იოდოფოლი / iodofoli / YODOFOL
წამლის ფორმა: ტაბლეტები.
აღწერილობა: მრგვალი ორმხრივამოზნექილი ყვითელი ფერის ტაბლეტები.
შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: კალიუმის იოდიდი 200 მკგ, რაც შეესაბამება 150 მკგ იოდს, ფოლის მჟავა 400 მკგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კაჟბადის მჟავა, გლუკოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
პრეპარატის ათქ კოდი: H03C
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იოდის პრეპარატები ფოლის მჟავასთან კომბინაციაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
იოდი ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას, შედის მისი ჰორმონების (თიროქსინი, ტრიიოდთირონინი) შემადგენლობაში, რომლებიც მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლის რეგულაციაში, ორგანიზმის ყველა ორგანოსა და სისტემის განვითარებაში. ხელს უშლის ენდემური ჩიყვის, კრეტინიზმის განვითარებას. იოდის დეფიციტის შევსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის, მოზარდებისათვის, ორსული და მეძუძური ქალებისათვის.
ფოლის მჟავას უკმარისობა იწვევს დნმ-ის სინთეზის დარღვევას უჯრედში, რომელიც ქრომოსომების რეპლიკაციისა და დაყოფისათვის ემზადება. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ტეტრაჰიდროფოლატის ფორმით ფოლის მჟავას ნუკლეინის მჟავების სინთეზში და უჯრედების დაყოფაში მონაწილეობით, ასევე კოენზიმის სახით პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში მონაწილეობით, რაც მას გადამწყვეტ ფაქტორად ხდის ცენტრალური ნერვული სისტემის ფორმირებაში, რომელიც უვითარდება ადამიანს განაყოფიერებიდან მე-15-28-ე დღეს. ფოლის მჟავა აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიბებისათვის და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. მისი უკმარისობა იწვევს სისხლის პლაზმაში ჰომოცისტეინის დაგროვებას, რომელიც არის ათეროსკლეროზული ცვლილებების მარკერი.
გამოყენების ჩვენებები
- იოდის და ფოლის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკა და შევსება ქალებში ორსულობის დაგეგმარების პერიოდში, ასევე ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში;
- ნაყოფის ნერვული სისტემის, კიდურების, გულის ანომალიების განვითარების პროფილაქტიკა;
- ზრდის და სქესობრივი მომწიფების დარღვევების პროფილაქტიკა მოზარდებში;
- ქრონიკული დაღლილობის მდგომარეობა, მეხსიერების დარღვევა;
- პერიფერიული ნევროპათიები;
- რეციდივების პროფილაქტიკა იოდდეფიციტური ჩიყვის თერაპიული მკურნალობის შემდეგ.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- ჰიპერთირეოზი.
გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
მიღების წესი და დოზირება
იოდოფოლი მიიღება შიგნით ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით. მოზარდებს და მოზრდილებს – თითო ტაბლეტი ერთჯერ დღეში.
პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატი იოდოფოლი არ უნდა იქნას მიღებული ანალგეტიკებთან, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებთან, ანტაციდებთან, კოლესტირამინთან, სულფანილამიდებთან, ანტიბიოტიკებთან, ციტოსტატიკებთან ერთად, რადგანაც ისინი ამცირებენ ფოლის მჟავას შეთვისებას. კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან იოდოფოლის ერთდროული მიღებისას შესაძლებელია ჰიპერკალიემიის განვითარება.
იოდოფოლის და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული მიღება ხელს უწყობს ჩიყვის და ჰიპოთირეოზის განვითარებას.
განსაკუთრებული მითითებები
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას ან იოდის სხვა პრეპარატების გამოყენებისას პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი არ მოქმედებს ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა
ტაბლეტები.
150 ტაბლეტი პოლიპროპილენის დოზატორში. 1 დოზატორი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
III ჯგუფი ურეცეპტოდ
კომენტარის დამატება