Meds.ge » ყველა წამალი » ზიმოპლექსი / zimopleqsi / Zymoplex

ზიმოპლექსი / zimopleqsi / Zymoplex

89

შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ და 20 მგ ტამოქსიფენს (ციტრატის სახით). ტამოქსიფენი არის 1 [4_ (2_დიმეთილ ამინოეთოქსი) ფენილ] 1,2_დიფენილ-1-ბუტენის ტრანს იზომერი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ტამოქსიფენს გააჩნია ძლიერი ესტროგენული ეფექტი, რომელიც სავარაუდოდ რეალიზდება ტამოქსიფენის უნარით, კონკურენცია გაუწიოს ესტროგენს სამიზნე უჯრედებზე მოქმედების მხრივ. ამის შედეგად იგი იწვევს ესტროგენით ინდუცირებული კარცინომის განვითარების ინჰიბირებას. 
კლინიკური კვლევებით გამოვლინდა ტამოქსიფენის ეფექტურობა უარყოფითი ესტროგენული რეცეპტორებით გამოწვეული კარცინომის დროს, რაც მოქმედების მექანიზმის შესასწავლის ახალ საწინდარს წარმოადგენს. 

ტოქსიკოლოგიური მონაცემები
ტამოქსიფენმა არ გამოავლინა გენოტოქსიური პოტენციალი in vitro და in vivo ტრადიციული კვლევების დროს

ფარმაკოკინეტიკა
0,3 მგ/კგ ორალური დოზის მიღების შემდეგ სისხლში პრეპარატის კონცენტრაციის პიკი აღინიშნება 4-7 საათში. საშუალო, სტაბილური კონცენტრაცია (300 მგ/მლ) ჩვეულებრივ მიიღწევა დღეში 40 მგ დოზით 4 კვირის მკურნალობის შემდეგ. 
პრეპარატს გააჩნია შრატის ცილებთან შეკავშირების მაღალი უნარი (>99%). მისი ელიმინაცია წარმოებს ორი გზით. ნახევარ დაშლის პერიოდია (T1/2) 4-7 დღე.
ტამოქსიფენი ინტენსიურად განიცდის მეტაბოლიზმს ჰიდროქსილირებით, დემეთილირებით და კონიუგაციით, რის შედეგადაც მიღებულ რამოდენიმე მეტაბოლიტს გააჩნია მისი მსგავსი ფარმაკოლოგიური მოქმედება, რაც ვლინდება კლინიკურ შედეგში.
მისი გამოყოფა ძირითადად ხდება განავალთან ერთად, ხოლო ძალიან მცირე რაოდენობა ელიმინირდება თირკმელებით.
განსაზღვრულია, რომ მთავარი მეტაბოლიტის, N- დესმეთილ-ტამოქსიფენის ნახევარდაშლის პერიოდია დაახლოებით 14 დღე.

ჩვენებები
ტამოქსიფენი ნაჩვენებია ქალებში სარძევე ჯირკვლის აქსილარული კიბოს სამკურნალოდ. პრეპარატი ასევე გამოიყენება ქალებში პოსტკლიმაქტერულ პერიოდში სამკურნალოდ, როდესაც კიბოს შემთხვევათა 2/3-ში აღინიშნება დადებითი კვანძები. ტამოქსიფენი აგრეთვე ნაჩვენებია სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ მამაკაცებში. სასარგებლო შედეგი გამოვლინდა მეტასტაზური მკერდის კიბოთი დაავადებული ქალების 20-30%-ში, აღნიშნული პროცენტი იზრდება 60%-მდე იმ ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ დადებითი ესტროგენ- რეცეპტორული კიბო. საუკეთესო შედეგები ვლინდება რბილი ქსოვილისა და ლიმფური კვანძების მეტასტაზების დროს, ხოლო ნაკლებად კარგი შედეგები - ძვლისა და ღვიძლის მეტასტაზების დროს. ადრე ჰორმონებით ჩატარებული თერაპიისას გამოვლენილი დადებითი რეაქცია მიუთითებს ტამოქსიფენის მიმართ დადებით რეაქციაზე

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში:
პაციენტების უმრავლესობისთვის ყოველდღიური დოზა შეადგენს 20-40 მგ-ს, ერთხელ ან ორჯერ დღეში. შემანარჩუნებელი, ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში რეკომენდირებული დოზა შეადგენს დღეში 20 მგ-ს.
ბავშვებში: 
რეკომენდირებული არ არის.

უკუჩვენება
ორსულობა (იხილეთ გაფრთხილებები) და იშვიათ შემთხვევებში, კეთილთვისებიანი პორფირია.

უარყოფითი რეაქციები:
ტამოქსიფენს პაციენტები ძირითადად კარგად იტანენ. ამ პრეპარატის გამოყენებისას უარყოფითი რეაქციები ბევრად ნაკლებად ვლინდება, ვიდრე ანაბოლური საშუალებების და ესტროგენების გამოყენებისას.
ყველაზე ხშირად აღინიშნება შემდეგი უარყოფითი რეაქციები: ალები, გულისრევა, პირღებინება. აღნიშნული რეაქციები ვითარდება 25%-ზე ნაკლებ პაციენტში და იშვიათად საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
ნაკლებად ხშირად აღინიშნება მენსტრუალური დარღვევები, სისხლდენა და გამონადენი საშოდან, გამონაყარი კანზე.
აღნიშნაული იქნა ძვლის სიმსივნით გამოწვეული ტკივილის ზრდა, აგრეთვე ლოკალური დაავადების გამწვავება, რაც ზოგჯერ უკავშირდება სიმსივნის მკურნალობაზე რეაქციას. სხვა იშვიათად გამოვლენილი უარყოფითი რეაქციებია ჰიპერკალცემია, თავის ტკივილი, თმის ცვენა, პერიფერიული შეშუპება, თრომბოციტოპენია (ჩვეულებრივ 80.000_90.000/მმ3), ლეიკოპენია, საკვების ზიზღი, პულმონარული ემბოლიზმი, თავბრუსხვევა და დეპრესია.
ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ ტამოქსიფენით აღინიშნა მხედველობის დარღვევები, მათ შორის რეტინოპათია, კერატოპათია და კატარაქტა.
თუ გამოვლენილი უარყოფითი რეაქცია მწვავე ხასიათისაა, ზოგჯერ შესაძლებელია მისი კონტროლი დოზის შემცირებით ისე, რომ შენარჩუნებული იქნას დაავადების კონტროლი. ტამოქსიფენს უკავშირებენ ღვიძლის ფერმენტების დონის ცვლილებას და იშვიათ შემთხვევებში, ღვიძლის უფრო მძიმე ხასიათის დარღვევებს, მათ შორის ღვიძლის ცხიმოვან ინფილტრაციას, ქოლესტაზს და ჰეპატიტს.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ტამოქსიფენი არ ინიშნება ორსულობისას.
ლაქტაციის პერიოდი
რეკომენდირებული არ არის მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების შეწყვეტა უნდა გადაწყდეს ჩვილისა და დედისთვის მისი მიღების სარგებლიანობის მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები
პრემენოპაუზის პერიოდში, პრეპარატის გამოყენებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობის შესაძლებლობა. აგრეთვე, აუცილებელია ასეთი ქალების მეთვალყურეობა მკურნალობის პერიოდში, ვინაიდან ეს პრეპარატი იწვევს ოვულაციას. 
ხანგრძლივი მკურნალობისას რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის პერიოდული კონტროლი. ცხოველებში გამოვლინდა კარცინოგენობა და მუტაგენობა. 

გაფრთხილებები
მენსტრუალური შეფერხებები აღინიშნა ზოგიერთ პრემენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში, რომლებიც იღებდნენ ტამოქსიფენს სარძევე ჯირკვლის სიმსივნის სამკურნალოდ. ტამქოსიფენით მკურნალობასთან იყო ასევე დაკავშირებული ენდომეტრიული ცვლილებების, მათ შორის ჰიპერპლაზიის, პოლიპებისა და ენდომეტრიული კიბოს განვითარების სიხშირის მომატება, რაც დაკავშირებულია ტამოქსიფენის ესტროგენულ თვისებებთან. ნებისმიერ პაციენტს, რომელსაც ტამოქსიფენით მკურნალობისას განუვითარდება ვაგინალური სისხლდენა, სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი გამოკვლევა. 
ტამოქსიფენით მკურნალობის დროს იშვიათად აღინიშნება თრომბოზული მოვლენები. მიუხედავად ამისა, დადგენილი არ არის ამ მოვლენების კავშირი ტამოქსიფენთან, ვინაიდან აღნიშნული მოვლენები ხშირად ვლინდება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში.
პრემენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში ტამოქსიფენით მკურნალობისას აღინიშნება კისტოზური, საკვერცხის შეშუპების შემთხვევები. 

გავლენა მანქანის მართვის უნარზე და ტექნიკის გამოყენებაზე
არ არსებობს მონაცემები ტამოქსიფენის ზეგავლენის შესახებ ზემოხსენებული მოქმედებების უნარზე.

ჭარბი დოზირება
ზოგადად, დოზის გადაჭარბება შეიძლება გამოვლინდეს ესტროგენული გვერდითი ეფექტების მომატებით. ცხოველების გამოკვლევამ აჩვენა რომ დოზის უკიდურეს გადაჭარბებას (100-200-ჯერ მეტი ვიდრე რეკომენდირებული დოზაა) შეუძლია გამოიწვიოს ესტროგენული ეფექტები. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, რის გამოც მკურნალობა სიმპტომატურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
როდესაც ტამოქსიფენი გამოიყენება კომბინაციაში კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტებთან, შეიძლება აღინიშნოს ანტიკოაგულანტური ეფექტის მნიშვნელოვანი მომატება. ამგვარი კომბინაციის დროს რეკომენდირებულია პაციენტის მეთვალყურეობა.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა მოცემულია შიდა და გარეთა შეფუთვაზე

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით

კომენტარის დამატება