Meds.ge » ყველა წამალი » სიმბავიტი / simbaviti / Simbavit

სიმბავიტი / simbaviti / Simbavit

96

შემადგენლობა: 

ყოველი 10 მლ სიროფი შეიცავს:

ვიტამინი A (რეტინილ პალმიტატი) 2333 ს/ე.

ვიტამინი B1 (თიამინი) 0.8 მგ. 

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) 0,9 მგ.

ვიტამინი B3 (ნიაცინამიდი) 8,5 მგ.

ვიტამინი B5 (D-კალციუმის პანტოთენატი) 3,5 მგ. 

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 0,5 მგ. 

ვიტამინი B7 (ბიოტინი) 15.0 მკგ. 

ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) 300 მკგ. 

ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) 1,5 მკგ. 

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 400 ს/ე. 

ვიტამინი E (Dლ-ალფა-ტოკოფერილ აცეტატი) 8 ს/ე. 

ვიტამინი K1 (ფიტონადიონი) 20 მკგ. 

ვიტამინი ჩ (ასკორბინის მჟავა) 59,7 მგ. 

ბეტა გლუკანი 10 მგ. 

თუთია  5 მგ.

იოდი  0.12 მგ. 

მანგანუმი  1.5 მგ.

სელენი  0.045 მგ. 

 

დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი, შაქარი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის კონცენტრატი, არაბული გუმფისი, ქსანტანის გუმფისი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ლიმნის არომატიზატორი, ფორთოხლის არომატიზატორი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, კრემოფორი RH 40.

 

ფარმაკოლოგიური დახასიათება: სიმბავიტი მაღალეფექტური ვიტამინებისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტების სრულყოფილი კომპლექსია. სიმბავიტი შეიცავს ყველა იმ ვიტამინსა და მინერალს, რაც აუცილებელია ბავშვის ზრდისა და იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის; მხედველობის, ნერვული სისტემის, გულის, ძვალ-სახსართა სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის. სიმბავიტი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ბავშვის ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას, ავსებს აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს, აძლიერებს ორგანიზმს; აუმჯობესებს მადას, უზრუნველყოფს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციას, გამაგრებას; ხელს უშლის რაქიტის განვითარებას. სიმბავიტი შეიცავს კომპონენტს - ბეტა გლუკანს. იგი ნატურალური პოლისაქარიდია, რომელიც მიღებულია საფუარისგან (შაცცჰარომყცეს ცერევისიაე). 

 

ჩვენებები: 

*ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პერიოდი *არასრულფასოვანი, არაბალანსირებული კვება *მალაბსორბციის სინდრომი *მადის დაქვეითება, უმადობა *ნერვული ანორექსია *ბავშვის ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა *ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ასთენია *ჰიპო- და ავიტამინოზები *დაავადების რეკონვალესცენციის პერიოდი *ქირურგიული ოპერაციის შემდგომი პერიოდი *ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი *იმუნიტეტის დაქვეითება: ხშირი ავადობა ვირუსული ინფექციებით, გრიპით, ჰერპეს-ინფექციებით, სოკოვანი დაავადებებით. 

 

დოზირება და მიღების წესი: 

6 - 12 თვე: 5 მლ. 1_ჯერ დღეში; 

1 - 3 წელი: 5 მლ. 1-2_ჯერ დღეში; 

3 - 6 წელი: 10 მლ. 1_ჯერ დღეში; 

6 წელი და ზემოთ: 10 მლ. 1-2_ჯერ დღეში. 

სიმბავიტი მიიღება ჭამის შემდეგ. შესაძლებელია სიროფის მცირე რაოდენობის წყალში ან წვენში გახსნა. 

 

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. 

 

გვერდითი მოვლენები:

ინდივიდუალური მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

 

შენახვის წესი: შეფუთულ მდგომარეობაში პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურისა. გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში. 

 

აფთიაქიდან გაცემის წესი: 

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

გამოშვების ფორმა: სიროფი 150 მლ. ბოთლში

კომენტარის დამატება