Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ზრდასთან დაკავშირებული ტკივილი

ზრდასთან დაკავშირებული ტკივილი

137

ზრდასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირად გვხვდება ქვედა კიდურებში, აღმოცენდება საღამოს ან ღამით და უვლინდებათ 3-12 წლის ბავშვებს.  მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება ძალიან გამაღიზიანებელი იყოს, არ იწვევს ხანგრძლივ ზიანს.

სახელწოდების გარდა, არ არსებობს ამ მდგომარეობის აქტიურ ზრდასთან დამაკავშირებელი აშკარა მონაცემები. ამის გამო ექიმები ამჯობინებენ მის მოხსენიებას, როგორც: ბავშვთა ქვედა კიდურების განმეორებადი ღამის ტკივილი.

სიმპტომები

ზრდასთან დაკავშირებული ტკივილი შეიგრძნობა როგორც ინტენსიური, კრუნჩხვის მსგავსი ტკივილი ორივე ფეხში. ხშირად აზიანებს კანჭს, წვივსა და კოჭს, თუმცა შეიძლება გამოვლინდეს ბარძაყებშიც.

ტკივილი ვითარდება საღამოს ან ღამით (ხშირად აქტიური დღის შემდეგ), მაგრამ არ არის წარმოდგენილი დილით.

ზრდასთან დაკავშირებული ტკივილის დროს ბავშვის სიარულის უნარი არ უნდა იყოს დაქვეითებული, ასევე არ უნდა აღინიშნებოდეს სიკოჭლე, ფიზიკური დაზიანება და ინფექციის ნიშნები.

თუ ბავშვის სიმპტომები ზემოთ ჩამოთვლილისგან განსხვავებულია, მაგალითად დაზიანებულია მხოლოდ ერთი ფეხი, ან კოჭლობს, მაშინ მას სავარაუდოდ არ აქვს ზრდასთან დაკავშირებული ტკივილი. ამ შემთხვევაში მიამრთეთ ექიმს, რადგან მას შეიძლება ჰქონდეს სხვა სამედიცინო მდგომარეობა.

რა იწვევს ზრდასთან დაკავშირებულ ტკივილს?

მისი გამომწვევი მიზეზი ცნობილი არ არის, თუმცა უფრო ხშირია აქტიურ და თავისუფალი, მოქნილი სახსრების მქონე ბავშვებში (ჰიპერმობილური სახსრები joint hypermobility). ეს მდგომარეობა ასევე ვლინდება გენეტიკურ ხაზშიც.

არ არსებობს ამ მდგომარეობის აქტიურ ზრდასთან ან სხვა მნიშვნელოვან მდგომარეობასთან დამაკავშირებელი აშკარა მონაცემები.

რა უნდა გავაკეთოთ

ზრდასთან დაკავშირებული ტკივილის მკურნალობა ჩვეულებრივ სახლის პირობებში ხდება. ტკივილის მართვისთვის ბავშვს შეგიძლიათ მისცეთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი. ზოგჯერ დაწოლის წინ ბავშვებს ტკივილგამაყუჩებლებს აძლევენ, რომ თავიდან აიცილონ ღამით გაღვიძება.

გაითვალისწინეთ, რომ ექიმთან კონსულტაციის და მათი რეკომენდაციის გარეშე, 16 წლამდე ბავშვებს არ უნდა მისცეთ ასპირინი.

დამატებით შეგიძლიათ ბავშვის ფეხის კუნთები ან სახრები ძლიერად დაამასაჟოთ, ან გაათბოთ ცხელი პაკეტების დადებით.

სპეციალური დამხმარე ფეხსაცმელები დაეხმარებათ ტკივილის პრევენციაში. დარწმუნდით, რომ თასმები შეკრულია და გადასაწებლის შემთხვევაში, მტიცედ გადაკრული.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ თქცენი ბავშვის სიმპტომები განსაკუთრებით მძიმეა, ან მიუთითებენ სხვა მდგომარეობაზე. ესენია:

  • ტკივილი ცალ ფეხში
  • ტკივილი, რომელიც ასევე გვხვდება მკლავსა და ზურგში
  • ტკივილი, რომელიც აღმოცენდება ყოველ ღამე, ან გრძელდება დღის განმავლობაში
  • შეშუპებული სახსრები
  • მაღალი ტემპერატურა (სიცხე)
  • მადის დაკარგვა
  • წინაში კლება
  • სიარულისგან თავის შეკავება, ან აშკარა მიზეზის გარეშე კოჭლობა (limp).

ექიმი გააკეთებს დიფერენციალურ დიაგნოზს სხვა დაავადებებთან, როგორიცაა ართრიტი (arthritis), D ვიტამინის ნაკლებობა (რაქიტი rickets), ან ლეიკემია იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი შეუძლოდაა და შემდგომი კვლევებისთვის შეიძლება გაგაგზავნოთ ჰოსპიტალში.

კომენტარის დამატება