Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ეაკულაციის პრობლემები

ეაკულაციის პრობლემები

576

ეაკულაციის (ე.წ. გათავების) პრობლემები მამაკაცებში ხშირ პრობლემას წარმოადგენს.

ეაკულაციის პრობლემების სამი ძირითადი ტიპი არსებობს, ესენია:

  • ნაადრევი ეაკულაცია/premature ejaculation 
  • დაგვიანებული ეაკულაცია/delayed ejaculation 
  • რეტროგრადული ეაკულაცია/retrograde ejaculation.

ეს პრობლემები უფრო დეტალურად ქვემოთაა განხილული.

ნაადრევი ეაკულაცია

ნაადრევი ეაკულაცია ეაკულაციასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი პრობლემაა. ეს პრობლემა მაშინ ვითარდება, როცა მამაკაცი ეაკულაციას სქესობრივი კონტაქტის დაწყებიდან ძალიან მალე განიცდის.

მრავალი მამაკაცი არაა დარწმუნებული თუ რა დროის განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს „ნორმალური“ სექსი სანამ ეაკულაცია მოხდება. ხუთ სხვადასხვა ქვეყანაში 500 წყვილზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ასოს საშოში მოთავსებიდან ეაკულაციამდე საშუალო ხანგრძლიობა ხუთ ნახევარი წუთი იყო. თუმცა, არ არსებობს რაიმე სტანდარტი ან განსაზღვრება თუ რამდენი ხანი უნდა გრძელდებოდეს “ნორმალური სქესობრივი აქტი” და ეს ხანგრძლივობა ინდივიდისა და მისი პარტნიორის გადასაწყვეტია, ანუ აკმაყოფილებთ ეს დრო თუ არა.

ნაადრევი ეაკულაციის შემთხვევითი მოვლენები (ეპიზოდები)ნორმალურია და ამის შესახებ არ უნდა ინერვიულოთ, თუმცა, თუ სქესობრივი აქტის შემთხვევათა ნახევარზე მეტი ასე მთავრდება, შესაძლოა დაგეხმაროთ მკურნალობა.

ნაადრევი ეაკულაციის მიზეზები

უეცარი ნაადრევი ეაკულაცია შეიძლება სხვადასხვა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ასპექტებით იყოს გამოწვეული.

ძირითადი ფიზიკური მიზეზებია:

  • პროსტატის პრობლემები
  • ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები - როგორებიცაა ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი ან ნაკლებად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი
  • რეკრეაციული წამლების მოხმარება.

ძირითადი ფსიქოლოგიური მიზეზებია:

  • დეპრესია
  • სტრესი
  • ურთიერთობის პრობლემები
  • სქესობრივი ურთიერთობის ხარისხზე ნერვიულობა (განსაკუთრებით კი ახალი ურთიერთობის დაწყებისას, ან როდესაც მამაკაცს ჰქონდა სქესობრივი პრობლემების წინა პარტნიორთან).

ნაადრევი ეაკულაციის მქონე მამაკაცებში ნაკლებად არიან ისეთი პაციენტები, რომელთაც ეს პრობლემა მუდმივად აწუხებდათ (მას შემდეგ, რაც სქესობრივი ცხოვრება დაიწყეს). ასეთ შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ადრეული სქესობრივი გამოცდილება. შესაძლოა, რომ წარსულმა სექსუალურმა გამოცდილებამ გავლენა იქონიოს ამჟამინდელ მდგომარეობაზე. მაგალითად თუ მოზარდობის ასაკში ბიჭი ცდილობდა სწრაფად ეაკულაციას მასტურბაციის დროს, რომ არ “გამოეჭირათ” ამ მდგომარეობაში, მოგვიანებით ეს შეიძლება იქცეს პრობლემად და ჩამოყალიბდეს ჩვევად
  • ბავშვობაში ტრავმული სქესობრივი გამოცდილება - ეს შეიძლება იყოს სქესობრივი ძალადობა, ან მასტურბაციის დროს “გამოჭერა”
  • სექსზე და სექსუალურ ცხოვრებაზე მკაცრი შეხედულებები და რწმენა
  • ბიოლოგიური მიზეზები - ზოგიერთ მამაკაცს ზედმეტად მგრძნობიარე პენისი აქვს.

ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობა

სამედიცინო რჩევის მიღებამდე არსებობს რამდენიმე რამ რაც შეიძლება დაგეხმაროთ.

თვითდახმარების ტექნიკა

შემდეგი რჩევები შეიძლება დაგეხმაროთ ეაკულაციის ხანგრძლივობის კონტროლში:

  • სქესობრი აქტამდე 1-2 საათით ადრე მასტურბირება
  • მგრძნობელობის შესამცირებლად სქელი პრეზერვატივის გამოყენება
  • ისუნთქეთ ღმად, რომ მოკლე ხნით შეასუსტოთ ეაკულაციის რეფლექსი (ორგანიზმის ავტომატური რეფლექსი ეაკულაციის დროს)
  • სქესობრივი კონტაქტი იქონიეთ ზემოდან, რომ მოგეცეთ შეჩერების საშუალება ეაკულაციამდე
  • სქესობრივი კონტაქტის (სექსის) დროს გააკეთეთ ხანმოკლე შესვენებები და იფიქრეთ რაიმე უინტერესოზე ან მომაბეზრებელზე.

წყვილთა თერაპია

თუ გრძელვადიანი ურთიერთობა გაქვთ, შესაძლოა წყვილთა თერაპია დაგეხმაროთ.  ამ თერაპიის შედეგი ორმხრივია:

  • პირველი, წყვილები გაარკვევენ მათი ურთიერთობის პრობლემებს და ისწავლიან თუ როგორ გადაჭრან ისინი.
  • მეორე, წყვილს აჩვენებენ მეთოდებს, რომლებიც მამაკაცს ნაადრევი ეაკულაციის ჩვევას გადააჩვევს. ორი ძირითადი მეთოდი არსებობს: „მოჭერის ტექნიკა“ და „გაჩერება-გაგრძელების ტექნიკა“.

მოჭერის ტექნიკის დროს ქალი მამაკაცისთვის მასტურბაციას იწყებს. როდესაც მამაკაცი ეაკულაციას იგრძნობს, იგი ანიშნებს ქალს, ამ დროს ქალი ჩერდება და ასოს თავს 10-20 წამი უჭერს. ამის შემდეგ უშვებს ხელს და მასტურბირების გაგრძელებამდე 30 წამი იცდის. ეს პროცესი რამდენჯერმე, ეაკულაციის განვითარებამდე მეორდება.

გაჩერება-გაგრძელების მეთოდი მოჭერის ტექნიკის მსგავსია, იმ განსხვავებით, რომ ქალი ასოს თავს არ უჭერს. ეს მეთოდები მარტივი ჩანს, მაგრამ ბევრ ვარჯიშს საჭიროებს.

ანტიდეპრესანტები (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები)

სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები/selective serotonin reuptake inhibitors (SSRIs)დეპრესიის სამკურნალოდაა განკუთვნილი, თუმცა ასევე აყოვნებს ეაკულაციასაც. 

ამ მიზნისთვის გამოყენებული მედიკამენტებია:

  • პაროქსეტინი (Paroxetine)
  • სეტრალინი (Sertraline)
  • ფლუქსეტინი (Fluixetine).

მამაკაცთა ნაწილის მდგომარება, რომელთაც ნაადრევი ეაკულაცია აქვთ, მკურნალობის დაწყებიდანავე გრძნობს გაუმჯობესებას. თუმცა, სრული ეფექტის მისაღწევად მედიკამენტის მიღება 1-2 კვირა მაინც უნდა გაგრძელდეს,.

ამ წამლების გვერდითი ეფექტები ძირითადად მსუბუქია და უნდა გამოსწორდეს 2-3 კვირაში. გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს:

  • დაღლილობა/fatigue
  • გულისრევა ან ღებინება
  • ფაღარათი (დიარეა)
  • ჭარბი ოფლიანობა excessive sweating.

დაპოქსეტინი (Dapoxetine)

სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორის ერთ-ერთი სახეობა - დაპოქსეტინი, ნაადრევი ეაკულაციის სამკურნალოდ სპეციალურად იქნა შემუშავებული. 2013 წლის ნოემბრიდან დაპოქსეტინი (პრილიგი) პირველი წამალი გახდა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ნაადრევი ეაკულაციის სამკურნალოდ ოფიციალურად ინიშნება. დაპოქსეტინი, თავისი ჯგუფის სხვა პრეპარატებთან შედარებით, ბევრად უფრო სწრაფად მოქმედებს. თუ დაპროქსეტინი გამოგიწერეს, სავარაუდოდ სქესობრივ აქტამდე 1-3 საათით ადრე უნდა მიიღოთ და არა უმეტეს ერთი აბისა დღეში.

ამ წამლის დანიშვნის შემდეგ აუცილებელია მუკრნალობის ეფექტი შემოწმდეს წამლის მიღების დაწყებიდან 4 კვირაში (ან 6 დოზის მიღების შემდეგ) და ამის შემდეგ ყოველ 6 თვეში ერთხელ.

დაპროქსეტინი ნაადრევი ეაკულაციის მქონე ყველა მამაკაცისთვის არაა განკუთვნილი.  მაგალითად, ის არაა რეკომენდირებული გულის, თირკმლის და ღვიძლის პათოლოგიების დროს. დაპოქსეტინი სხვა მედიკამენტებთან, მაგალითად ანტიდეპრესანტებთანაც ურთიერთქმედებს.

დაპროქსეტინის ხშირი გვერდითი ეფექტებია თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და გულისრევა.

ზედაპირული ანესთეტიკები და პრეზერვატივები

შესაძლებელია ასევე დაგეხმაროთ ზედაპირული ანესთეტიკები, როგორებიცაა ლიდოკაინი ან პრილოკაინი, მაგრამ ეს წამლები ასევე შეიძლება შეიწოვოს ვაგინაში (საშოში) და ქალსაც დაუქვეითოს შეგრძნება.

ხშირად ასევე ეფექტურია პრეზერვატივების გამოყენებაც, განსაკუთრებით თუ ისინი კომბინირებულია ანესთეტიკებთანაც (ასეთი პრეზერვატივები არის გაყიდვაში საქართველოშიც).

დაგვიანებული ეაკულაცია

დაგვიანებული ეაკულაცია (მამაკაცის ორგაზმის დარღვევა)სურვილისადანორმალურიერექციისმიუხედავად,ეაკულაციისდროისგახანგრძლივებით, ანმისიარარსებობითგანისაზღვრება.

დაგვიანებულ ეაკულაციად ომიაზრება, თუ:

  • ეაკულაციის დადგომამდე გაქვთ განმეორებითი ან არამიზანმიმართული გადავადება, რომელიც გრძელდება 30-60 წუთი
  • არ შეგიძლიათ ეაკულაცია სქესობრივი ურთიერთობების ნახევარზე მეტ შემთხვევებში.

დაგვიანებული ეაკულაციის მიზეზები

ნაადრევი ეაკულაციის მსგავსად, დაგვიანებული ეაკულაციაც შეიძლება გამოწვეული იყოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ფაქტორებით.

შესაძლო ფსიქოლოგიური გამომწვევი მიზეზები ნაადრევი ეაკულაციის გამომწვევი მიზეზების მსგავსია  მაგალითად, ადრეული სქესობრივი ტრავმა, მკაცრი აღზრდა, ურთიერთობის პრობლემები, სტრესი და დეპრესია.

დაგვიანებული ეაკულაციის გამომწვევი ფიზიკური მიზეზები მოიცავს:

  • დიაბეტს (ძირითადად მხოლოდ პირველი ტიპის)
  • ზურგის ტვინის დაზიანებას
  • გაფანტულ სკლეროზს
  • ოპერაციას შარდის ბუშტზე ან წინამდებარე ჯირკვალზე (პროსტატაზე)
  • ასაკის მატებას.

დაგვიანებულ ეაკულაციას მრავალი მედიკამენტი იწვევს, მათ შორისაა:

  • ანტიდეპრესანტები, განსაკუთრებით  სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები/selective serotonin reuptake inhibitors (SSRIs)
  • სისხლის მაღალი წნევის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ბეტა ბლოკერები
  • ანტიფსიქოტური წამლები, რომლებიც ფსიქოზის (ფსიქიკური დაავადება, რომლის დროსაც ადამიანი ერთმანეთისგან რეალობას და წარმოსახვას ვერ ასხვავებს) სამკურნალოდ გამოიყენება.
  • კუნთის მომადუნებელი საშუალებები, როგორიცაა ბალკოფენი (baclofen), რომელსაც მოტორული ნეირონების დაავადების და გაფანტული სკლეროზისას ფართოდ იყენებენ.
  • ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, მაგალითად ნაპროქსენი და მეტადონი (აგრეთვე გამოიყენება ჰეროინზე დამოკიდებული პაციენტების სამკურნალოდ).

დაგვიანებული ეაკულაცია შეიძლება უეცრად მოხდეს, იმ შემთხვევაშიც თუ ადრე ასეთი პრობლემა არ აღენიშნებოდა.

დაგვიანებული ეაკულაცია შესაძლოა სხვადასხვა სიტუაციებში ან მხოლოდ კონკრეტულ სიტუაციაში გამოვლინდეს, მაგალითად მამაკაცს შესაძლოა მასტურბაციის დროს ნორმალური ეაკულაცია ჰქონდეს, სექსის დროს კი დაგვიანებული. ასეთ შემთხვევებში პათოლოგიის მიზეზი ძირითადად ფსიქოლოგიური ფაქტორებია.

დაგვიანებული ეაკულაციის მკურნალობა

სქესობრივი თერაპია

სქესობრივი თერაპია ფსიქოთერაპიასა და სქესობრივ ცხოვრებაში სტრუქტურულ ცვლილებებს მოიცავს. ეს სექსით მიღებული სიამოვნების გაზრდაში და ეაკულაციის გაადვილებაში დაგეხმარებათ.  

სქესობრივი თერაპიის დროს შეგეძლებათ ემოციური და ფსიქოლოგიური პრობლემები განიხილოთ, რომლებიც ყოველგვარი განკიცხვის გარეშე თქვენს სექსუალობას და ურთიერთობას უკავშირდება.

აგრეთვე გირჩევენ სხვადასხვა აქტივობებს რომლებიც სახლში სექსის დროს უნდა გამოცადოთ პარტნიორთან ერთად (სესიის მსვლელობისას არ მოგთხოვენ სქესობრივი აქტივობების შესრულებას).

ასეთი აქტივობებია:

  • სქესობრივი სტიმულაციის გაზრდისთვის, ეროტიკული მასალის ყურება სექსამდე, როგორიცაა ვიდეოები ან ჟურნალები
  • ინტერესის გაზრდისთვის ეროტიული ფანტაზიები და „სექსუალური თამაშები“
  • ლუბრიკანტული კრემების, ან გელების გამოყენება,  რათა სქესობრივი აქტი იყოს უფრო სასიამოვნო და კომფორტული
  • მიღებული სიამოვნების გასაზრდელად, სქესობრივი ინსტრუმენტების გამოყენება, როგორიცაა ვიბრატორი.

წამლების ჩანაცვლება

ნაადრევი ეაკულაციის მსაგავსად, შესაძლოა დაგვიანებული ეაკულაციის გამომწვევი ფიზიკური პრობლემებიც დაემორჩილოს მკურნალობას. მაგალითად, თუ ამ დაავადებას დანიშნული მედიკამენტი იწვევს, შეგიძლიათ სცადოთ მისი ჩანაცვლება.

არსებობს ალტერნატიული მედიკამენტები, რომელთა გამოყენება მაშინ შეგიძლიათ, როცა ეჭვობთ, რომ დაგვიანებული ეაკულაციის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები იყოს. ეს პრეპარატებია:

  • ამანტადინი (amantadine) - მედიკამენტი, რომელიც ვირუსული ინფექციის სამკურნალოდ შექმნეს
  • ბუპროპიონი (buproprion) - მედიკამენტი, რომელიც თამბაქოს მოწევის შეწყვეტისთვის გამოიგონეს
  • იოჰიმბინი (yohimbine) - მედიკამენტი, რომელიც ერექციის დისფუნციის სამკურნალოდ გამოიგონეს.

ამ მედიკამენტებმა შესაძლოა დაბლოკონ სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების მიერ დაგვაინებული ეაკულაციის ეფექტი.

ალკოჰოლი და ნარკოტიკული წამლები

ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარებამ და ასევე ნარკოტიკულმა საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ დაგვაინებული ეაკულაცია. გაიგეთ მეტი ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარების შესახებ.

რეტროგრადული ეაკულაცია

რეტროგრადული ეაკულაცია ეაკულაციის პრობლემის შედარებით იშვიათი სახეობაა. ეს მაშინ ხდება, როცა სპერმა შარდსადენიდან გამოსვლის ნაცვლად (მილი რომელიც გაივლის შარდის ბუშტში და ასოში, რომლის მეშვეობითაც მოედინება შარდი) უკუმიმართულებით, შარდის ბუშტისკენ მიემართება.

რეტროგრადული ეაკულაციის ძირითადი სიმპტომებია:

  • ეაკულაციის დროს ძალიან მცირე რაოდენობით სპერმის წარმოქმნა, ან მისი არარსებობა
  • სექსის შემდეგ შემღვრეული შარდის გამოყოფა (რაც შარდში სპერმის არსებობითაა განპირობებული).

რეტროგრადული ეაკულაციის მქონე მამაკაცები ორგაზმს განიცდიან, მაგრამ სპერმა ან არ გამოიყოფა, ან გამოიყოფა ძალიან მცირე რაოდენობით. ეს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი არაა, თუმცა ბავშვის ჩასახვის უნარზე მოქმედებს და შეიძლება გამოიწვიოს უშვილობა (infertility).

რეტროგრადიული ეაკულაციის მიზეზები

რეტროგრადული ეაკულცია შარდის ბუშტის ყელის შემომსაზღვრელი ნერვებისა და კუნთების დაზიანებითაა გამოწვეული (ადგილი სადაც შარდსადენი შარდის ბუშტს უკავშირდება).

ჩვეულებრივ, ეაკულაციის დროს სპერმა გამოიყოფა ურეთრიდან (შარდსადენიდან), რადგან მისი შარდის ბუშტში შეღწევას ხელს უშლის შარდის ბუშტის ყელის შემომსაზღვრელი კუნთები, რომლებიც ორგაზმის დროს მჭიდროდ იკუმშება.

თუმცა, ამ კუნთების ან ნერვის დაზიანებამ შეიძლება შეაჩეროს შარდის ბუშტის ყელის დაკეტვა და სპერმის პენისიდან გამოდევნის ნაცვლად გამოიწვიოს სპერმის შარდის ბუშტში მოხვედრა.

ამ პრობლემის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზია პროსტატის ან შარდის ბუშტის ოპერაციის შედეგად დაზიანებული კუნთი ან ნერვი.

სხვა მიზეზები შეიძლება იყოს დიაბეტი, მრავლობითი სკლეროზი და მედიკამენტების ჯგუფი, რომლებსაც ალფა ბლოკერებს უწოდებენ, რომლებიც ხშირად გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის სამკურნალოდ.

რეტროგრადული ეაკულაციის მკურნალობა

მამაკაცთა უმრავლესობა რეტროგრადული ეაკულაციის მკურნალობას არ საჭიროებს, რადგან ისინი სქესობრივი კონტაქტისგან სიამოვნებას მაინც იღებენ და ეს მათ ჯანმრთელობაზე გავლენას არ ახდენს.

მაგრამ, თუ მკურნალობა საჭირო გახდა (მაგალითად თუ ბავშის ჩასახვაა სასურველი) არსებობს მედიკამენტები, რომლებიც შარდის ბუშტის ყელის კუნთების ტონუსს გაზრდიან. პსევდოეფედრინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ცხვირის გამხსნელად) სამკურნალოდ ეფექტური აღმოჩნდა, ისეთ შემთხვევებში, როდესაც ეს პრობლემა გამოწვეულია დიაბეტით ან ქირურგიული ოპერაციით.

თუ რეტროგრადული ეაკულაცია გამოწვეულია კონკრეტული მედიკამენტების მიღებით, მაშინ ნორმალური ეაკულაცია უნდა დაბრუნდეს ამ წამლების მიღების შეწყვეტის შემდეგ. ამის გამო მიმართეთ ექიმს და მას სავარაუდოდ შეეძლება ალტერნატიული წამლების დანიშვნა.

თუმცა, თუ რეტროგრადული ეაკულაცია კუნთებისა და ნერვების საგრძნობი დაზიანებითაა გამოწვეული, მკურნალობა უშედეგოა.

მეუღლის ჩართულობა

სქესობრივ ცხოვრებაში პრობლემების არსებობის შემთხვევაში მკურნალობის ვარიანტების და ექიმთან ვიზიტთან ერთად ძალიან რეკომენდირებულია მეუღლის ჩართულობაც.

მეუღლემ აუცილებლად უნდა იცოდეს თავისი მეუღლის პრობლემები და ამ საკითხზეუნდა ჰქონდეთ ხშირი კომუნიკაცია. ეს აუცილებელია, რადგან ასეთი პრობლემა შეიძლება არა მარტო მამაკაცს ჰქონდეს არამედ ქალსაც და შესაბამისად საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა.

მაგალითად ზოგიერთ ქალს ჩვეულებრივი სქესობრივი კონტაქტის დროს უჭირს ან ვერ აღწევს ორგაზმს და სჭირდება ხელით სტიმულაცია.

სისხლი სპერმაში

სპერმაში სისხლის აღმოჩენა (ჰემატოსპერმია) შეიძლება ძალიან შემაშფოთებელი იყოს. თუმცა, შემთხვევათა უმრავლესობაში ეს არ არის სერიოზული და რამდენიმე დღეში თავისით გაივლის.

ამისი გამომწვევი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში არის ინფექცია ურეთრაში (ურეთრიტი), ან პროსტატაში (პროსტატიტი).

მიუხედავად ამისა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ეს პრობლემა გახანგრძლივდა, რადგან ამ შემთხვევაში ეს შეიძლება უფრო სერიოზული პრობლემით იყოს გამოწვეული.

გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი წამლის მიღებისას წინასწარ ჰკითხეთ რჩევა ექიმს და არ დაიწყოთ თვით-მკურნალობა!

კომენტარის დამატება