Meds.ge » ყველა წამალი » მეგა C ვიტ. აქტივი ასკილის ექსტრაქტით / mega C vit. aqtivi askilis eqstraqtit / Mega C vit. ACTIVE with Rose Hip

მეგა C ვიტ. აქტივი ასკილის ექსტრაქტით / mega C vit. aqtivi askilis eqstraqtit / Mega C vit. ACTIVE with Rose Hip

137

შემადგენლობა:

1 შემოგარსული აბი შეიცავს:

ასკორბინის მჟავა-600მგ

ასკილის ექსტრაქტი-30მგ

მეგა C ვიტამინის თითოეული ინოვაციური აბი დაფარულია ნელი გამოთავისუფლების გარსით:

• უზრუნველყოფს მასში შემავალი კომპონენტების ხანგრძლივ და მყარ მოქმედებას 

• განაპირობებს მაღალ და ხანგრძლივ თერაპიულ ეფექტიანობას. 

ფარმაკოლოგიური მოქმედება: 

ვიტამინი C:

• წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ანტიოქსიდანტს

• აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას

• მონაწილეობს ატფ-ის სინთეზში

• ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას

• ასტიმულირებს ინტერფერონის გამომუშავებას

ასკილის ექსტრაქტი:

• აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას 

• ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციების მიმართ

• არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებს

• აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება

• ამცირებს სისხლძარღვთა განვლადობას

 

ჩვენებები:

ვიტამინი C-ს დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა.

მიღების წესი და სადღეღამისო დოზა:

რეკომენდებულია დღეში 1 ტაბლეტის მიღება.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

სიფრთხილის ზომები: არ გადააჭარბოთ დღიურად მისაღებ რეკომენდებულ დოზას. პროდუქტი არ ანაცვლებს საკვებს.

გამოშვების ფორმა: №30 შემოგარსული ტაბლეტი ნელი გამოთავისუფლებით,

საკვები დანამატი.

ვარგისიანობის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

კომენტარის დამატება