Meds.ge » ყველა წამალი » ნეირაქსინი B / neiraqsini B / Neiraxin B

ნეირაქსინი B / neiraqsini B / Neiraxin B

114

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

ნეირაქსინი B

 (100 მგ/100 მგ/1 მგ/20 მგ)/2 მლ, საინექციო ხსნარი

Pyridoxini hydrochloridum, Thiamini hydrochloridum, Cyanocobalaminum, Lidocaini hydrochloridum

 

 

1. რას წარმოადგენს ნეირაქსინი B და რისთვის გამოიყენება იგი

ნეირაქსინი B-ს აქტიურ სუბსტანციებს წარმოადგენენ პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6), თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1), ციანოკობალამინი (ვიტამინი B12), ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი.

ნეირაქსინი B  გამოიყენება მოზრდილებში და   12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ვიტამინების B1, B6 და B12   მუდმივი დეფიციტით გამოწვეული  ჰემატოლოგიური და ნევროლოგიური სიმპტომების მკურნალობისათვის. 

2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ნეირაქსინი B გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ნეირაქსინი B:  

- თუ თქვენ გაქვთ ალერგია პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის (ვიტამინი B6), თიამინის ჰიდროქლორიდის (ვიტამინი B1), ციანოკობალამინის (ვიტამინი B12), ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ (მოყვანილია პუნქტში 6);

- თუ თქვენ გაქვთ გულის  მძიმე დაავადებები და მწვავე დეკომპენსირებული გულის უკმარისობა;

- ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

ბენზილის სპირტის შემცველობის გამო, სამკურნალო პრეპარატი არ გამოიყენება ახალშობილებში, განსაკუთრებით დღენაკლულ ახალშობილებში. გამოყენების ზღვარი შეადგენს ბენზილის სპირტის  90 მგ-ს და მეტს დღეში: 3 წლამდე ასაკის ბავშვებში შეიძლება განვითარდეს ტოქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები.

 

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას 

ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ინტრამუსკულარულად (i.m.), არ გამოიყენება ვენაში (i.v.). ვენაში პრეპარატის შემთხვევითი შეყვანის შემთხვევაში საჭიროა სამედიცინო კონტროლი ან ჰოსპიტალიზაცია გაჩენილი სიმპტომების სიმძიმიდან გამომდინარე.  

 

სხვა პრეპარატები და ნეირაქსინი B  

შეატყობინეთ ექიმს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც იყენებთ, იყენებდით ან შეგეძლოთ გამოგეყენებინათ.  

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი პრეპარატები:

- სულფიტის შემცველი ხსნარები (ვიტამინი B1 შლის მჟავის შემცველ სულფიტის ხსნარებს. ხოლო სხვა ვიტამინები ინაქტივირდებიან B1 ვიტამინის დაშლის პროდუქტების შედეგად);

- იზონიაზიდი, ციკლოსერინი-  გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ;

- D-პენიცილინამინი - გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ;

- ეპინეფრინი - გამოიყენება მძიმე ალერგიული რეაქციების (ანაფილაქსია) სამკურნალოდ;

- ნორეპინეფრინი- გამოიყენება დეპრესიის და დაბალი არტერიული წნევის  სამკურნალოდ;

- სულფონამიდები- ანტიბიოტიკები,  რომლებიც ასევე გამოიყენება ნაწლავების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ;

- ლევოდოფა - გამოიყენება პარკინსონის დაავადების  სამკურნალოდ.

 

ორსულობა და ლაქტაცია

თუ თქვენს ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს ძუძუთი, გეგმავთ ორსულობას ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ექთანთან. 

ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში B6 ვიტამინის უსაფრთხო დღიური დოზა შეადგენს 25 მგ-ს. ვინაიდან ამ სამკურნალო პრეპარატში B6 ვიტამინის შემცველობა ერთ 2 მლ-იან ამპულაში შეადგენს 100 მგ-ს, მისი გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს აკრძალულია. 

მანქანის და მექანიზმების მართვა

არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას მანქანის და მექანიზმების მართვის უნარზე. 

ნეირაქსინი B შეიცავს ბენზილის სპირტს

ნეირაქსინი B თითოეული ამპულა შეიცავს 40 მგ ბენზილის სპირტს. 

არ გამოიყენება ახალშობილებში და დღენაკლულ ახალშობილებში.

შეუძლია ტოქსიური რეაქციების და ალერგიული რეაქციების გამოწვევა 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

პრეპარატი შეიცავს ერთ დოზაზე 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, რაც ნიშნავს, რომ პრეპარატი პრაქტიკულად  „ნატრიუმის გარეშეა“.

პრეპარატი შეიცავს  ერთ დოზაზე  1 მმოლ-ზე (39 მგ) კალიუმს, რაც ნიშნავს, რომ პრეპარატი პრაქტიკულად   „კალიუმის გარეშეა“.

 

3. როგორ გამოიყენება ნეირაქსინი B  

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ექიმის დანიშნულების მიხედვით. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.  

ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ კუნთში (i.m.), არ გამოიყენება ვენაში (i.v.). ვენაში პრეპარატის შემთხვევით შეყვანის შემთხვევაში საჭიროა სამედიცინო კონტროლი ან ჰოსპიტალიზაცია გაჩენილი სიმპტომების სიმძიმიდან გამომდინარე.  

თქვენი ექიმი განსაზღვრავს პრეპარატის საჭირო დოზას და ინექციების სიხშირეს.

მოზრდილები და 12 წლის ზევით ასაკის ბავშვები

მძიმე და მწვავე სიმპტომების შემთხვევაში: ჩვეულებრივ გამოიყენება ერთი ინექცია (2 მლ) დღეში ერთხელ, რათა მიიღოთ აქტიური სუბსტანციების მაღალი დონე სისხლში. მწვავე ფაზის კუპირების შემდეგ და ნაკლებად სერიოზული სიმპტომების შემთხვევაში გამოიყენება 1 ინექცია 2-3 ჯერ კვირაში. 

ხანდაზმული პაციენტები

დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

პედიატრიული პოპულაცია

ნეირაქსინი B  საინექციო ხსნარი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მითითებანი ამპულის გახსნის შესახებ:

1. დაიჭირეთ ამპულა ფერადი წერტილით ზევით. თუ ამპულის ზედა ნაწილში არის ხსნარი, ნაზად დააკაკუნეთ თითით, რათა ხსნარი მთლიანად მოგროვდეს ამპულის ქვედა ნაწილში.

2. გამოიყენეთ ორივე ხელი გახსნისთვის; ერთი ხელით დაიჭირეთ  ამპულის ქვედა ნაწილი, ხოლო მეორე ხელით მოტეხეთ   ამპულის ზედა ნაწილი ფერად წერტილზე ზეწოლის მეშვეობით

თუ თქვენ გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი ნეირაქსინი B 

ვინაიდან ეს მედიკამენტი გეძლევათ  სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ,   ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენ მიიღოთ ნეირაქსინი B  საჭიროზე  უფრო მეტი ან უფრო ნაკლები დოზით.

თუ თქვენ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ ნეიროქსინი B-ს   ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, გაიარეთ კონსულტაცია  თქვენს ექიმთან ან ექთანთან. 

 

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ყველა პაციენტთან ის არ ვლინდება. 

არასასურველი გვერდითი ეფექტები მოყვანილია  მათი გამოვლენის  სიხშირის გათვალისწინებით:

იშვიათი (აღინიშნება ნაკლები, ვიდრე 1 000-დან 1 პაციენტში)

- მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (კანზე გამონაყარი, სუნთქვის დათრგუნვა, შოკი, ანგიოედემა). 

ბენზილის სპირტი: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

ძალიან იშვიათი (აღინიშნება ნაკლები, ვიდრე 10 000-დან 1 პაციენტში) 

- პალპიტაცია (ტაქიკარდია).

- ძლიერი ოფლიანობა, აკნე, კანის რეაქციები - ქავილი და ჭინჭრის ციება.

უცნობია (შეფასება შეუძლებალია არსებული მონაცემების საფუძველზე)

- ვერტიგო, ცნობიერების დარღვევა.

- გულის რითმის შენელება (ბრადიკარდია), გულის რითმის დარღვევები.

- ღებინება.

- კრუნჩხვები.

- სისტემური რეაქციები, მათ შორის ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნება ან / და დათრგუნვა (კოორდინაციის დარღვევა, ნერვიულობა, საფრთხის განცდა, ეიფორია, დაბნეულობა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა, ყურებში შუილი, ბუნდოვანი მხედველობა და გაორება, ღებინება, სიცივის ან სიცხის შეგრძნება) შეიძლება მოხდეს სწრაფი ინექციის შედეგად (შეცდომით ინტრავენური  ინექცია,  ინექცია ქსოვილებში კარგი სისხლმომარაგებით) ან ჭარბი დოზირების შემთხვევაში.

 

შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ მოვლენაზე, მათ შორის ისეთ გვერდით მოვლენებზე, რომლებიც არ არის ამ ინსტრუქციაში აღწერილი.

თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ  შეატყობინოთ სამკურნალწამლო საშუალებების, სამედიცინო მოწყობილობების და ბიოლოგიური პროდუქტების რეგისტრაციის  სახელმწიფო სააგენტოს ფარმკონტროლის სამსახურს:

ალ. იეროზოლიმსკი 181C, 02-222 ვარშავა 

ტელ.: + 48 22 49 21 301; fax: + 48 22 49 21 309 

ელ-ფოსტა: [email protected] 

გვერდითი მოვლენების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ სავაჭრო ლიცენზიის მფლობელს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით  მეტი ინფორმაციის შეგროვებას  სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოებაზე.

5. როგორ უნდა შეინახოთ ნეირაქსინი B

შეინახეთ მაცივარში (2 oC – 8 oC). არ გაყინოთ. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ამპულის გაიხსნის შემდეგ, მისი შიგთავსი უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ. 

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს ყუთზე წარწერის „ვარგისია“ შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

 

6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ნეირაქსინი B  

- აქტიურ სუბსტანციებია: პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6), თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1), ციანოკობალამინი (ვიტამინი B12), ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი.

საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს: პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის 50 მგ-ს, თიამინის ჰიდროქლორიდის 50 მგ-ს, ციანოკობალამინს 0.5 მგ-ს, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 10 მგ-ს.

1 ამპულა (2 მლ) შეიცავს: პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის 100 მგ-ს, თიამინის ჰიდროქლორიდის 100 მგ-ს, ციანოკობალამინის 1 მგ-ს, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 20 მგ-ს.

- სხვა კომპონენტებია: ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ტრიფოსფატი პენტაბაზალური, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH კორექციისთვის), კალიუმის ჰექსაციანოფერატი (III), საინექციო წყალი

კომენტარის დამატება