ფლუტანი / flutani / Flutan
რა არის ფლუტანი და რისთვის გამოიყენება?
ფლუტანი წარმოადგენს არასტეროიდულ ანტიანდროგენულ პრეპარატს, რომელიც კონკურენტულად აბლოკირებს ანდროგენ-ჰორმონების სამიზნე ორგანოების უჯრედთა ანდროგენრეცეპტორებს და აქვეითებს ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნას ფერმენტ 5-ალფა-რედუქტაზას დათრგუნვის ხარჯზე.
ჩვენებები:
. ანდროგენდამოკიდებული ჰირსუტიზმი ქალებში
. ანდროგენდამოკიდებული აკნე და სებორეა ქალებში
. ანდროგენდამოკიდებული ალოპეცია ქალებში
. ანდროგენდამოკიდებული პროსტატის ჰიპერპლაზია და კიბო
. ტრანსგენდერული ჰორმონალური თერაპია
რა უნდა იცოდეთ, სანამ ფლუტანს მიიღებდეთ
ნუ მიიღებთ ფლუტანს, თუ ალერგიული ხართ ფლუტამიდის ან ამ მედიკამენტის სხვა ინგრედიენტების მიმართ
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ფლუტანის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
- თუ მოცემულ ეტაპზე იღებთ სტეროიდებს, ანტიკოაგულანტს ან იღებთ თეოფილინს
- თუ გაქვთ ღვიძლის, თირკმლის ან გულის პრობლემები.
- თუ აღგენიშნებათ შეშუპება ან ტერფის შესიება
ფლუტანი და ალკოჰოლი
ფლუტანით მკურნალობისას თავიდან უნდა აიცილოთ ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღება.
ორსულობა, ძუძუთი კვება
ნუ მიიღებთ ამ მედიკამენტს, თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან თუ ბავშვის გაჩენას გეგმავთ; დაეკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის, სანამ ამ პრეპარატს მიიღებდეთ.
ფლუტანით მკურნალობა უნდა შეწყდეს ორსულობის დაგეგმვამდე არანაკლებ ექვსი თვით ადრე.
როგორ მივიღოთ ფლუტანი
ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა გირჩიათ.
. ჰიპერანდროგენული ჰირსუტიზმის დროს ინიშნება 250მგ. აბი დღეში ორჯერ ან 125მგ. აბი დღეში 3-ჯერ ან წყდება ინდივიდუალურად მკურნალი ექიმის მიერ
. ჰიპერანდროგენული აკნეს და სებორეის დროს ინიშნება 125მგ.აბი ერთხელ დღეში პირველი სამი თვე, ხოლო შემდეგი სამი თვე-62,5მგ. აბი დღეში ერთხელ.
. ჰიპერანდროგენული ალოპეციის დროს ინიშნება 250მგ. აბი ერთხელ დღეში.
. ტრანსგენდერული ჰორმონალური თერაპიის დროს ინიშნება 250მგ.აბი 3-ჯერ დღეში.
. პროსტატის ჰიპერპლაზიის და კიბოს დროს ინიშნება 250მგ. აბი 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად.
აბები მიიღება ჭიქა წყალთან ერთად.
ბავშვებში გამოყენება: არ არის რეკომენდირებული ფლუტანის გამოყენება ბავშვებში.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს ყველას არ ეხება.
ფლუტანის მიღებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
გინეკომასტია, გალაქტერია, გაზრდილი მადა, ინსომნია, დიარეა, გულისრევა, ღებინება
ღვიძლის ფუნქციური პათოლოგიები და ჰეპატიტი, შემცირებული ლიბიდო, წამოხურება, ფოტოსენსიბილიზაცია
როგორ შევინახოთ ფლუტანი
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და მათი მხედველობისგან მოშორებულ ადგილას.
შეინახეთ საკუთარი შეფუთვით პაკეტის 25 ° C ქვემოთ ტემპერატურის პირობებში.
არ გამოიყენოთ ფლუტანი ეტიკეტზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ; ვადის გასვლის თარიღს წარმოადგენს მითითებული თვის ბოლო დღე.
ფლუტანის გამოშვების ფორმა
აბები არის მოყვითალო ფერის, მრგვალი, ამოზნექილი ფორმის.
შეფუთვაში არის 10 ბლისტერი, თითოეულ ბლისტერზე 10 აბი
კომენტარის დამატება