Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ჰიპოგლიკემია (შაქრის დაბალი დონე სისხლში)

ჰიპოგლიკემია (შაქრის დაბალი დონე სისხლში)

188

ჰიპოგლიკემია ან "ჰიპო" არის შაქრის (გლუკოზის) ანომალიურად დაბალი დონე სისხლში, რაც გულისხმობს ერთ ლიტრ სისხლში შაქრის ოთხ მილიმოლზე ნაკლებ რაოდენობას.

როდესაც გლუკოზის დონე დაბალია, ორგანიზმს არ აქვს საკმარისი ენერგია საკუთარი ფუნქციის შესასრულებლად.

ჰიპოგლიკემია ყველაზე ხშირად დიაბეტს ახლავს თან და ხდება მაშინ როდესაც, პიროვნებას, რომელსაც აქვს დიაბეტი იღებს ზედმეტ რაოდენობა ინსულინს, არასაკმარისად იკვებება ან ზედმეტად ვარჯიშობს.

იმ პიროვნებებს, რომელთაც არ აქვთ დიაბეტი, შესაძლებელია დაემართოთ ჰიპოგლიკემია, მაგრამ ეს შედარებით იშვიათად ხდება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს არასრულფასოვანი კვებით, ალკოჰოლის ჭარბი მიღებით ან ისეთ შემთხვევებში, როგორციაა ედისონის დაავადება.

რა არის ჰიპოგლიკემიის სიმპტომები?

ადამიანთა უმეტესობა გრძნობს სისხლში გლუკოზის დონის კლებას, რაც მათ აძლევს საშუალებას თავიდან აიცილონ ეს მდგომარეობა. სიმპტომები ძირითადად ხდება მაშინ, როდესაც შაქრის დონე ერთ ლიტრ სისხლში 4 მილიმოლზე (მმოლი) ნაკლებამდე ეცემა.

ტიპიური გამაფრთხილებელი ნიშნებია შიმშილის შეგრძნება, კანკალი, მომატებული ოფლიანობა. შედარებით მძიმე შემთხვევებში გვხვდება დაბნეულობა და კონცენტრაციის ნაკლებობა, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, პიროვნებამ, რომელსაც ჭირს ჰიპოგლიკემია, შეიძლება დაკარგოს გონება.

აგრეთვე შესაძლებელია ძილის დროს ჰიპოგლიკემიის განვითარება, რომლის დროსაც ვითარდება ჭარბი ოფლიანობა, ძილის დარღვევა, დაღლილობა და გაღვიძების შემდგომი დაბნეულობა.

ჰიპოგლიკემიის კორექცია

ეს გულისხმობს დაუყოვნებლივ მკურნალობას ჰიპოგლიკემიის დროს, შაქრით მდიდარი საკვების ან სასმელის სასწრაფოდ მიღებას, როგორიცაა დექსტროზას ტაბლეტები ან ხილის წვენი.

შაქრიანი საკვების მიღების შემდეგ, საჭიროა ხანგძლივ მოქმედი საკვების მიღება, როგორიცაა სენდვიჩი ან რამდენიმე ბისკვიტი.

თუ ჰიპოგლიკემია გამოიწვევს პიროვნების გონების დაკარგვას, საჭიროა მას შევუყვანოთ ჰორმონი გლუკაგონი, სისხლში გლუკოზის დონის დასარეგულირებლად და მისი ცნობიერების დასაბრუნებლად. ეს უკანასკნელი შესაძლებელია, მაშინ თუ იცით ინექციების ტექნიკა.

თუ გლუკაგონის ინექცია ვერ ხერხდება, ან ინექცია არაეფექტურია 10 წუთის შემდგომ, დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

უგონო მდგომარეობაში მყოფ პიროვნებას, არასდროს არ ეცადოთ პირში ჩასჩაროთ რაიმე საკვები ან სასმელი, რადგანაც შესაძლებელია იგი დაიხრჩოს. ეს მოიცავს ისეთ პრეპარატებსაც, რომლებიც გულისხმობს ლოყის შიგნიდან ამოვლებას.

ჰიპოგლიკემიის პრევენცია

თუ გაქვთ დიაბეტი, რომელიც საჭიროებს ინსულინით მკურნალობას, ჰიპოგლიკემიის თავიდან აცილების ყველაზე უსაფრთხო გზაა სისხლში შაქრის დონის რეგულარული კონტროლი და ჰიპოგლიკემიის ადრეული გამოვლინებების ცნობა.

არასაკმარისი კვება, ან წახემსება, ან ნაკლები რაოდენობის კარბოჰიდრატების მეღება ზრდის ჰიპოგლიკემიის რისკს. უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე ალკოჰოლის მიღების დროსაც რადგანაც ამანაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიის განვითარება და იგი შეიძლება განვითარდეს ალკოჰოლის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგაც.

ვარჯიში ან დატვირთვაც არის ჰიპოგლიკემიის ერთ-ერთი მიზეზი, ამიტომ უნდა მოხდეს მისი წინასარი კონტროლი, როგორიცაა, ნახშირწყლების მიღება ვარჯიშის წინ ან შემდგომ, ან ინსულინის დოზის კონტროლი.

ინსულინის შეყვანა უნდა მოხდეს სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რადგანაც მისი შეწოვა ორგანიზმში არაერთგვაროვანია.

ყოველთვის თან ატარეთ სწრაფად მოქმედი ნახშირწყლები, როგორიცაა გლუკოზის ტაბლეტები, ან ხილის წვენი (შაქრის შემცველი), ან კანფეტები, იმ შემთხვევისთვის თუ გრძნობთ სიმპტომებს ან გლუკოზის დონე დაბალია.

საჭიროა, რომ თქვენი მეგობრები და ოჯახის წევრები იყვნენ ინფორმირებულები თქვენი დიაბეტის შესახებ და იმაზეც, რომ გაქვთ ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი. ამის ცოდნა აუცილებელია გადაუდებელ ბლოკში მყოფი პერსონალისთვისაც, რათა მათ მოახდინონ დაავადების იდენტიფიკაცია.

ჰიპოგლიკემიები შესაძლებელია განვითარდეს დიაბეტისგან განსხვავებულ შემთხვევებშიც და ამ დროს უნდა მოხდეს მისი მკურნალობა, რათა თავიდან იყოს აცილებული ჰიპოგლიკემიის განმეორებითი განვითარება.

რა იწვევს დიაბეტს?

სისხლში შაქრის დონე, ჩვეულებრივ კონტროლდება ჰორმონით, რომელსაც ინსულინი ეწოდება და რომელიც გამოიყოფა პანკრიასის მიერ; პანკრიასი არის კუჭის უკან მდებარე ჯირკვალი.

საკვების მონელების პროცესში, როდესაც სისხლში გლუკოზის რაოდენობა იმატებს, ინსულინი გლუკოზას გამოყოფს სილხლიდან და შეყავს უჯრედებში, სადაც ეს გლუკოზა იშლება ენერგიის გამოსამუშავებლად. თუმცა, დიაბეტის დროს, ორგანიზმს არ შესწევს უნარი დაშალოს გლუკოზა და გარდაქმნას ის ენერგიად. ეს იმიტომ ხდება, რომ ორგანიზმი ან ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ინსულინს, ან გამომუშავებული ინსულინი ვერ მუშაობს ნორმალურად.

კომენტარის დამატება