულია დედისთვის, და შესაძლებელია გამოიწვიოს, შესიება, წყლული ან სისხლდენა, ამ დროს ბავშვები ბევრს ვერ ჭამენ რადგანაც იღლებიან, მალევე შივდებათ და კვლავაც უნდათ კვება.

უმეტეს შემთხვევებში, ეს კვების სირთულე ნიშნავს, რომ ბავშვები ვერ იმატებენ საკმარისად წონაში.

როგორ იკურნება ენის ლაგამი?

თუ ბავშვს აქვს ენის დაბმა, მაგრამ ისინი კარგად ახერხებენ კვებას, მკურნალობა არ არის აუცილებელი. თუ კვებაზე ექმნება პრობლემა, ამ შემთხვევაშჲ საჭიროა სამედიცინო დახმარება, რაც გულისხმობს კანის გაყოფას.

ენის ლაგამის გაყოფა

ეს პროცესი გულისხმობს, კანის პატარა მჭიდრო ნაწილის გაჭრას, ეს არის სწრაფი და თითქმის უმტკივნეულო პროცედურა, რაც ჩვეულებრივ გამოასწორებს კვების პრობემას მაშინვე.

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის და მზრუნველობის ეროვნული ინსტიტუტი მხარს უჭერს კანის გაყოფის მეთოდს, რადგანაც ეს პროცედურა უსაფრთხოა და არსებობს მტკიცებულებები, რომ შეუძლია გამოასწოროს ძუძუთი კვება.

როგორ ტარდება დაბმული ენის გაჭრა

ახალშობილ ბავშვებში, ეს პროცედურა ანესთეზიის გარეშე მიმდინარეობს, ან შესაძლებელია ჩატარდეს ადგილობრივი ანესთეზიით, რომელიც აბუჟებს ენას.

ზოგადი ანესთეზია საჭიროა უფროს ბავშვებში, რომელიც გულისხმობს დაძინებას პროცედურის დროს.

ბავშვის თავს პროცედურის დროს უძრავად აფიქსირებენ და მჭრელი მაკრატლით იკვეთება კანი ენის ქვეშ. ზოგიერთი ექიმი მაკრატლის ნაცვლად იყენებს ლაზერის სხივებს. ეს დაახლოებით რამოდენიმე წამს საჭიროებს და ბავშვის გამოკვება შეგიძლიათ დაიწყოთ პროცედურის დასრულებისთანავე. ზოგიერთ ბავშვს პროცედურის დროს ძინავს, ზოგიერთი კი ტირის რამდენიმე წამი. პატარა ბავშვებში მოფერება და კვება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ტკივილგამაყუჩებლები.

პროცედურის დროს შეიძლება იყოს მცირეოდენი სისხლდენა და ასევე შესაძლებელია წარმოიქმნას თეთრი ლაქები ენაზე რომელიც დაახლოებით 24-48 საათში გაივლის, ეს ლაქები არ აწუხებს ბავშვს.

ენის ლაგამი უფროს ბავშვებში და ზრდასრულებში

მკურნალობის გარეშე დატოვებულმა ენის ლაგამმა, ბავშვის გაზრდის შემდეგ შეიძლება საერთოდ აღარ გამოიწვიოს პრობლემები და ასაკის მატებასთან ერთად, პირის ღრუს ჩამოყალიბების პროცესში თავისით გაიაროს.

თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემები გრძელდება და შეიძლება გამოიწვიოს მეტყველების პრობლემები და ზოგიერთი საკვების ჭამის სიძნელეები. 

ენის ლაგამის გაყოფა შეიძლება ჩატარდეს როგორც უფროს ბავშვებში ასევე ზრდასრულ ადამიანებშიც, თუმცა ეს პროცედურა ძირითადად ტარდება ზოგადი ანესთეზიით და შეიძლება საჭირო გახდეს ენის ქვემოთ ნაკერების დადებაც.

კომენტარის დამატება